მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი ბრალდებულ ხარშილაძეს - ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ
პროკურორი ბრალდებულ ხარშილაძეს - ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ

ჟვა­ნი­ას ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­და­ფარ­ვა ხომ არ გინ­დო­დათ, - ამის შე­სა­ხებ ხარ­ში­ლა­ძი­სა და ძა­ძა­მი­ას წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ლე­ვან ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბულ ხარ­ში­ლა­ძეს და­კი­თხვი­სას ჰკი­თხა.

პრო­კუ­რო­რი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ აკე­თებს ხარ­ში­ლა­ძე მსგავს გან­ცხა­დე­ბებს, რო­დე­საც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­ზე ამ­ბობს, რომ მისი მე­გო­ბა­რია.

"მე­გობ­რო­ბა ვის რო­გორ ეს­მის", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა და ხარ­ში­ლა­ძეს ჰკი­თხა, ჟვა­ნი­ას მხრი­დან "შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ხებ, ვინ­მეს თუ აქვს ინ­ფორ­მა­ცია". ხარ­ში­ლა­ძემ ამის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ხებ ნა­თე­სავს მო­უყ­ვა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლია.

"ზურა ჩემი მე­გო­ბა­რია, იყო და იქ­ნე­ბა რაც არ უნდა თქვათ. ჩემი პა­ტა­რა რომ გა­იზ­რდე­ბა, მა­საც ეცო­დი­ნე­ბა, რომ მე ამ ადა­მი­ან­თან ვმე­გობ­რობ­დი", - გა­ნა­ცხა­და ხარ­ში­ლა­ძემ და დას­მულ შე­კი­თხვა­ზე რო­გორ აპი­რებს მისი ნათ­ქვა­მის და­დას­ტუ­რე­ბას, აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრო­კუ­რო­რე­ბის და ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, და­ი­ჯე­რე­ბენ თუ არა. ასე­ვე ხარ­ში­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მას გარ­დაც­ვლი­ლის ძმა გოგ­ლა ჟვა­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ხე­ლის გაშ­ვე­რას სთხოვ­და. "თა­ვი­დან ჩავ­თვა­ლე, რომ შოკ­ში იყო, თუმ­ცა შემ­დეგ ეს გაგ­რძელ­და", - გა­ნა­ცხა­და ხარ­ში­ლა­ძემ. მისი თქმით, იმას, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია მისი გულ­გრი­ლო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ვერ და­იბ­რა­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

პროკურორი ბრალდებულ ხარშილაძეს - ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ

პროკურორი ბრალდებულ ხარშილაძეს - ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ

ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ, - ამის შესახებ ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის პროკურორმა, ლევან ბაჩიაშვილმა ბრალდებულ ხარშილაძეს დაკითხვისას ჰკითხა.

პროკურორი ასევე დაინტერესდა, რატომ აკეთებს ხარშილაძე მსგავს განცხადებებს, როდესაც ზურაბ ჟვანიაზე ამბობს, რომ მისი მეგობარია.

"მეგობრობა ვის როგორ ესმის", - აღნიშნა პროკურორმა და ხარშილაძეს ჰკითხა, ჟვანიას მხრიდან "შეთავაზების შესახებ, ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია". ხარშილაძემ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის შეთავაზების შესახებ ნათესავს მოუყვა, რომელიც გარდაცვლილია.

"ზურა ჩემი მეგობარია, იყო და იქნება რაც არ უნდა თქვათ. ჩემი პატარა რომ გაიზრდება, მასაც ეცოდინება, რომ მე ამ ადამიანთან ვმეგობრობდი", - განაცხადა ხარშილაძემ და დასმულ შეკითხვაზე როგორ აპირებს მისი ნათქვამის დადასტურებას, აღნიშნა, რომ ეს პროკურორების და ნაფიცი მსაჯულების გადასაწყვეტია, დაიჯერებენ თუ არა. ასევე ხარშილაძემ აღნიშნა, რომ მას გარდაცვლილის ძმა გოგლა ჟვანია მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელის გაშვერას სთხოვდა. "თავიდან ჩავთვალე, რომ შოკში იყო, თუმცა შემდეგ ეს გაგრძელდა", - განაცხადა ხარშილაძემ. მისი თქმით, იმას, რომ ზურაბ ჟვანია მისი გულგრილობის შედეგად გარდაიცვალა, ვერ დაიბრალებს.