პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ქადაგიძის პირველი კომენტარი ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის "აღიარებასთან" დაკავშირებით
ნინო ქადაგიძის პირველი კომენტარი ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის "აღიარებასთან" დაკავშირებით

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლე, ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია ფიქ­რობს, რომ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ხარ­ში­ლა­ძე და ძა­ძა­მია იტყუ­ე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ მან თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ჟვა­ნი­ას დაც­ვის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ხარ­ში­ლა­ძე და ძა­ძა­მია ტყუ­იან.

ქა­და­გი­ძემ გა­იხ­სე­ნა გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე. მისი თქმით, 2 თე­ბერ­ვლის ღა­მის 3-დან 4 სა­ა­თამ­დე რე­კავ­და და ძა­ძა­მია ეუბ­ნე­ბო­და, რომ 5-10 წუთ­ში და­ა­ლა­პა­რა­კებ­და მე­უღ­ლეს. შემ­დეგ რო­გორც ქა­და­გი­ძე ამ­ბობს, იგი ფე­ხით წა­მო­ვი­და წყნე­თი­დან და შუა გზა­ში და­ე­წია მან­ქა­ნა. ცოტა ხან­ში კი მას და­უ­რე­კეს და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც მი­ვი­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გი­ლას, კობა ხარ­ში­ლა­ძე მას შეს­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. სახ­ლთან კი ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლი და დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­გორც ქა­და­გი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მან მო­ა­ხერ­ხა ბი­ნა­ში შეს­ვლა და ნახა რაულ უსუ­პო­ვი და ზუ­რაბ ჟვა­ნია, რომ­ლებ­საც თეთ­რი პე­რან­გე­ბი ეც­ვათ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტივს, თუ რა­ტომ ჰგო­ნია გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლეს, რომ ხარ­ში­ლა­ძე და ძა­ძა­მია იტყუ­ე­ბი­ან, რო­გორც ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლამ იცო­და რო­გორ ცხოვ­რობ­და და რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო ზუ­რაბ ჟვა­ნია.

"რა­ტომ მგო­ნია რომ ესე­ნი იტყუ­ე­ბი­ან. ღა­მის 3 სა­ათ­ზე კორ­პუს­ში გაზი გა­და­კე­ტი­ლი იყო. რა­ღა­ცას ბო­და­ვენ. ესე­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ძა­მი­ამ და­უ­რე­კა ხარ­ში­ლა­ძეს. შემ­დეგ ხარ­ში­ლა­ძემ ფან­ჯა­რა გა­ტე­ხა და გაზი გა­მო­ვარ­და ფან­ჯრი­დან, რო­მელ­საც ვერ იგ­რძნობ­და ხარ­ში­ლა­ძე იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გაზს სუნი არ აქვს. ასე­ვე ხარ­ში­ლა­ძე ამ­ბობს, რომ გა­ზის ში­ში­ნი ეს­მო­და და გა­მათ­ბო­ბე­ლი გა­მორ­თო. ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად კი გა­ირ­კვა, რომ გა­მათ­ბო­ბე­ლი ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა, რად­გან ნამ­წვა­ვი არ ქო­ნია. ასე­ვე სა­ეჭ­ვოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მე­ზობ­ლე­ბი არა­ფერს ამ­ბო­ბენ, რად­გან გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ ხმა არ ამო­ე­ღოთ და მათ ეში­ნო­დათ. ასე­ვე კი­დევ ერთი გა­რე­მო­ე­ბა, მწე­ვე­ლი ზურა, რო­მე­ლიც 2 კო­ლოფს ეწე­ო­და დღე­ში, და­ხუ­რულ ფან­ჯა­რა­ში ვერ გაძ­ლებ­და. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არც ერთი ფან­ჯა­რა სა­კე­ტით არ იკე­ტე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ. მისი თქმით, ასე­ვე სა­ეჭ­ვოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მას ნა­ნა­ხი ჰქონ­და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ტუ­ჩის არე­ში ნაჭ­დე­ვი აღე­ნიშ­ნე­ბო­და და შიგ­ნი­დან კი სის­ხლნაჟ­ღენ­თი ეტყო­ბო­და.

"ამ ფო­ტოს ნახ­ვის შემ­დეგ მი­ვე­დი ადე­იშ­ვილ­თან და ვუ­თხა­რი, რომ ტუჩ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ნაჭ­დე­ვი და ტუ­ჩის შიგ­ნი­დან ჰქონ­და ჩაქ­ცე­ვა. მან მთხო­ვა ფოტო მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. რო­დე­საც მო­ვი­ძიე ფოტო, აღ­მოჩ­ნდა, რომ იგი გა­აქ­რეს", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კი­დევ ერთი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა ის არის, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას, რო­მე­ლიც დი­ე­ტა­ზე იყო კუჭ­ში აღ­მო­უ­ჩი­ნეს მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვი. ქა­და­გი­ძე ამ­ბობს, რომ ღა­მის 3 სა­ათ­ზე ჟვა­ნია ძეხვს არ შე­ჭამ­და. ასე­ვე, მისი თქმით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს უნ­დო­და გა­სა­უბ­რე­ბო­და პირს, რო­მელ­მაც ჟვა­ნი­ას ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტა­რა, თუმ­ცა მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა ვერ შეძ­ლო, რად­გან ექ­სპერ­ტმა ეს არ ისურ­ვა. რო­გორც ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია აცხა­დებს, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას თან დაჰ­ქონ­და სე­ი­ფის გა­სა­ღე­ბი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი მას აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­სა­ღე­ბით ისარ­გებ­ლა კობა ხარ­ში­ლა­ძემ.

"სე­ი­ფი იყო რო­გორც კან­ცე­ლა­რი­ა­ში, ასე­ვე ოფის­ში. ოფი­სის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან კი მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ იქ იყო მი­სუ­ლი ხარ­ში­ლა­ძე და რა­ღა­ცე­ე­ბი წა­ი­ღო. სე­იფ­ში ინა­ხე­ბო­და სა­ჩუქ­რე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­ა­თი და ჩვე­ნი პი­რა­დი ნივ­თე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ.

ბრალ­დე­ბის მხა­რის შე­კი­თხვე­ბის შემ­დეგ მან დაც­ვის მხა­რის შე­კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხა. ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტის შე­კი­თხვებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ნინო ქადაგიძის პირველი კომენტარი ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის "აღიარებასთან" დაკავშირებით

ნინო ქადაგიძის პირველი კომენტარი ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის "აღიარებასთან" დაკავშირებით

ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ქადაგიძე-ჟვანია ფიქრობს, რომ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან, - ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე საქმეზე დაკითხვისას განაცხადა. როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ აღნიშნა, არსებობს გარკვეული გარემოებები, რაც აფიქრებინებს, რომ ჟვანიას დაცვის ყოფილი წარმომადგენლები, ხარშილაძე და ძაძამია ტყუიან.

ქადაგიძემ გაიხსენა გარდაცვალების დღე. მისი თქმით, 2 თებერვლის ღამის 3-დან 4 საათამდე რეკავდა და ძაძამია ეუბნებოდა, რომ 5-10 წუთში დაალაპარაკებდა მეუღლეს. შემდეგ როგორც ქადაგიძე ამბობს, იგი ფეხით წამოვიდა წყნეთიდან და შუა გზაში დაეწია მანქანა. ცოტა ხანში კი მას დაურეკეს და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ აცნობეს.

მისივე თქმით, როდესაც მივიდა გარდაცვალების ადგილას, კობა ხარშილაძე მას შესვლის უფლებას არ აძლევდა. სახლთან კი ბევრი პოლიციელი და დაცვის თანამშრომელი იყო. მოგვიანებით კი, როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მან მოახერხა ბინაში შესვლა და ნახა რაულ უსუპოვი და ზურაბ ჟვანია, რომლებსაც თეთრი პერანგები ეცვათ. რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ ჰგონია გარდაცვლილის მეუღლეს, რომ ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან, როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ აღნიშნა, ყველამ იცოდა როგორ ცხოვრობდა და როგორი ადამიანი იყო ზურაბ ჟვანია.

"რატომ მგონია რომ ესენი იტყუებიან. ღამის 3 საათზე კორპუსში გაზი გადაკეტილი იყო. რაღაცას ბოდავენ. ესენი ამბობენ, რომ ძაძამიამ დაურეკა ხარშილაძეს. შემდეგ ხარშილაძემ ფანჯარა გატეხა და გაზი გამოვარდა ფანჯრიდან, რომელსაც ვერ იგრძნობდა ხარშილაძე იქიდან გამომდინარე, რომ გაზს სუნი არ აქვს. ასევე ხარშილაძე ამბობს, რომ გაზის შიშინი ესმოდა და გამათბობელი გამორთო. ექსპერტიზის შედეგად კი გაირკვა, რომ გამათბობელი ჩართული არ ყოფილა, რადგან ნამწვავი არ ქონია. ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ მეზობლები არაფერს ამბობენ, რადგან გაფრთხილებული იყვნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ და მათ ეშინოდათ. ასევე კიდევ ერთი გარემოება, მწეველი ზურა, რომელიც 2 კოლოფს ეწეოდა დღეში, დახურულ ფანჯარაში ვერ გაძლებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთი ფანჯარა საკეტით არ იკეტებოდა", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. მისი თქმით, ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ მას ნანახი ჰქონდა ზურაბ ჟვანიას ტუჩის არეში ნაჭდევი აღენიშნებოდა და შიგნიდან კი სისხლნაჟღენთი ეტყობოდა.

"ამ ფოტოს ნახვის შემდეგ მივედი ადეიშვილთან და ვუთხარი, რომ ტუჩზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და ტუჩის შიგნიდან ჰქონდა ჩაქცევა. მან მთხოვა ფოტო მეჩვენებინა. როდესაც მოვიძიე ფოტო, აღმოჩნდა, რომ იგი გააქრეს", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ის არის, რომ ზურაბ ჟვანიას, რომელიც დიეტაზე იყო კუჭში აღმოუჩინეს მოხარშული ძეხვი. ქადაგიძე ამბობს, რომ ღამის 3 საათზე ჟვანია ძეხვს არ შეჭამდა. ასევე, მისი თქმით, გარდაცვალების დღეს უნდოდა გასაუბრებოდა პირს, რომელმაც ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, თუმცა მასთან დალაპარაკება ვერ შეძლო, რადგან ექსპერტმა ეს არ ისურვა. როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანია აცხადებს, ზურაბ ჟვანიას თან დაჰქონდა სეიფის გასაღები. გარდაცვალების შემდეგ კი მას აქვს ინფორმაცია, რომ გასაღებით ისარგებლა კობა ხარშილაძემ.

"სეიფი იყო როგორც კანცელარიაში, ასევე ოფისში. ოფისის წარმომადგენლისგან კი მაქვს ინფორმაცია, რომ იქ იყო მისული ხარშილაძე და რაღაცეები წაიღო. სეიფში ინახებოდა საჩუქრები, ოფიციალური დოკუმენტები, საათი და ჩვენი პირადი ნივთები", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

ბრალდების მხარის შეკითხვების შემდეგ მან დაცვის მხარის შეკითხვებსაც უპასუხა. ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაცვის მხარის ადვოკატის შეკითხვებმა რამდენჯერმე გააღიზიანა.

"ინტერპრესნიუსი"

კარანტინში, იძულების წესით, 99 ადამიანია გადაყვანილი - შსს-ს მიმართვა

ბოლო 24 საათში კარანტინში, იძულების წესით 55 ადამიანი გადაიყვანეს

"საბაჟოებზე კორუფცია და უკანონობაა" - რა პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესმენები და ექსპერტები