სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს სამსახურიდან დაითხოვენ
გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს სამსახურიდან დაითხოვენ

თუ მძღო­ლე­ბი არ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან სამ­სა­ხურს, მათ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უქ­მდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ნა­თია მი­ქი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ამ დრო­ის­თვის გა­ფი­ცუ­ლია სხვა­დას­ხვა ხა­ზის მხო­ლოდ 50-მდე მძღო­ლი. რო­გორც მი­ქი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ეს არის არა გა­ფიც­ვა, არა­მედ სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა.

"კომ­პა­ნია მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, და­უბ­რუნ­დნენ სამ­სა­ხურს. არ და­ვუშ­ვებთ, რომ მგზავ­რებს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა. ეს არ არის გა­ფიც­ვა, ეს არის სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა. გა­ფიც­ვას აქვს თა­ვი­სი წე­სე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, წი­ნას­წარ უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნონ კომ­პა­ნი­ას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ა. შ. ეს წე­სე­ბი სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა და­ცუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ისი­ნი არ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან სამ­სა­ხურს, მოხ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მი­ქი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სი­ტუ­ა­ცი­ას ძა­ბა­ვენ გა­რე­შე პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვთ არც მძღო­ლებ­თან და არც კომ­პა­ნი­ას­თან და რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, ამ თე­მის გა­მო­ყე­ნე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რას, რო­გორც მი­ქი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა სა­კი­თხზე მი­დის შე­თან­ხმე­ბა და ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ვა­რა­უ­დოდ, მძღო­ლე­ბი შე­წყვე­ტენ გა­ფიც­ვას.

"მსჯე­ლო­ბა მი­დის იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც ისე­დაც ისე იყო, რო­გორც მძღო­ლებს სურ­დათ. თუმ­ცა, შეგ­ნე­ბუ­ლად შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მაა. იგი­ვე ვთქვათ, მათ აქვთ პრობ­ლე­მა, რომ 81-დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა აქვთ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და არ არის ეს საკ­მა­რი­სი, იმ დროს, როცა ყვე­ლას და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა გვაქვს დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი. ყვე­ლა ამ სა­კი­თხზე მი­დის შე­თან­ხმე­ბა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ფიც­ვა შე­წყდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს სამსახურიდან დაითხოვენ

გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს სამსახურიდან დაითხოვენ

თუ მძღოლები არ დაუბრუნდებიან სამსახურს, მათთან ხელშეკრულება გაუქმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელმა, ნათია მიქიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის გაფიცულია სხვადასხვა ხაზის მხოლოდ 50-მდე მძღოლი. როგორც მიქიაშვილი აცხადებს, ეს არის არა გაფიცვა, არამედ საბოტაჟის მცდელობა.

"კომპანია მოუწოდებს ყველას, დაუბრუნდნენ სამსახურს. არ დავუშვებთ, რომ მგზავრებს გადაადგილებაზე შეექმნათ პრობლემა. ეს არ არის გაფიცვა, ეს არის საბოტაჟის მცდელობა. გაფიცვას აქვს თავისი წესები, რომლის მიხედვითაც, წინასწარ უნდა შეატყობინონ კომპანიას, საზოგადოებას და ა. შ. ეს წესები საერთოდ არ ყოფილა დაცული. აქედან გამომდინარე, თუ ისინი არ დაუბრუნდებიან სამსახურს, მოხდება ხელშეკრულებების გაუქმება", - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

მისივე თქმით, სიტუაციას ძაბავენ გარეშე პირები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ არც მძღოლებთან და არც კომპანიასთან და რომლებიც ცდილობენ თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო, ამ თემის გამოყენებას. რაც შეეხება ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრას, როგორც მიქიაშვილი აღნიშნავს, ყველა საკითხზე მიდის შეთანხმება და ამ შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ, მძღოლები შეწყვეტენ გაფიცვას.

"მსჯელობა მიდის იმ საკითხებზე, რომლებიც ისედაც ისე იყო, როგორც მძღოლებს სურდათ. თუმცა, შეგნებულად შექმნილი პრობლემაა. იგივე ვთქვათ, მათ აქვთ პრობლემა, რომ 81-დღიანი დასვენება აქვთ წლის განმავლობაში და არ არის ეს საკმარისი, იმ დროს, როცა ყველას დაახლოებით ორი კვირა გვაქვს დასვენების დღეები. ყველა ამ საკითხზე მიდის შეთანხმება და, სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გაფიცვა შეწყდება", - განაცხადა მიქიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია