სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სნობი, ჩერჩეტი და საყვარელი ტასო ბარნოვა რეალურ ცხოვრებაში - თათია სამხარაძის პროფესიული და პირადი ცხოვრება
ვინ არის სნობი, ჩერჩეტი და საყვარელი ტასო ბარნოვა რეალურ ცხოვრებაში - თათია სამხარაძის პროფესიული და პირადი ცხოვრება

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მის მსა­ხი­ო­ბი თა­თია სამ­ხა­რა­ძე მა­ყუ­რე­ბელ­მა ტასო ბარნ­ვას ფსევ­დო­ნი­მით გა­იც­ნო. ტასო ბარ­ნო­ვას იუ­მო­რის­ტულ სი­უ­ჟე­ტებს და პერ­სო­ნაჟს, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. ვინ არის რე­ა­ლუ­რად, ამის შე­სა­ხებ, პირ­ვე­ლად Ambebi.ge-ს მკი­თხველს უამ­ბობს.

- დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ვარ. შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი მსა­ხი­ო­ბის ამ­პლუ­ა­ში. ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო მა­შინ, როცა შალ­ვა რა­მიშ­ვილს შევ­ხვდი, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში. როცა შალ­ვა თა­ვი­სი გუნ­დით წა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, მეც მას­თან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ტასო ბარ­ნო­ვა ჩემი პერ­სო­ნა­ჟია, სა­ხა­სი­ა­თო ტი­პა­ჟია, ვა­კე­ლი გო­გოა, ბარ­ნოვ­ზე ცხოვ­რობს, ამი­ტო­მაც მაქვს ეს გვა­რი, სა­ხე­ლი ტასო მე მომ­წონ­და (იხი­ლეთ ვი­დეო)

- რო­გორ მოხ­ვდით მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შტაბ­ში?

- სტა­ჟი­ო­რად მი­ვე­დი შტაბ­ში, იმ პე­რი­ოდ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ­დი ინ­გლის­ში, უნდა და­მე­წე­რა სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, რა­ტომ მინ­დო­და პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რის შეს­წავ­ლა. ვთხო­ვე შალ­ვას, მო­ე­ცა მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ცოტა იყო შტაბ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი, მაგ­რამ ნაც­ნო­ბე­ბის გა­რე­შე გა­მი­მარ­თლა. შემ­დეგ ინ­გლის­ში გამ­გზავ­რე­ბა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე, პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში აღარ მოხ­ვდა პი­ა­რი, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო და ბიზ­ნეს­ფა­კულ­ტე­ტებს აფი­ნან­სებ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და ჩემს ოჯახს, დავ­რჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ვი­წყე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა.

- გგავს ტასო ბარ­ნო­ვა?

- ტასო არაფ­რით მგავს. მსგავ­სი ტი­პა­ჟის ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­დღე ვხვდე­ბით, ვაკ­ვირ­დე­ბი და ეს მეხ­მა­რე­ბა პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნა­ში. ცოტა სნო­ბე­ბი, ცოტა ჩერ­ჩე­ტე­ბი და საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან. არ მა­ღი­ზი­ა­ნებს ასე­თი გო­გო­ნე­ბი, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ახა­ლი­სე­ბენ ისი­ნი ჩვენს გა­რე­მოს, საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან.

- რა რე­აქ­ცია ჰქონ­და ხალ­ხს ტასო ბარ­ნო­ვას მი­მართ, როცა გა­და­ღე­ბებ­ზე გხვდე­ბოდ­ნენ?

- მო­დის კვი­რე­უ­ლის სი­უ­ჟე­ტი როცა გან­თავ­სდა ინ­ტერ­ნეტ­ში, ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. წერ­დნენ, რო­გორ მე­ტყვე­ლებს ეს გოგო, ან ასე­თი სი­ტყვე­ბით რა­ტომ ლა­პა­რა­კობ­სო. ხალ­ხს უჭირს აღიქ­ვას, რომ ეს იუ­მო­რია. ასე­თი გო­გო­ე­ბი რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ტა­სო­სა­ვით მე­ტყვე­ლე­ბენ, სა­ღეჭ რე­ზინს ღე­ჭა­ვენ სი­უ­ჟე­ტის გა­და­ღე­ბი­სას და ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მუ­შა­ობს. ერთი კუ­რი­ო­ზი გა­მახ­სენ­და ახლა, მე გა­თხო­ვი­ლი ვარ, სა­ნამ ჩემი დე­დამ­თი­ლი და მა­მამ­თი­ლი გა­მიც­ნობ­დნენ, მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ ტასო ბარ­ნო­ვა არ ვარ, კაპ­ლე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ. ვერ იჯე­რებ­დნენ, რომ ასე­თი შტე­რი გოგო შე­უ­ვი­დათ ოჯახ­ში. თა­ვად მი­თხრეს, გვე­გო­ნა პერ­სო­ნაჟს ჰგავ­დიო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნეთ ამა­ზე.

- ვინ არის თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ჩემი მე­უღ­ლე არის არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. ჭკვი­ა­ნი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. სა­კუ­თა­რი შრო­მით მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას. მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­ვი­ცა­ნი, 7 თვე ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მომ­თა­ვა­ზა მისი გუ­ლის პატ­რო­ნი გავმხდა­რი­ყა­ვი, მეც ხელი აღარ გა­ვუშ­ვი.

- მოს­წონს თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი, ხო არ გიკ­რძა­ლავთ ამ რო­ლის თა­მაშს?

- ამე­რი­კა­ში და­ამ­თავ­რა სკო­ლა, მას­ტე­რი იქ გა­ა­კე­თა, შემ­დეგ ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და, და შე­სა­ბა­მი­სად, აზი­ა­ტი ვერ იქ­ნე­ბა.

- რა­ტომ არ დარ­ჩით პრე­ზი­დენ­ტის პი­არ­ში?

- არ მქონ­და ამის შან­სი. როცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­უბ­რობ­დნენ ჩემს გა­დაყ­ვა­ნა­ზეც, რად­გან პი­არ­ში მუ­შა­ო­ბის სამ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კრძა­ლავს სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნო ადა­მი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე, მე მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ კა­ნო­ნი არ მაძ­ლევ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. სა­ნამ დიპ­ლო­მი ავი­ღე შალ­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ვი­და თა­ვი­სი გუნ­დით და მეც შე­ვუ­ერ­თდი. ეს ის "სტა­ფია", რო­მე­ლიც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პი­ა­რის "სტა­ფი" იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს. მე იქ ვე­რა­ვის­თან დავ­რჩე­ბო­დი, რად­გან გუნ­დი მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ვინ არის სნობი, ჩერჩეტი და საყვარელი ტასო ბარნოვა რეალურ ცხოვრებაში - თათია სამხარაძის პროფესიული და პირადი ცხოვრება

ვინ არის სნობი, ჩერჩეტი და საყვარელი ტასო ბარნოვა რეალურ ცხოვრებაში - თათია სამხარაძის პროფესიული და პირადი ცხოვრება

შალვა რამიშვილის გადაცემის მსახიობი თათია სამხარაძე მაყურებელმა ტასო ბარნვას ფსევდონიმით გაიცნო. ტასო ბარნოვას იუმორისტულ სიუჟეტებს და პერსონაჟს, ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება აქვს. ვინ არის რეალურად, ამის შესახებ, პირველად Ambebi.ge-ს მკითხველს უამბობს.

- დამთავრებული მაქვს თეატრალური ინსტიტუტი, ხელოვნებათმცოდნე ვარ. შემთხვევით აღმოვჩნდი მსახიობის ამპლუაში. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა შალვა რამიშვილს შევხვდი, ერთად ვმუშაობდით გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში. როცა შალვა თავისი გუნდით წავიდა ტელევიზიაში, მეც მასთან დავიწყე მუშაობა. ტასო ბარნოვა ჩემი პერსონაჟია, სახასიათო ტიპაჟია, ვაკელი გოგოა, ბარნოვზე ცხოვრობს, ამიტომაც მაქვს ეს გვარი, სახელი ტასო მე მომწონდა (იხილეთ ვიდეო)

- როგორ მოხვდით მარგველაშვილის შტაბში?

- სტაჟიორად მივედი შტაბში, იმ პერიოდში სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი ინგლისში, უნდა დამეწერა სამოტივაციო წერილი, რატომ მინდოდა პოლიტიკური პიარის შესწავლა. ვთხოვე შალვას, მოეცა მუშაობის საშუალება, ცოტა იყო შტაბში მოხვედრის შანსი, მაგრამ ნაცნობების გარეშე გამიმართლა. შემდეგ ინგლისში გამგზავრება ვეღარ მოვახერხე, პრიორიტეტებში აღარ მოხვდა პიარი, საბუნებისმეტყველო და ბიზნესფაკულტეტებს აფინანსებდა უნივერსიტეტი, შესაბამისი თანხების მოძიების საშუალება არ ჰქონდა ჩემს ოჯახს, დავრჩი საქართველოში და დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა.

- გგავს ტასო ბარნოვა?

- ტასო არაფრით მგავს. მსგავსი ტიპაჟის ადამიანებს ყოველდღე ვხვდებით, ვაკვირდები და ეს მეხმარება პერსონაჟის შექმნაში. ცოტა სნობები, ცოტა ჩერჩეტები და საყვარლები არიან. არ მაღიზიანებს ასეთი გოგონები, პირიქით, ძალიან ახალისებენ ისინი ჩვენს გარემოს, საყვარლები არიან.

- რა რეაქცია ჰქონდა ხალხს ტასო ბარნოვას მიმართ, როცა გადაღებებზე გხვდებოდნენ?

- მოდის კვირეულის სიუჟეტი როცა განთავსდა ინტერნეტში, ბევრი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა. წერდნენ, როგორ მეტყველებს ეს გოგო, ან ასეთი სიტყვებით რატომ ლაპარაკობსო. ხალხს უჭირს აღიქვას, რომ ეს იუმორია. ასეთი გოგოები რეალურად არსებობენ, რომლებიც ტასოსავით მეტყველებენ, საღეჭ რეზინს ღეჭავენ სიუჟეტის გადაღებისას და ის ჩვეულებრივად მუშაობს. ერთი კურიოზი გამახსენდა ახლა, მე გათხოვილი ვარ, სანამ ჩემი დედამთილი და მამამთილი გამიცნობდნენ, მიხვდებოდნენ, რომ ტასო ბარნოვა არ ვარ, კაპლები სჭირდებოდათ. ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი შტერი გოგო შეუვიდათ ოჯახში. თავად მითხრეს, გვეგონა პერსონაჟს ჰგავდიო, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცინეთ ამაზე.

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე არის არჩილ გაჩეჩილაძე. ჭკვიანი და განათლებული ადამიანია. საკუთარი შრომით მიაღწია წარმატებას. მეგობრების წრეში გავიცანი, 7 თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მოულოდნელად შემომთავაზა მისი გულის პატრონი გავმხდარიყავი, მეც ხელი აღარ გავუშვი.

- მოსწონს თქვენი პერსონაჟი, ხო არ გიკრძალავთ ამ როლის თამაშს?

- ამერიკაში დაამთავრა სკოლა, მასტერი იქ გააკეთა, შემდეგ ლონდონში ცხოვრობდა, და შესაბამისად, აზიატი ვერ იქნება.

- რატომ არ დარჩით პრეზიდენტის პიარში?

- არ მქონდა ამის შანსი. როცა ადმინისტრაციაში გადავიდნენ, საუბრობდნენ ჩემს გადაყვანაზეც, რადგან პიარში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება მქონდა. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს საჯარო სამსახურში აიყვანო ადამიანი უმაღლესი განათლების გარეშე, მე მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, ამიტომ კანონი არ მაძლევდა ამის საშუალებას. სანამ დიპლომი ავიღე შალვა ტელევიზიაში გადავიდა თავისი გუნდით და მეც შევუერთდი. ეს ის "სტაფია", რომელიც მარგველაშვილის პიარის "სტაფი" იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მე იქ ვერავისთან დავრჩებოდი, რადგან გუნდი მთლიანად შეიცვალა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები