მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა - ”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება
ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა - ”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება

ქუ­ჩის თე­ატ­რის დღე­ე­ბი დას­რულ­და. 11-16 აგ­ვის­ტოს ბა­თუ­მი, "ჰით ბა­თუ­მის 2015" პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 5 ქარ­თულ და 4 უცხო­ურ თე­ატ­რა­ლურ დასს მას­პინ­ძლობ­და.

სპექ­ტაკ­ლე­ბი ღია ცის ქვეშ - ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებს ეს­პა­ნე­თის, უნ­გრე­თის, ბრი­ტა­ნე­თი­სა და ინ­დო­ე­თის და­სე­ბი მარ­თავ­დნენ.

წარ­მოდ­გე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­თუ­მის კო­ლო­ნა­დებ­ში, სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რში, პი­ა­ცა­ზე, ბულ­ვარ­სა და ძვე­ლი ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში გა­ი­მარ­თა ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი­სა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო:

11 აგ­ვის­ტოს, დი­ლი­დან კი, ამი­რან შა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­მა ბა­თუ­მე­ლებ­სა და ქა­ლა­ქის დამ­სვე­ნებ­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბა შე­უქ­მნეს. პან­ტო­მი­მე­ბი მათ­თან შე­სახ­ვედ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ემ­ზად­ნენ - თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მსვლე­ლო­ბა მათ ბულ­ვა­რი­დან და­ი­წყეს და სა­ნა­პი­რო ზოლს გაჰ­ყვნენ. გზა­დაგ­ზა ისი­ნი დამ­სვე­ნებ­ლებს სხვა­დას­ხვა ქუ­ჩის პერ­ფო­მანს სთა­ვა­ზობ­დნენ.

"ბა­თუ­მი არა­ნორ­მა­ლუ­რად ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია, შექ­მნი­ლია სწო­რედ, ასე­თი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის. აქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მაყ­რე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლია... ასე რომ, გე­ლით, ყო­ველ დღე აქ სას­წა­უ­ლი ხდე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი ეკა­ტე­რი­ნე მაზ­მიშ­ვი­ლი.

"საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მაა, მაგ­რამ ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია, ჩვენ გზა­დაგ­ზა დამ­სვე­ნებ­ლებს ვთა­ვა­ზობთ შოუ პროგ­რა­მას - ნო­ვე­ლებ­სა და მი­ნის­პექ­ტაკ­ლებს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ გა­სარ­თო­ბი და სა­ხა­ლი­სოა რო­გორც დი­დე­ბის­თვის ასე­ვე პა­ტა­რე­ბის­თვი­საც, "- აღ­ნიშ­ნავს პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან შა­ლი­კაშ­ვი­ლი.

ბო­ლი­ვუდ მა­სა­ლა ორ­კესტრა და მისი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ბა­თუ­მის ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებ­ზე

ამა­ვე სა­ღა­მოს ბა­თუ­მის ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებ­მა ივუდ მა­სა­ლა ორ­კესტრას უმას­პინ­ძლა. ისი­ნი ინ­დო­ე­თი­დან "ჰით ბა­თუ­მის" პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ზღვის­პი­რა ქა­ლაქს სპე­ცი­ა­ლუ­რად ეს­ტუმრნენ.

ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბი­სა და სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე უკვე ბო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბებ­მა იზ­რუ­ნეს. მუ­სი­კა­ლურ­მა ორ­კესტრმა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი რო­მან­ტი­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბით, ბო­ლი­ვუ­დუ­რი კი­ნო­ჰი­ტე­ბით, მო­ცეკ­ვა­ვე ქა­ლე­ბი­თა და ჰიპ­ნო­ზის ეფექ­ტით სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ათა­სო­ბით მა­ყუ­რე­ბელს იზი­დავს, არც ბა­თუ­მის კორ­ტეპ­ზე მო­სუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ტო­ვა გულ­გრი­ლად.

"ბო­ლი­ვუდ მა­სა­ლა ორ­კესტრა და მისი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ეს თა­მა­მი ნა­ბი­ჯია ბო­ლი­ვუ­დურ სამ­ყა­რო­ში, ინ­დუ­რი ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა და ცეკ­ვა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი სცე­ნა­ზე - ეს ერ­თგვა­რი დღე­სას­წა­უ­ლია. ინ­დუ­რი კი­ნოს ფრაგ­მენ­ტე­ბი ცო­ცხლად შენს თვალ­წინ იშ­ლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, შე­ზა­ვე­ბუ­ლია ინ­დუ­რი და და­სავ­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, რო­გო­რი­ცაა ბასი, დრა­მი, კლარ­ნე­ტი და სხვა," - ასე გა­მო­ხა­ტავ­დნენ ემო­ცი­ებს ბა­თუ­მის ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებ­ზე მი­სუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლე­ბი.

გვი­ან ღა­მით ბულ­ვარ­ში კვლავ მა­ნა­თო­ბე­ლი აღ­ლუ­მი გა­ი­მარ­თა - კვლავ Spark! LED Drummers ლოდ­ნო­ნი­დან. მა­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ზღვის­პი­რა ქალ­ქში 16 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­და.

დღეს სად ვი­ვახ­შმოთ?! - "მა­გი­და ორის­თვის"

დღეს სად ვი­ვახ­შმოთ?!- ტუ­რის­ტე­ბის მა­რა­დი­ულ შე­კი­თხვას მათ ეს­პა­ნე­ლებ­მა უკვე უპა­სუ­ხეს. "მა­გი­და ორის­თვის" - ამ სპექ­ტაკ­ლის­თვის თე­ატ­რის ყვე­ლა მოყ­ვა­რუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა ერას მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თა და მსა­ხი­ო­ბე­ბი იღ­ბლი­ა­ნებს შუშ­ხუ­ნა ღვი­ნი­თაც გა­უ­მას­პინ­ძლდნენ.

უა­მინ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად წარ­მოდ­გე­ნამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­რა - სა­ნა­ხა­ო­ბას წვი­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­უხ­და.

"ეს­პა­ნელ მსა­ხი­ო­ბე­ბეს წვი­მამ იმპრო­ვი­ზა­ცი­ის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. ეს მსა­ხი­ო­ბის­თვის ბა­რი­ე­რი არ არის. წარ­მოდ­გე­ნა შედ­გა..." - აღ­ნიშ­ნა კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა ეკა­ტე­რი­ნე მაზ­მიშ­ვილ­მა.

სა­ღა­მოს ეს­პა­ნე­ლე­ბი უნ­გრე­თის დას­მა ჩა­ა­ნაც­ვლა, ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებ­სა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე სა­ფეს­ტი­ვა­ლო კლუბ Take Five-ში უნ­გრე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ვე­ბი ზრუ­ნავ­დნენ. გრა­ფი­ტი BANDART Productions -ის შოუმ გულ­გრი­ლი არც ბა­თუ­მე­ლე­ბი და ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი და­ტო­ვა. ეს იყო სა­ნა­ხა­ო­ბა, რო­მელ­მაც ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნა. სა­ღა­მო კი ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბით Goofy Land-მა და­ხუ­რა.

"ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი" ბა­თუ­მის სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე

ბა­თუ­მის სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატრმა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რის სპექ­ტაკლს "ტრო­ე­ლი ქა­ლებს" უმას­პინ­ძლა. სა­პექ­ტაკლმა მა­ყუ­რე­ბელ­ში დიდი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია.

პრე­მი­ე­რი­დან თით­ქმის ორი წელი გა­ვი­და, თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. დღეს "ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი" ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის მა­ცხვო­რებ­ლებ­სა დ ადმსვე­ნებ­ლებს შეხ­ვდნენ.

"ეს იყო ქა­ლე­ბის ინ­ტი­მუ­რი და სა­ი­დუმ­ლო, თუმ­ცა ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ანუ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­განს გა­დაგ­ვხდე­ნია, ზოგ­ჯერ დაგ­ვი­მა­ლავს და ზოგ­ჯერ კი სხვის­თვის გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბია, ეს იყო ერთი ამო­სუნ­თვით ნათ­ქვა­მი ის­ტო­რი­ე­ბი, რა­ზეც ჩვენ გამ­ბე­და­ო­ბა არ გვყოფ­ნის ასე ვა­ღი­ა­როთ .." - ასე აფა­სებ­და გუ­შინ მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე სცე­ნა­ზე ნა­ნახს.

სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რია დათა თა­ვა­ზე. მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ნა­ტუ­კა კა­ხი­ძე, კატო კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, მაგ­და ლე­ბა­ნი­ძე, სა­ლო­მე მა­ი­საშ­ვი­ლი, ქეთა შა­თი­რიშ­ვი­ლი. "ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი" - ეს არის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა ქა­ლის სათ­ქმე­ლი მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­აქვს.

"როცა ადა­მი­ა­ნი თა­ვის ძა­ლი­ან ინ­ტი­მურ, სა­ი­დუმ­ლო ის­ტო­რი­ას გად­მოგ­ცემს და გა­გი­ზი­ა­რებს, მე არამ­გო­ნია, რომ ეს უნდა ააფ­რი­ა­ლო და გა­მო­ი­ყე­ნო სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის­თვის. ამი­ტომ არ მინ­დო­და, რომ გა­მო­სუ­ლი­ყო რა­ღაც ისე­თი, რა­საც ხში­რად აკე­თე­ბენ მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ის­ტო­რი­ე­ბით ობოლ ბავ­შვებ­ზე, ქა­ლებ­ზე, ომის მსხვერ­პლებ­ზე… აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ მთე­ლი სპექ­ტაკ­ლის მან­ძილ­ზე, ვყვე­ბით ის­ტო­რი­ებს ღი­მი­ლით. მსა­ხი­ო­ბი არა­სო­დეს ამ­ბობს, რომ თვი­თონ ის არის ის პერ­სო­ნა­ჟი. ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამს, რომ ის არ თა­მა­შობს პერ­სო­ნაჟს, აღ­ნიშ­ნავს, რომ ჰყვე­ბა და გად­მოს­ცემს, რომ ის არის გარ­კვე­ულ წი­ლად მე­დი­უ­მი იმ ქა­ლი­სა, რო­მე­ლიც ამ ის­ტო­რი­ას მოყ­ვა. პირ­ველ რიგ­ში, ვამ­ბობთ, რომ ჩვენ არ ვი­თა­მა­შებთ სხვა ადა­მი­ა­ნებს. ჩვენ, უბ­რა­ლოდ, პირ­ველ პირ­ში ვყვე­ბით მათ ის­ტო­რი­ებს და ამ მხრივ, ჩვენც ვართ მა­ყუ­რებ­ლის ნა­წი­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში - ჩვენ არ ვართ ისი­ნი, ჩვენ არ გვი­ნა­ხავს რა­საც ვყვე­ბით, ჩვენ არ გა­მოგ­ვიც­დია. ჩვენ ვართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ყუ­რებ­ლის მხა­რეს. უბ­რა­ლოდ მი­ვუ­თი­თებთ ამ ქა­ლე­ბის­კენ, ამ ის­ტო­რი­ე­ბის­კენ და უბ­რა­ლოდ ვე­უბ­ნე­ბით, რომ ის ქა­ლე­ბი არ­სე­ბო­ბენ და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ის ქა­ლე­ბი არი­ან სწო­რედ ისი­ნი, ვინც ავი­წყდე­ბათ ხოლ­მე," - აღ­ნიშ­ნავს რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე.

შექ­სპი­რი­სე­უ­ლი "რო­გორც გე­ნო­ბოთ" პი­ა­ცა­ზე

ბა­თუმ­მა პი­ა­ცა­ზე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკლს შექ­სპი­რის ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ პი­ე­სას - "რო­გორც გე­ნე­ბოთ" უმას­პინ­ძლა.

ეს არის ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მტრო­ბენ და იყ­ვა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს ღვიძ­ლი ძმე­ბი, რო­გორ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იც­ვლე­ბა ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბა ერთი შე­ხედ­ვით ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის გამო; ამ­ბავს ტყე­ში მი­მო­ფან­ტუ­ლი წმინ­და­ნე­ბის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის, გა­რე­უ­ლი მხე­ცე­ბი­სა და კა­ცად გა­დაც­მუ­ლი თა­მა­მი ქალ­წუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

პი­ა­ცა­ზე გა­ჩერ­და დრო და აღა­რა­ფე­რი იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გარ­და იმ ამ­ბი­სა, რო­მელ­შიც შექ­სპირ­მა შეგ­ვი­ტყუა, რო­გორც ტყე­ში.

ერთი მხრივ ყვე­ლა­ზე "არა­შექ­სპი­რუ­ლი" პი­ე­სა, რო­მე­ლიც თით­ქოს შექ­სპი­რის ყვე­ლა მომ­დევ­ნო ნა­მუ­შევ­რის სა­წყი­სია. აქ აღ­მო­ა­ჩენთ ჰამ­ლე­ტის ორე­უ­ლებს, "ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მრის" მე­ლან­ქო­ლი­ურ გმი­რებ­სა და პროს­პე­როს მსგავს იდუ­მალ, ბრძენ და ნა­ხევ­რა­დღვთა­ებ­რივ არ­სე­ბებს.

"ეს პი­ე­სა ერ­თდო­უ­ლად შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მის­ტე­რი­ა­საც მოგ­ვა­გო­ნებს, ქა­ლა­ქის მო­ე­დან­ზე გა­თა­მა­შე­ბულ თო­ჯი­ნურ ბუ­ფო­ნა­და­საც და ფი­ლო­სო­ფი­ურ თუ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დრა­მა­საც. ამ პი­ე­სი­დან, რო­გორც სარ­კი­დან, ისე მო­ჩანს არის­ტო­ფა­ნე, დან­ტე, და ასე გან­სა­ჯეთ, ჩე­ხო­ვი­ცა და ბრეხ­ტიც კი," - გან­მა­ტავს პი­ე­სის ადაპ­ტი­რე­ბის ავ­ტო­რი ლაშა ბუ­ღა­ძე.

სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რია ლე­ვან წუ­ლა­ძე, ხოლო კომ­პო­ზი­ტო­რი - ვახ­ტანგ კა­ხი­ძე.მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ონი­სე ონი­ა­ნი,რო­ლანდ ოქ­რო­პი­რი­ძე,ზუ­რაბ ბე­რი­კაშ­ვი­ლი,ნიკა კუ­ჭა­ვა,და­ვით ხურ­ცი­ლა­ვა,ბესო ბა­რა­თაშ­ვი­ლი,მალ­ხაზ აბუ­ლა­ძე,ნი­კო­ლოზ თა­ვა­ძე,თა­მარ ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლი,ნატა მურ­ვა­ნი­ძე, ქე­თე­ვან ცხა­კა­ია, ქე­თე­ვან შა­თი­რიშ­ვი­ლი, ანკა ვა­სა­ძე, ნატო კა­ხი­ძე, მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა.

მა­ნამ­დე ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებ­სა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე კვლა­ვინ­დე­ბუ­რად The New York Brass Band იზ­რუ­ნა. სტარ­ტი შად­რევ­ნე­ბი­დან, სა­ნა­პი­როს ზო­ლის გავ­ლით კო­ლო­ნა­დებ­სა და პი­ა­ცა­ზე. ერთ სა­ღა­მოს კი ბა­თუ­მე­ლე­ბი და მათი სტუმ­რე­ბი ქუ­ჩებ­ში კახა ბა­კუ­რა­ძის მოძ­რა­ო­ბის თე­ატრმა გა­ა­ხა­ლი­სა. ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრი კი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" კონ­ცერტს მას­პინ­ძლობ­და.

"გაყ­რა" ბა­თუ­მის კო­ლო­ნა­დებ­ზე

ქუ­ჩის თე­ატ­რის დღე­ე­ბი დას­რულ­და. 16 აგ­ვის­ტოს ბა­თუ­მის კო­ლო­ნა­დე­ბი მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სპექ­ტაკლს "გაყ­რა" მას­პინ­ლობ­და. ვო­დე­ვი­ლი ორ მოქ­მე­დე­ბად - უა­მინ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად სა­ღა­მომ სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა.

სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რია და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი. მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: გი­ორ­გი ყვე­ლაშ­ვი­ლი, ლაშა რა­მიშ­ვი­ლი, ცი­სია მეტ­რე­ვე­ლი, ნინო მი­თა­იშ­ვი­ლი, არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, გოგა მოძ­მა­ნაშ­ვი­ლი, ბუბა გო­გო­რიშ­ვი­ლი,ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი, ბად­რი ბე­გა­ლიშ­ვი­ლი, მა­რი­ნა ჯო­ხა­ძე, ანა ზამ­ბა­ხი­ძე, ნინო გო­მარ­თე­ლი, გარი ბაღ­და­სა­რო­ვი, თომა ბუ­ლაშ­ვი­ლი და გიგი ქარ­სე­ლა­ძე.

"ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის გან­სა­კუ­თე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ამ პი­ე­სის თა­ნა­მედ­რო­ვე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გა­თა­მა­შე­ბას, რად­გან გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა კი­დევ ერთხელ თვალ­ნათ­ლივ ვაჩ­ვე­ნოთ, რომ კლა­სი­კა – უკ­ვდა­ვია და ის, რომ მას­ში დას­მუ­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა დღე­ვან­დე­ლო­ბას პა­სუ­ხობს," - გან­მარ­ტა­ვენ მსა­ხო­ბე­ბი.

სპექ­ტაკ­ლის დამ­დგმე­ლი ჯგუ­ფი გა­ექ­ცა პი­ე­სა­ში აღ­წე­რილ ვიწ­რო ოჯა­ხურ პრობ­ლე­მას, გა­ნა­ზო­გა­და ის, და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის, ქო­როგ­რა­ფი­ის და სტი­ლი­ზე­ბუ­ლი კოს­ტუ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­სა­გე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ის არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი, არა­მედ ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის მა­ყუ­რებ­ლის­თვის. ხელი შე­უ­წყო სხვადსხვა ეროვ­ნე­ბა­თა შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი და ტო­ლე­რან­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრო­პა­გან­დას. ამი­ტომ მა­ღალ მხტვრუ­ლო­ბას­თან ერ­თად, უზარ­მა­ზა­რია სპექ­ტაკ­ლის მო­რა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბაც.

დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით ჩარ­თუ­ლია ცხოვ­რე­ბი­სე­ულ და­ძა­ბულ რითმში, ამ სპექ­ტაკლზე დას­წრე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა გა­ნი­მუხ­ტოს, რად­გან სპექ­ტაკ­ლი კო­მე­დი­უ­რი ჟან­რი­საა და მას­ში მრავ­ლა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იუ­მო­რი, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა.

ჰით­ბა­თუ­მის‬ კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი და მოძ­რა­ვი, სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი­თა და წარ­მოდ­გე­ნე­ბით სავ­სე, ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი კვი­რა დას­რულ­და, ბა­თუმ­მა 11-16 აგ­ვის­ტოს ქუ­ჩის თე­ატ­რის დღე­ებს უმას­პინ­ძლა!

პრო­ექ­ტი "ჰით ბა­თუ­მი" 11 კვი­რის­გან შედ­გე­ბა და თო­თო­ე­უ­ლი კვი­რა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის არტს მო­ი­ცავს. მრავლფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა გათ­ვლი­ლია ყვე­ლა თა­ო­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­სვე­ნებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­გეგ­მონ ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის დღე­ე­ბი.

"ჰით ბა­თუ­მის" ფარ­გლებ­ში, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია 200-ზე მეტი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმს 20-მდექ­ვეყ­ნი­დან 259 უცხო­ე­ლი არ­ტის­ტი სტუმ­რობს. ღო­ნის­ძე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია 50 ორ­გა­ნი­ზა­ცია და 2000-მდე მო­ნა­წი­ლე.

"ჰით ბა­თუ­მი 2015" წარ­მო­ად­გენს ბა­თუ­მის სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნის სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექტს, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს 2 თვი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უწყვეტ რე­ჟიმ­ში. 6 ივ­ლი­სი­დან 15 სექ­ტემ­ბრამ­დე, ყო­ველ კვი­რას, ბა­თუმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ივენ­თე­ბი, რომ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­აც მოხ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ქოლ­გის ქვეშ, სა­ხელ­წო­დე­ბით "ჰით ბა­თუ­მი".

პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია ბა­თუ­მის მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო, ასე­ვე მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და მისი სსი­პი "კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი", ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი. პრო­ექ­ტი "ჰით ბა­თუ­მი" სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის მი­ზა­ნია ერ­თის მხრივ აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის, ხოლო მე­ო­რეს მხრივ მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის პრო­მო­უ­შე­ნი გარე და შიდა აუ­დი­ტო­რი­ა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა - ”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება

ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა - ”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება

ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა. 11-16 აგვისტოს ბათუმი, ”ჰით ბათუმის 2015“ პროექტის ფარგლებში 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს მასპინძლობდა.

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასები მართავდნენ.

წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართა ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებისა და დამსვენებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

11 აგვისტოს, დილიდან კი, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მსახიობებმა ბათუმელებსა და ქალაქის დამსვენებლებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს. პანტომიმები მათთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ - თეატრალიზებული მსვლელობა მათ ბულვარიდან დაიწყეს და სანაპირო ზოლს გაჰყვნენ. გზადაგზა ისინი დამსვენებლებს სხვადასხვა ქუჩის პერფომანს სთავაზობდნენ.

„ბათუმი არანორმალურად ლამაზი ქალაქია, შექმნილია სწორედ, ასეთი ფესტივალისთვის. აქ არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული მაყრებელი და მსმენელია... ასე რომ, გელით, ყოველ დღე აქ სასწაული ხდება,“ - აღნიშნავს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.

„საკმაოდ საინტერესო პროგრამაა, მაგრამ ჩვენი წარმოდგენები მათგან გამორჩეულია, ჩვენ გზადაგზა დამსვენებლებს ვთავაზობთ შოუ პროგრამას - ნოველებსა და მინისპექტაკლებს, რომელიც საკმაოდ გასართობი და სახალისოა როგორც დიდებისთვის ასევე პატარებისთვისაც, „- აღნიშნავს პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი.

ბოლივუდ მასალა ორკესტრა და მისი მოცეკვავეები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე

ამავე საღამოს ბათუმის ჩოგბურთის კორტებმა ივუდ მასალა ორკესტრას უმასპინძლა. ისინი ინდოეთიდან „ჰით ბათუმის“ პროექტის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს სპეციალურად ესტუმრნენ.

ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრების განწყობაზე უკვე ბოლივუდის მსახიობებმა იზრუნეს. მუსიკალურმა ორკესტრმა, რომელიც თავისი რომანტიული სიმღერებით, ბოლივუდური კინოჰიტებით, მოცეკვავე ქალებითა და ჰიპნოზის ეფექტით სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით მაყურებელს იზიდავს, არც ბათუმის კორტეპზე მოსული მაყურებელი დატოვა გულგრილად.

„ბოლივუდ მასალა ორკესტრა და მისი მოცეკვავეები ეს თამამი ნაბიჯია ბოლივუდურ სამყაროში, ინდური ცოცხალი მუსიკა და ცეკვა, პროფესიონალი მსახიობები სცენაზე - ეს ერთგვარი დღესასწაულია. ინდური კინოს ფრაგმენტები ცოცხლად შენს თვალწინ იშლება. ეს ყველაფერი კი, შეზავებულია ინდური და დასავლური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ბასი, დრამი, კლარნეტი და სხვა,“ - ასე გამოხატავდნენ ემოციებს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე მისული მაყურებელები.

გვიან ღამით ბულვარში კვლავ მანათობელი აღლუმი გაიმართა - კვლავ Spark! LED Drummers ლოდნონიდან. მაგიური წარმოდგენები ზღვისპირა ქალქში 16 აგვისტომდე გაგრძელდა.

დღეს სად ვივახშმოთ?! - „მაგიდა ორისთვის“

დღეს სად ვივახშმოთ?!- ტურისტების მარადიულ შეკითხვას მათ ესპანელებმა უკვე უპასუხეს. „მაგიდა ორისთვის“ - ამ სპექტაკლისთვის თეატრის ყველა მოყვარული განსაკუთრებულად ემზადებოდა. თეატრალური წარმოდგენა ერას მოედანზე გაიმართა და მსახიობები იღბლიანებს შუშხუნა ღვინითაც გაუმასპინძლდნენ.

უამინდობის მიუხედავად წარმოდგენამ წარმატებით ჩაირა - სანახაობას წვიმა განსაკუთრებულად მოუხდა.

„ესპანელ მსახიობებეს წვიმამ იმპროვიზაციის მეტი შესაძლებლობა მისცა. ეს მსახიობისთვის ბარიერი არ არის. წარმოდგენა შედგა...“ - აღნიშნა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა.

საღამოს ესპანელები უნგრეთის დასმა ჩაანაცვლა, ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე საფესტივალო კლუბ Take Five-ში უნგრეთიდან მოწვეული მოცეკვავევები ზრუნავდნენ. გრაფიტი BANDART Productions -ის შოუმ გულგრილი არც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დატოვა. ეს იყო სანახაობა, რომელმაც ზღვისპირა ქალაქის სტუმრები აღაფრთოვანა. საღამო კი ცნობილი ჰიტებით Goofy Land-მა დახურა.

„ტროელი ქალები“ ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე

ბათუმის საზაფხულო თეატრმა სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლს „ტროელი ქალებს“ უმასპინძლა. საპექტაკლმა მაყურებელში დიდი ემოცია გამოიწვია.

პრემიერიდან თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა მაყურებლის ყურადღება არ განელებულა. დღეს „ტროელი ქალები“ ზღვისპირა ქალაქის მაცხვორებლებსა დ ადმსვენებლებს შეხვდნენ.

“ეს იყო ქალების ინტიმური და საიდუმლო, თუმცა ნაცნობი და ახლობელი ისტორიები ანუ ჩვენი ისტორიები, რომელიც ყველა ჩვენგანს გადაგვხდენია, ზოგჯერ დაგვიმალავს და ზოგჯერ კი სხვისთვის გაგვიზიარებია, ეს იყო ერთი ამოსუნთვით ნათქვამი ისტორიები, რაზეც ჩვენ გამბედაობა არ გვყოფნის ასე ვაღიაროთ ..“ - ასე აფასებდა გუშინ მაყურებელი უკვე სცენაზე ნანახს.

სპექტაკლის რეჟისორია დათა თავაზე. მონაწილეობენ ნატუკა კახიძე, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი. „ტროელი ქალები" - ეს არის ნაწარმოები, რომელსაც ყველა ქალის სათქმელი მაყურებლამდე მიაქვს.

„როცა ადამიანი თავის ძალიან ინტიმურ, საიდუმლო ისტორიას გადმოგცემს და გაგიზიარებს, მე არამგონია, რომ ეს უნდა ააფრიალო და გამოიყენო საკუთარი წარმატებისთვის. ამიტომ არ მინდოდა, რომ გამოსულიყო რაღაც ისეთი, რასაც ხშირად აკეთებენ მაგალითად, ტელევიზიაში, ისტორიებით ობოლ ბავშვებზე, ქალებზე, ომის მსხვერპლებზე… აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი სპექტაკლის მანძილზე, ვყვებით ისტორიებს ღიმილით. მსახიობი არასოდეს ამბობს, რომ თვითონ ის არის ის პერსონაჟი. ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ის არ თამაშობს პერსონაჟს, აღნიშნავს, რომ ჰყვება და გადმოსცემს, რომ ის არის გარკვეულ წილად მედიუმი იმ ქალისა, რომელიც ამ ისტორიას მოყვა. პირველ რიგში, ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვითამაშებთ სხვა ადამიანებს. ჩვენ, უბრალოდ, პირველ პირში ვყვებით მათ ისტორიებს და ამ მხრივ, ჩვენც ვართ მაყურებლის ნაწილი. ამ შემთხვევაში - ჩვენ არ ვართ ისინი, ჩვენ არ გვინახავს რასაც ვყვებით, ჩვენ არ გამოგვიცდია. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მაყურებლის მხარეს. უბრალოდ მივუთითებთ ამ ქალებისკენ, ამ ისტორიებისკენ და უბრალოდ ვეუბნებით, რომ ის ქალები არსებობენ და ხშირ შემთხვევაში, ის ქალები არიან სწორედ ისინი, ვინც ავიწყდებათ ხოლმე,“ - აღნიშნავს რეჟისორი დათა თავაძე.

შექსპირისეული „როგორც გენობოთ“ პიაცაზე

ბათუმმა პიაცაზე მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს შექსპირის ყველაზე უცნაურ პიესას - “როგორც გენებოთ” უმასპინძლა.

ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მტრობენ და იყვარებენ ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როგორ მოულოდნელად იცვლება ადამიანთა ცხოვრება ერთი შეხედვით ამოუცნობი მოვლენების გამო; ამბავს ტყეში მიმოფანტული წმინდანების, შეყვარებულების, გარეული მხეცებისა და კაცად გადაცმული თამამი ქალწულების შესახებ.

პიაცაზე გაჩერდა დრო და აღარაფერი იყო მნიშვნელოვანი, გარდა იმ ამბისა, რომელშიც შექსპირმა შეგვიტყუა, როგორც ტყეში.

ერთი მხრივ ყველაზე "არაშექსპირული" პიესა, რომელიც თითქოს შექსპირის ყველა მომდევნო ნამუშევრის საწყისია. აქ აღმოაჩენთ ჰამლეტის ორეულებს, "ზაფხულის ღამის სიზმრის" მელანქოლიურ გმირებსა და პროსპეროს მსგავს იდუმალ, ბრძენ და ნახევრადღვთაებრივ არსებებს.

„ეს პიესა ერთდოულად შუასაუკუნეების მისტერიასაც მოგვაგონებს, ქალაქის მოედანზე გათამაშებულ თოჯინურ ბუფონადასაც და ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ დრამასაც. ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი,“ - განმატავს პიესის ადაპტირების ავტორი ლაშა ბუღაძე.

სპექტაკლის რეჟისორია ლევან წულაძე, ხოლო კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე.მონაწილეობენ ონისე ონიანი,როლანდ ოქროპირიძე,ზურაბ ბერიკაშვილი,ნიკა კუჭავა,დავით ხურცილავა,ბესო ბარათაშვილი,მალხაზ აბულაძე,ნიკოლოზ თავაძე,თამარ ბუხნიკაშვილი,ნატა მურვანიძე, ქეთევან ცხაკაია, ქეთევან შათირიშვილი, ანკა ვასაძე, ნატო კახიძე, მანანა კოზაკოვა.

მანამდე ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე კვლავინდებურად The New York Brass Band იზრუნა. სტარტი შადრევნებიდან, სანაპიროს ზოლის გავლით კოლონადებსა და პიაცაზე. ერთ საღამოს კი ბათუმელები და მათი სტუმრები ქუჩებში კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრმა გაახალისა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრი კი ორი დღის განმავლობაში "სუხიშვილების" კონცერტს მასპინძლობდა.

„გაყრა“ ბათუმის კოლონადებზე

ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა. 16 აგვისტოს ბათუმის კოლონადები მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლს „გაყრა“ მასპინლობდა. ვოდევილი ორ მოქმედებად - უამინდობის მიუხედავად საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.

სპექტაკლის რეჟისორია დავით დოიაშვილი. მონაწილეობენ: გიორგი ყველაშვილი, ლაშა რამიშვილი, ცისია მეტრეველი, ნინო მითაიშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ბუბა გოგორიშვილი,ალეკო ბეგალიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, მარინა ჯოხაძე, ანა ზამბახიძე, ნინო გომართელი, გარი ბაღდასაროვი, თომა ბულაშვილი და გიგი ქარსელაძე.

„ჩვენი თეატრისთვის განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პიესის თანამედროვე მაყურებლის წინაშე გათამაშებას, რადგან გვეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ თვალნათლივ ვაჩვენოთ, რომ კლასიკა – უკვდავია და ის, რომ მასში დასმული ყველა პრობლემა დღევანდელობას პასუხობს,“ - განმარტავენ მსახობები.

სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი გაექცა პიესაში აღწერილ ვიწრო ოჯახურ პრობლემას, განაზოგადა ის, და თანამედროვე მუსიკის, ქოროგრაფიის და სტილიზებული კოსტუმების მეშვეობით გასაგები და საინტერესო გახადა ის არა მარტო ქართველი, არამედ ყველა ეროვნების მაყურებლისთვის. ხელი შეუწყო სხვადსხვა ეროვნებათა შორის მშვიდობიანი და ტოლერანტული ურთიერთობების პროპაგანდას. ამიტომ მაღალ მხტვრულობასთან ერთად, უზარმაზარია სპექტაკლის მორალური მნიშვნელობაც.

დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ადამიანი გამუდმებით ჩართულია ცხოვრებისეულ დაძაბულ რითმში, ამ სპექტაკლზე დასწრებით საშუალება ეძლევა განიმუხტოს, რადგან სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული იუმორი, ქართული სიმღერა და ცეკვა.

ჰითბათუმის‬ კიდევ ერთი ხმაურიანი და მოძრავი, სანახაობებითა და წარმოდგენებით სავსე, ემოციებით დატვირთული კვირა დასრულდა, ბათუმმა 11-16 აგვისტოს ქუჩის თეატრის დღეებს უმასპინძლა!

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი