პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახდება სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრი?!
გახდება სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრი?!

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა უკ­რა­ი­ნულ და რუ­სულ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის და­კა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. "და­ი­ნიშ­ნოს მი­ხე­ულ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრად" - ასე­თი სა­თა­უ­რით ელექტრო­ნუ­ლი პე­ტი­ცია პეტ­რო პო­რო­შენ­კოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დზე გა­მოჩ­ნდა. პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ სა­ა­კაშ­ვილს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს და­წყე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს და უკ­რა­ი­ნა სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს კო­რუფ­ცი­ის­გან. იმის­თვის, რომ პე­ტი­ცია პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნი­ხი­ლოს აუ­ცი­ლე­ბე­ლია 25 ათა­სი ხელ­მო­წე­რა, რო­მე­ლიც 90 დღე­ში უნდა შეგ­როვ­დეს. 1 სექ­ტემ­ბერს და­დე­ბულ პე­ტი­ცი­ას ხელი ამ­ჟა­მად უკვე 12 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა.

გარ­და ამი­სა, 3 სექ­ტემ­ბერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე-5 არ­ხი­სათ­ვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­ა­კაშ­ვილ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, არ­სენ ია­ცე­ნი­უ­კი და არც მთავ­რო­ბის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­ინ­დო. მისი თქმით, ია­ცე­ნი­უ­კი ოლი­გარ­ქე­ბის ინ­ტე­რე­სებს ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს. შე­დე­გად, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბას პირ­და­პირ აკონ­ტრო­ლე­ბენ ოლი­გარ­ქი­უ­ლი ძა­ლე­ბი, რაც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას და რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად აფერ­ხებს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბას პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი უწო­და, ხოლო ვი­თა­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში შე­ა­ფა­სა რო­გორც ძა­ლი­ან კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და რთუ­ლი. სა­ა­კაშ­ვილ­მა დას­ძი­ნა, რომ ვი­თა­რე­ბის ჩი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ახა­ლი კად­რე­ბის და­ნიშ­ვნა და მთავ­რო­ბის გა­დატ­ვირ­თვაა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს უკ­რა­ი­ნულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პრო­და­სავ­ლუ­რად გან­წყო­ბილ ნა­წილ­ში. ისი­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე კო­მენ­ტა­რებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­უ­წო­დე­ბენ სა­ა­კაშ­ვილს, უარი არ თქვას პრე­მი­ე­რო­ბა­ზე. პრე­ზი­დენ­ტის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ პე­ტი­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა რი­ცხვი ძა­ლი­ან სწრა­ფად იზ­რდე­ბა. უკ­რა­ი­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა, რათ­ქმა­უნ­და, ომი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაა, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კო­ფურ­ცი­ი­თაც ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა და მთავ­რო­ბის­გან რა­დი­კა­ლურ რე­ფორ­მებს და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლას ითხოვს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

გახდება სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრი?!

გახდება სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრი?!

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინულ და რუსულ მედიაში აქტიურად განიხილავენ უკრაინის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შესაძლებლობას. "დაინიშნოს მიხეულ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ მინისტრად" - ასეთი სათაურით ელექტრონული პეტიცია პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის ვებგვერდზე გამოჩნდა. პეტიციის ავტორები მოითხოვენ, რომ სააკაშვილს საშუალება მიეცეს დაწყებული რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს და უკრაინა საბოლოოდ გაათავისუფლოს კორუფციისგან. იმისთვის, რომ პეტიცია პრეზიდენტმა განიხილოს აუცილებელია 25 ათასი ხელმოწერა, რომელიც 90 დღეში უნდა შეგროვდეს. 1 სექტემბერს დადებულ პეტიციას ხელი ამჟამად უკვე 12 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

გარდა ამისა, 3 სექტემბერს უკრაინული მე-5 არხისათვის მიცემულ ინტერვიუში, სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, არსენ იაცენიუკი და არც მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები დაინდო. მისი თქმით, იაცენიუკი ოლიგარქების ინტერესებს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე მაღლა აყენებს. შედეგად, უკრაინის მთავრობას პირდაპირ აკონტროლებენ ოლიგარქიული ძალები, რაც ქვეყნის განვითარებას და რეფორმების გატარებას სერიოზულად აფერხებს. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მთავრობას პარალიზებული უწოდა, ხოლო ვითარება უკრაინაში შეაფასა როგორც ძალიან კორუმპირებული და რთული. სააკაშვილმა დასძინა, რომ ვითარების ჩიხიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება ახალი კადრების დანიშვნა და მთავრობის გადატვირთვაა.

მიხეილ სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს უკრაინულ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი პროდასავლურად განწყობილ ნაწილში. ისინი "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარებში აქტიურად მოუწოდებენ სააკაშვილს, უარი არ თქვას პრემიერობაზე. პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ პეტიციის მხარდამჭერთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. უკრაინის ნომერ პირველი პრობლემა, რათქმაუნდა, ომი და ტერიტორიული მთლიანობაა, თუმცა მოსახლეობა ქვეყანაში გავრცელებული კოფურციითაც ძალიან დაიღალა და მთავრობისგან რადიკალურ რეფორმებს და კორუფციასთან ბრძოლას ითხოვს.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა