პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს"
"დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს"

რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა, კა­ხე­თის გარ­და, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გაძ­ვი­რე­ბულ ტა­რიფს უკვე 1-ლი აგ­ვის­ტო­დან გა­და­იხ­დის. სე­მეკ-მა "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" მო­თხოვ­ნა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მო­თხოვ­ნი­ლი 4,8 თეთ­რის ნაც­ვლად, 1 კი­ლო­ვატ სა­ათ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი 3,348 თეთ­რით გა­ზარ­და. ამას თუ და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხადსაც და­ვა­რი­ცხავთ, გა­მო­დის, რომ "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" აბო­ნენ­ტებს" 1 კი­ლო­ვა­ტი 3,95 თეთ­რით უძ­ვირ­დე­ბათ. რე­გი­ო­ნე­ბის შემ­დეგ, დე­ნის ტა­რი­ფის ზრდა თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც ემუქ­რე­ბა, რად­გან სე­მეკ-ს ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვის მო­თხოვ­ნით "თე­ლას­მაც" მი­მარ­თა. კომ­პა­ნი­ა­ში ჯერ ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, რამ­დე­ნით ითხო­ვენ ტა­რი­ფის ზრდ­ას, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბით, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას ტა­რი­ფი შე­საძ­ლოა და­ახ­ლო­ე­ბით 6 თეთ­რით გა­უძ­ვირ­დეს.

სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფი მოქ­მე­დებს. რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც თვე­ში 101 კვტ/სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარს, 9,0034-თეთ­რი­ან ტარ­იფს იხ­დის, შე­სა­ბა­მი­სად გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფით და­ახ­ლო­ე­ბით 12,954 თეთ­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ. თვე­ში 101-301 კვტ/სთ-ს ვინც მო­იხ­მარს, ყო­ველ გა­ხარ­ჯულ კი­ლო­ვატ­ში 12,98 თეთ­რის ნაც­ვლად 16,93 თეთ­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ. ხოლო ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თვე­ში 301 კი­ლო­ვატ­ზე მეტს ხარ­ჯავს და დღეს ყო­ვე­ლი კი­ლო­ვა­ტის­თვის 17,50 თეთ­რს იხ­დის, 1-ლი აგ­ვის­ტო­დან უკვე 21,45 თეთ­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

გაძ­ვი­რე­ბუ­ლი დე­ნის ფასი მძი­მე ტვირ­თად რომ არ და­აწ­ვეს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­სახ­ლე­ო­ბას, მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ძველ და ახალ ტა­რი­ფებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა სრუ­ლად და­ფა­როს ბი­უ­ჯე­ტი­დან. ეს შე­ე­ხე­ბა 208 ათას სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახს. მათი სუბ­სი­დი­რე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 20 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი გა­მო­ი­ყო­ფა. თუმ­ცა მთავ­რო­ბას "ავი­წყდე­ბა", რომ ტა­რი­ფი კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვი­საც იზ­რდე­ბა, რაც ყვე­ლა იმ პრო­დუქ­ტი­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა, რომ­ლის ფას­წარ­მოქ­მნა­შიც ელექტრო­ე­ნერ­გია მო­ნა­წი­ლე­ობს. მათ შო­რის არის მცი­რე სა­ცხო­ბე­ბი, თო­ნე­ე­ბი, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი და სხვ. ნა­თე­ლია, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო სუბ­სი­დია, რო­მე­ლიც გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თა ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფუ­ლია, დე­ნის გაძ­ვი­რე­ბის შე­დე­გებს სრუ­ლად ვერ გა­და­ფა­რავს.

2 მე­მო­რან­დუ­მის სა­ი­დუმ­ლო

დე­ნი­სა და გა­ზის ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო. ის ნა­წი­ლობ­რივ შეს­რულ­და და 2013 წლის 1-ლი იან­ვრი

დან დე­ნის ტა­რი­ფი სა­შუ­ა­ლოდ 4 თეთ­რით შემ­ცირ­და, ოღონდ მხო­ლოდ იმ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, რო­მელ­თა მოხ­მა­რე­ბა 301 კვტ/სთ-ზე ნაკ­ლე­ბია. ეს შემ­ცი­რე­ბა "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ა­სა" და "ინ­ტერ რა­ოს­თან" გა­ფორ­მე­ბულ მე­მო­რან­დუ­მებ­ში აი­სა­ხა, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ე­ბის მო­თხოვ­ნით კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, დე­ტა­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არც მა­შინ და არც ახლა არ მოგ­ვე­ცა. თუმ­ცა კი ცნო­ბი­ლია, რომ "ინ­ტერ რაოს", რო­მელ­საც "თე­ლა­სის" 75%-იანი წილი ეკუთ­ვნის, მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, არ­სე­ბუ­ლი ტა­რი­ფი 2016 წლამ­დე უნდა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, ხოლო "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას­თვის" ეს ვადა 2014 წელს ამო­ი­წუ­რა. გარ­და ამი­სა, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ მე­მო­რან­დუმ­ში დე­ტა­ლუ­რად არის გა­წე­რი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა თა­ვის დრო­ზე ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენ­და, თუმ­ცა დღეს ამა­ზე უკვე აღა­რა­ვინ სა­უბ­რობს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, "ენერ­გო პრო ჯორ­ჯია" ჩე­ხუ­რი "ენერ­გო პრო ეი-ესის" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა. "თე­ლა­სის" მსგავ­სად, "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­აც" ფლობს რო­გორც გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებს, ასე­ვე ერთ თბო­ე­ლექტრო­სად­გურ­სა და 14 ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურს.

სა­ხელ­მწი­ფოს წილი დე­ნის ტა­რიფ­ში...

ტა­რი­ფი რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა, ეს არის გე­ნე­რა­ცია ანუ წარ­მო­ე­ბა, გა­ნა­წი­ლე­ბა და გა­და­ცე­მა-დის­ტრი­ბუ­ცია. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი თა­ვად ფლო­ბენ ჰიდ­რო და თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებს, ჩნდე­ბა ლო­გი­კუ­რი კი­თხვა - რა აძ­ვი­რებს ასე დენს, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ე­ბი პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით ყი­დუ­ლო­ბენ თა­ვი­სი­ვე შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან და აბო­ნენ­ტებს აწ­ვდი­ან? თუმ­ცა, საქ­მე არც ასე მარ­ტი­ვად არის, რად­გან შვი­ლო­ბი­ლი ჰე­სე­ბის გარ­და, კომ­პა­ნი­ე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ას სხვა წყა­რო­ე­ბი­და­ნაც ყი­დუ­ლო­ბენ, მათ შო­რის არის ჰე­სე­ბი, თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი და იმ­პორ­ტი. სწო­რედ ეს წყა­რო­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს კომ­პა­ნი­ებ­მა ტა­რი­ფის გაზ­რდის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვლად, რად­გან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­სა და გაზს თბო­სად­გუ­რე­ბის­თვის დო­ლა­რით ყი­დუ­ლო­ბენ, რომ­ლის მი­მარ­თაც ლარი გა­უ­ფა­სურ­და.

"ენერ­გო პროს" გა­ან­გა­რი­შე­ბით, რო­მე­ლიც ტა­რი­ფის გაზ­რდის მო­თხოვ­ნის და­სა­ბუ­თე­ბას ერ­თვის, 2015 წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბრის­თვის სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბი­დან და სხვა წყა­რო­ე­ბი­დან შეს­ყი­დუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­შუ­ა­ლო ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 10 თეთ­რი იქ­ნე­ბა - ად­რინ­დე­ლი 6,654-ის ნაც­ვლად. შე­სა­ბა­მი­სად, აბო­ნენ­ტებ­საც უფრო ძვი­რად უნდა მიჰ­ყი­დონ, რათა არ­სე­ბო­ბა შეძ­ლონ. ამ შე­სას­ყიდ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ე.წ. სა­ბა­ლან­სო ელექტრო­ე­ნერ­გია აძ­ვი­რებს, რო­მელ­ზეც ფა­სის 70% მო­დის. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ჰე­სე­ბი და თბო­სად­გუ­რე­ბი გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ენერ­გი­ას სა­ერ­თო ენერ­გე­ტი­კულ, ე.წ. სა­ბი­თუ­მო ბა­ზარს აწ­ვდი­ან. აქვე შე­დის იმ­პორ­ტით შე­მო­სუ­ლი დე­ნიც. მარ­თა­ლია, ჰე­სე­ბიც და თბო­სად­გუ­რე­ბიც ელექტრო­ე­ნერ­გი­ას სხვა­დას­ხვა ტა­რი­ფით ყი­დი­ან და იმ­პორ­ტს კი­დევ თა­ვი­სი ფასი ადევს, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ოპე­რა­ტორს (ესკო) გა­მოყ­ვა­ნი­ლი აქვს სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნი­ლი ფასი. როცა გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებს სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის დენი არ ჰყოფ­ნით ("ენერ­გო პრო" იქ­ნე­ბა ეს თუ "თე­ლა­სი"), და­მა­ტე­ბით დენს ისი­ნი ესკო-სგან ყი­დუ­ლო­ბენ სწო­რედ სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნილ ფა­სად.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს"

"დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს"

რეგიონების მოსახლეობა, კახეთის გარდა, ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფს უკვე 1-ლი აგვისტოდან გადაიხდის. სემეკ-მა "ენერგო პრო ჯორჯიას" მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოთხოვნილი 4,8 თეთრის ნაცვლად, 1 კილოვატ საათზე ელექტროენერგიის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა. ამას თუ დამატებული ღირებულების გადასახადსაც დავარიცხავთ, გამოდის, რომ "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებს" 1 კილოვატი 3,95 თეთრით უძვირდებათ. რეგიონების შემდეგ, დენის ტარიფის ზრდა თბილისის მოსახლეობასაც ემუქრება, რადგან სემეკ-ს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით "თელასმაც" მიმართა. კომპანიაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რამდენით ითხოვენ ტარიფის ზრდ­ას, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, თბილისის მოსახლეობას ტარიფი შესაძლოა დაახლოებით 6 თეთრით გაუძვირდეს.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ქვეყანაში ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფი მოქმედებს. რეგიონების მოსახლეობა, რომელიც თვეში 101 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, 9,0034-თეთრიან ტარ­იფს იხდის, შესაბამისად გაზრდილი ტარიფით დაახლოებით 12,954 თეთრის გადახდა მოუწევთ. თვეში 101-301 კვტ/სთ-ს ვინც მოიხმარს, ყოველ გახარჯულ კილოვატში 12,98 თეთრის ნაცვლად 16,93 თეთრის გადახდა მოუწევთ. ხოლო ის მომხმარებელი, რომელიც თვეში 301 კილოვატზე მეტს ხარჯავს და დღეს ყოველი კილოვატისთვის 17,50 თეთრს იხდის, 1-ლი აგვისტოდან უკვე 21,45 თეთრის გადახდა მოუწევთ.

გაძვირებული დენის ფასი მძიმე ტვირთად რომ არ დააწვეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მთავრობამ გადაწყვიტა, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ტარიფებს შორის განსხვავება სრულად დაფაროს ბიუჯეტიდან. ეს შეეხება 208 ათას სოციალურად და­უცველ ოჯახს. მათი სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. თუმცა მთავრობას "ავიწყდება", რომ ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვისაც იზრდება, რაც ყველა იმ პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულებაზე აისახება, რომლის ფასწარმოქმნაშიც ელექტროენერგია მონაწილეობს. მათ შორის არის მცირე საცხობები, თონეები, ასევე სამედიცინო სერვისი და სხვ. ნათელია, რომ საბიუჯეტო სუბსიდია, რომელიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან ამოღებული ფულია, დენის გაძვირების შედეგებს სრულად ვერ გადაფარავს.

2 მემორანდუმის საიდუმლო

დენისა და გაზის ტარიფების შემცირება ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო. ის ნაწილობრივ შესრულდა და 2013 წლის 1-ლი იანვრი

დან დენის ტარიფი საშუალოდ 4 თეთრით შემცირდა, ოღონდ მხოლოდ იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელთა მოხმარება 301 კვტ/სთ-ზე ნაკლებია. ეს შემცირება "ენერგო პრო ჯორჯიასა" და "ინტერ რაოსთან" გაფორმებულ მემორანდუმებში აისახა, რომლებიც კომპანიების მოთხოვნით კონფიდენციალურია და შესაბამისად, დეტალების გაცნობის საშუალება არც მაშინ და არც ახლა არ მოგვეცა. თუმცა კი ცნობილია, რომ "ინტერ რაოს", რომელსაც "თელასის" 75%-იანი წილი ეკუთვნის, მემორანდუმის თანახმად, არსებული ტარიფი 2016 წლამდე უნდა შეენარჩუნებინა, ხოლო "ენერგო პრო ჯორჯიასთვის" ეს ვადა 2014 წელს ამოიწურა. გარდა ამისა, გასაიდუმლოებულ მემორანდუმში დეტალურად არის გაწერილი კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობა თავის დროზე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა, თუმცა დღეს ამაზე უკვე აღარავინ საუბრობს.

ოფიციალურად, "ენერგო პრო ჯორჯია" ჩეხური "ენერგო პრო ეი-ესის" შვილობილი კომპანიაა. "თელასის" მსგავსად, "ენერგო პრო ჯორჯიაც" ფლობს როგორც გამანაწილებელ კომპანიებს, ასევე ერთ თბოელექტროსადგურსა და 14 ჰიდროელექტროსადგურს.

სახელმწიფოს წილი დენის ტარიფში...

ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეს არის გენერაცია ანუ წარმოება, განაწილება და გადაცემა-დისტრიბუცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები თავად ფლობენ ჰიდრო და თბოელექტროსადგუ­რებს, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რა აძვირებს ასე დენს, რომელსაც კომპანიები პირდაპირი მიყიდვის წესით ყიდულობენ თავისივე შვილობილი კომპანიებიდან და აბონენტებს აწვდიან? თუმცა, საქმე არც ასე მარტივად არის, რადგან შვილობილი ჰესების გარდა, კომპანიები ელექტროენერგიას სხვა წყაროებიდანაც ყიდულობენ, მათ შორის არის ჰესები, თბოელექტროსადგურები და იმპორტი. სწორედ ეს წყაროები დაასახელეს კომპანიებმა ტარიფის გაზრდის მოთხოვნის საფუძვლად, რადგან იმპორტირებულ ელექტროენერგიასა და გაზს თბოსადგურებისთვის დოლარით ყიდულობენ, რომლის მიმართაც ლარი გაუფასურდა.

"ენერგო პროს" გაანგარიშებით, რომელიც ტარიფის გაზრდის მოთხოვნის დასაბუთებას ერთვის, 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისთვის საკუთარი წარმოებიდან და სხვა წყაროებიდან შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნება - ადრინდელი 6,654-ის ნაცვლად. შესაბამისად, აბონენტებსაც უფრო ძვირად უნდა მიჰყიდონ, რათა არსებობა შეძლონ. ამ შესასყიდ ელექტროენერგიას კი ყველაზე მეტად ე.წ. საბალანსო ელექტროენერგია აძვირებს, რომელზეც ფასის 70% მოდის. საქმე ის გახლავთ, რომ ჰესები და თბოსადგურები გამომუშავებულ ენერგიას საერთო ენერგეტიკულ, ე.წ. საბითუმო ბაზარს აწვდიან. აქვე შედის იმპორტით შემოსული დენიც. მართალია, ჰესებიც და თბოსადგურებიც ელექტროენერგიას სხვადასხვა ტარიფით ყიდიან და იმპორტს კიდევ თავისი ფასი ადევს, მაგრამ ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) გამოყვანილი აქვს საშუალო შეწონილი ფასი. როცა გამანაწილებელ კომპანიებს საკუთარი წარმოების დენი არ ჰყოფნით ("ენერგო პრო" იქნება ეს თუ "თელასი"), დამატებით დენს ისინი ესკო-სგან ყიდულობენ სწორედ საშუალო შეწონილ ფასად.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."