პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალი და ნინოს" სკულპტურას ერთ კვირაში აღადგენენ - ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის კომენტარი
"ალი და ნინოს" სკულპტურას ერთ კვირაში აღადგენენ - ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის კომენტარი

ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ზი­რა­ქაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ალი და ნი­ნოს" სკულპ­ტუ­რას მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს და აღ­დგე­ბა. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ზი­რა­ქაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"და­ზი­ა­ნე­ბა რო­გორც ხე­დავთ, ძა­ლი­ან მცი­რე არის. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელს ვე­სა­უბ­რე, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ერთი კვი­რის ფარ­გლებ­ში ეს აღ­დგე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა რიგ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ზი­რა­ქაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­ტა­ნის დროს ბა­გი­რი გა­წყდა და სკულპ­ტუ­რას ორი-სამი ფრთა აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ მი­ი­ღეს სკულპ­ტუ­რის­თვის ად­გი­ლის შეც­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ზი­რა­ქაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ აქვს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, სა­დაც ნათ­ლად წე­რია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ად­გილ­ზე ნა­პი­რის გა­მაგ­რე­ბა.

"შე­სა­ბა­მი­სად, უნდა მომ­ხდა­რი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ძეგლის გა­და­ტა­ნა", - გა­ნა­ცხა­და ზი­რა­ქაშ­ვილ­მა.

ბა­თუმ­ში, "ალი და ნი­ნოს" სკულპ­ტუ­რა გა­და­ტა­ნის დროს და­ზი­ან­და. დამ­სხვრე­უ­ლია ნი­ნოს სკულპ­ტუ­რა.

თა­მარ კვე­სი­ტა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე, ზღვას­თან ახ­ლოს, 2011 წლის ზა­ფხულ­ში დად­გეს. თუმ­ცა იმის გამო, რომ სკულპ­ტუ­რას ზღვამ სა­ძირ­კვე­ლი და­უ­ზი­ა­ნა, მისი სხვა ად­გი­ლას გა­და­ტა­ნა გა­და­წყდა.

ფოტო: ნა­თია და­ლა­ქიშ­ვი­ლი

თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი

"ალი და ნინოს" სკულპტურას ერთ კვირაში აღადგენენ - ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის კომენტარი

"ალი და ნინოს" სკულპტურას ერთ კვირაში აღადგენენ - ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის კომენტარი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, "ალი და ნინოს" სკულპტურას მცირე დაზიანება აქვს და აღდგება. ამის შესახებ გიორგი ზირაქაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"დაზიანება როგორც ხედავთ, ძალიან მცირე არის. კომპანიის ხელმძღვანელს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ერთი კვირის ფარგლებში ეს აღდგება და ყველაფერი იქნება რიგზე", - განაცხადა ზირაქაშვილმა.

მისივე თქმით, გადატანის დროს ბაგირი გაწყდა და სკულპტურას ორი-სამი ფრთა აქვს დაზიანებული.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიღეს სკულპტურისთვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება, ზირაქაშვილი ამბობს, რომ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათლად წერია ის გარემოება, რომ შეუძლებელია ამ ადგილზე ნაპირის გამაგრება.

"შესაბამისად, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ძეგლის გადატანა", - განაცხადა ზირაქაშვილმა.

ბათუმში, "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა. დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა.

თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.

ფოტო: ნათია დალაქიშვილი

თამუნა ყურაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია