მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაესტრო", "უცნობი" და ბიძინა ივანიშვილი - რა კულუარულ საუბრებს ასაჯაროებს ქართული პრესა
"მაესტრო", "უცნობი" და ბიძინა ივანიშვილი - რა კულუარულ საუბრებს ასაჯაროებს ქართული პრესა

"მა­ესტროს" ირ­გვლივ ფი­ნან­სუ­რი სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა და მას პრე­სა უკვე პო­ლი­ტი­კურ ელ­ფერ­საც სძენს. გა­ზე­თი "ალია" აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­ხელ­წო­დე­ბით - "რა მოხ­დე­ბა, თუ "მა­ესტრო" გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა?!". სტა­ტი­ის ავ­ტო­რი თე­მას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბის კონ­ტექ­სტშიც გა­ნი­ხი­ლავს და აქ­ვეყ­ნებს კუ­ლუ­ა­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თით­ქოს, 2013 წელს ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თხოვ­ნით და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ "უც­ნობს" "მა­ესტროს" წილი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს სტა­ტი­ი­დან:

"სხვა­თა შო­რის, ჩვენ გვაქვს სა­პი­რის­პი­რო კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც: 2013 წელს თით­ქოს რეს­ტო­რან "იტა­ლი­ურ გა­ლე­რე­ა­ში" ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რკი­ნიგ­ზის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, კოკა გუნ­ცა­ძე და კი­დევ ორი უც­ნო­ბი პირი ქე­ი­ფობ­დნენ, სუფ­რას­თან ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს უთ­ქვამს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დიდი თხოვ­ნით და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, "უც­ნობ­მა" "მა­ესტროს" წილი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ი­ფორ­მო­სო. არ ვი­ცით, რამ­დე­ნად იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ის პე­რი­ო­დი ან მას შემ­დგე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ "მა­ესტრო" მთლი­ა­ნად მის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ხელ­ში გა­და­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ნუ გა­მოვ­რი­ცხავთ იმა­საც, რომ საქ­მე გვქონ­დეს ერ­თგვარ გა­და­თა­მა­შე­ბას­თან, ანუ სკან­და­ლის ფონ­ზე ტე­ლე­ვი­ზია მთლი­ა­ნად გა­და­ვა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბის ხელ­ში და, უბ­რა­ლოდ, ჩვენ ამ­ჟა­მად გვა­ყუ­რე­ბი­ნე­ბენ მხო­ლოდ სპექ­ტაკლს. ეს თით­ქოს ახლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან სუ­რა­თი ისე და­ი­ხა­ტა, "უც­ნო­ბია" მსხვერ­პლი და მას "ახე­ვენ" "მა­ესტროს". თუმ­ცა, თუ ლო­გი­კას ჩავ­რთავთ, ამ ვერ­სი­ა­საც აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა: აბა, და­უკ­ვირ­დით, რა­ტომ ითხოვს მაკა ასა­თი­ა­ნი ფულს ვა­და­ზე ადრე? სა­ი­დან ჩნდე­ბა ასე უცებ, სულ რა­ღაც 2 დღე­ში 10 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ბან­კო გა­რან­ტია? თუ მაკა ასა­თი­ანს ვა­და­ზე ადრე მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, რა­ტომ არ მი­მარ­თა­ვენ სა­სა­მარ­თლოს? არა, მე­ო­რე მხა­რე პირ­და­პირ ფულს მო­არ­ბე­ნი­ნებს და ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დის, თან პი­რო­ბას დებს, წე­ლი­წად­ში 3 მი­ლი­ო­ნი გვექ­ნე­ბა მო­გე­ბაო."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"მაესტრო", "უცნობი" და ბიძინა ივანიშვილი - რა კულუარულ საუბრებს ასაჯაროებს ქართული პრესა

"მაესტრო", "უცნობი" და ბიძინა ივანიშვილი - რა კულუარულ საუბრებს ასაჯაროებს ქართული პრესა

"მაესტროს" ირგვლივ ფინანსური სკანდალი გრძელდება და მას პრესა უკვე პოლიტიკურ ელფერსაც სძენს. გაზეთი "ალია" აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით - "რა მოხდება, თუ "მაესტრო" გაკოტრებულად გამოცხადდება?!". სტატიის ავტორი თემას ტელევიზიაზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების კონტექსტშიც განიხილავს და აქვეყნებს კულუარულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, 2013 წელს ლევან გაჩეჩილაძეს ბიძინა ივანიშვილის თხოვნით დაურეკეს და უთხრეს, რომ "უცნობს" "მაესტროს" წილი საბოლოოდ გადაეფორმებინა. გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

"სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს საპირისპირო კულუარული ინფორმაციაც: 2013 წელს თითქოს რესტორან "იტალიურ გალერეაში" ლევან გაჩეჩილაძე, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კოკა გუნცაძე და კიდევ ორი უცნობი პირი ქეიფობდნენ, სუფრასთან ლევან გაჩეჩილაძეს უთქვამს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დიდი თხოვნით დამირეკეს და მითხრეს, "უცნობმა" "მაესტროს" წილი საბოლოოდ გადაიფორმოსო. არ ვიცით, რამდენად იყო პრემიერ-მინისტროის პერიოდი ან მას შემდგე ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებული, რომ "მაესტრო" მთლიანად მის ოჯახთან დაახლოებული პირების ხელში გადასულიყო, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ საქმე გვქონდეს ერთგვარ გადათამაშებასთან, ანუ სკანდალის ფონზე ტელევიზია მთლიანად გადავა გაჩეჩილაძეების ხელში და, უბრალოდ, ჩვენ ამჟამად გვაყურებინებენ მხოლოდ სპექტაკლს. ეს თითქოს ახლა წარმოუდგენელია, რადგან სურათი ისე დაიხატა, "უცნობია" მსხვერპლი და მას "ახევენ" "მაესტროს". თუმცა, თუ ლოგიკას ჩავრთავთ, ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება: აბა, დაუკვირდით, რატომ ითხოვს მაკა ასათიანი ფულს ვადაზე ადრე? საიდან ჩნდება ასე უცებ, სულ რაღაც 2 დღეში 10 მილიონიანი საბანკო გარანტია? თუ მაკა ასათიანს ვადაზე ადრე მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, რატომ არ მიმართავენ სასამართლოს? არა, მეორე მხარე პირდაპირ ფულს მოარბენინებს და ყველაფერზე მიდის, თან პირობას დებს, წელიწადში 3 მილიონი გვექნება მოგებაო."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია