პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 ბიზნესგეგმა, რომელიც კონკრეტული საწარმოების შექმნას ითვალისწინებს
13 ბიზნესგეგმა, რომელიც კონკრეტული საწარმოების შექმნას ითვალისწინებს

სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგარ­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ერთი წლის წინ შე­იქ­მნა. მისი ამო­ცა­ნა ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო სექ­ტო­რე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი ქვეყ­ნის­თვის ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ექ­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას ახ­დენს და კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნეს­გეგ­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

ერ­თწ­ლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­დუსტრი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­მა სხვა­დას­ხვა დარ­გის 13 სა­წარ­მოს პრო­ექ­ტი შექ­მნა, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ასან­თის წარ­მო­ე­ბა, მწვა­ნი­ლის სა­ექ­სპორ­ტო კომ­პა­ნია, თბი­ლი­სის ქვის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო, პან­კი­სის დი­ა­ბა­ზის მო­პო­ვე­ბის პრო­ექ­ტი, დაფ­ნის ფოთ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბა-და­ფა­სო­ვე­ბა/დაფ­ნის ფოთ­ლის ეთერ­ზე­თის დამ­ზა­დე­ბა, სამ­კერ­ვა­ლო სა­წარ­მო, ტექ­სტი­ლის წარ­მო­ე­ბა, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა, მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბის წარ­მო­ე­ბა, ფო­თის ქვის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო, ფო­ლა­დის მი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა, რძის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო და ეთერ­ზე­თე­ბის წარ­მო­ე­ბა.

რო­გორც ინ­დუსტრი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­ში აცხა­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის სრუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 80 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის სა­წარ­მო­ე­ბად ქცე­ვის შემ­თხვე­ვა­ში უშუ­ა­ლოდ 1000-ზე მეტი, არა­პირ­და­პირ კი და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ინ­დუსტრი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­მა არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნო.

ამ ეტაპ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა ასე­თია:

რძის გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­წარ­მო - პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს რძის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­წარ­მოს შექ­მნას. მას­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. სა­წარ­მოს ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის­თვის შე­ირ­ჩა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ალ­პუ­რი ზონა - ქვე­მო ქარ­თლში, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ბერ­თა. სა­წარ­მო თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი, სა­დაც მოხ­დე­ბა რძის ფხვნი­ლის, კა­რა­ქი­სა და ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა. მის პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ო­რე­ბად "მილ­კო", "სან­ტე" და "სოფ­ლის ნო­ბა­თი" გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან. პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12 500 000 აშშ დო­ლა­რია.

პრო­ექ­ტის ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტო­რებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა - რძის ფხვნი­ლის წლი­უ­რი იმ­პორ­ტი - 30 მლნ დო­ლა­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხა­რის­ხი­ა­ნი ყვე­ლის დე­ფი­ცი­ტი, რძის ჭარ­ბი წარ­მო­ე­ბა სე­ზონ­ზე, სა­თი­ბი და სა­ძო­ვა­რი მი­წის სი­უხ­ვე, მეწ­ვე­ლი ძრო­ხე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. სირ­თუ­ლე­ებ­ში კი - რძის წარ­მო­ე­ბის სე­ზო­ნუ­რო­ბა, რძის არას­ტა­ბი­ლუ­რი ფასი, არას­ტა­ბი­ლუ­რი ხა­რის­ხი და შემგრო­ვე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბის სიმ­ცი­რე.

მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბის წარ­მო­ე­ბა - 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ღალ­დი­სა და გოფ­რი­რე­ბუ­ლი მუ­ყა­ოს შე­ფუთ­ვის ბა­ზა­რი 173.5 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, 2020 წლის­თვის მუ­ყა­ოს შე­ფუთ­ვის ბა­ზა­რი 213 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მუ­ყა­ოს შე­სა­ფუ­თი ყუ­თე­ბის წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ე­ბას გა­ა­ფარ­თო­ვებს. თავ­და­პირ­ვე­ლად პრო­დუქ­ტის გაც­ნო­ბა მოხ­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, სა­დაც დღეს­დღე­ო­ბით დიდი წილი იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელს უკა­ვია. წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ვე­ბას­თან ერ­თად, მოხ­დე­ბა პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტზე გა­ტა­ნა. ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია უცხო­ურ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით ისარ­გებ­ლებს, რაც და­ბა­ლი ფა­სით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 500 000 აშშ დო­ლა­რია.

ასან­თის წარ­მო­ე­ბა - სა­წარ­მო სხვა­და­სახ­ვა მომ­წო­დებ­ლე­ბის მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბით და­კომ­პლექტდე­ბა. ღე­რე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ნედ­ლე­უ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვად (სა­ნედ­ლე­უ­ლო ბაზა - ფიჭ­ვი - სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი, რაჭა-ლე­ჩხუ­მი) დამ­ზად­დე­ბა. ქი­მი­უ­რი მა­სა­ლე­ბის მომ­წო­დებ­ლად კომ­პა­ნია "Arenco" გა­ნი­ხი­ლე­ბა. წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბით, სა­წარ­მო 50 ადა­მი­ანს და­ა­საქ­მებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

13 ბიზნესგეგმა, რომელიც კონკრეტული საწარმოების შექმნას ითვალისწინებს

13 ბიზნესგეგმა, რომელიც კონკრეტული საწარმოების შექმნას ითვალისწინებს

საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში ერთი წლის წინ შეიქმნა. მისი ამოცანა ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. აღნიშნული ჯგუფი ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაციას ახდენს და კონკრეტული ბიზნესგეგმების მომზადებაზე მუშაობს.

ერთწლიანი არსებობის განმავლობაში ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა სხვადასხვა დარგის 13 საწარმოს პროექტი შექმნა, რომლებიც რამდენიმე მიმართულებითაა მომზადებული. კერძოდ, ასანთის წარმოება, მწვანილის საექსპორტო კომპანია, თბილისის ქვის გადამამუშავებელი საწარმო, პანკისის დიაბაზის მოპოვების პროექტი, დაფნის ფოთლის გადამუშავება-დაფასოვება/დაფნის ფოთლის ეთერზეთის დამზადება, სამკერვალო საწარმო, ტექსტილის წარმოება, კერამიკული ფილების წარმოება, მუყაოს ყუთების წარმოება, ფოთის ქვის გადამამუშავებელი საწარმო, ფოლადის მილების წარმოება, რძის გადამამუშავებელი საწარმო და ეთერზეთების წარმოება.

როგორც ინდუსტრიული განვითარების ჯგუფში აცხადებენ, აღნიშნული პროექტების სრული საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 80 მილიონ დოლარს შეადგენს. ბიზნესიდეების საწარმოებად ქცევის შემთხვევაში უშუალოდ 1000-ზე მეტი, არაპირდაპირ კი დამატებით რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმებაა მოსალოდნელი. ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა არსებული პროექტები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო.

ამ ეტაპზე მომზადებული პროექტების მოკლე მიმოხილვა ასეთია:

რძის გადამუშავების საწარმო - პროექტი გულისხმობს რძის გადამამუშავებელი და რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნას. მასში ადგილობრივი ფერმერები იქნებიან ჩართულები. საწარმოს ადგილმდებარეობისთვის შეირჩა ეკოლოგიურად სუფთა ალპური ზონა - ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერთა. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, სადაც მოხდება რძის ფხვნილის, კარაქისა და ყველის წარმოება. მის პოტენციურ პარტნიორებად ”მილკო”, ”სანტე” და ”სოფლის ნობათი” განიხილებიან. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 12 500 000 აშშ დოლარია.

პროექტის ხელშემწყობ ფაქტორებში მოიაზრება - რძის ფხვნილის წლიური იმპორტი - 30 მლნ დოლარი, ადგილობრივი ხარისხიანი ყველის დეფიციტი, რძის ჭარბი წარმოება სეზონზე, სათიბი და საძოვარი მიწის სიუხვე, მეწველი ძროხების რეკორდული რაოდენობა. სირთულეებში კი - რძის წარმოების სეზონურობა, რძის არასტაბილური ფასი, არასტაბილური ხარისხი და შემგროვებელი ცენტრების სიმცირე.

მუყაოს ყუთების წარმოება - 2014 წლის მონაცემებით, ქაღალდისა და გოფრირებული მუყაოს შეფუთვის ბაზარი 173.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. სავარაუდოდ, 2020 წლისთვის მუყაოს შეფუთვის ბაზარი 213 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. პროექტის მიზანია საქართველოში მაღალი ხარისხის მუყაოს შესაფუთი ყუთების წარმოება, რომელიც დროთა განმავლობაში წარმოებას გააფართოვებს. თავდაპირველად პროდუქტის გაცნობა მოხდება ადგილობრივ ბაზარზე, სადაც დღესდღეობით დიდი წილი იმპორტირებულ საქონელს უკავია. წარმოების გაფართოვებასთან ერთად, მოხდება პროდუქციის ექსპორტზე გატანა. ქართული პროდუქცია უცხოურ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობით ისარგებლებს, რაც დაბალი ფასით გამოიხატება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია.

ასანთის წარმოება - საწარმო სხვადასახვა მომწოდებლების მანქანა-დანადგარებით დაკომპლექტდება. ღერების დასამზადებლად საჭირო ნედლეული ადგილობრივად (სანედლეულო ბაზა - ფიჭვი - სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი) დამზადდება. ქიმიური მასალების მომწოდებლად კომპანია ”Arenco” განიხილება. წინასწარი გათვლებით, საწარმო 50 ადამიანს დაასაქმებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია