მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაჰ აბასის ქართველი ქალები - ზოგი რამ, რაც ისტორიის წიგნში არ წერია...
შაჰ აბასის ქართველი ქალები - ზოგი რამ, რაც ისტორიის წიგნში არ წერია...

ირა­ნის პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელ­ზე არა­სო­დეს მოღ­ვა­წე­ობ­და იმ­დე­ნი ქარ­თვე­ლი, რამ­დე­ნიც შაჰ აბას პირ­ვე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ხა­ნა­ში. მათ შო­რის ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბიც.

აღ­მო­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში ჰა­რამ­ხა­ნა ერ­ქვა სახ­ლს, რო­მელ­შიც ოჯა­ხის უფ­რო­სი თა­ვის ქა­ლებ­თან, შვი­ლებ­თან და მო­ნებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ჰა­რამ­ხა­ნას და­სა­ჭუ­რი­სე­ბუ­ლი მო­ნე­ბი იცავ­დნენ.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, შაჰ აბას პირ­ვე­ლის ჰა­რამ­ხა­ნა­ში ხუ­თა­სამ­დე ქალი ბი­ნად­რობ­და. უმ­რავ­ლე­სო­ბა კავ­კა­სი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, ამ კავ­კა­სი­ელ ლა­მაზ­მან­თა შო­რის კი ქარ­თვე­ლე­ბი ჭარ­ბობ­დნენ.

ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი, ისე­ვე, რო­გორც შირ­ვა­ნი­სა და სომ­ხე­თის მე­ფე­ე­ბი, შაჰს ყო­ველ წელს უგ­ზავ­ნიდ­ნენ ქარ­თველ, სო­მეხ და ჩერ­ქეზ ქა­ლებს, რო­მელ­თა­გან 3-4 მე­ფუ­რი შთა­მო­მავ­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შა­ჰის კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლე ხდე­ბო­და. და­ნარ­ჩენ რჩე­უ­ლებს ჰა­რამ­ხა­ნა­ში ტო­ვებ­და, ნა­წილს კი თა­ვის სარ­დლებს უგ­ზავ­ნი­და.

ქარ­თველ ქა­ლებს ირან­ში ძა­ლი­ან აფა­სებ­დნენ. ისი­ნი მოს­წონ­დათ რო­გორც გა­რეგ­ნო­ბით, ასე­ვე ჭკუ­ით, სი­დარ­ბა­ის­ლით და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლო­ბით. უნდა ით­ქვას, რომ ქარ­თვე­ლი ქა­ლის ცო­ლად ყოლა დიდ პა­ტი­ვად ით­ვლე­ბო­და.

ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის­თვის მძი­მე იყო მუს­ლი­მურ გა­რე­მოც­ვა­ში, მით უმე­ტეს ჰა­რამ­ხა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ცდი­ლობ­და მა­ლუ­ლად შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ქრის­ტი­ა­ნო­ბა და ქარ­თუ­ლი ადათ-წე­სე­ბი. ერთხელ, შაჰ მირ­ზა ავად გამ­ხდა­რა. მის მე­უღ­ლეს, კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრეს ასულს ჯვა­რი უჩ­ვე­ნე­ბია და უთ­ქვამს: თუ მფარ­ვე­ლო­ბას სთხოვ, გა­ნი­კურ­ნე­ბიო. შაჰ-მირ­ზას ჯვრის­თვის თაყ­ვა­ნი უცია და იმ­წამ­სვე გა­ნი­კურ­ნა.

შაჰ აბა­სის ცოლი იყო ლუ­არ­საბ ქარ­თლის მე­ფის და ელე­ნე, რო­მე­ლიც 1623 წელს შაჰ­მა კა­ხე­თის მმარ­თველ ფე­ი­ქარ-ხანს და­უთ­მო, რად­გან ში­შობ­და, რომ მის მიერ მე­ფის ვე­რა­გუ­ლად მოკ­ვლის გამო დას შური არ ეძია.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი იუ­წყე­ბა, რომ შაჰი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიყ­ვა­რულს ავ­ლენ­და ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლის, თა­მა­რის მი­მართ. ეს ულა­მა­ზე­სი ქალი ან­დუ­ყა­ფარ ამი­ლახ­ვა­რის და ყო­ფი­ლა. რო­გორც ჩანს, თა­მა­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იც­ნობ­და შა­ჰის ხა­სი­ათს და მას­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და. როცა შაჰი და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და ხა­სი­ა­თიც წამ­ხდა­რი ჰქონ­და, მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლის გარ­და. ეს ქალი ან­დუ­ყა­ფარ გურ­ჯის, კა­ხე­თის ვა­ლის ალექ­სან­დრეს ნა­თე­სა­ვი იყო.

თა­მა­რის გარ­და, იყო კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც შა­ჰის კარ­ზე დიდი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და. ეს ქალი ზე­ი­ნაბ ბე­გუ­მი გახ­ლდათ, იგი­ვე ანა­ხა­ნუ­მი. ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, შაჰ თა­მა­ზის ასუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. შაჰ აბა­სი ამ ქალს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს სცემ­და. ხში­რად რჩე­ვა­საც ეკი­თხე­ბო­და. ბევრ ისეთ ლხინ­სა და ზე­იმს ას­წრებ­და, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ლაშ­ქრო­ბებ­შიც თან მიჰ­ყავ­და. ანა­ხა­ნუ­მი დიდი ინ­ტე­ლექ­ტის პატ­რო­ნი ყო­ფი­ლა.

ცნო­ბი­ლია, რომ შაჰ აბას­მა ქარ­თუ­ლი ენა ბავ­შვო­ბა­ში ის­წავ­ლა. სწო­რედ მა­შინ, როცა ჰა­რამ­ხა­ნა­ში იზ­რდე­ბო­და და ქარ­თუ­ლი ენა ხში­რად ეს­მო­და. შემ­დგომ ირა­ნის მბრძა­ნე­ბე­ლი ამ ენას სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ იყე­ნებ­და.

სი­ახ­ლეს არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გეს, რომ შაჰ-აბა­სი სას­ტი­კი და და­უნ­დო­ბე­ლი იყო. მარ­თა­ლია, წყა­რო­ებ­ში ხში­რად არის ნახ­სე­ნე­ბი შა­ჰის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის მი­მართ, ხში­რად მის სიყ­ვა­რულ­სა და კე­თილ­გან­წყო­ბას ათა­სი მი­ზე­ზი ჰქონ­და. დამ­პყრო­ბე­ლი შაჰი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­თარ შვი­ლებ­საც კი არ და­ინ­დობ­და.

ირან-ოს­მა­ლე­თის ზა­ვის შემ­დეგ შაჰ-აბას­მა ქარ­თვე­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მკვეთ­რად შეც­ვა­ლა. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ ირა­ნის ჯა­რის ქარ­თვე­ლი სარ­და­ლი ალა­ვერ­დი-ხან უნ­დი­ლა­ძე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. შაჰი სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­ლაშ­ქრად თა­ვის სიყ­ვა­რულს, ლუ­არ­საბ მე­ფის დას, ხო­რე­შანს გა­მო­ი­ყე­ნებს.

დაქვრი­ვე­ბულ­მა კა­ხე­თის მეფე თე­ი­მუ­რაზ პირ­ველ­მა გა­და­წყვი­ტა, ლუ­არ­საბ მე­ფის და ხო­რე­შა­ნი ცო­ლად შე­ერ­თო. მათ შო­რის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ­სე­ბობ­და და ამ ქორ­წი­ნე­ბას ეკ­ლე­სი­ის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბო­და. თე­ი­მუ­რაზს კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის­თვის თა­ვად მი­უ­მარ­თავს. ცხა­დია, ამ ქორ­წი­ნე­ბას უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. შა­ჰის­თვის ეს ქორ­წი­ნე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მას უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს აოხ­რე­ბა. ცბი­ერ­მა შაჰ­მა ყვე­ლა და­არ­წმუნ­და, რომ ხო­რე­შა­ნი თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და და ლუ­არ­საბს მისი დის ხელი სთხო­ვა, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო, ხო­რე­შა­ნი უკვე და­ნიშ­ნუ­ლია კა­ხე­თის მეფე თე­ი­მუ­რაზ­ზეო. ამ ამ­ბავს შაჰი გა­ნუ­რის­ხე­ბია. ელჩი მი­უგ­ზავ­ნია, ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლით ხო­რე­შა­ნი ირან­ში ჩა­ეყ­ვა­ნა. ირან­ში კი ლექ­სებს თხზავ­დნენ მათ სიყ­ვა­რულ­ზე. ცბი­ე­რი შა­ჰის სიყ­ვა­რულს სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ უჯე­რებ­და. სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად კა­ხე­თის მეფე თე­ი­მუ­რაზ­მა უდი­დე­სი მსხვერ­პლი გა­ი­ღო. სა­კუ­თა­რი დედა ქე­თე­ვა­ნი და ორი ვაჟი შა­ჰის კარ­ზე გაგ­ზავ­ნა, მაგ­რამ ამით ვერ შეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა. შაჰს მტკი­ცედ ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის აოხ­რე­ბა.

მო­ამ­ზა­და თიკო გუ­რაშ­ვილ­მა

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა

შაჰ აბასის ქართველი ქალები - ზოგი რამ, რაც ისტორიის წიგნში არ წერია...

შაჰ აბასის ქართველი ქალები - ზოგი რამ, რაც ისტორიის წიგნში არ წერია...

ირანის პოლიტიკურ სარბიელზე არასოდეს მოღვაწეობდა იმდენი ქართველი, რამდენიც შაჰ აბას პირველის მმართველობის ხანაში. მათ შორის ქართველი ქალებიც.

აღმოსავლურ ქვეყნებში ჰარამხანა ერქვა სახლს, რომელშიც ოჯახის უფროსი თავის ქალებთან, შვილებთან და მონებთან ერთად ცხოვრობდა. ჰარამხანას დასაჭურისებული მონები იცავდნენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, შაჰ აბას პირველის ჰარამხანაში ხუთასამდე ქალი ბინადრობდა. უმრავლესობა კავკასიელები იყვნენ, ამ კავკასიელ ლამაზმანთა შორის კი ქართველები ჭარბობდნენ.

ქართველი მეფეები, ისევე, როგორც შირვანისა და სომხეთის მეფეები, შაჰს ყოველ წელს უგზავნიდნენ ქართველ, სომეხ და ჩერქეზ ქალებს, რომელთაგან 3-4 მეფური შთამომავლობის წარმომადგენელი შაჰის კანონიერი მეუღლე ხდებოდა. დანარჩენ რჩეულებს ჰარამხანაში ტოვებდა, ნაწილს კი თავის სარდლებს უგზავნიდა.

ქართველ ქალებს ირანში ძალიან აფასებდნენ. ისინი მოსწონდათ როგორც გარეგნობით, ასევე ჭკუით, სიდარბაისლით და მოკრძალებულობით. უნდა ითქვას, რომ ქართველი ქალის ცოლად ყოლა დიდ პატივად ითვლებოდა.

ქართველი ქალებისთვის მძიმე იყო მუსლიმურ გარემოცვაში, მით უმეტეს ჰარამხანაში ცხოვრება. მათი უმრავლესობა ცდილობდა მალულად შეენარჩუნებინა ქრისტიანობა და ქართული ადათ-წესები. ერთხელ, შაჰ მირზა ავად გამხდარა. მის მეუღლეს, კახეთის მეფე ალექსანდრეს ასულს ჯვარი უჩვენებია და უთქვამს: თუ მფარველობას სთხოვ, განიკურნებიო. შაჰ-მირზას ჯვრისთვის თაყვანი უცია და იმწამსვე განიკურნა.

შაჰ აბასის ცოლი იყო ლუარსაბ ქართლის მეფის და ელენე, რომელიც 1623 წელს შაჰმა კახეთის მმართველ ფეიქარ-ხანს დაუთმო, რადგან შიშობდა, რომ მის მიერ მეფის ვერაგულად მოკვლის გამო დას შური არ ეძია.

ისტორიული წყაროები იუწყება, რომ შაჰი განსაკუთრებულ სიყვარულს ავლენდა ქართველი მეუღლის, თამარის მიმართ. ეს ულამაზესი ქალი ანდუყაფარ ამილახვარის და ყოფილა. როგორც ჩანს, თამარი შესანიშნავად იცნობდა შაჰის ხასიათს და მასზე დიდ გავლენას ახდენდა. როცა შაჰი დადარდიანებული იყო და ხასიათიც წამხდარი ჰქონდა, მასთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა ქართველი კანონიერი მეუღლის გარდა. ეს ქალი ანდუყაფარ გურჯის, კახეთის ვალის ალექსანდრეს ნათესავი იყო.

თამარის გარდა, იყო კიდევ ერთი ქართველი ქალი, რომელიც შაჰის კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა. ეს ქალი ზეინაბ ბეგუმი გახლდათ, იგივე ანახანუმი. ის, სავარაუდოდ, შაჰ თამაზის ასული უნდა ყოფილიყო. შაჰ აბასი ამ ქალს განსაკუთრებულ პატივს სცემდა. ხშირად რჩევასაც ეკითხებოდა. ბევრ ისეთ ლხინსა და ზეიმს ასწრებდა, რომელზეც მხოლოდ მამაკაცები იკრიბებოდნენ და ლაშქრობებშიც თან მიჰყავდა. ანახანუმი დიდი ინტელექტის პატრონი ყოფილა.

ცნობილია, რომ შაჰ აბასმა ქართული ენა ბავშვობაში ისწავლა. სწორედ მაშინ, როცა ჰარამხანაში იზრდებოდა და ქართული ენა ხშირად ესმოდა. შემდგომ ირანის მბრძანებელი ამ ენას საჭიროებისამებრ იყენებდა.

სიახლეს არავისთვის წარმოადგეს, რომ შაჰ-აბასი სასტიკი და დაუნდობელი იყო. მართალია, წყაროებში ხშირად არის ნახსენები შაჰის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ქალების მიმართ, ხშირად მის სიყვარულსა და კეთილგანწყობას ათასი მიზეზი ჰქონდა. დამპყრობელი შაჰი საჭიროების შემთხვევაში საკუთარ შვილებსაც კი არ დაინდობდა.

ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ შაჰ-აბასმა ქართველებისა და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა. ამას ისიც დაემატა, რომ ირანის ჯარის ქართველი სარდალი ალავერდი-ხან უნდილაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. შაჰი საქართველოს დასალაშქრად თავის სიყვარულს, ლუარსაბ მეფის დას, ხორეშანს გამოიყენებს.

დაქვრივებულმა კახეთის მეფე თეიმურაზ პირველმა გადაწყვიტა, ლუარსაბ მეფის და ხორეშანი ცოლად შეერთო. მათ შორის ნათესაური კავშირი არსებობდა და ამ ქორწინებას ეკლესიის თანხმობა სჭირდებოდა. თეიმურაზს კათალიკოს პატრიარქისთვის თავად მიუმართავს. ცხადია, ამ ქორწინებას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. შაჰისთვის ეს ქორწინება მიუღებელი აღმოჩნდა. მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს აოხრება. ცბიერმა შაჰმა ყველა დაარწმუნდა, რომ ხორეშანი თავდავიწყებით უყვარდა და ლუარსაბს მისი დის ხელი სთხოვა, თუმცა უარი მიიღო, ხორეშანი უკვე დანიშნულია კახეთის მეფე თეიმურაზზეო. ამ ამბავს შაჰი განურისხებია. ელჩი მიუგზავნია, ნებისმიერი ძალით ხორეშანი ირანში ჩაეყვანა. ირანში კი ლექსებს თხზავდნენ მათ სიყვარულზე. ცბიერი შაჰის სიყვარულს საქართველოში არავინ უჯერებდა. საქართველოს გადასარჩენად კახეთის მეფე თეიმურაზმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო. საკუთარი დედა ქეთევანი და ორი ვაჟი შაჰის კარზე გაგზავნა, მაგრამ ამით ვერ შეძლო საქართველოს გადარჩენა. შაჰს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ჩვენი ქვეყნის აოხრება.

მოამზადა თიკო გურაშვილმა

გამოყენებული მასალა

ხმაური ცესკოში - დაპირისპირება თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის მოხდა

"ნუ ვიტყვით ვინ არის დამნაშავე და ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა" - რატომ დგას სწრაფი ტესტის მოლოდინში გრძელი რიგები და რას ამბობენ ექიმები კორონავირუსით რეინფიცირებაზე

"რემდისივირი საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ აფთიაქებში არ გაიყიდება" - ამირან გამყრელიძე