მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!" - ხელვაჩაურში 42 წლის ქალი სასტიკად მოკლეს
"საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!" - ხელვაჩაურში 42 წლის ქალი სასტიკად მოკლეს

2 სექ­ტემ­ბერს, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მკვიდრ დალი ფარ­ტე­ნა­ძეს სა­კუ­თარ მა­ღა­ზი­ა­ში, ყელი ქა­ღალ­დის საჭ­რე­ლი და­ნით, ყელი გა­მოჭ­რეს. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე აჭა­რის სუს-ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, თუმ­ცა უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ხელ­ვა­ჩა­უ­რის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა ფარ­ტე­ნა­ძის მე­უღ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ამა­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს.

დალი ფარ­ტე­ნა­ძის მკვლელ­მა იმა­ვე დღეს კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი დაჭ­რა. ალექ­სან­დრე კო­ბა­ლა­ძეს თა­ვის არე­ში და­ნით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­შინ მი­ა­ყე­ნა, რო­დი­საც ის მო­მაკ­ვდა­ვი ქა­ლის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. მკვლე­ლო­ბის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლი პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს. კო­ბა­ლა­ძეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ხელ­ვა­ჩა­უ­რის პო­ლი­ცი­ა­ში კი­თხავ­დნენ. დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდა­რი­დან ცოტა ხან­ში და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რ.დ. ხელ­ვა­ჩა­უ­რის მცხოვ­რე­ბი:

- ამ უბე­დუ­რე­ბამ მთე­ლი ხელ­ვა­ჩა­უ­რი შოკ­ში ჩა­აგ­დო, - რო­გო­რი საქ­მეა, ორი შვი­ლის დე­დას ვი­ღაც მა­ნი­აკ­მა მი­სი­ვე და­ნით ყელი გა­მო­ღად­რა! მერე რო­გორ ადა­მი­ანს, უსაყ­ვარ­ლე­სი გოგო იყო დალი, ხა­ლი­სი­ა­ნი, სი­კე­თით სავ­სე, ულა­მა­ზე­სი... მკვლელ­მა ახალ­გაზ­რდა კაც­საც, რო­მე­ლიც ამ ამ­ბავს შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო, რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა დანა სა­ხი­სა და კის­რის არე­ში, კი­დევ კარ­გი მის­თვი­საც ყე­ლის გა­მოჭ­რა ვერ მო­ა­ხერ­ხა და კაცი გა­დარ­ჩა. სა­წყალ და­ლის 2 ობო­ლი დარ­ჩა, რის­თვის, რა­ტომ?!

- გავ­რცე­ლე­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მე­უღ­ლე პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ეს პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყო...

- ასე­თი რა და­ნა­შუ­ა­ლი უნდა ჰქო­ნო­და პო­ლი­ცი­ელს, რომ მკვლელს ეს ჩა­ე­დი­ნა! მით უფრო, რომ ამ ქა­ლის ქმარს მთელ ხელ­ვა­ჩა­ურ­ში ყვე­ლა პა­ტივს სცემს. ულა­მა­ზე­სი ოჯა­ხი ჰქონ­დათ... ეს უბე­დუ­რე­ბა ასე მოხ­და, - გარ­დაც­ვლი­ლი ფრი­დონ ხალ­ვა­შის ქუ­ჩა­ზე ერთი პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე, სა­დაც ერთ ქალ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და - სურ­სათ­სა და ყვა­ვი­ლებს ჰყიდ­და. ამ სა­ში­ნელ დღეს მა­ღა­ზი­ა­ში მარ­ტო ვაჭ­რობ­და და მა­ნი­ა­კიც სწო­რედ იმ დღეს მი­ად­გა, - თურ­მე ეუბ­ნე­ბო­და, გინ­და თუ არა, სურ­სა­თი ნი­სი­ად მო­მე­ციო.

- მა­ნი­ა­კი ახ­სე­ნეთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მკვლე­ლი ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლია?

- ეს მე ვამ­ბობ ასე, რად­გან სხვა სი­ტყვას ვერ ვპო­უ­ლობ, თო­რემ არც თუ ისე ური­გო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, - თურ­ქულ კომ­პა­ნი­ას დე­ნის ახა­ლი სა­დე­ნე­ბი გაჰ­ყავს და იქ იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!" - ხელვაჩაურში 42 წლის ქალი სასტიკად მოკლეს

"საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!" - ხელვაჩაურში 42 წლის ქალი სასტიკად მოკლეს

2 სექტემბერს, ხელვაჩაურის მკვიდრ დალი ფარტენაძეს საკუთარ მაღაზიაში, ყელი ქაღალდის საჭრელი დანით, ყელი გამოჭრეს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულის მეუღლე აჭარის სუს-ის თანამშრომელია, თუმცა უკავშირდება თუ არა ხელვაჩაურის ცენტრში მომხდარი მკვლელობა ფარტენაძის მეუღლის თანამდებობას, ამაზე არავინ ლაპარაკობს.

დალი ფარტენაძის მკვლელმა იმავე დღეს კიდევ ერთი მამაკაცი დაჭრა. ალექსანდრე კობალაძეს თავის არეში დანით დაზიანებები მაშინ მიაყენა, როდისაც ის მომაკვდავი ქალის დახმარებას ცდილობდა. მკვლელობის უშუალო თვითმხილველი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. კობალაძეს რამდენიმე საათი ხელვაჩაურის პოლიციაში კითხავდნენ. დამნაშავე პოლიციამ მომხდარიდან ცოტა ხანში დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

რ.დ. ხელვაჩაურის მცხოვრები:

- ამ უბედურებამ მთელი ხელვაჩაური შოკში ჩააგდო, - როგორი საქმეა, ორი შვილის დედას ვიღაც მანიაკმა მისივე დანით ყელი გამოღადრა! მერე როგორ ადამიანს, უსაყვარლესი გოგო იყო დალი, ხალისიანი, სიკეთით სავსე, ულამაზესი... მკვლელმა ახალგაზრდა კაცსაც, რომელიც ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო, რამდენჯერმე დაარტყა დანა სახისა და კისრის არეში, კიდევ კარგი მისთვისაც ყელის გამოჭრა ვერ მოახერხა და კაცი გადარჩა. საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!

- გავრცელედა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლე პოლიციაში მუშაობდა და ეს პირადი ანგარიშსწორება იყო...

- ასეთი რა დანაშუალი უნდა ჰქონოდა პოლიციელს, რომ მკვლელს ეს ჩაედინა! მით უფრო, რომ ამ ქალის ქმარს მთელ ხელვაჩაურში ყველა პატივს სცემს. ულამაზესი ოჯახი ჰქონდათ... ეს უბედურება ასე მოხდა, - გარდაცვლილი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ერთი პატარა მაღაზიის მეპატრონე, სადაც ერთ ქალთან ერთად მუშაობდა - სურსათსა და ყვავილებს ჰყიდდა. ამ საშინელ დღეს მაღაზიაში მარტო ვაჭრობდა და მანიაკიც სწორედ იმ დღეს მიადგა, - თურმე ეუბნებოდა, გინდა თუ არა, სურსათი ნისიად მომეციო.

- მანიაკი ახსენეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია?

- ეს მე ვამბობ ასე, რადგან სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, თორემ არც თუ ისე ურიგო სამსახურში მუშაობდა, - თურქულ კომპანიას დენის ახალი სადენები გაჰყავს და იქ იყო დასაქმებული.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია