პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გონიოს ციხეში რომაელი სამხედროების მიერ I საუკუნეში შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს
გონიოს ციხეში რომაელი სამხედროების მიერ I საუკუნეში შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს

სამი კვი­რის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, გო­ნი­ო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა და­ფიქ­სირ­და. აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ო­ნი­ოს ცი­ხე­ში ერთ-ერთი კონ­სტრუქ­ცი­ის ია­ტაკ­ზე, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ფარ­თო­ბი 100 კვ.მ. უნდა იყოს, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ტი­ვე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კა აღ­მოჩ­ნდა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის რო­მა­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ თა­ვი­ან­თი სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ლი დო­ნის მო­ზა­ი­კუ­რი მხატ­ვრო­ბა.

"რო­მა­უ­ლი კულ­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბის არე­ალ­ში მრა­ვა­ლი მო­ზა­ი­კა აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ გო­ნი­ოს ნი­მუ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ესაა რო­მა­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ თა­ვი­ან­თი სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ლი დო­ნის მო­ზა­ი­კუ­რი მხატ­ვრო­ბა, რაც იშ­ვი­ა­თო­ბაა. ამ პე­რი­ო­დით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი (ახ.წ. I ს-ის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი) მსგავ­სი ტი­პის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნა აჭა­რის­თვის პირ­ვე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მხა­რე­ებ­ში მსგავ­სი ნი­მუ­შე­ბი ძალ­ზედ ცო­ტაა და, რო­გორც წესი, ად­გი­ლობ­რი­ვი ელი­ტის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს აბა­ნო ვეს­პა­სი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის (69–79 წწ) დრო­საა აგე­ბუ­ლი", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

გი­ო­ნი­ოს ცი­ხის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ მო­ნაკ­ვეთ­ში გრძელ­დე­ბა რო­მა­უ­ლი ეპო­ქის ყა­ზარ­მის ნაშ­თე­ბის შეს­წავ­ლა. აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რი­თა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბით, გო­ნი­ოს ცი­ხე­ში 27 ივ­ნი­სი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი ერ­თობ­ლი­ვი ექ­სპე­დი­ცი­ის მე­ო­რე სე­ზო­ნი. ექ­სპე­დი­ცი­ის თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბია: აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს გო­ნიო-აფ­სა­რო­სის მუ­ზე­უმ ნაკ­რძა­ლის მმარ­თვე­ლი შ. მა­მუ­ლა­ძე და ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე რ. კა­რა­სი­ე­ვიჩ-შჩი­პი­ორსკი. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჯერ კი­დევ 2002 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც პო­ლო­ნურ­მა მა­ხა­რემ ჩა­ა­ტა­რა გე­ო­დე­ზი­უ­რი და გე­ო­ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. არ­ჩე­უ­ლი იქნა ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი უბა­ნი, სა­დაც 2014 წელს ძვე­ლი აბა­ნოს ნაშ­თე­ბი და­ფიქ­სირ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

გონიოს ციხეში რომაელი სამხედროების მიერ I საუკუნეში შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს

გონიოს ციხეში რომაელი სამხედროების მიერ I საუკუნეში შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს

სამი კვირის მუშაობის შედეგად, გონიოში მნიშვნელოვანი აღმოჩენა დაფიქსირდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიონიოს ციხეში ერთ-ერთი კონსტრუქციის იატაკზე, რომლის სავარაუდო ფართობი 100 კვ.მ. უნდა იყოს, გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოჩნდა. სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა.

"რომაული კულტურის გავრცელების არეალში მრავალი მოზაიკა აღმოჩნდა, მაგრამ გონიოს ნიმუში განსაკუთრებულია. ესაა რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა, რაც იშვიათობაა. ამ პერიოდით დათარიღებული (ახ.წ. I ს-ის მეორე ნახევარი) მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. საქართველოს სხვა მხარეებში მსგავსი ნიმუშები ძალზედ ცოტაა და, როგორც წესი, ადგილობრივი ელიტისთვისაა განკუთვნილი. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წწ) დროსაა აგებული", - აცხადებენ სამინისტროში.

გიონიოს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში გრძელდება რომაული ეპოქის ყაზარმის ნაშთების შესწავლა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, გონიოს ციხეში 27 ივნისიდან მიმდინარეობს ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიციის მეორე სეზონი. ექსპედიციის თანახელმძღვანელებია: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალის მმართველი შ. მამულაძე და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რ. კარასიევიჩ-შჩიპიორსკი. თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2002 წლიდან დაიწყო, როდესაც პოლონურმა მახარემ ჩაატარა გეოდეზიური და გეოფიზიკური სამუშაოები. არჩეული იქნა ყველაზე პერსპექტიული უბანი, სადაც 2014 წელს ძველი აბანოს ნაშთები დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია