ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი სოციალურ ქსელში აღმაშფოთებელ ისტორიას ყვება. მისი თქმით, ცირკსა და ვარაზის ხევს შორის არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში მამაკაცი ძლივს გადაურჩა დახრჩობას:
"დღეს აღმაშფოთებელი ამბავი გავიგე, ჩემი ახლო ნაცნობის მეუღლე კინაღამ დაიხრჩო და იცით, სად? ცირკთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში!! აღმოჩნდა, რომ ის წყალდიდობის შემდეგ ტალახითაა სავსე და რაღაც ჭაობისმაგვარი მასაა წარმოქმნილი. ზრდასრული მამაკაცი ყელამდე ტალახში ჩავარდა და ძლივს გამოაღწია თავი!
თქვენ იტყვით რომ მისი ბრალია, სინამდვილეში ასე არაა. ჭკვიანი ადამიანია, ყურადღებიანი. ეს თქვენმა მერიამ არ ინება პირველ რიგში, ამ ტალახის გაწმენდა, არადა სამი თვეა უკვე გასული, და მეორე რიგში, თუ არ დაასუფთავეთ, დახურეთ მაინც გადასასვლელი. ან მიუთითეთ, რომ შესვლა სახიფათოა! ჩემ აღშფოთებას არ აქვს საზღვარი!" - ნათქვამია პოსტში.