მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ისვენებდნენ და ისვენებენ საქართველოს პირველი პირები
სად ისვენებდნენ და ისვენებენ საქართველოს პირველი პირები

დას­ვე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო და რაც მთა­ვა­რია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ის ერ­თნა­ი­რად სჭირ­დე­ბა რო­გორც რი­გით, ასე­ვე უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს. სად ის­ვე­ნებ­დნენ და ის­ვე­ნე­ბენ ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი პი­რე­ბი, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გი­ამ­ბობთ.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თქმით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს დას­ვე­ნე­ბა ყაზ­ბეგ­ში მო­ა­ხერ­ხა. ისიც, რამ­დე­ნი­მე დღით, შემ­დეგ კი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და­ი­წყო, რაც სა­ბო­ლო­ოდ ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, მან 1992-2003 წლებ­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ მო­ა­ხერ­ხა ორ-ორი კვი­რით ლი­კან­ში დას­ვე­ნე­ბა. თუმ­ცა იქაც მუ­შა­ობ­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მისი დას­ვე­ნე­ბა ძი­რი­თა­დად კვი­რა სა­ღა­მო იყო, როცა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ი­დან სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე ბრუნ­დე­ბო­და შინ და დროს ოჯახ­თან ერ­თად ატა­რებ­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარ­და, შო­პინ­გი­სა და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ვო­ი­ა­ჟის გამო ის ხში­რად ეხ­ვე­ო­და სკან­და­ლებ­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექს-პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი იტა­ლი­ას ანი­ჭებ­და უპი­რა­ტე­სო­ბას, სა­დაც თა­ვი­სუ­ფალ დროს ხში­რად ჩა­დი­ო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ექს-პრე­ზი­დენ­ტი მეტ­წი­ლად, შა­ვი­ზღვის­პი­რეთს სტუმ­რობ­და, თუმ­ცა გან­ტვირ­თვის­თვის ხში­რად ჩა­დი­ო­და კა­ხეთ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი დუ­შე­თია. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ოჯახ­თან ერ­თად სწო­რედ აქ ატა­რებს ძი­რი­თად დროს და სამ­სა­ხურ­შიც დუ­შე­თი­დან და­დის. პრე­ზი­დენტს და მის მე­უღ­ლეს ეზო­ში ლა­მა­ზი ბაღი აქვთ და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბიც ჰყავთ.

სად და­დის და და­დის თუ არა და­სას­ვე­ნებ­ლად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, უც­ნო­ბია. ინ­ფორ­მა­ცია მისი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ მკაც­რად არის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოჯა­ხი ზამ­თრის არ­და­და­გებ­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად ბა­კუ­რი­ანს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, სა­დაც პა­ტა­რა ან­დრია და ნი­კო­ლო­ზი ხში­რად და­დი­ან.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძი­რი­თა­დად, ურეკ­ში ის­ვე­ნებს. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი მთელ ზა­ფხულს ურეკ­ში ატა­რებს. ამ­ბო­ბენ, რომ მის რე­ზი­დენ­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ნა­პი­რო ზოლი აქვს, სა­დაც უცხო პირი ვერ მოხ­ვდე­ბა. ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებს ზა­ფხულ­ში სწო­რედ ურეკ­ში მარ­თავს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

სად ისვენებდნენ და ისვენებენ საქართველოს პირველი პირები

სად ისვენებდნენ და ისვენებენ საქართველოს პირველი პირები

დასვენება ადამიანისთვის სასარგებლო და რაც მთავარია, აუცილებელია. ის ერთნაირად სჭირდება როგორც რიგით, ასევე უმაღლესი თანამდებობის პირებს. სად ისვენებდნენ და ისვენებენ ქვეყნის წამყვანი პირები, ამის შესახებ AMBEBI.GE გიამბობთ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიამ პრეზიდენტობის დროს დასვენება ყაზბეგში მოახერხა. ისიც, რამდენიმე დღით, შემდეგ კი ყველასთვის ცნობილი მოვლენები დაიწყო, რაც საბოლოოდ ტრაგიკულად დასრულდა.

რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძე, მან 1992-2003 წლებში მხოლოდ ორჯერ მოახერხა ორ-ორი კვირით ლიკანში დასვენება. თუმცა იქაც მუშაობდა, რადგან საქართველოში რთული პროცესები მიმდინარეობდა. მისი დასვენება ძირითადად კვირა საღამო იყო, როცა მთავრობის კანცელარიიდან საღამოს 9 საათზე ბრუნდებოდა შინ და დროს ოჯახთან ერთად ატარებდა.

მიხეილ სააკაშვილს მოგზაურობა უყვარდა, შოპინგისა და სხვადასხვა ქვეყნებში ვოიაჟის გამო ის ხშირად ეხვეოდა სკანდალებში. გავრცელებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი იტალიას ანიჭებდა უპირატესობას, სადაც თავისუფალ დროს ხშირად ჩადიოდა. საქართველოში კი, ექს-პრეზიდენტი მეტწილად, შავიზღვისპირეთს სტუმრობდა, თუმცა განტვირთვისთვის ხშირად ჩადიოდა კახეთში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის საყვარელი ადგილი დუშეთია. მარგველაშვილი ოჯახთან ერთად სწორედ აქ ატარებს ძირითად დროს და სამსახურშიც დუშეთიდან დადის. პრეზიდენტს და მის მეუღლეს ეზოში ლამაზი ბაღი აქვთ და შინაური ცხოველებიც ჰყავთ.

სად დადის და დადის თუ არა დასასვენებლად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უცნობია. ინფორმაცია მისი არაოფიციალური გადაადგილების შესახებ მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი ზამთრის არდადაგებზე დასასვენებლად ბაკურიანს ანიჭებს უპირატესობას, სადაც პატარა ანდრია და ნიკოლოზი ხშირად დადიან.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძირითადად, ურეკში ისვენებს. ივანიშვილების ოჯახი მთელ ზაფხულს ურეკში ატარებს. ამბობენ, რომ მის რეზიდენციას სპეციალური სანაპირო ზოლი აქვს, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმიან შეხვედრებს ზაფხულში სწორედ ურეკში მართავს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."