სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლომისის მამათა მონასტრის ძმობა ლომისის მონასტერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
ლომისის მამათა მონასტრის ძმობა ლომისის მონასტერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ლო­მი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ძმო­ბა ლო­მი­სის მო­ნას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გან­ცხა­დე­ბა ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის მო­ნას­ტრის ძმო­ბამ მი­ა­წო­და. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩვე­ნი დრო­ის სა­ოც­რე­ბა.

- ერ­თმა პა­ტა­რა ბი­ჭუ­კე­ლამ თეთ­რი შა­ვად გა­ა­სა­ღა, სი­მარ­თლეს სიც­რუ­ის სახე მის­ცა და სი­კე­თე ბო­რო­ტე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნა, და სა­ოც­რე­ბა სწო­რედ ის არის, რომ ეს სა­ზი­ზღრო­ბა ერთ წამ­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­ავ­რცე­ლა.

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ჯა­რის­კა­ცე­ბი და ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის მო­ნას­ტრის მა­მე­ბი ძმუ­რი, თბი­ლი და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით ერ­თა­შო­რის სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვთე­სავ­დით და რად­გა­ნაც ეს ჩვე­ნი ორი ერის ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბა და მო­წო­დე­ბაა, ამი­ტომ ღვთა­ებ­რივ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის იესო ქრის­ტეს მიერ ოდით­გან­ვე დამ­ყა­რე­ბულ ძმურ სიყ­ვა­რულს და მე­გობ­რო­ბას ბნე­ლე­თის ასე­თი უსუ­სუ­რი ხრი­კე­ბი და გა­მოხ­დო­მე­ბი ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს, არა­მედ, პი­რი­ქით, უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლით უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ებს და გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს! ამინ!", - ნათ­ქვა­მია ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის მო­ნას­ტრის ძმო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინ­ფორ­მა­ცია რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის ლო­მი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში მის­ვლი­სა და ბე­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში დღეს დი­ლით გავ­რცელ­და. თუმ­ცა, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იღუ­მენ­მა მათე ჯუ­ლა­ყი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი ხში­რად მო­დი­ან ლო­მი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში მო­სა­ლო­ცად, თუმ­ცა რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა არა­სო­დეს მომ­ხდა­რა.

"ჩვენ­თან ხში­რად და­დი­ან, მო­ი­ლო­ცა­ვენ და ეზი­ა­რე­ბი­ან ხოლ­მე. ჩვენ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ჯა­რის­კა­ცე­ბი დღე­საც იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი. მათ ძაღ­ლე­ბი ჰყავთ. რო­დე­საც ისი­ნი შე­მო­ვი­პა­ტი­ჟეთ, ძაღ­ლე­ბი გა­რეთ დარ­ჩნენ და ჩვენს ძაღ­ლებ­თან იჩხუ­ბეს. ჯა­რის­კა­ცი ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხით აშ­ვე­ლებ­და ძაღ­ლებს. სწო­რედ ამ დროს აქ ბავ­შვი იყო ამო­სუ­ლი, რო­მელ­მაც ეს სი­ტუ­ა­ცია გა­და­ი­ღო და ინ­ტერ­ნე­ტით გა­ავ­რცე­ლა და მი­უ­წე­რია, რომ ბე­რებს აწი­ო­კე­ბე­ნო. მე ვე­ლა­პა­რა­კე ამ ბავ­შვს და აიღო ეს სუ­რა­თი. რაც შე­ე­ხე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბას, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

სა­სა­ზღვრო ზო­ლია და ჯა­რის­კა­ცე­ბი ქსნის ხე­ო­ბი­დან ხში­რად ჩა­მო­ივ­ლი­ან ხოლ­მე. თუ გა­რეთ ვართ შე­მოვ­ლენ და მო­ი­ლო­ცა­ვენ მო­ნას­ტერ­ში. თუ ჩვენ არ მო­ვი­პა­ტი­ჟეთ, ისე არ გვა­წუ­ხე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და იღუ­მენ­მა მათე ჯუ­ლა­ყი­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ლომისის მამათა მონასტრის ძმობა ლომისის მონასტერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ლომისის მამათა მონასტრის ძმობა ლომისის მონასტერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ლომისის მამათა მონასტრის ძმობა ლომისის მონასტერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა. "ინტერპრესნიუსს" განცხადება ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის ძმობამ მიაწოდა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენი დროის საოცრება.

- ერთმა პატარა ბიჭუკელამ თეთრი შავად გაასაღა, სიმართლეს სიცრუის სახე მისცა და სიკეთე ბოროტებად წარმოაჩინა, და საოცრება სწორედ ის არის, რომ ეს საზიზღრობა ერთ წამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელა.

- წლების განმავლობაში რუსეთის ჯარისკაცები და ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის მამები ძმური, თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობით ერთაშორის სითბოს და სიყვარულს ვთესავდით და რადგანაც ეს ჩვენი ორი ერის ბუნებრივი თვისება და მოწოდებაა, ამიტომ ღვთაებრივ რუსეთსა და საქართველოს შორის იესო ქრისტეს მიერ ოდითგანვე დამყარებულ ძმურ სიყვარულს და მეგობრობას ბნელეთის ასეთი უსუსური ხრიკები და გამოხდომები ვერაფერს დააკლებს, არამედ, პირიქით, უფლის სიყვარულის ძალით უფრო დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს! ამინ!", - ნათქვამია ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის ძმობის განცხადებაში.

ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების ლომისის მამათა მონასტერში მისვლისა და ბერებთან დაპირისპირების შესახებ ინტერნეტში დღეს დილით გავრცელდა. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" იღუმენმა მათე ჯულაყიძემ განუცხადა, რუსი ჯარისკაცები ხშირად მოდიან ლომისის მამათა მონასტერში მოსალოცად, თუმცა რაიმე სახის დაპირისპირება არასოდეს მომხდარა.

"ჩვენთან ხშირად დადიან, მოილოცავენ და ეზიარებიან ხოლმე. ჩვენთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ჯარისკაცები დღესაც იყვნენ მოსულები. მათ ძაღლები ჰყავთ. როდესაც ისინი შემოვიპატიჟეთ, ძაღლები გარეთ დარჩნენ და ჩვენს ძაღლებთან იჩხუბეს. ჯარისკაცი ავტომატის კონდახით აშველებდა ძაღლებს. სწორედ ამ დროს აქ ბავშვი იყო ამოსული, რომელმაც ეს სიტუაცია გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა და მიუწერია, რომ ბერებს აწიოკებენო. მე ველაპარაკე ამ ბავშვს და აიღო ეს სურათი. რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

სასაზღვრო ზოლია და ჯარისკაცები ქსნის ხეობიდან ხშირად ჩამოივლიან ხოლმე. თუ გარეთ ვართ შემოვლენ და მოილოცავენ მონასტერში. თუ ჩვენ არ მოვიპატიჟეთ, ისე არ გვაწუხებენ", - განაცხადა იღუმენმა მათე ჯულაყიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია