პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული
ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი. ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის პე­რი­ო­დი. 1992 წელს ერ­თდრო­უ­ლად სამ ფილმში იღე­ბენ, მაგ­რამ გული ვერ და­უ­დო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან უყ­ვარს, ახლა არ "ეკი­ნო­ე­ბა". ერთ-ერთი გა­და­ღე­ბა ბა­თუმ­ში და­ი­ნიშ­ნა. თბი­ლის­ში 5 სექ­ტემ­ბერს დაბ­რუნ­და და მე­ო­რე დღეს უკვე თბი­ლი­სი და­ტო­ვა.

შუ­ა­დღე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გა­და­სუ­ლი იყო, როცა სო­ხუმ­ში ჩაფ­რინ­და. იმა­ვე სა­ღა­მოს გა­ვიდ­ნენ პო­ზი­ცი­ა­ზე და 7 სექ­ტემ­ბერ­საც ბრძო­ლის ველ­ზე ერ­თად არი­ან: სულ­ხან სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, გია ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ლე­ვან აბა­ში­ძე. "ლი­მონ­კას" გია გა­და­ე­ფა­რა, რომ მე­გობ­რე­ბის სი­ცო­ცხლე ეხ­სნა, მაგ­რამ სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვამ იმ დღეს სამი ბიჭი იმ­სხვერ­პლა, მხო­ლოდ გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დარ­ჩა ცო­ცხა­ლი...

ლე­ვან აბა­ში­ძე 29 წლის იყო, ზემო ეშე­რას­თან რომ და­ი­ღუ­პა. აფხა­ზეთ­თან ერ­თად და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბა მთელ­მა ერმა და­ი­ტი­რა.

ლე­ვან აბა­ში­ძის მშობ­ლე­ბი, მა­ნა­ნა ხი­და­შე­ლი და აგი აბა­ში­ძე, თბი­ლის­ში სი­ლა­მა­ზით გან­თქმუ­ლი წყვი­ლი იყო. ლე­ვან აბა­ში­ძე ერეკ­ლე II-ის პირ­და­პი­რი შთა­მო­მა­ვა­ლი იყო- თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის შტო­დან. 1987 წელს ფრან­გულ­მა პრე­სამ კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის მი­მო­ხილ­ვა­ში მარ­ლონ ბრან­დოს შე­ა­და­რა...

"გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პირ­ვე­ლად მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი მოვ­ხვდი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ნაც­ნო­ბო­ბით". ვმე­გობ­რობ­დი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ქა­ლიშ­ვილ­თან, ნუცა ალექ­სი-მეს­ხიშ­ვილ­თან. ქალ­ბა­ტო­ნი ლანა იღებ­და ფილ­მს "რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე".

ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შე­ვას­რუ­ლე მთა­ვა­რი გმი­რის შვი­ლის როლი. ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი კინო, რო­მე­ლიც თე­ატრთან ერ­თად ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩვენს ოჯახ­ში. თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხო­ლოდ პა­პაა – სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძე, დიდი თე­ატ­რის მხატ­ვა­რი. ბავ­შვო­ბა­ში მე­ხან­ძრე­ო­ბა მინ­დო­და, რად­გან სა­ხან­ძროს­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დი. ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ექი­მო­ბა მო­მინ­და, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ამ დრო­ის­თვის გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ცხე­ნოს­ნო­ბით, მო­ტო­ციკ­ლით, თხი­ლა­მუ­რე­ბით და ხში­რად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დამ­ტვრე­უ­ლი ვხვდე­ბო­დი.

სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­მე­ბა­რე­ბინ­და. ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა აიყ­ვა­ნა ჯგუ­ფი. მე გან­გე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ მას­თან მოვ­ხვდი. მთე­ლი კურ­სი თე­ატ­რის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დით. ბა­ტო­ნი მიშა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­ში გვა­თა­მა­შებ­და. უკვე მე­ო­რე კურ­სზე შე­ვას­რუ­ლე მთა­ვა­რი როლი სპექ­ტაკლში "ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი"...

"ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი" 1983 წელს და­იდ­გა, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­შემ­წე გოგი გე­გეჭ­კო­რი იყო. სპექ­ტაკლში ნეს­ტან გე­ლო­ვა­ნის როლს ნინო ბურ­დუ­ლი ას­რუ­ლებ­და, ხოლო გი­ორ­გი ალა­ვი­ძი­სას- ლე­ვან აბა­ში­ძე.

თე­ატ­რში დიდ­ხანს არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ეს მისი პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი სპექ­ტაკ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­უს­ვე­ნარ ნა­ტუ­რას გული ყო­ველ­თვის უფრო მე­ტად კი­ნოს­კენ მი­უ­წევ­და. სულ 15 ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მომ­დევ­ნო სა­მის გა­და­ღე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლი იყო და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო შუა გზა­ზე გა­ჩერ­და. რამ­დე­ნი­მე თვე­ში იმ სა­მი­დან მხო­ლოდ ერ­თის დას­რუ­ლე­ბა მო­ხერ­ხდა. "არა, მე­გო­ბა­რო", გიო მგე­ლა­ძის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის. დრა­მამ არა­ერ­თი ფეს­ტი­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბით მო­ი­ა­რა.

"არა, მე­გო­ბა­რო" ლე­ვან აბა­ში­ძის უკა­ნას­კნე­ლი როლი გა­მო­დის, სა­დაც გიო მგე­ლა­ძის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით შექ­მნილ ფილმში ლე­ვა­ნის პერ­სო­ნა­ჟი იღუ­პე­ბო­და...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახალ­გაზ­რდა იყო და პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, პირ­ვე­ლი­დან ბოლო რო­ლამ­დე მისი თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი სა­ოც­რად ნა­ტუ­რა­ლუ­რია და ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის ნიშ­ნებს ვერ იპო­ვით.

რთუ­ლია გა­მო­ყო, რო­მე­ლი ფილ­მით და­ა­მახ­სოვ­რდა ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუმ­ცა ორ სუ­რათს ალ­ბათ ყვე­ლა და­ა­სა­ხე­ლებს. "ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა" გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ის ფილ­მია, რო­მელ­შიც ლე­ვან

აბა­ში­ძე 21 წლი­საა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­დის გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძის "ფეს­ვე­ბი".

ფილ­მი საფ­რან­გეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ზე უპირ­ვე­ლე­სად დოდო აბა­ში­ძი­სა და ლე­ვან აბა­ძი­შის დუ­ე­ტი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი. სუ­ლი­კო ჟღენ­ტის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით შექ­მნილ სუ­რათს გან­სა­კუთ­რე­ბით დრა­მა­ტულს ალექ­სან­დრე რაქ­ვი­აშ­ვი­ლის მუ­სი­კა ხდის და ალ­ბათ, ვერ იპო­ვით ადა­მი­ანს, რო­მელ­საც "ფეს­ვე­ბის" ფი­ნა­ლურ კადრზე ერთხელ მა­ინც არ ეტი­როს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული

ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული

გასული საუკუნის 90-იანი წლები. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდი. 1992 წელს ერთდროულად სამ ფილმში იღებენ, მაგრამ გული ვერ დაუდო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს, ახლა არ ''ეკინოება''. ერთ-ერთი გადაღება ბათუმში დაინიშნა. თბილისში 5 სექტემბერს დაბრუნდა და მეორე დღეს უკვე თბილისი დატოვა.

შუადღე რამდენიმე საათის გადასული იყო, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე საღამოს გავიდნენ პოზიციაზე და 7 სექტემბერსაც ბრძოლის ველზე ერთად არიან: სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ''ლიმონკას'' გია გადაეფარა, რომ მეგობრების სიცოცხლე ეხსნა, მაგრამ საბედისწერო შემთხვევამ იმ დღეს სამი ბიჭი იმსხვერპლა, მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი...

ლევან აბაშიძე 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.

ლევან აბაშიძის მშობლები, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე, თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ლევან აბაშიძე ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო- თეკლა ბატონიშვილის შტოდან. 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა...

''გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, ''ნაცნობობით''. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს ''რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე''.

ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროსთან ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი.

საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინდა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა ჯგუფი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში ''ჩვენი პატარა ქალაქი''...

''ჩვენი პატარა ქალაქი'' 1983 წელს დაიდგა, მიხეილ თუმანიშვილის თანაშემწე გოგი გეგეჭკორი იყო. სპექტაკლში ნესტან გელოვანის როლს ნინო ბურდული ასრულებდა, ხოლო გიორგი ალავიძისას- ლევან აბაშიძე.

თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა. ეს მისი პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა. მოუსვენარ ნატურას გული ყოველთვის უფრო მეტად კინოსკენ მიუწევდა. სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. რამდენიმე თვეში იმ სამიდან მხოლოდ ერთის დასრულება მოხერხდა. ''არა, მეგობარო'', გიო მგელაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის. დრამამ არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა.

''არა, მეგობარო'' ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი გამოდის, სადაც გიო მგელაძის სცენარის მიხედვით შექმნილ ფილმში ლევანის პერსონაჟი იღუპებოდა...

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იყო და პროფესიული თვალსაზრისით დიდი გამოცდილების მიღების საშუალება არ მიეცა, პირველიდან ბოლო როლამდე მისი თითოეული პერსონაჟი საოცრად ნატურალურია და ხელოვნურობის ნიშნებს ვერ იპოვით.

რთულია გამოყო, რომელი ფილმით დაამახსოვრდა ყველაზე მეტად საზოგადოებას, თუმცა ორ სურათს ალბათ ყველა დაასახელებს. ''ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა'' გიორგი შენგელაიას ის ფილმია, რომელშიც ლევან

აბაშიძე 21 წლისაა, ხოლო მოგვიანებით ეკრანებზე გამოდის გუგული მგელაძის ''ფესვები''.

ფილმი საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტების ოჯახის ცხოვრებაზე უპირველესად დოდო აბაშიძისა და ლევან აბაძიშის დუეტითაა გამორჩეული. სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით შექმნილ სურათს განსაკუთრებით დრამატულს ალექსანდრე რაქვიაშვილის მუსიკა ხდის და ალბათ, ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ''ფესვების'' ფინალურ კადრზე ერთხელ მაინც არ ეტიროს. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია