პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოდელი, რომელიც გერმანელებს სწორ კვებასა და ეროტიკულ ცეკვებს ასწავლის
ქართველი მოდელი, რომელიც გერმანელებს სწორ კვებასა და ეროტიკულ ცეკვებს ასწავლის

ნორა ლობ­ჟა­ნი­ძის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტამ თუ იცის. არა­და, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, შრო­მის­მოყ­ვა­რე, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და გერ­მა­ნი­ის მას­შტა­ბით ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლიც ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე დარ­გში - ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბი, ფიტ­ნე­სი, ბო­დი­ბილ­დინ­გი, დი­ე­ტო­ლო­გია.

ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი გახ­და - თა­ვი­სი სტუ­დია გახ­სნა, სა­დაც მი­უნ­ხე­ნის მცხოვ­რებ­ლებს აე­რო­ბი­კას, ერო­ტი­კულ ცეკ­ვებს, ფიტ­ნესს, სწორ კვე­ბას ას­წავ­ლის. პა­რა­ლე­ლუ­რად ცნო­ბი­ლი ფიტ­ნეს­მო­დე­ლია, მო­ნა­წი­ლე­ობს ფო­ტო­სე­სი­ებ­ში სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის­თვის, მათ შო­რის, გუ­ლახ­დილ ფო­ტო­ებ­ზეც არ ამ­ბობს უარს. ნო­რას გერ­მა­ნი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უც ჩავ­წე­რეთ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლის­თვის.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი ტან­ვარ­ჯიშ­ზე და საკ­მაო წარ­მა­ტე­ბე­ბიც მქონ­და. 10 წლი­სამ ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. 13 წლი­სა ოჯახ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. რად­გან ცეკ­ვა მიყ­ვარ­და, მა­შინ­ვე და­ვი­წყე ცეკ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი. უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვებს ვე­უფ­ლე­ბო­დი, ფიტ­ნე­სი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი. ორი­ვე სფე­რო­ში იქაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი - გერ­მა­ნი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ვი­გე და სულ მალე ცეკ­ვი­სა და ფიტ­ნე­სის მას­წავ­ლებ­ლად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ასე გაგ­რძელ­და ჩემი კა­რი­ე­რა. სკო­ლის მერე ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი. იქაც ცეკ­ვას მივ­ყვე­ბო­დი აქ­ტი­უ­რად. რამ­დე­ნი­მე წლის წინ დავ­ბრუნ­დი გერ­მა­ნი­ა­ში, რად­გან ჩემი ოჯა­ხი აქ ცხოვ­რობს და მი­უნ­ხენ­ში გავ­ხსე­ნი ცეკ­ვი­სა და ფიტ­ნე­სის სკო­ლა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია. ამ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ მწვრთნე­ლად, მას­წავ­ლებ­ლად და პა­რა­ლე­ლუ­რად, ფიტ­ნეს­მო­დე­ლი გახ­ლა­ვართ.

- რა­ტომ და­გა­ინ­ტე­რე­სა ბო­დი­ბილ­დინ­გმა, რო­მე­ლიც არც ისე ქა­ლუ­რი სპორ­ტია...

- იმი­ტომ და­ვი­წყე ამ სპორ­ტში ვარ­ჯი­ში, რომ ფიტ­ნეს­მო­დე­ლად ვმუ­შა­ობ­დი. ფიტ­ნეს­მო­დელს ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი და ნა­ვარ­ჯი­შე­ვი, ლა­მა­ზი სხე­უ­ლი უნდა ჰქონ­დეს. ბო­დი­ბილ­დინ­გში წლე­ბის წინ მარ­ტო კუნ­თე­ბის ზო­მას აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას, დღეს­დღე­ო­ბით კი ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბა ლა­მაზ ფორ­მებ­სა და პრო­პორ­ცი­ებს ექ­ცე­ვა და გა­მარ­ჯვე­ბე­ბიც აქე­დან მო­დის.

ამ სპორ­ტში მომ­წონს ის, რომ ძლი­ე­რი ნერ­ვე­ბი უნდა გქონ­დეს, რათა ამ ტან­ჯვას გა­უძ­ლო. პი­როვ­ნუ­ლად ავი­თა­რებს ადა­მი­ანს, გინ­და თუ არა, თავს ებ­რძვი! უნდა აკონ­ტრო­ლო ყო­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბა, ყო­ვე­ლი გრა­მი - რას ჭამ და რას - არა.

- რო­გორ ახერ­ხებ ამ­დე­ნი საქ­მის შე­თავ­სე­ბას და რო­გო­რია შენი ერთი დღე?

- თუ რა­მეს სიყ­ვა­რუ­ლით აკე­თებ, ეს სა­მუ­შაო არ არის და არც გღ­ლის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მთე­ლი დღე და­გეგ­მი­ლი მაქვს. 6-7 სა­ათ­ზე ვი­წყებ დღეს ვარ­ჯი­შით, მერე ბი­უ­როს საქ­მე­ებს ვა­კე­თებ, შემ­დეგ - პერ­სო­ნა­ლურ კლი­ენ­ტებს ვამ­ზა­დებ, მე­ო­რედ ვვარ­ჯი­შობ. სა­ღა­მოს ცეკ­ვის სკო­ლა­ში ვარ. შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვამ­ზა­დებ საჭ­მელს მე­ო­რე დღის­თვის. რო­გორც ფოტო

მო­დე­ლი, სხვა­დას­ხვა დღეს ვმუ­შა­ობ და ყვე­ლა­ფერს ამის მი­ხედ­ვით ვგეგ­მავ. შუ­ა­ღა­მი­სას ვი­ძი­ნებ.

გაგ­რძე­ლე­ბა

ქართველი მოდელი, რომელიც გერმანელებს სწორ კვებასა და ეროტიკულ ცეკვებს ასწავლის

ქართველი მოდელი, რომელიც გერმანელებს სწორ კვებასა და ეროტიკულ ცეკვებს ასწავლის

ნორა ლობჟანიძის შესახებ საქართველოში ცოტამ თუ იცის. არადა, საკმაოდ წარმატებული ადამიანია, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და გერმანიის მასშტაბით ძალიან პოპულარულიც ერთდროულად რამდენიმე დარგში - ევროპული ცეკვები, ფიტნესი, ბოდიბილდინგი, დიეტოლოგია.

ბევრი გამარჯვების შემდეგ პროფესიონალი და საკმაოდ ძვირად ღირებული მწვრთნელი გახდა - თავისი სტუდია გახსნა, სადაც მიუნხენის მცხოვრებლებს აერობიკას, ეროტიკულ ცეკვებს, ფიტნესს, სწორ კვებას ასწავლის. პარალელურად ცნობილი ფიტნესმოდელია, მონაწილეობს ფოტოსესიებში სხვადასხვა პროექტისთვის, მათ შორის, გულახდილ ფოტოებზეც არ ამბობს უარს. ნორას გერმანიაში დავუკავშირდით და ექსკლუზიური ინტერვიუც ჩავწერეთ ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან დავდიოდი ტანვარჯიშზე და საკმაო წარმატებებიც მქონდა. 10 წლისამ ქართულ ცეკვებზე დავიწყე სიარული. 13 წლისა ოჯახთან ერთად გერმანიაში გადმოვედი საცხოვრებლად. რადგან ცეკვა მიყვარდა, მაშინვე დავიწყე ცეკვაზე სიარული. უფრო თანამედროვე ცეკვებს ვეუფლებოდი, ფიტნესითაც დავინტერესდი. ორივე სფეროში იქაც წარმატებული აღმოვჩნდი - გერმანიის ჩემპიონატი მოვიგე და სულ მალე ცეკვისა და ფიტნესის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ასე გაგრძელდა ჩემი კარიერა. სკოლის მერე ამერიკაში წავედი. იქაც ცეკვას მივყვებოდი აქტიურად. რამდენიმე წლის წინ დავბრუნდი გერმანიაში, რადგან ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს და მიუნხენში გავხსენი ცეკვისა და ფიტნესის სკოლა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. ამ სკოლაში ვმუშაობ მწვრთნელად, მასწავლებლად და პარალელურად, ფიტნესმოდელი გახლავართ.

- რატომ დაგაინტერესა ბოდიბილდინგმა, რომელიც არც ისე ქალური სპორტია...

- იმიტომ დავიწყე ამ სპორტში ვარჯიში, რომ ფიტნესმოდელად ვმუშაობდი. ფიტნესმოდელს ძალიან დახვეწილი და ნავარჯიშევი, ლამაზი სხეული უნდა ჰქონდეს. ბოდიბილდინგში წლების წინ მარტო კუნთების ზომას აქცევდნენ ყურადღებას, დღესდღეობით კი ყველაზე დიდი ყურადღება ლამაზ ფორმებსა და პროპორციებს ექცევა და გამარჯვებებიც აქედან მოდის.

ამ სპორტში მომწონს ის, რომ ძლიერი ნერვები უნდა გქონდეს, რათა ამ ტანჯვას გაუძლო. პიროვნულად ავითარებს ადამიანს, გინდა თუ არა, თავს ებრძვი! უნდა აკონტროლო ყოველი მოქმედება, ყოველი გრამი - რას ჭამ და რას - არა.

- როგორ ახერხებ ამდენი საქმის შეთავსებას და როგორია შენი ერთი დღე?

- თუ რამეს სიყვარულით აკეთებ, ეს სამუშაო არ არის და არც გღლის. სიმართლე გითხრათ, მთელი დღე დაგეგმილი მაქვს. 6-7 საათზე ვიწყებ დღეს ვარჯიშით, მერე ბიუროს საქმეებს ვაკეთებ, შემდეგ - პერსონალურ კლიენტებს ვამზადებ, მეორედ ვვარჯიშობ. საღამოს ცეკვის სკოლაში ვარ. შინ დაბრუნებული ვამზადებ საჭმელს მეორე დღისთვის. როგორც ფოტო

მოდელი, სხვადასხვა დღეს ვმუშაობ და ყველაფერს ამის მიხედვით ვგეგმავ. შუაღამისას ვიძინებ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია