პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის ცენტრში 21 უსახური ჯიხური ჩაიდგა
ბათუმის ცენტრში 21 უსახური ჯიხური ჩაიდგა

ბა­თუ­მის ცენ­ტრში, "ჭა­ჭის თა­უ­ე­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის 21 უსა­ხუ­რი ჯი­ხუ­რი ჩა­იდ­გა. ჯი­ხუ­რე­ბი, სა­დაც ძი­რი­თა­დად, სამ­კა­უ­ლებ­სა და სუ­ვე­ნი­რებს ყი­დი­ან, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­მა თვით­ნე­ბუ­რად და­ამ­ზა­დეს და ბა­თუ­მის ცენ­ტრში სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე გა­ნა­თავ­სეს. ბა­თუ­მის მე­რი­ამ სა­ბა­გი­როს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ჯი­ხუ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "ჭა­ჭის თა­უ­ე­რის" გვერ­დით დად­გა.

მე­რი­ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი უსა­ხუ­რია და ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეს ამა­ხინ­ჯებს. ბა­თუ­მე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბა­თუ­მის მე­რი­ამ ჯი­ხუ­რე­ბი ან უნდა აი­ღოს, ან იერ­სა­ხე შე­უც­ვა­ლოს.

ჯი­ხუ­რე­ბის გა­და­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვეს ასე­ვე, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­მაც. მათ დღეს ქუ­თა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან აქ­ცია გა­ი­მარ­თეს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვეს. მო­ვაჭ­რე­ე­ბის თქმით, ბა­თუ­მის მე­რი­ამ ქა­ლაქ­ში სა­ბა­გი­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვაჭ­რო­ბა აუკ­რძა­ლა. მო­ვაჭ­რე­ებ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტეს შე­თა­ვა­ზე­ბულ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თზე და სა­ბა­გი­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა ბა­თუ­მის მე­რი­ამ. რო­გორც ბა­თუ­მის მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა თენ­გიზ მეს­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ჯი­ხუ­რე­ბი "ჭა­ჭის თა­უ­ე­რის" მიმ­დე­ბა­რედ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­თან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტრო­ტუ­ა­რებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი ჯი­ხუ­რე­ბი ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეს ამა­ხინ­ჯებ­და, ხოლო ტუ­რის­ტებს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში უშ­ლი­და ხელს. თენ­გიზ მეს­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, წელს სტუ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ ჯი­ხუ­რებს სხვა­დას­ხვა ფე­რად შე­ღე­ბა­ვენ, ხოლო მო­მა­ვალ წელს უსა­ხურ ჯი­ხუ­რებს მე­რია ჰო­ლან­დი­უ­რი ტი­პის ჯი­ხუ­რე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს:

"გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ჯი­ხუ­რე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო თა­ვი­დან­ვე უნე­ბარ­თვოდ. ბა­თუ­მის მე­რი­ის მიერ გა­მო­ყო­ფილ ად­გილ­ზე მოხ­და ამ ჯი­ხუ­რე­ბის გა­და­ტა­ნა გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­თან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ისი­ნი არ წა­ვიდ­ნენ წი­ნა­აღ­მდეგ­ნი გა­და­ტა­ნის გამო, რად­გან ეს ად­გი­ლი 200 მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი იმ ტე­რი­ტო­რი­ას­თან, სა­დაც ადრე ვაჭ­რობ­დნენ. გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტრო­ტუ­რა­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი ჯი­ხუ­რე­ბი იყო მი­უ­ღე­ბე­ლი, რად­გან იყო უსა­ხუ­რი და ასე­ვე დამ­სვე­ნებ­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში უშ­ლი­და ხელს. გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ მხო­ლოდ იმას, რომ ერ­თად რომ ვიქ­ნე­ბით ყვე­ლა­ნი, ვერ ვი­ვაჭ­რებ­თო. ვფიქ­რობ, ერ­თად რომ იქ­ნე­ბი­ან, კონ­კუ­რენ­ცი­აც იქ­ნე­ბა და მეტი ვაჭ­რო­ბაც. სტუ­დენ­ტებ­თან დას­რულ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა და მე­რი­ის სა­ღე­ბა­ვე­ბით შე­ი­ღე­ბე­ბა ეს ჯი­ხუ­რე­ბი. მომ­დევ­ნო წელს კი ჩა­ნაც­ვლდე­ბა ახა­ლი ჰო­ლან­დი­უ­რი ტი­პის ჯი­ხუ­რე­ბით ბა­თუ­მის იერ­სა­ხეს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ მეს­ხი­ძემ.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

ბათუმის ცენტრში 21 უსახური ჯიხური ჩაიდგა

ბათუმის ცენტრში 21 უსახური ჯიხური ჩაიდგა

ბათუმის ცენტრში, "ჭაჭის თაუერის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების 21 უსახური ჯიხური ჩაიდგა. ჯიხურები, სადაც ძირითადად, სამკაულებსა და სუვენირებს ყიდიან, გარემოვაჭრეებმა თვითნებურად დაამზადეს და ბათუმის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე განათავსეს. ბათუმის მერიამ საბაგიროს ტერიტორიასა და გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურები რამდენიმე დღის წინ, "ჭაჭის თაუერის" გვერდით დადგა.

მერიის ამ გადაწყვეტილებაზე ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ სავაჭრო ობიექტები უსახურია და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ბათუმელები აცხადებენ, რომ ბათუმის მერიამ ჯიხურები ან უნდა აიღოს, ან იერსახე შეუცვალოს.

ჯიხურების გადატანასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს ასევე, სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებმაც. მათ დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართეს და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. მოვაჭრეების თქმით, ბათუმის მერიამ ქალაქში საბაგიროს ტერიტორიაზე ვაჭრობა აუკრძალა. მოვაჭრეებმა უკმაყოფილება გამოხატეს შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე და საბაგიროს ტერიტორიაზე დაბრუნება მოითხოვეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა ბათუმის მერიამ. როგორც ბათუმის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ მესხიძემ განაცხადა, ჯიხურები "ჭაჭის თაუერის" მიმდებარედ გარემოვაჭრეებთან შეთანხმების საფუძველზე გადაიტანეს. მისივე განმარტებით, გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარებზე განლაგებული ჯიხურები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა, ხოლო ტურისტებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს. თენგიზ მესხიძის განმარტებით, წელს სტუდენტები აღნიშნულ ჯიხურებს სხვადასხვა ფერად შეღებავენ, ხოლო მომავალ წელს უსახურ ჯიხურებს მერია ჰოლანდიური ტიპის ჯიხურებით ჩაანაცვლებს:

"გოგებაშვილის ქუჩაზე ჯიხურები განთავსებული იყო თავიდანვე უნებართვოდ. ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე მოხდა ამ ჯიხურების გადატანა გარემოვაჭრეებთან შეთანხმების საფუძველზე. ისინი არ წავიდნენ წინააღმდეგნი გადატანის გამო, რადგან ეს ადგილი 200 მეტრითაა დაშორებული იმ ტერიტორიასთან, სადაც ადრე ვაჭრობდნენ. გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტურაზე განლაგებული ჯიხურები იყო მიუღებელი, რადგან იყო უსახური და ასევე დამსვენებლებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს. გარემოვაჭრეები აპროტესტებენ მხოლოდ იმას, რომ ერთად რომ ვიქნებით ყველანი, ვერ ვივაჭრებთო. ვფიქრობ, ერთად რომ იქნებიან, კონკურენციაც იქნება და მეტი ვაჭრობაც. სტუდენტებთან დასრულდა მოლაპარაკება და მერიის საღებავებით შეიღებება ეს ჯიხურები. მომდევნო წელს კი ჩანაცვლდება ახალი ჰოლანდიური ტიპის ჯიხურებით ბათუმის იერსახესთან შესაბამისობაში", - აღნიშნა თენგიზ მესხიძემ.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია