მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვლავ უგონო მდგომარეობაშია" - რას ამბობს ადვოკატი ლევან გვაზავას ჯანმრთელობასა და გამოძიებაზე
"კვლავ უგონო მდგომარეობაშია" - რას ამბობს ადვოკატი ლევან გვაზავას ჯანმრთელობასა და გამოძიებაზე

ლე­ვან გვა­ზა­ვა ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გვა­ზა­ვას ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა და­რე­ჯან გი­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ოჯახს და ახ­ლობ­ლებს ექი­მის­გან აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ გვა­ზა­ვას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის ვი­თა­რე­ბას, ად­ვო­კა­ტი კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ საქ­მე აღ­ძრუ­ლია ოქ­რო­ყა­ნა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე, რომ­ლის შე­დე­გა­დაც რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წა­ვი გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ ეტაპ­ზე გვა­ზა­ვას მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დგას.

"საქ­მის მა­სა­ლებს არც გავ­ცნო­ბი­ვარ, რად­გან საქ­მე აღ­ძრუ­ლია ფაქ­ტზე და არა ლე­ვან გვა­ზა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ. და­ვე­ლო­დე­ბით გვა­ზა­ვას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს, რო­მე­ლიც აღ­წერს რა მოხ­და ად­გილ­ზე. თუ სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, ჩა­ვერ­თვე­ბი საქ­მე­ში", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე ილია ქერ­ტყო­ე­ვი, ლე­ვან გვა­ზა­ვა, რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წა­ვი და გუ­რამ თა­თე­ლა­ძე, ილია ქერ­ტყო­ე­ვის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი "Mercedes ML"-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით სო­ფელ პან­ტი­ა­ნი­დან, სა­დაც ლე­ვან გვა­ზა­ვას ნა­თე­სავ­თან აღ­ნიშ­ნეს მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ქ.თბი­ლის­ში. ავ­ტო­მან­ქა­ნის წინა სა­ვარ­ძლებ­ზე ის­ხდნენ ილია ქერ­ტყო­ე­ვი და რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წა­ვი, ხოლო უკან - ლე­ვან გვა­ზა­ვა და გუ­რამ თა­თე­ლა­ძე. გზა­ში ლე­ვან გვა­ზა­ვამ უმი­ზე­ზოდ ამო­ი­ღო სა­ვა­რა­უ­დოდ შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "გლო­კის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, თუმ­ცა გუ­რამ თა­თე­ლა­ძის მო­თხოვ­ნით შე­ი­ნა­ხა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, რო­დე­საც ავ­ტო­მან­ქა­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლი­სი -კო­ჯო­რ­ის გზატ­კე­ცი­ლის 2/156-ე კი­ლო­მეტრზე, ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლონ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ლე­ვან გვა­ზა­ვას კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­დან მოხ­და გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ლე­ვან გვა­ზა­ვას დე­ი­დაშ­ვილ­მა რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წავ­მა და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ლე­ვან გვა­ზა­ვამ სა­ვა­რა­უ­დოდ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვის არე­ში, რის შემ­დგო­მაც იგი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა შპს "მა­ღა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი - სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა"-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"კვლავ უგონო მდგომარეობაშია" - რას ამბობს ადვოკატი ლევან გვაზავას ჯანმრთელობასა და გამოძიებაზე

"კვლავ უგონო მდგომარეობაშია" - რას ამბობს ადვოკატი ლევან გვაზავას ჯანმრთელობასა და გამოძიებაზე

ლევან გვაზავა ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, - ამის შესახებ გვაზავას ოჯახის ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახს და ახლობლებს ექიმისგან აქვთ ინფორმაცია, რომ გვაზავას მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება საქმის ვითარებას, ადვოკატი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმე აღძრულია ოქროყანაში მომხდარ ფაქტზე, რომლის შედეგადაც რევაზ კალომლეწავი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გვაზავას მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

"საქმის მასალებს არც გავცნობივარ, რადგან საქმე აღძრულია ფაქტზე და არა ლევან გვაზავას წინააღმდეგ. დაველოდებით გვაზავას გამოჯანმრთელებას და ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც აღწერს რა მოხდა ადგილზე. თუ საჭიროება იქნება, ჩავერთვები საქმეში", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 28 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე ილია ქერტყოევი, ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და გურამ თათელაძე, ილია ქერტყოევის მართვის ქვეშ მყოფი "Mercedes ML"-ის მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან, სადაც ლევან გვაზავას ნათესავთან აღნიშნეს მარიამობის დღესასწაული, ბრუნდებოდნენ ქ.თბილისში. ავტომანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ილია ქერტყოევი და რევაზ კალომლეწავი, ხოლო უკან - ლევან გვაზავა და გურამ თათელაძე. გზაში ლევან გვაზავამ უმიზეზოდ ამოიღო სავარაუდოდ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა გურამ თათელაძის მოთხოვნით შეინახა. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ავტომანქანა იმყოფებოდა თბილისი -კოჯორის გზატკეცილის 2/156-ე კილომეტრზე, ავტომანქანის სალონში სავარაუდოდ ლევან გვაზავას კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რევაზ კალომლეწავმა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - საუნივერსიტეტო კლინიკა"-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ