სოფლის მეურნეობის პროდუქტები ივლისის ბოლოსაც საკმაოდ ძვირია. პროდუქტის გაძვირებას გლეხები უამინდობას უკავშირებენ. მათი თქმით, ქარიანმა ამინდმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა იქონია. როგორც ისინი bpn.ge-თან საუბრისას აცხადებენ, მცენარეებს ყვავილობის დროს,ქარიანი ამინდების გამო ყვავილი ფაქტობრივად, აღარ შერჩა. მომხმარებელი კი ვარაუდობს, რომ ზამთრისთვის სურსათის მომარაგებას ვერ შეძლებს, რის გამოც მძიმე ზამთარი და კიდევ უფრო რთული გაზაფხული ელის.
მოვაჭრეების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ბევრი პროდუქტის ფასი გაორმაგებულია. ადგილობრივ ბაზარზე 1კგ. პომიდვრის ფასი 1,60-2ლარამდე მერყეობს. მაშინ, როცა ერთი კვირის წინ 70-80 თეთრი ღირდა. ასევე ერთი კვირის წინ თუ 1კგ კიტრის ღირებულება 60-70 თეთრი იყო, ახლა 1 ლარიდან - 1,50 ლარამდე მერყეობს. გაძვირდა ხახვი, ნიორი და კარტოფილიც.