საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში პოლიტიკა საკმაოდ არეულია" - როგორ აფასებს ამერიკელი ექსპერტი ქართველ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას
"საქართველოში პოლიტიკა საკმაოდ არეულია" - როგორ აფასებს ამერიკელი ექსპერტი ქართველ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას

ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტი დე­ვიდ კრა­მე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის წას­ვლას და­დე­ბი­თად აფა­სებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აშ­ფო­თებს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

კრა­მე­რის შე­ფა­სე­ბით, "ერთი ძა­ლი­ან მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ქვე­ყა­ნას კუ­ლი­სე­ბი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტი­ტუ­ლის გა­რე­შე მარ­თავს."

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნას ჰყავს პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან ვერ რიგ­დე­ბი­ან. ამ ფონ­ზე, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ გარ­დაქ­მნა, გა­ნახ­ლე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

"პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გამ­ყა­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ პარ­ტი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­მა­ვალ­ზე და­ა­ფიქ­რა," - აცხა­დებს კრა­მე­რი.

მისი თქმით, ახლა უკვე პარ­ტი­ი­დან წა­სუ­ლი წევ­რე­ბი იმ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე იდ­გნენ "დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ თუ არა პარ­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და შიგ­ნი­დან ეცა­დათ მისი გარ­დაქ­მნა, თუ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ პარ­ტი­ი­დან და სის­ტე­მის ერ­თგვა­რი შო­კით ის გა­რე­დან შე­ეც­ვა­ლათ."

კრა­მერს მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არე­უ­ლია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. მისი აზ­რით, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კას სა­ჯა­როდ და­უბ­რუნ­დეს, რა­ზეც, მისი თქმით, თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს, არა­ერ­თი სა­უ­ბა­რი მო­ის­მი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კა საკ­მა­ოდ არე­უ­ლია. არე­უ­ლი პო­ლი­ტი­კა ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ნიშ­ნავს რა­ღა­ცა ნე­გა­ტი­ურს. ის პარ­ტი­ებს ხში­რად მკვეთ­რი გზავ­ნი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ, ეფექ­ტუ­რო­ბის­კენ, მმარ­თვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­კენ უბიძ­გებს. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ახ­ლა­ხან დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან. ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის როლი მა­ღელ­ვებს. არ მგო­ნია, რომ ეს ჯან­სა­ღი მიდ­გო­მა იყოს. თუ მას ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სურს, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ჩრდი­ლი­დან გა­მო­ვი­დეს და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ჯა­როდ იკის­როს. ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ ეს ასეც მოხ­დე­ბა, უკვე იყო", - აცხა­დებს კრა­მე­რი.

კრა­მერს მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სიმ­რავ­ლე სა­ჭი­რო არ არის და უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და თუ ისი­ნი კონ­კრე­ტუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ. ამით ამომ­რჩე­ვე­ლი პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას შეძ­ლებს. ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას კრა­მე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბა­საც უკავ­ში­რებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს არ სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა. არ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი უნდა შე­იც­ვა­ლოს, გა­ნახ­ლდეს და გარ­და­იქ­მნას იმის­თვის, რომ მათ ამომ­რჩევ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი უკე­თე­სად და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ. ჩემი აზ­რით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ ხანს იყო. ის, რომ ისი­ნი და­მარ­ცხდნენ, ქარ­თველ ხალ­ხზე ძა­ლი­ან კარ­გად მე­ტყვე­ლებს. ქარ­თვე­ლებს არ სურთ ერთი და იგი­ვე ლი­დე­რე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე რო­გორც ეს რუ­სეთ­ში, ან რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამომ­რჩე­ველ­მა "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­კის­რა, გა­და­წყვი­ტა, რომ ცვლი­ლე­ბის დრო მო­ვი­და და ისი­ნი აღარ აირ­ჩია. ეს ძა­ლი­ან ბევ­რს მე­ტყვე­ლებს ქარ­თვე­ლებ­ზე. თუმ­ცა, ხდე­ბა ისეც, რომ ცვლი­ლე­ბა ყო­ველ­თვის ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ხალ­ხის მო­ლო­დინს. ლი­დე­რე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მას ყო­ველ­თვის შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა. ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ახლა სწო­რედ ამ შე­დე­გებს აც­ნო­ბი­ე­რებს", - აცხა­დებს კრა­მე­რი.

კრა­მერს მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­რის­ზე მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა. იმის ნაც­ვლად, რომ პო­ლი­ტი­კურ სპექტრს ახა­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი შე­ე­მა­ტოს.

მისი თქმით, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ პარ­ტი­ე­ბი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გარ­შე­მო კო­ა­ლი­ცი­ე­ბის ან სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის სა­ხით გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

"სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს და ყვე­ლამ იცის, რას აპი­რებს მისი ოპო­ნენ­ტი. ამ ეტაპ­ზე, პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია. იმე­დი მაქვს, რომ ენმ-დან ერთი ჯგუ­ფის გა­მო­ყო­ფით ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და არა და­ყო­ფის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა. თუ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა, მა­შინ ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა. კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბე­ბი ზოგ ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად მუ­შა­ობს, ზოგ­ში - ნაკ­ლე­ბად. ბევ­რი პარ­ტი­ის ქონა ამომ­რჩევ­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი არ არის. იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლო­ში პარ­ტი­ე­ბი არ და­ი­ყო­ფა და ახა­ლი ძა­ლე­ბის შექ­მნის ბევ­რი ძა­ლის­ხმე­ვა არ იქ­ნე­ბა. ასე­ვე იმე­დი მაქვს, რომ ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბა, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტი­ტუ­ლით პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­შიც ასე იქ­ნე­ბი­ან და სხვე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ექ­ცე­ვი­ან", - აცხა­დებს კრა­მე­რი.

"საქართველოში პოლიტიკა საკმაოდ არეულია" - როგორ აფასებს ამერიკელი ექსპერტი ქართველ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას

"საქართველოში პოლიტიკა საკმაოდ არეულია" - როგორ აფასებს ამერიკელი ექსპერტი ქართველ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას

ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრამერი "ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე ადამიანის წასვლას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა აშფოთებს. ამის შესახებ ნათქვამია "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

კრამერის შეფასებით, "ერთი ძალიან მდიდარი ადამიანი ქვეყანას კულისებიდან ოფიციალური ტიტულის გარეშე მართავს."

მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც ერთმანეთთან ვერ რიგდებიან. ამ ფონზე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში დამარცხების შემდეგ გარდაქმნა, განახლება და მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება ვერ მოახერხა.

"პოლიტიკური ძალის გამყარების ნაკლებობამ პარტიის ზოგიერთი წევრი "ნაციონალური მოძრაობის" მომავალზე დააფიქრა," - აცხადებს კრამერი.

მისი თქმით, ახლა უკვე პარტიიდან წასული წევრები იმ არჩევანის წინაშე იდგნენ "დარჩენილიყვნენ თუ არა პარტიის შემადგენლობაში და შიგნიდან ეცადათ მისი გარდაქმნა, თუ გამოსულიყვნენ პარტიიდან და სისტემის ერთგვარი შოკით ის გარედან შეეცვალათ."

კრამერს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა არეულია და ბიძინა ივანიშვილი მთავრობაზე დიდ გავლენას ახდენს. მისი აზრით, უკეთესი იქნება ივანიშვილი პოლიტიკას საჯაროდ დაუბრუნდეს, რაზეც, მისი თქმით, თბილისში ყოფნის დროს, არაერთი საუბარი მოისმინა.

"საქართველოში პოლიტიკა საკმაოდ არეულია. არეული პოლიტიკა ავტომატურად არ ნიშნავს რაღაცა ნეგატიურს. ის პარტიებს ხშირად მკვეთრი გზავნილების ჩამოყალიბებისკენ, ეფექტურობისკენ, მმართველობის გაუმჯობესებისა და დანაპირების შესრულებისკენ უბიძგებს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ახლახან დავბრუნდი საქართველოდან. ყოფილი პრემიერ-მინისტრის როლი მაღელვებს. არ მგონია, რომ ეს ჯანსაღი მიდგომა იყოს. თუ მას ამ როლის შესრულების გაგრძელება სურს, უკეთესი იქნებოდა ჩრდილიდან გამოვიდეს და ანგარიშვალდებულება საჯაროდ იკისროს. ჩემი საქართველოში ყოფნის დროს იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ასეც მოხდება, უკვე იყო", - აცხადებს კრამერი.

კრამერს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების სიმრავლე საჭირო არ არის და უკეთესი იქნებოდა თუ ისინი კონკრეტული იდეოლოგიური პრინციპების გარშემო გაერთიანდებოდნენ. ამით ამომრჩეველი პოლიტიკურ ძალებზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებას შეძლებს. ანგარიშვალდებულებას კრამერი "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხებასაც უკავშირებს.

"საქართველოს არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების რაოდენობის გაზრდა. არსებული პარტიები უნდა შეიცვალოს, განახლდეს და გარდაიქმნას იმისთვის, რომ მათ ამომრჩევლის საჭიროებები უკეთესად დააკმაყოფილონ. ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ძალიან დიდ ხანს იყო. ის, რომ ისინი დამარცხდნენ, ქართველ ხალხზე ძალიან კარგად მეტყველებს. ქართველებს არ სურთ ერთი და იგივე ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში, ისე როგორც ეს რუსეთში, ან რეგიონის სხვა ქვეყნებში ხდება. საქართველოში ამომრჩეველმა "ნაცმოძრაობას" ანგარიშვალდებულება დააკისრა, გადაწყვიტა, რომ ცვლილების დრო მოვიდა და ისინი აღარ აირჩია. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს ქართველებზე. თუმცა, ხდება ისეც, რომ ცვლილება ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს ხალხის მოლოდინს. ლიდერებისთვის ხმის მიცემას ყოველთვის შედეგი მოჰყვება. ქართველი ამომრჩეველი ახლა სწორედ ამ შედეგებს აცნობიერებს", - აცხადებს კრამერი.

კრამერს მიაჩნია, რომ საქართველოში საკმარისზე მეტი პოლიტიკური ძალაა. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ სპექტრს ახალი მოთამაშეები შეემატოს.

მისი თქმით, უკეთესი იქნება თუ პარტიები საერთო ღირებულებების გარშემო კოალიციების ან სხვა პოლიტიკური კავშირების სახით გაერთიანდებიან.

"საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ იცის, რას აპირებს მისი ოპონენტი. ამ ეტაპზე, პროგნოზების გაკეთება რთულია. იმედი მაქვს, რომ ენმ-დან ერთი ჯგუფის გამოყოფით ქვეყანაში პოლიტიკური გაერთიანების და არა დაყოფის პროცესი დაიწყება. თუ ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, მაშინ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის შემცირება ბუნებრივად ხდება. კოალიციური მთავრობები ზოგ ქვეყანაში კარგად მუშაობს, ზოგში - ნაკლებად. ბევრი პარტიის ქონა ამომრჩევლისთვის საუკეთესო ვარიანტი არ არის. იმედია, საქართველოში პარტიები არ დაიყოფა და ახალი ძალების შექმნის ბევრი ძალისხმევა არ იქნება. ასევე იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში იქნება გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ის ადამიანები, რომლებიც ტიტულით პარტიის ხელმძღვანელები არიან, სინამდვილეშიც ასე იქნებიან და სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცევიან", - აცხადებს კრამერი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."