სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სპეც-ტექნიკას ფლობს საქართველო ხანძრის, მეწყერის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგების სწრაფი ლიკვიდაციისთვის
რა სპეც-ტექნიკას ფლობს საქართველო ხანძრის, მეწყერის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგების სწრაფი ლიკვიდაციისთვის

ზა­ფხუ­ლის მოს­ვლას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ძრე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა იზ­რდე­ბა. მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე თვის პირ­ვე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის მას­შტა­ბით ხან­ძრის 10-მდე მსხვი­ლი კერა და­ფიქ­სირ­და. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს, თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, და­ვით გე­ლაშ­ვი­ლის თქმით, მათ სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასამ­დე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­დის.

ხან­ძრის ერთ-ერთი ბოლო, ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შემ­თხვე­ვა 4 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. სა­ღე­ბა­ვე­ბის სა­წყობ­ში გა­ჩე­ნი­ლი ძლი­ე­რი ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად ავი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და თუ რა სპეც-ტექ­ნი­კას ფლობს სა­ქარ­თვე­ლო ხან­ძრის, წყალ­დი­დო­ბე­ბის, მი­წისძვრი­სა თუ სხვა სა­ხის ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის.

რთუ­ლად მი­სად­გომ ად­გი­ლებ­ში ხან­ძრის სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი ლო­კა­ლი­ზე­ბის­თვის, შვე­ულმფრე­ნე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ძალ­ზე ეფექ­ტუ­რია. საფ­რენ აპა­რატს უშუ­ა­ლოდ ხან­ძრის კე­რის თავ­ზე, ერთ ჯერ­ზე რამ­დე­ნი­მე ტონა წყლის ჩა­მოც­ლა შე­უძ­ლია. სა­ხან­ძრო თვითმფრინ­ვებს წყა­ლი შიდა რე­ზერ­ვუ­ა­რებ­ში აქვთ მო­მა­რა­გე­ბუ­ლი, შვე­ულმფრე­ნებს კი გარე სა­კიდ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ კა­ლა­თებ­ში.

ტყის ხან­ძრის წი­ნა­აღ­მდეგ შვე­ულმფრე­ნე­ბი პირ­ვე­ლად აშშ-ში, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში 1947 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს. შემ­დგო­მი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იც­დე­ბო­და შვე­ულმფრე­ნი­დან ხან­ძრის კე­რა­ზე წყლის ჩა­მოს­ხმის სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბი. 1982 წელს კა­ნა­დელ­მა დონ არ­ნიმ მო­წყო­ბი­ლო­ბა Bambi Bucket შექ­მნა. რე­ზი­ნის მა­სი­უ­რი კა­ლა­თით წყლის ჩა­მოც­ლა უშუ­ა­ლოდ კე­რის თავ­ზე შე­იძ­ლე­ბო­და, წყლის მა­რა­გის შევ­სე­ბა კი - ნე­ბის­მი­ე­რი მდი­ნა­რი­დან და ტბი­დან. მას­შტა­ბურ ხან­ძარ­თან ბრძო­ლა გა­მარ­ტივ­და და შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო გახ­და.

სი­დი­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შვე­ულმფრე­ნე­ბის Bambi Bucket-ის ტი­პის რე­ზი­ნის კა­ლა­თე­ბი 275-დან 15,000 ლიტ­რამ­დე წყალს იტე­ვენ.

31 ივ­ნისს, ბორ­ჯო­მის ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ძლი­ერ ხან­ძარს, Bambi Bucket-ებით ჰა­ე­რი­დან სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ორი შვე­ულმფრე­ნი აქ­რობ­და. ამ მო­წყო­ბი­ლო­ბებს ქარ­თვე­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბი ად­რეც იყე­ნებ­დნენ. თუმ­ცა მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრე­ბი­სას, დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის­თვი­საც მი­უ­მარ­თავს. 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ, ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ ტყე-პარკში გა­ჩე­ნი­ლი ხაძ­რის ჩქა­რო­ბა­ში თურ­ქე­თის სა­ხან­ძრო თვითმფრი­ნა­ვე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

დღეს ქარ­თუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი საკ­მა­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვე ეკი­პი­რე­ბი­თა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მას სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში, მათ შო­რის რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლია.

სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის­გან არც ერთი ქვე­ყა­ნა არ არის და­ცუ­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ყო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მას­შტა­ბუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის დროს, მაშ­ვე­ლებს ყო­ველ­თვის არ­მია და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია ეხ­მა­რე­ბა, რო­გორც ცო­ცხა­ლი ძა­ლით, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნი­კით.

2012 წლის ივ­ლის­ში, კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხლის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ჟინ­რო ბრი­გა­დის სპეც-ტექ­ნი­კა ჩა­ერ­თო. ტან­კის ბა­ზა­ზე შექ­მნილ და უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვილ მან­ქა­ნა ИМР-2-ს რამ­დე­ნი­მე სა­მო­ქა­ლა­ქო ბულ­დო­ზე­რის და ამ­წეს შეც­ვლა შე­უძ­ლია. მისი ბულ­დო­ზე­რის დანა 4 მ-ის სი­გა­ნის გზას ასუფ­თა­ვებს. ის ექ­სკა­ვა­ტო­რის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებს და სა­ათ­ში 40 კუ­ბუ­რი მეტ­რი მი­წის ამო­თხრა შე­უძ­ლია.

მთა­გო­რი­ა­ნი რე­ლი­ე­ფის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნად ით­ვლე­ბა. 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი წყალ­დი­დო­ბის მი­ზე­ზი, რო­მელ­მაც 21 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, სწო­რედ მე­წყე­რი გახ­და, რო­მელ­მაც მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პო­ტი ჩა­ხერ­გა.

2014 წლის 17 მა­ისს და 20 აგ­ვის­ტოს, და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში, ლარ­სის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტთან ჩა­მო­წო­ლო­ლი ძლი­ე­რი მე­წყრის გა­სუფ­თა­ვე­ბას რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ჭრ­და. სა­მუ­შა­ო­ე­ბი მძი­მე ტექ­ნი­კის - ბულ­დო­ზე­რე­ბის, თვითმცლე­ლე­ბის, ეს­კა­ვა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სრულ­დე­ბო­და.

მსგავ­სი ტექ­ნი­კა სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს შე­და­რე­ბით მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, სა­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გამ­წმენ­დი მან­ქა­ნე­ბი კი სა­ერ­თოდ არ ჰყავს. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს. ასე­თი ტექ­ნი­კის შე­ნახ­ვა დიდი ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს და სამ­საშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მისი არ­სე­ბო­ბა არაა გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ასეთ ტექ­ნი­კას მხო­ლოდ მას­შტა­ბუ­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი­სას იყე­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც არც ისე ხში­რია. მათი შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში კი, რო­გორც წესი, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა და ტექ­ნი­კაა ჩარ­თუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რა სპეც-ტექნიკას ფლობს საქართველო ხანძრის, მეწყერის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგების სწრაფი ლიკვიდაციისთვის

რა სპეც-ტექნიკას ფლობს საქართველო ხანძრის, მეწყერის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგების სწრაფი ლიკვიდაციისთვის

ზაფხულის მოსვლასთან ერთად საქართველოში ხანძრების საშიშროება იზრდება. მხოლოდ მიმდინარე თვის პირველი კვირის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით ხანძრის 10-მდე მსხვილი კერა დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის თქმით, მათ სამსახურში ყოველდღიურად ხანძართან დაკავშირებით, ასამდე შეტყობინება შედის.

ხანძრის ერთ-ერთი ბოლო, ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 4 აგვისტოს, თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საღებავების საწყობში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად ავიაციის გამოყენება გახდა საჭირო.

ambebi.ge დაინტერესდა თუ რა სპეც-ტექნიკას ფლობს საქართველო ხანძრის, წყალდიდობების, მიწისძვრისა თუ სხვა სახის ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისთვის.

რთულად მისადგომ ადგილებში ხანძრის სწრაფი და ეფექტური ლოკალიზებისთვის, შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების გამოყენება ძალზე ეფექტურია. საფრენ აპარატს უშუალოდ ხანძრის კერის თავზე, ერთ ჯერზე რამდენიმე ტონა წყლის ჩამოცლა შეუძლია. სახანძრო თვითმფრინვებს წყალი შიდა რეზერვუარებში აქვთ მომარაგებული, შვეულმფრენებს კი გარე საკიდზე ჩამოკიდებულ კალათებში.

ტყის ხანძრის წინააღმდეგ შვეულმფრენები პირველად აშშ-ში, კალიფორნიის შტატში 1947 წელს გამოიყენეს. შემდგომი წლების განმავლობაში აქტიურად იცდებოდა შვეულმფრენიდან ხანძრის კერაზე წყლის ჩამოსხმის სხვადასხვა მეთოდები. 1982 წელს კანადელმა დონ არნიმ მოწყობილობა Bambi Bucket შექმნა. რეზინის მასიური კალათით წყლის ჩამოცლა უშუალოდ კერის თავზე შეიძლებოდა, წყლის მარაგის შევსება კი - ნებისმიერი მდინარიდან და ტბიდან. მასშტაბურ ხანძართან ბრძოლა გამარტივდა და შედარებით უსაფრთხო გახდა.

სიდიდიდან გამომდინარე შვეულმფრენების Bambi Bucket-ის ტიპის რეზინის კალათები 275-დან 15,000 ლიტრამდე წყალს იტევენ.

31 ივნისს, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ძლიერ ხანძარს, Bambi Bucket-ებით ჰაერიდან სასაზღვრო პოლიციის ორი შვეულმფრენი აქრობდა. ამ მოწყობილობებს ქართველი მეხანძრეები ადრეც იყენებდნენ. თუმცა მასშტაბური ხანძრებისას, დახმარებისთვის საქართველოს მეზობელი ქვეყნისთვისაც მიუმართავს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში გაჩენილი ხაძრის ჩქარობაში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები გვეხმარებოდნენ.

დღეს ქართული სამაშველო სამსახური საკმაოდ თანამედროვე ეკიპირებითა და აღჭურვილობით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, მას სამაშველო სამუშაოების წარმოება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის რთული რელიეფის პირობებში შეუძლია.

სტიქიური უბედურებისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. თანამედროვე სამაშველო სამსახურის ყოლის მიუხედავად, მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფების დროს, მაშველებს ყოველთვის არმია და ეროვნული გვარდია ეხმარება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სპეციალური საინჟინრო ტექნიკით.

2012 წლის ივლისში, კახეთში მომხდარი ძლიერი ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაციაში თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის სპეც-ტექნიკა ჩაერთო. ტანკის ბაზაზე შექმნილ და უნივერსალური საინჟინრო მოწყობილობებით აღჭურვილ მანქანა ИМР-2-ს რამდენიმე სამოქალაქო ბულდოზერის და ამწეს შეცვლა შეუძლია. მისი ბულდოზერის დანა 4 მ-ის სიგანის გზას ასუფთავებს. ის ექსკავატორის ფუნქციასაც ასრულებს და საათში 40 კუბური მეტრი მიწის ამოთხრა შეუძლია.

მთაგორიანი რელიეფის გამო, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მეწყერსაშიშ ზონად ითვლება. 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის მიზეზი, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სწორედ მეწყერი გახდა, რომელმაც მდინარე ვერეს კალაპოტი ჩახერგა.

2014 წლის 17 მაისს და 20 აგვისტოს, დარიალის ხეობაში, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან ჩამოწოლოლი ძლიერი მეწყრის გასუფთავებას რამდენიმე კვირა დასჭრდა. სამუშაოები მძიმე ტექნიკის - ბულდოზერების, თვითმცლელების, ესკავატორების გამოყენებით სრულდებოდა.

მსგავსი ტექნიკა სამაშველო სამსახურს შედარებით მცირე რაოდენობით, სახედრო დანიშნულების გამწმენდი მანქანები კი საერთოდ არ ჰყავს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ასეთი ტექნიკის შენახვა დიდი ხარჯებს მოითხოვს და სამსაშველო სამსახურის განკარგულებაში მისი არსებობა არაა გამართლებული. ასეთ ტექნიკას მხოლოდ მასშტაბური სტიქიური უბედურებებისას იყენებენ, რომლებიც არც ისე ხშირია. მათი შედეგების ლიკვიდაციაში კი, როგორც წესი, ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობა და ტექნიკაა ჩართული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია