მსოფლიო
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ფიქრობს ოდესა სააკაშვილის 2-თვიან გუბერნატორობაზე: "ამას გონია, ჩვენ აქ თბილისი გვაქვს, კარგი, რა!"
რას ფიქრობს ოდესა სააკაშვილის 2-თვიან გუბერნატორობაზე: "ამას გონია, ჩვენ აქ თბილისი გვაქვს, კარგი, რა!"

"ოდე­სა ერთ წელ­ში ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. მშვი­დი გახ­და. მზი­ა­ნი ოდე­სა, რო­გორც იქნა, მშვი­დო­ბი­ა­ნად "წვე­ლის" ტუ­რის­ტებს. რუ­სებს ხარ­ბად ხვდე­ბი­ან, ბოლო წვეთს წუ­რა­ვენ. ტაქ­სის მძღო­ლე­ბი ასის მა­გივ­რად ხუ­თას გრივ­ნას ითხო­ვენ და ამას ვე­ლუ­რი ინფლა­ცი­ით ხსნი­ან. და პრინ­ციპ­ში, არც ტყუ­იან. პენ­სია სამ­ჯერ შემ­ცირ­და, ფა­სე­ბი ამ­დე­ნით­ვე გა­ი­ზარ­და, ეკო­ნო­მი­კა თით­ქმის ჩაკ­ვდა, რუსი ტუ­რის­ტე­ბი აღარ შე­მო­დი­ან, მთე­ლი სა­კუ­რორ­ტო ბიზ­ნე­სი უკ­რა­ი­ნე­ლებ­ზე დგას, რომ­ლებ­მაც ყი­რი­მი ოდე­სა­ზე გაც­ვა­ლეს", - ასე იწყე­ბა Комсомольская правда-ს ვრცე­ლი სტა­ტია, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის 2-თვი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­საზ­რე­ბებს აც­ნობს მკი­თხველს. AMBEBI.GE სტა­ტი­ი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ფრაგ­მენ­ტებს გთა­ვა­ზობთ.

--------------

Комсомольская правда, "Одесса о губернаторе Саакашвили: Он думает, что у нас тут Тбилиси. Я вас умоляю!"

"ორი თვის მან­ძილ­ზე, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლი ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­და, ბევ­რის გა­კე­თე­ბა მო­ას­წრო. და ამას­თან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ასე­თია სა­ა­კაშ­ვი­ლი. ათი წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტმა სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ბულ­დო­ზე­რით თა­ვად და­ან­გრია სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი აჭა­რის სა­ზღვარ­ზე. ახლა კი ოდე­სა­შიც იპოვ­ნა თა­ვი­სი კე­დე­ლი - ჩკა­ლოვ­სკის სა­ნა­ტო­რი­უ­მის პლაჟ­ზე პა­ტა­რა მი­წის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ოლი­გარქ ხმელ­ნიცკს ეკუთ­ვნო­და. იდეა მარ­ტი­ვია - აძ­ლევ პლაჟს ხალ­ხს. თან სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა ძვე­ლე­ბუ­რად მოქ­მე­დებს - ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად. კედ­ლის დან­გრე­ვა­ზე და­სას­წრე­ბად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­აც კი გა­მო­ა­ცხა­დეს, რა­საც ოდე­სე­ლე­ბის მხრი­დან სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში და­ცინ­ვა მოჰ­ყვა.

მეტი რა­ღაა სა­ჭი­რო? ამომ­რჩევ­ლის ოც­ნე­ბაა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ბულ­დო­ზე­რით ოლი­გარ­ქის კე­დე­ლი და­ან­გრი­ოს. თუმ­ცა ოვა­ცი­ე­ბი არ­სა­ი­დან ის­მის. ოდე­სე­ლებ­მა მხრე­ბი აი­ჩე­ჩეს; ვის რაში უნდა პა­ტა­რა და არა­კომ­ფორ­ტუ­ლი პლა­ჟი. სა­მა­გი­ე­როდ, ხმელ­ნიც­კი იყო გან­რის­ხე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც გა­იხ­სე­ნა, რომ პლი­ა­ჟი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნა მი­ლი­ონ დო­ლა­რად და ფული მე­რი­ას გა­დას­ცა "ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის".

მიშა ად­ვი­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. შემ­დე­გი მის "ქარ­თულ გრა­ფიკ­ში" აე­რო­პორ­ტია. სა­ა­კაშ­ვილს უყ­ვარს უცებ რა­ი­მე გრან­დი­ო­ზუ­ლის აშე­ნე­ბა ძი­რი­თა­დად, თურ­ქუ­ლი ფუ­ლით. უცებ გა­მოჩ­ნდა კარ­გი შემ­თხვე­ვა. ხუთი წლის წინ ძვე­ლი ავი­ა­ჰა­ვა­ნა თით­ქმის უფა­სოდ (ასეა ოდე­სა­ში მი­ღე­ბუ­ლი) მი­ი­ღო ბიზ­ნეს­მენ­მა კა­უფ­მან­მა და გრა­ნოვ­სკიმ. მათ პი­რო­ბა და­დეს, რომ სა­კუ­თარ ფულს ჩა­დებ­დნენ, ინ­ვეს­ტი­ცი­ებს მო­ი­პო­ვებ­დნენ და ახალ ტერ­მი­ნალს აა­შე­ნებ­დნენ. მაგ­რამ ეს ხომ ოდე­საა. უკ­რა­ი­ნა­ში სა­კუ­თა­რი ფუ­ლის ხარ­ჯვა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს ფული არ­სე­ბობს, სა­მარ­ცხვი­ნოდ ით­ვლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კა­უფ­მან­მა თა­ვის ფუ­ლი­დან არა­ფე­რი და­ხარ­ჯა.

რამ­დე­ნი­მე ფო­კუ­სი და აე­რო­პორ­ტის მფლო­ბე­ლო­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო ფაქ­ტი­უ­რად და­კავ­და სა­კუ­თა­რი ფუ­ლით მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. მაგ­რამ ამა­ზე სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აე­რო­პორ­ტს ქა­ლაქს და­უბ­რუ­ნებ­და. კა­უფ­მან­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ტე­ვა ტექ­ნი­კუ­რად აი­რი­და. ოდე­სის სა­სა­მარ­თლომ სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ამ­ტკი­ცა აე­რო­პორ­ტის გა­რი­გებს კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის წინა ღა­მეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კა­უფ­მა­ნი პო­რო­შენ­კოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან გა­მო­სუ­ლი და­ი­ნა­ხეს.

შე­დე­გად მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე, პრო­კუ­რო­რებ­ზე და კა­ნონ­მდებ­ლებ­ზე კონ­ტრო­ლის გა­რე­შე სა­ა­კაშ­ვილს დიდი გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­ექ­მნა. გა­და­წყვი­ტა ოქ­ტომ­ბრის­თვის ოდე­სის ცენ­ტრში ისე­თი­ვე სერ­ვი­სუ­ლი ცენ­ტრი შე­ექ­მნა, რო­გო­რიც თბი­ლის­შია, რომ ხალ­ხს სა­ბუ­თე­ბის ქრთა­მის გა­რე­შე გა­ფორ­მე­ბა შეძ­ლე­ბო­დათ. მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და, კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლა იყო სა­ჭი­რო. გა­და­წყვი­ტა შე­ეც­ვა­ლა თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცია, არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც პრაქ­ტი­კუ­ლად არა­რე­ა­ლუ­რია - კა­ნო­ნე­ბი ისე ეშ­მა­კუ­რა­დაა შედ­გე­ნი­ლი, რომ ჩი­ნოვ­ნი­კის და­ჭე­რა მხო­ლოდ მა­ში­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ ძა­ლი­ან სუ­ლელ ადა­მი­ან­თან გაქვს საქ­მე. ამ­ბო­ბენ, მე­რი­ა­ში თა­ვი­დან ძა­ლი­ან შე­შინ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნი­თო. შემ­დეგ კი გულ­ზე მო­ეშ­ვათ პრინ­ცი­პით - "ძაღ­ლი ყეფს, ქა­რა­ვა­ნი მი­დი­სო".

"ოდე­სა ყვე­ლა­ზე გა­ნა­თე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბა ევ­რო­პა­ში! ეს იქ­ნე­ბა სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქი" - პრე­ზი­დენ­ტუ­ლი ჩვე­ვით გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა. აგ­რეთ­ვე მო­ი­თხო­ვა ქუ­ჩებ­ში ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა რა თქმა უნდა, არა­ფე­რი იც­ვლე­ბა ქა­ლაქ­ში. თუმ­ცა რა­ღაც მა­ინც მო­ი­ფიქ­რა. და­სა­წყი­სის­თვის მას საკ­რა­ლუ­რი მსხვერ­პლი ჭირ­დე­ბო­და. მსხვერ­პლი ოლო­გარ­ქი კრუ­გი გახ­და, რო­მე­ლიც სა­პორ­ტო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ზე შო­უ­ლობ­და ფულს ილი­ჩევ­სკის პორ­ტში. სა­ა­კაშ­ვი­ლის წა­მო­წყე­ბა ჰე­რი­ო­კუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ოდე­სის პორ­ტე­ბი - გრან­დი­ო­ზუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ნაგ­ვე, სა­დაც ბევ­რი ფული ქრე­ბა. რო­გორც გუ­ბერ­ნა­ტუ­რი დებს პი­რო­ბას, თუ მარ­თლა შე­მო­ი­ტა­ნენ სტან­დარ­ტებს, სა­დაც ყვე­ლა­ფერს გა­და­წყვეტს არა ქურ­დი მე­სა­ზღვრე, არა­მედ კომ­პი­უ­ტე­რი, მა­შინ ფული აღარ და­ი­კარ­გე­ბა და ოდე­სა რე­ა­ლუ­რად კარგ ცხოვ­რე­ბას და­ი­წყებს. თუმ­ცა მა­ლე­ვე ოდე­სა­ში გა­იხ­სე­ნეს, რომ კრუ­გი კო­ლო­მო­ის­კის კაცი იყო, რო­მე­ლიც პო­რო­შენ­კოს მტე­რია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, კი­ე­ვის "ომო­ნი" და პორ­ტის ფონ­ზე მდგა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ე­ვის გა­თა­მა­შე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლია.

ამის სემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­დევ გა­მოჩ­ნდა ჰო­რი­ზონტზე. ჟურ­ნა­ლის­ტებს აგ­რო­ვებ­დნენ ქა­ლაქ ოვი­დი­ო­პოლ­ში, სა­დაც სპორ­ტის სა­სახ­ლის ეზო­ში ათი ათა­სი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ნა­ხა­ვად მხო­ლოდ ასი კაცი მო­ვი­და და რა თქმა უნდა, ამ­დე­ნი­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი. სა­ა­კაშ­ვილ­მა მიკრო­ფო­ნი აიღო ხელ­ში: "მე თქვენ­თან გა­საც­ნო­ბად მო­ვე­დი. ყო­ველ კვი­რას მე სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებს მო­ვივ­ლი და მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ვეც­ნო­ბი. მო­დით, თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად ვართ აქ!", - შლი­და ხე­ლებს ექს-პრე­ზი­დენ­ტი. და ხალ­ხიც მი­ვი­და და და­ი­წყო მო­ყო­ლა. სა­ა­კაშ­ვი­ლი კი აგ­რძე­ლებ­და გა­მოს­ვლას. სი­ტყვე­ბი "არამ­ზა­დე­ბი", "ქურ­დე­ბი", "გა­რეწ­რე­ბი" ლა­მა­ზად ფრი­ნავ­და ჰა­ერ­ში. მისი თქმით, ირ­გვლივ სუ­ფევ­და ტყუ­ი­ლი, ყალ­თა­ბან­დო­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რი არა­ე­ფექ­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა. მის მოს­ვლამ­დე აქ არა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და. ახლა კი ის და­ამ­ყა­რებ­და წეს­რიგს, ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით. ამი­ტომ მმარ­თვე­ლე­ბად უნდა და­ი­ნიშ­ნონ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ქრთა­მი არ აუ­ღია, ანუ არაფ­რის მმარ­თვე­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს. "აი კან­დი­და­ტი" - სა­ა­კაშ­ვილ­მა ხალ­ხში ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნა, რომ­ლის და­ნახ­ვა­ზეც ყვე­ლა აღელ­და. "გა­სა­გე­ბია, რომ ერთი კვი­რის წინ სხვა კან­დი­და­ტი მო­გიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ ის გა­იქ­ცა. ხდე­ბა ხოლ­მე. ეს ნამ­დვი­ლად კარ­გი ბი­ჭია. მე მას ვიც­ნობ. მას იგორ ლიტ­ვი­ნუ­კი ქვია".

ხუთ წუთ­ში ხალ­ხიც დამ­შვიდ­და და ლიტ­ვი­ნუ­კიც. კარ­გი შოუ იყო. "სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ღაც ორ სა­ცო­დავ კოს­ტუმ­ზე მე­და­ვე­ბი­ან" - ამ­ტკი­ცებ­და სა­კუ­თარ ქარ­თულ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას მი­ხე­ი­ლი. "ოდე­სა­ში იმის­თვის მო­ვე­დი, რომ ხალ­ხს და­ვეხ­მა­რო" - ყო­ველ წუთს იმე­ო­რებ­და გუ­ბერ­ნა­ტო­რი. ამ დროს მას­თან ქალი მი­ვი­და: "სა­ნამ თქვენ აქ ხართ, ოდე­სა­ში ეკო­ლო­გი­უ­რი კო­მი­ტე­ტია შეკ­რე­ბი­ლი და ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს...". მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი მას უკვე აღარ უს­მენს, თუ რა გა­და­წყვი­ტა კო­მი­ტეტ­მა. მან ღა­ლა­ტი იგ­რძნო. "ანუ სა­ნამ მე აქ ვარ, ისი­ნი იქ სა­ი­დუმ­ლოდ შე­იკ­რიბ­ნენ? აღარ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ეკო­ლო­გი­უ­რი კო­მი­ტე­ტი. შემ­ცი­რე­ბულ­ნი არი­ან!". "ვა­ა­ახ" - აღ­მოხ­და ხალ­ხს და ტაში და­უკ­რა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ასე იწყებს. მარ­ტი­ვად და ლა­მა­ზად. სა­ინ­ტე­რე­სოა, ბო­ლოს ისევ სხვა ქვე­ყა­ნა ხომ არ დას­ჭირ­დე­ბა?

ამა­სო­ბა­ში ექს-პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ძებ­ნა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე, მათ შო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ქარ­თუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა აპი­რებს ისევ მი­მარ­თოს ინ­ტერ­პოლს ქვეყ­ნის ექს-პრე­ზი­დენ­ტი, ამ­ჟა­მად კი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე და ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძი­ე­ბა­ში მის­ცენ.

ორი­გი­ნა­ლი სტა­ტია

ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

რას ფიქრობს ოდესა სააკაშვილის 2-თვიან გუბერნატორობაზე: "ამას გონია, ჩვენ აქ თბილისი გვაქვს, კარგი, რა!"

რას ფიქრობს ოდესა სააკაშვილის 2-თვიან გუბერნატორობაზე: "ამას გონია, ჩვენ აქ თბილისი გვაქვს, კარგი, რა!"

"ოდესა ერთ წელში ძალიან შეიცვალა. მშვიდი გახდა. მზიანი ოდესა, როგორც იქნა, მშვიდობიანად "წველის" ტურისტებს. რუსებს ხარბად ხვდებიან, ბოლო წვეთს წურავენ. ტაქსის მძღოლები ასის მაგივრად ხუთას გრივნას ითხოვენ და ამას ველური ინფლაციით ხსნიან. და პრინციპში, არც ტყუიან. პენსია სამჯერ შემცირდა, ფასები ამდენითვე გაიზარდა, ეკონომიკა თითქმის ჩაკვდა, რუსი ტურისტები აღარ შემოდიან, მთელი საკურორტო ბიზნესი უკრაინელებზე დგას, რომლებმაც ყირიმი ოდესაზე გაცვალეს", - ასე იწყება Комсомольская правда-ს ვრცელი სტატია, რომელშიც ავტორი მიხეილ სააკაშვილის 2-თვიანი პოლიტიკური აქტივობის შესახებ ადგილობრივების მოსაზრებებს აცნობს მკითხველს. AMBEBI.GE სტატიიდან საინტერესო ფრაგმენტებს გთავაზობთ.

--------------

Комсомольская правда, "Одесса о губернаторе Саакашвили: Он думает, что у нас тут Тбилиси. Я вас умоляю!"

"ორი თვის მანძილზე, რაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდა, ბევრის გაკეთება მოასწრო. და ამასთან,  აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია. ასეთია სააკაშვილი. ათი წლის წინ საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტმა საკონტროლო გამშვები პუნქტი ბულდოზერით თავად დაანგრია სეპარატისტული აჭარის საზღვარზე. ახლა კი ოდესაშიც იპოვნა თავისი კედელი - ჩკალოვსკის სანატორიუმის პლაჟზე პატარა მიწის მონაკვეთი, რომელიც ოლიგარქ ხმელნიცკს ეკუთვნოდა. იდეა მარტივია - აძლევ პლაჟს ხალხს. თან სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა ძველებურად მოქმედებს - ტექნოლოგიურად. კედლის დანგრევაზე დასასწრებად ჟურნალისტების აკრედიტაციაც კი გამოაცხადეს, რასაც ოდესელების მხრიდან სოციალურ მედიაში დაცინვა მოჰყვა.

მეტი რაღაა საჭირო? ამომრჩევლის ოცნებაა გუბერნატორმა ბულდოზერით ოლიგარქის კედელი დაანგრიოს. თუმცა ოვაციები არსაიდან ისმის. ოდესელებმა მხრები აიჩეჩეს; ვის რაში უნდა პატარა და არაკომფორტული პლაჟი. სამაგიეროდ, ხმელნიცკი იყო განრისხებული, რომელმაც გაიხსენა, რომ პლიაჟი ოფიციალურად შეიძინა მილიონ დოლარად და ფული მერიას გადასცა "ქველმოქმედებისთვის".

მიშა ადვილად პროგნოზირებადია. შემდეგი მის "ქართულ გრაფიკში" აეროპორტია. სააკაშვილს უყვარს უცებ რაიმე გრანდიოზულის აშენება ძირითადად, თურქული ფულით. უცებ გამოჩნდა კარგი შემთხვევა. ხუთი წლის წინ ძველი ავიაჰავანა თითქმის უფასოდ (ასეა ოდესაში მიღებული) მიიღო ბიზნესმენმა კაუფმანმა და გრანოვსკიმ. მათ პირობა დადეს, რომ საკუთარ ფულს ჩადებდნენ, ინვესტიციებს მოიპოვებდნენ და ახალ ტერმინალს ააშენებდნენ. მაგრამ ეს ხომ ოდესაა. უკრაინაში საკუთარი ფულის ხარჯვა, როდესაც სახელმწიფოს ფული არსებობს, სამარცხვინოდ ითვლება. შესაბამისად, კაუფმანმა თავის ფულიდან არაფერი დახარჯა.

რამდენიმე ფოკუსი და აეროპორტის მფლობელობის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფო ფაქტიურად დაკავდა საკუთარი ფულით მის მშენებლობაზე. მაგრამ ამაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტს ქალაქს დაუბრუნებდა. კაუფმანმა სააკაშვილის შეტევა ტექნიკურად აირიდა. ოდესის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაამტკიცა აეროპორტის გარიგებს კანონიერება. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების წინა ღამეს ჟურნალისტებმა კაუფმანი პოროშენკოს ადმინისტრაციიდან გამოსული დაინახეს.

შედეგად მოსამართლეებზე, პროკურორებზე და კანონმდებლებზე კონტროლის გარეშე სააკაშვილს დიდი გართულებები შეექმნა. გადაწყვიტა ოქტომბრისთვის ოდესის ცენტრში ისეთივე სერვისული ცენტრი შეექმნა, როგორიც თბილისშია, რომ ხალხს საბუთების ქრთამის გარეშე გაფორმება შეძლებოდათ. მაგრამ არ გამოუვიდა, კანონების შეცვლა იყო საჭირო. გადაწყვიტა შეეცვალა თითქმის ნახევარი ადმინისტრაცია, არ მიეცა საშუალება. ანტიკორუფციული გამოძიების ჩატარებაც პრაქტიკულად არარეალურია - კანონები ისე ეშმაკურადაა შედგენილი, რომ ჩინოვნიკის დაჭერა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ძალიან სულელ ადამიანთან გაქვს საქმე. ამბობენ, მერიაში თავიდან ძალიან შეშინდნენ სააკაშვილის დანიშვნითო. შემდეგ კი გულზე მოეშვათ პრინციპით - "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო".

"ოდესა ყველაზე განათებული ქალაქი იქნება ევროპაში! ეს იქნება სინათლის ქალაქი" - პრეზიდენტული ჩვევით განაცხადა სააკაშვილმა. აგრეთვე მოითხოვა ქუჩებში ვიდეოკამერების დაყენება. თუმცა რა თქმა უნდა, არაფერი  იცვლება ქალაქში. თუმცა რაღაც მაინც მოიფიქრა. დასაწყისისთვის მას საკრალური მსხვერპლი ჭირდებოდა. მსხვერპლი ოლოგარქი კრუგი გახდა, რომელიც საპორტო მანიპულაციებზე შოულობდა ფულს ილიჩევსკის პორტში. სააკაშვილის წამოწყება ჰერიოკულად გამოიყურებოდა. ოდესის პორტები - გრანდიოზული კორუფციული სანაგვე, სადაც ბევრი ფული ქრება. როგორც გუბერნატური დებს პირობას, თუ მართლა შემოიტანენ სტანდარტებს, სადაც ყველაფერს გადაწყვეტს არა ქურდი მესაზღვრე, არამედ კომპიუტერი, მაშინ ფული აღარ დაიკარგება და ოდესა რეალურად კარგ ცხოვრებას დაიწყებს. თუმცა მალევე ოდესაში გაიხსენეს, რომ კრუგი კოლომოისკის კაცი იყო, რომელიც პოროშენკოს მტერია. შესაბამისად, გამომძიებლები, კიევის "ომონი" და პორტის ფონზე მდგარი სააკაშვილი კიევის გათამაშებული სპექტაკლია.

ამის სემდეგ სააკაშვილი კიდევ გამოჩნდა ჰორიზონტზე. ჟურნალისტებს აგროვებდნენ ქალაქ ოვიდიოპოლში, სადაც სპორტის სასახლის ეზოში ათი ათასიანი მოსახლეობიდან სააკაშვილის სანახავად მხოლოდ ასი კაცი მოვიდა და რა თქმა უნდა, ამდენივე ჟურნალისტი. სააკაშვილმა მიკროფონი აიღო ხელში: "მე თქვენთან გასაცნობად მოვედი. ყოველ კვირას მე სხვადასხვა კუთხეებს მოვივლი და მოსახლეობას გავეცნობი. მოდით, თქვენი პრობლემების გადასაჭრელად ვართ აქ!", - შლიდა ხელებს ექს-პრეზიდენტი. და ხალხიც მივიდა და დაიწყო მოყოლა. სააკაშვილი კი აგრძელებდა გამოსვლას. სიტყვები "არამზადები", "ქურდები", "გარეწრები" ლამაზად ფრინავდა ჰაერში. მისი თქმით, ირგვლივ სუფევდა ტყუილი, ყალთაბანდობა და აბსოლუტური არაეფექტური მმართველობა. მის მოსვლამდე აქ არაფერი კეთდებოდა. ახლა კი ის დაამყარებდა წესრიგს, ხალხის დახმარებით. ამიტომ მმართველებად უნდა დაინიშნონ ისეთი ადამიანები, ვისაც ქრთამი არ აუღია, ანუ არაფრის მმართველობის გამოცდილება არ აქვს. "აი კანდიდატი" - სააკაშვილმა ხალხში ადამიანი გამოიყვანა, რომლის დანახვაზეც ყველა აღელდა. "გასაგებია, რომ ერთი კვირის წინ სხვა კანდიდატი მოგიყვანეთ, მაგრამ ის გაიქცა. ხდება ხოლმე. ეს ნამდვილად კარგი ბიჭია. მე მას ვიცნობ. მას იგორ ლიტვინუკი ქვია".

ხუთ წუთში ხალხიც დამშვიდდა და ლიტვინუკიც. კარგი შოუ იყო. "საქართველოში რაღაც ორ საცოდავ კოსტუმზე მედავებიან" - ამტკიცებდა საკუთარ ქართულ უდანაშაულობას მიხეილი. "ოდესაში იმისთვის მოვედი, რომ ხალხს დავეხმარო" - ყოველ წუთს იმეორებდა გუბერნატორი. ამ დროს მასთან ქალი მივიდა: "სანამ თქვენ აქ ხართ, ოდესაში ეკოლოგიური კომიტეტია შეკრებილი და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს...". მაგრამ სააკაშვილი მას უკვე აღარ უსმენს, თუ რა გადაწყვიტა კომიტეტმა. მან ღალატი იგრძნო. "ანუ სანამ მე აქ ვარ, ისინი იქ საიდუმლოდ შეიკრიბნენ? აღარ არსებობს არანაირი ეკოლოგიური კომიტეტი. შემცირებულნი არიან!". "ვააახ" - აღმოხდა ხალხს და ტაში დაუკრა. სააკაშვილი ყოველთვის ასე იწყებს. მარტივად და ლამაზად. საინტერესოა, ბოლოს ისევ სხვა ქვეყანა ხომ არ დასჭირდება?

ამასობაში ექს-პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული რამდენიმე საქმეზე, მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. ქართული პროკურატურა აპირებს ისევ მიმართოს ინტერპოლს ქვეყნის ექს-პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორი საერთაშორისო ძიებაში მისცენ.

ორიგინალი სტატია

ქართული თარგმანი AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."