პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგოსექტორში
რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგოსექტორში

ორი­გი­ნა­ლი| georgianjournal.ge, Russian Capital in Georgian Energy sector

მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლი იზ­რდე­ბა. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი და ბან­კე­ბი - ეს ის სექ­ტო­რე­ბია, რო­მელ­შიც რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი. თუმ­ცა, მათი ყვე­ლა­ზე დიდი წილი ენერ­გო­სექ­ტორ­შია. რამ­დე­ნად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლის დიდი წილი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის? რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რო­დე­საც ის უფრო და უფრო მეტ რუს ინ­ვეს­ტორს უშ­ვებს ქვე­ყა­ნა­ში და რას უნდა ვე­ლო­დოთ რუ­სე­თის­გან, თუ იგი მო­ა­ხერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი ენერ­გო­სექ­ტო­რის და­უფ­ლე­ბას? ნა­თე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვე­ბი შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს.

რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სა­ვა­ლა­ლო მა­გა­ლი­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან არ­ცთუ ისე შორ­საა. მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში რუ­სე­თი არამ­ხო­ლოდ ენერ­გო­სექ­ტორს, არა­მედ ქვეყ­ნის მთელ ეკო­ნო­მი­კას აკონ­ტრო­ლებს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სომ­ხეთ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ტა­რი­ფე­ბის გაზ­რდის გამო მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბიც კი გა­ი­მარ­თა. რუ­სე­თის დო­მი­ნი­რე­ბამ და მის­მა ზე­წო­ლამ სომ­ხე­თი აი­ძუ­ლა, უარი ეთ­ქვა ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებ­ზე და ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი აერ­ჩია. ახლა კი სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გან­სა­ზღვროს წი­ნას­წარ რუ­სე­თის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქმე­დე­ბე­ბი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მა­გა­ლით­ზე. თუმ­ცა, მსგავ­სი ტენ­დენ­ცია ქვე­ყა­ნა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ იგ­რძნო­ბა.

IDFI-ის (ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.com"-ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "ინ­ტერ რაო" სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტე­ბის დიდ წილს ფლობს. მათ შო­რის "თე­ლასს" (75%), შპს "მტკვა­რი ენერ­გე­ტი­კა"-ს," ხრა­მ­ჰეს 1" და "ხრა­მ­ჰეს 2"-ს და "ენ­გურ­ჰესს".

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ "ინ­ტერ რაოს" მთა­ვა­რი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან. უფრო მე­ტიც, "ინ­ტერ რაოს" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი იგორ სე­ჩი­ნია, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია.

"ინ­ტერ რაოს" გარ­და, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა მსხვილ ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებ­საც ფლო­ბენ. მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მევ­ლუდ ბლი­ა­ძე შპს "ენერ­გია"-ს 70%-ს ფლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­შია "და­რი­ალ­ჰე­სი", "ლარ­სი­ჰე­სი" და "შილ­და­ჰე­სი". სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მევ­ლუდ ბლი­ა­ძის ინ­ვეს­ტი­ცია 2011 წელს რუ­სე­თი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა­ზე მსხვილ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს შო­რის მოხ­ვდა.

"სხვა ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც რუ­სე­ბი ფლო­ბენ, არის "ავა­ნი ჰესი", "ალ­გე­თი ჰესი" და "სკურ­დი­დი ჰესი". ამას­თან, რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი მხა­რე ერ­თობ­ლი­ვად ფლობს "საქ­რუ­სე­ნერ­გო­საც", რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცემ სის­ტე­მას გან­კარ­გავს", - წე­რია კვლე­ვა­ში.

კვლე­ვის ერთ-ერთი ავ­ტო­რის, ნატა ძვე­ლიშ­ვი­ლის თქმით, სტრა­ტე­გი­უ­ლი ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტე­ბის რუ­სე­ბის­თვის მი­ყიდ­ვა ახა­ლი ტენ­დენ­ცია არაა:

"ეს არ და­წყე­ბუ­ლა 2014 ან 2015 წელს. კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყო 2 000-იან წლებ­ში. მა­შინ შე­მო­ვი­და "ინ­ტერ რაო" სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ, ჯერ "ენ­გურ­ჰე­სი" გა­და­ე­ცა მას, შემ­დეგ კი "ხრა­მ­ჰე­სი 1", "ხრა­მ­ჰე­სი 2". აქ არის ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რომ "ხრა­მ­ჰე­სი 1" და "ხრა­მ­ჰე­სი 2" გა­ი­ყი­და პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით. არც ერთ სხვა ინ­ვეს­ტორს არ ჰქო­ნია შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო კონ­კურ­სში, შე­საძ­ლოა, მათ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ".

ექ­სპერ­ტი ენერ­გე­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, იუ­ჯინ კო­გა­ნის თქმით, რუ­სე­თის სურ­ვი­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ზე არამ­ხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტრო­ლი, არა­მედ ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რიც.

"რუ­სე­თი გა­მუდ­მე­ბით არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლის დიდი წილი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნიშ­ნავს იმას, რომ რუ­სე­თი ინარ­ჩუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე ეკო­ნო­მი­კურ და ფი­ნან­სურ ბერ­კეტს. ამ ბერ­კეტს სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბებ­თან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რუ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით ის ჰპირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას და­მა­ტე­ბით თან­ხებს და და­საქ­მე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო ამით არ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ამა­სო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი მთავ­რო­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლია რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლის ნა­კა­დით, თუმ­ცა, სი­ჩუ­მეს ინარ­ჩუ­ნებს და ვერ ბე­დავს ან­ტი­რუ­სუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას".

კო­გა­ნის თქმით, რო­გორც ჩანს რუ­სეთს სურს ენერ­გო­კომ­პა­ნი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას და­ე­უფ­ლოს და შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნებს სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნოს. ეს აი­სა­ხე­ბა ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზეც. ზოგ­მა შე­საძ­ლოა თქვას, რომ ეს შო­რე­უ­ლი "პერ­სპექ­ტი­ვაა", თუმ­ცა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რო­გორც სომ­ხეთ­ში მოხ­და. მა­გა­ლი­თად, ახლა სომ­ხეთ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფა­სებს რუ­სუ­ლი მხა­რე გან­სა­ზღვრავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო ვერ ხე­დავს სა­შიშ­რო­ე­ბას, რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა იქ­ცეს ენერ­გო-მო­ნო­პო­ლის­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­სექ­ტორ­ში", - აღ­ნიშ­ნა ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ლიზა თავ­დუ­მა­ძემ.

ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვი­ნაა, თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დავ­რწმუნ­დეთ, რომ ის ქვე­ყა­ნას სა­მო­მავ­ლოდ საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

georgianjournal.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგოსექტორში

რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგოსექტორში

ორიგინალი| georgianjournal.ge, Russian Capital in Georgian Energy sector

მცოცავი ოკუპაციის პარალელურად, საქართველოში რუსული კაპიტალი იზრდება. კომუნიკაციები, წყალმომარაგება, მინერალური წყლები და ბანკები - ეს ის სექტორებია, რომელშიც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად არიან წარმოდგენილნი. თუმცა, მათი ყველაზე დიდი წილი ენერგოსექტორშია. რამდენად საფრთხისშემცველია რუსული კაპიტალის დიდი წილი საქართველოსთვის? რა მიზანი ამოძრავებს საქართველოს მთავრობას, როდესაც ის უფრო და უფრო მეტ რუს ინვესტორს უშვებს ქვეყანაში და რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან, თუ იგი მოახერხებს საქართველოს მთლიანი ენერგოსექტორის დაუფლებას? ნათელია, რომ აღნიშნული კითხვები შეშფოთებას იწვევს.

რუსეთის გავლენის სავალალო მაგალითები საქართველოდან არცთუ ისე შორსაა. მეზობელ სომხეთში რუსეთი არამხოლოდ ენერგოსექტორს, არამედ ქვეყნის მთელ ეკონომიკას აკონტროლებს. რამდენიმე თვის წინ, სომხეთში ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გამო მასობრივი საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა. რუსეთის დომინირებამ და მისმა ზეწოლამ სომხეთი აიძულა, უარი ეთქვა ევროპულ მისწრაფებებზე და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი აერჩია. ახლა კი საქართველომ უნდა განსაზღვროს წინასწარ რუსეთის მოსალოდნელი ქმედებები მეზობელი ქვეყნის მაგალითზე. თუმცა, მსგავსი ტენდენცია ქვეყანაში ჯერჯერობით არ იგრძნობა.

IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ფინანსური მხარდაჭერით, "დამოუკიდებლობა.com"-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული კომპანია "ინტერ რაო" საქართველოს ენერგოობიექტების დიდ წილს ფლობს. მათ შორის "თელასს" (75%), შპს "მტკვარი ენერგეტიკა"-ს," ხრამჰეს 1" და "ხრამჰეს 2"-ს და "ენგურჰესს".

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ "ინტერ რაოს" მთავარი აქციონერები რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები არიან. უფრო მეტიც, "ინტერ რაოს" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი იგორ სეჩინია, რომელიც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.

"ინტერ რაოს" გარდა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სხვა მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებსაც ფლობენ. მაგალითად, რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძე შპს "ენერგია"-ს 70%-ს ფლობს. აღნიშნული კომპანიის საკუთრებაშია "დარიალჰესი", "ლარსიჰესი" და "შილდაჰესი". საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მევლუდ ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა.

"სხვა ენერგოობიექტები, რომელსაც რუსები ფლობენ, არის "ავანი ჰესი", "ალგეთი ჰესი" და "სკურდიდი ჰესი". ამასთან, რუსული და ქართული მხარე ერთობლივად ფლობს "საქრუსენერგოსაც", რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს", - წერია კვლევაში.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, სტრატეგიული ენერგოობიექტების რუსებისთვის მიყიდვა ახალი ტენდენცია არაა:

"ეს არ დაწყებულა 2014 ან 2015 წელს. კომპანიების გაყიდვა დაიწყო 2 000-იან წლებში. მაშინ შემოვიდა "ინტერ რაო" საქართველოში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჯერ "ენგურჰესი" გადაეცა მას, შემდეგ კი "ხრამჰესი 1", "ხრამჰესი 2". აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2" გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით. არც ერთ სხვა ინვესტორს არ ჰქონია შესაძლებლობა იმისა, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში, შესაძლოა, მათ უკეთესი პირობები შეეთავაზებინათ".

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, იუჯინ კოგანის თქმით, რუსეთის სურვილია შეინარჩუნოს საქართველოზე არამხოლოდ პოლიტიკური კონტროლი, არამედ ეკონომიკური და სოციალურიც.

"რუსეთი გამუდმებით არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსული კაპიტალის დიდი წილი საქართველოში ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ინარჩუნებს საქართველოზე ეკონომიკურ და ფინანსურ ბერკეტს. ამ ბერკეტს საერთო არაფერი აქვს რუსეთის განცხადებებთან, რომლის მიხედვითაც რუსული ინვესტიციებით ის ჰპირდება საქართველოს ეკონომიკას დამატებით თანხებს და დასაქმებას. საქართველო ამით არ იქნება უზრუნველყოფილი. ამასობაში საქართველოს მოქმედი მთავრობა შეშინებულია რუსული კაპიტალის ნაკადით, თუმცა, სიჩუმეს ინარჩუნებს და ვერ ბედავს ანტირუსული ზომების მიღებას".

კოგანის თქმით, როგორც ჩანს რუსეთს სურს ენერგოკომპანიების უმრავლესობას დაეუფლოს და შემდეგ დანარჩენებს საკუთარი პირობები წაუყენოს. ეს აისახება ფასების რეგულირებაზეც. ზოგმა შესაძლოა თქვას, რომ ეს შორეული "პერსპექტივაა", თუმცა, აბსოლუტურად შესაძლებელია, ყველაფერი ისე მოხდეს საქართველოშიც, როგორც სომხეთში მოხდა. მაგალითად, ახლა სომხეთში ელექტროენერგიის ფასებს რუსული მხარე განსაზღვრავს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ვერ ხედავს საშიშროებას, რომ რომელიმე ქვეყანა იქცეს ენერგო-მონოპოლისტად საქართველოს ენერგოსექტორში", - აღნიშნა ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ლიზა თავდუმაძემ.

ინვესტიციების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ის ქვეყანას სამომავლოდ საფრთხეს არ შეუქმნის.

თამთა ჯიჯავაძე

georgianjournal.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."