ამერიკელი ბრაიან ტრეისი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Brian Tracy International-ის პრეზიდენტი და დამფუძნებელია, რომელსაც მსოფლიოს 31 ქვეყანაში აქვს ფილიალი.
მარკეტინგში, ეკონომიკაში, მენეჯმენტსა და ფსიქოლოგიაში ჩატარებული 25-წლიანი კვლევის შედეგად, ბრაიან თრეისი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტია ბიზნესის წარმატებით მართვასა და პირადი განვითარების საკითხში. ის ისეთ სახელოვან კომპანიებსა და ბრენდებს უწევს კონსულტაციებს, როგორებიც BMW, IBM, Hayatt Hotels, Ritz Carlton, Toyota, Nissan, Mercedes Benz, Bank of America, Ernst & Young-ი და სხვა ცნობილი მსოფლიო ბრენდებია.
კარიერის განმავლობაში, ბრაიან თრეისიმ 4 500-ზე მეტი სემინარი გამართა მსოფლიოს 500-ზე მეტი კომპანიისთვის, ყოველწლიურად კი მის ლექციებსა და ტრენინგებს 350 ათასი ადამიანი ესწრება. ბრაიან თრეისი ავტორია ისეთი ბესტსელერების, როგორებიცაა "ჩვევები მილიონ დოლარად", "მაქსიმალური წარმატება", "მართე შენი დრო და გაიორმაგე შედეგები" და სხვა. მისი წიგნები თარგმნილია 20 ენაზე.
გთავაზობთ ბრაიან ტრეისის რჩევებს - მილიონერების წარმატების 21 საიდუმლო
1. იოცნებეთ დიდი მასშტაბებით
2. გამოიმუშავეთ წინსვლის მიმართულების მკაფიო შეგრძნება
3. ჩათვალეთ, რომ მუშაობთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის