პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა მომავალ წლამდე შეჩერდებაო, ეპოქალურ აღმოჩენაზეა საუბარი! ხელფასი არ აიღოთ მომავალ წლამდე"
"რა მომავალ წლამდე შეჩერდებაო, ეპოქალურ აღმოჩენაზეა საუბარი! ხელფასი არ აიღოთ მომავალ წლამდე"

გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი, თან­ხე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, ხვა­ლი­დან შე­ჩერ­დე­ბა. ამ ამ­ბავს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მა­ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ფსი­ქი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ღმერ­თმა­ნი! ამათ მარ­თლა გო­ნი­ათ, რომ სა­დღაც შუ­ა­ხევ­ში, ან მარ­ნე­ულ­ში 30 კა­ცი­ა­ნი "სა­წარ­მოს" გახ­სნა ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერის ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და ყო­ფი­ე­რე­ბის­თვის?! საყ­დრი­სი ხომ დი­მიტ­რი ტრო­იც­კის გა­ა­ტა­ნეთ მოს­კოვ­ში, თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში ხომ შუ­შის და ბე­ტო­ნის კუ­ბი­კე­ბის გარ­და აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ბა მალე, ათას­წლი­ან ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის კარ­ფან­ჯა­რა გა­უ­კე­თეთ და ანა­ფო­რი­ან ქა­ჯებს ჩა­უგ­დეთ სა­ჯიჯგნად (და ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად)! რად გვინ­და სა­ერ­თოდ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო?!

რა მო­მა­ვალ წლამ­დე შე­ჩერ­დე­ბაო, ეპო­ქა­ლურ აღ­მო­ჩე­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი... მო­მა­ვალ წლამ­დე, გა­ზა­ფხუ­ლამ­დე, რა წყა­ლი და რო­მე­ლი ქარი წა­ი­ღებს იმ სა­თუთ კვალს, რაც ათას­წლე­უ­ლებს გა­და­ურ­ჩა! ხელ­ფა­სი არ აი­ღოთ მო­მა­ვალ წლამ­დე, ბლ***! ნე­ბის­მი­ე­რი კულ­ტუ­რუ­ლი ერი, მათ შო­რის - ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­ბი, დღე­სა და ღა­მეს გა­ას­წო­რებ­და იქ მუ­შა­ო­ბით. მაგ­რამ ამათ რად უნ­დათ კულ­ტუ­რა... ნეტა არ გა­მოჩ­ნდე­ბა ვინ­მე, "ინ­ვეს­ტო­რი", პირ­და­პირ რომ მივ­ყი­დოთ? სა­მა­გი­ე­როდ, შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბით პრე­მი­ებს და­ი­წე­რენ! არა, სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მატს, უკაც­რა­ვად...", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

იხი­ლეთ ასე­ვე: თან­ხე­ბის უქონ­ლო­ბის გამო ხვა­ლი­დან გრაკ­ლი­ან­ზე გა­თხრე­ბი შე­ჩერ­დე­ბა

"რა მომავალ წლამდე შეჩერდებაო, ეპოქალურ აღმოჩენაზეა საუბარი! ხელფასი არ აიღოთ მომავალ წლამდე"

"რა მომავალ წლამდე შეჩერდებაო, ეპოქალურ აღმოჩენაზეა საუბარი! ხელფასი არ აიღოთ მომავალ წლამდე"

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური გათხრები, თანხების უქონლობის გამო, ხვალიდან შეჩერდება. ამ ამბავს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ეხმაურება.

"მაინტერესებს საქართველოს მთავრობის ფსიქიური მდგომარეობა, ღმერთმანი! ამათ მართლა გონიათ, რომ სადღაც შუახევში, ან მარნეულში 30 კაციანი "საწარმოს" გახსნა ამაზე მნიშვნელოვანია ერის ცნობიერებისა და ყოფიერებისთვის?! საყდრისი ხომ დიმიტრი ტროიცკის გაატანეთ მოსკოვში, თბილისის ისტორიულ ნაწილში ხომ შუშის და ბეტონის კუბიკების გარდა აღარაფერი დარჩება მალე, ათასწლიან ეკლესია-მონასტრებს მეტალოპლასტმასის კარფანჯარა გაუკეთეთ და ანაფორიან ქაჯებს ჩაუგდეთ საჯიჯგნად (და ფულის საკეთებლად)! რად გვინდა საერთოდ კულტურის სამინისტრო?!

რა მომავალ წლამდე შეჩერდებაო, ეპოქალურ აღმოჩენაზეა საუბარი... მომავალ წლამდე, გაზაფხულამდე, რა წყალი და რომელი ქარი წაიღებს იმ სათუთ კვალს, რაც ათასწლეულებს გადაურჩა! ხელფასი არ აიღოთ მომავალ წლამდე, ბლ***! ნებისმიერი კულტურული ერი, მათ შორის - ჩვენი მეზობელი სომხები, დღესა და ღამეს გაასწორებდა იქ მუშაობით. მაგრამ ამათ რად უნდათ კულტურა... ნეტა არ გამოჩნდება ვინმე, "ინვესტორი", პირდაპირ რომ მივყიდოთ? სამაგიეროდ, შემოსული თანხებით პრემიებს დაიწერენ! არა, სახელფასო დანამატს, უკაცრავად...", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: თანხების უქონლობის გამო ხვალიდან გრაკლიანზე გათხრები შეჩერდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს