მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებობს თუ არა დაპირისპირება ხიდაშელსა და წულუკიანს შორის?
არსებობს თუ არა დაპირისპირება ხიდაშელსა და წულუკიანს შორის?

მას შემ­დეგ, რაც თინა ხი­და­შელ­მა ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე აღად­გი­ნა, რაც მისი თქმით, კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და, გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დე­ბი, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი გა­ა­ნა­წყე­ნა.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არც ვუ­წუ­ნებ და არც ვუ­წო­ნებ", - ასე აფა­სებს ხი­და­შე­ლის ქმე­დე­ბას თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე­დი­ას­თან სა­კი­თხის კო­მენ­ტრი­რე­ბი­სას ამ­ბობს:

"თუ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბობს პრაქ­ტი­კე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კა­ნონ­თან არ იყოს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, ძა­ლი­ან შორს წა­სუ­ლა მისი ფიქ­რე­ბი. მე მაქვს ორი გზა და ორი გზა ჰქონ­და მა­საც. მე მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არც ვუ­წუ­ნებ, არც ვი­წო­ნებ, რად­გან ეს არ არის ჩემი საქ­მე და ამის უფ­ლე­ბა მე არ მაქვს, მაგ­რამ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში მე მივ­დი­ვარ ხოლ­მე მე­ო­რე გზით. მე არ მომ­წონს და არ არის ეს ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი, რო­დე­საც ჩემ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ეჭ­ვე­ბი, მირ­ჩევ­ნია ეს თა­ნამ­შრო­მე­ლი შინ და­ე­ლო­დოს გა­ნა­ჩენს".

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ხი­და­შე­ლი აცხა­დებს, რომ "წუ­ლუ­კი­ან­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ აქვს", მაგ­რამ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ და­მა­ტე­ბით გან­ცხა­დე­ბებს რო­გორც მე­დი­ას­თან, ასე­ვე "ფე­ის­ბუქ­ზე" აკე­თებს, სა­დაც ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბი გან­მარ­ტა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა მოხ­და.

"1.თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. 2. გე­მახ­სოვ­რე­ბათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩემი წი­ნა­მორ­ბე­დის ბრძა­ნე­ბით, სწო­რედ პა­ტიმ­რო­ბის გამო მათ ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­უ­ჩერ­დათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. 3. ასე­ვე გე­მახ­სოვ­რე­ბათ, სა­სა­მარ­თლომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა შეც­ვა­ლა და პა­ტიმ­რო­ბა შე­წყდა. ეს კი ნიშ­ნავს რომ სა­ფუძ­ვე­ლი - ზე­ვით ნახ­სე­ნე­ბი აქტი, აღარ არ­სე­ბობ­და. 4. ჩვენ, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის შე­ჩე­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აღ­ვად­გი­ნეთ. 5. ვინ­მეს დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა/უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­სას­ჯე­ლი არ არის. ამას სა­სა­მარ­თლი და­ად­გენს, ჩვენ კი კვლა­ვაც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სამ­სა­ხურ­ში ვიქ­ნე­ბით", - წერს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე ერთხელ უკვე გახ­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბი­სა და კო­ა­ლი­ცი­ის ნგრე­ვის მი­ზე­ზი. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დე­ბი, რომ შე­საძ­ლოა, პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თინა ხი­და­შელს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­აქ­ცი­ის გა­რე­შე არ და­ტო­ვოს, რაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წლე­ბის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­შიც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თინა ხი­და­შელ­ზე უარ­ყო­ფით მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვამ­და, არც ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა.

არსებობს თუ არა დაპირისპირება ხიდაშელსა და წულუკიანს შორის?

არსებობს თუ არა დაპირისპირება ხიდაშელსა და წულუკიანს შორის?

მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელმა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თანამდებობებზე აღადგინა, რაც მისი თქმით, კანონის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, გაჩნდა ვარაუდები, რომ ამ გადაწყვეტილებით  თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრი და იუსტიციის მინისტრი გაანაწყენა.

"გადაწყვეტილებას არც ვუწუნებ და არც ვუწონებ", - ასე აფასებს ხიდაშელის ქმედებას თეა წულუკიანი, რომელიც მედიასთან საკითხის კომენტრირებისას ამბობს:

"თუ თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში არსებობს პრაქტიკები, რომელიც შეიძლება კანონთან არ იყოს შესაბამისობაში, ძალიან შორს წასულა მისი ფიქრები. მე მაქვს ორი გზა და ორი გზა ჰქონდა მასაც. მე მის გადაწყვეტილებას არც ვუწუნებ, არც ვიწონებ, რადგან ეს არ არის ჩემი საქმე და ამის უფლება მე არ მაქვს, მაგრამ იუსტიციის სამინისტროში მე მივდივარ ხოლმე მეორე გზით. მე არ მომწონს და არ არის ეს ჩემი მმართველობის სტილი, როდესაც ჩემ თანამშრომლებთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, მირჩევნია ეს თანამშრომელი შინ დაელოდოს განაჩენს".

თეა წულუკიანის ამ განცხადების შემდეგ ხიდაშელი აცხადებს, რომ "წულუკიანთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს", მაგრამ იუსტიციის მინისტრის კომენტარის შემდეგ დამატებით განცხადებებს როგორც მედიასთან, ასევე "ფეისბუქზე" აკეთებს, სადაც ის საკანონმდებლო აქტები განმარტა, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროში ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულების სამსახურში აღდგენა მოხდა.

"1.თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული. 2. გემახსოვრებათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება. 3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი - ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა. 4. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ. 5. ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით", - წერს თავდაცვის მინისტრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ე.წ. კაბელების საქმე ერთხელ უკვე გახდა "ქართულ ოცნებაში" სერიოზული განხეთქილებისა და კოალიციის ნგრევის მიზეზი. არსებობს ვარაუდები, რომ შესაძლოა, პრემიერმა ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელს აღნიშნული გადაწყვეტილება რეაქციის გარეშე არ დატოვოს, რაც შეიძლება ითქვას, რომ წლების წინ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების ფონზე, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელზე უარყოფით მოსაზრებებს გამოთქვამდა, არც ისე მოულოდნელი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."