ხილი და ბოსტნეული დღეს თანამედროვე, ინტენსიური ტექნოლოგიებით მიიღება. მათი წარმოება გაზრდილია, მაგრამ ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა საგრძნობლადაა შემცირებული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რამდენიმე უნივერსიტეტის მკვლევარები.
გრეიპფრუტი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს გრეიპფრუტი და დაადგინეს, რომ მასში გაცილებით ნაკლები ვიტამინია, ვიდრე გასული საუკუნის მეორე ნახევარში იყო. საქმე ის არის, რომ ამერიკელი მწარმოებლები ხელოვნურად "კვებავენ" მას შაქრით. ამგვარად, ბუნებრივი გემო უფრო ტკბილი ხდება. თუმცა მარკეტინგის დევნაში ხილმა ხარისხი დაკარგა.
ბრიუსელის კომბოსტო
იგივე დაემართა ამ ბოსტნეულსაც. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტრადიციული გემო ბევრ მომხმარებელს რაღაც არაჯანმრთელის ასოციაციას გვრიდა. თუმცა ზოგი დიეტოლოგი ირწმუნება, რომ ბოსტნეულის სიტკბო სისხლში შაქრის რაოდენობას ცვლის და შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს.
ბროკოლი
ტექსასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ყურადღება გამახვილეს ბოლო ათწლეულების მანძილზე ბროკოლის ზომის ზრდაზე. მწარმოებლებმა ეს ახალი ჯიშების გამოყვანით მოახერხეს. ბოსტნეული იძენს გაბარიტებს, მაგრამ კარგავს მაგნიუმის და კალიუმის შემცველობას.
საზამთრო
1950 წელს საზამთრო 38 პროცენტით მეტ ა ვიტამინს შეიცავდა, ვიდრე დღეს გამოყვანილი. მიზეზები აქაც იგივეა - ნაყოფის ზომის გაზრდას მწარმოებლები წყლის შემცველობით ცდილობენ.
ვაშლი და მსხალი
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ხილის შეწამვლისას გამოყენებული ნივთიერებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მცირე დოზით გამოიყენება, პროდუქტს ვნებს. რაც არ უნდა იყოს, ის მაინც საწამლავია და ჯანმრთელობაზე გავლენას იქონიებს.