მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში გველების 11 სახეობა დაფიქსირდა - როგორ მოვიქცეთ და ვის მივმართოთ, თუ ქვეწარმავალს წავაწყდით
თბილისში გველების 11 სახეობა დაფიქსირდა - როგორ მოვიქცეთ და ვის მივმართოთ, თუ ქვეწარმავალს წავაწყდით

ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად, თბი­ლის­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან გვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძა­ხე­ბამ იმა­ტა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, მა­ი­სის თვე­ში გველ­თან და­კავ­ში­რე­ბით 109 გა­მო­ძა­ხე­ბაა, აპ­რი­ლის თვე­ში კი, მხო­ლოდ 5 გა­მო­ძა­ხე­ბა იყო.

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის, თე­ი­მუ­რაზ ფხა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­წარ­მავ­ლის და­ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­უ­ყოვ­ნე­ლივ უნდა და­უ­კავ­შირ­დნენ 112-ს. ფხა­ლა­ძის თქმით, ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს გველ­დამ­ჭერ­თა მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. გვე­ლე­ბის მხრი­დან ადა­მი­ა­ნის დაკ­ბე­ნის ფაქ­ტი ამ დრო­ის­თვის არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა თბი­ლი­სის ყვე­ლა უბ­ნი­დან, მათ შო­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი­დან და ძვე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან.

ამ დრო­ის­თვის, შემ­დე­გი სა­ხე­ო­ბის გვე­ლე­ბი არი­ან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლე­ბი: გველ­ხო­კე­რა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ან­კა­რა, წყლის ან­კა­რა, წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვი და აგ­რე­სი­უ­ლი ნა­ირ­ფე­რი მცუ­რა­ვი, ამი­ერ­კავ­კა­სი­უ­რი მცუ­რა­ვი, ოთხზო­ლი­ა­ნი მცუ­რა­ვი, ეი­რე­მი­სი, გველბ­რუ­ცა, კა­ტის­თვა­ლა გვე­ლი და ცენ­გოს ფერი მცუ­რა­ვი. ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, მათ შო­რის შხა­მი­ა­ნი არც ერთი არ არის.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ადა­მი­ა­ნის მჭა­მე­ლი გი­გან­ტუ­რი გვე­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

თბილისში გველების 11 სახეობა დაფიქსირდა - როგორ მოვიქცეთ და ვის მივმართოთ, თუ ქვეწარმავალს წავაწყდით

თბილისში გველების 11 სახეობა დაფიქსირდა - როგორ მოვიქცეთ და ვის მივმართოთ, თუ ქვეწარმავალს წავაწყდით

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, თბილისში მოქალაქეების მხრიდან გველებთან დაკავშირებით გამოძახებამ იმატა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან აცნობეს, მაისის თვეში გველთან დაკავშირებით 109 გამოძახებაა, აპრილის თვეში კი, მხოლოდ 5 გამოძახება იყო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, თეიმურაზ ფხალაძის განცხადებით, ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში მოქალაქეები დაუყოვნელივ უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. ფხალაძის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გველების მხრიდან ადამიანის დაკბენის ფაქტი ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გამოძახებები ფიქსირდება თბილისის ყველა უბნიდან, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსებიდან და ძველი საცხოვრებელი სახლებიდან.

ამ დროისთვის, შემდეგი სახეობის გველები არიან დაფიქსირებულები: გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა მცურავი და აგრესიული ნაირფერი მცურავი, ამიერკავკასიური მცურავი, ოთხზოლიანი მცურავი, ეირემისი, გველბრუცა, კატისთვალა გველი და ცენგოს ფერი მცურავი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განმარტებით, მათ შორის შხამიანი არც ერთი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ| ადამიანის მჭამელი გიგანტური გველები

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს

"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო