მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დასახელდა
ნატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დასახელდა

ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენგბერ­გმა ვა­შინგტონ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო და სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნატო-ს შო­რის არ­სე­ბულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, ალი­ანსს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ძა­ლი­ან ახლო პარტნი­ო­რო­ბა აქვს. "ამ ეტაპ­ზე ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ძი­რი­თად პა­კეტს, რაც ჩვენს შო­რის პარტნი­ო­რო­ბას კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს. ასე­ვე ვართ სას­წავ­ლო ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ასე­ვე ვეხ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, რაც კარ­გია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, არა­მედ მთე­ლი რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის", -გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტი გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ ალი­ან­სი მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა, თუმ­ცა ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის შემ­დეგ ეტაპ­ზე მან პრი­ო­რი­ტე­ტულ ქვე­ყა­ნად მონ­ტე­ნეგ­რო და­ა­სა­ხე­ლა. "რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, იმა­ზე მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი რაც აქამ­დე უამ­რავ­ჯერ თქმუ­ლა. მე ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტს ვეს­წე­რე­ბო­დი 2008 წელს, როცა ალი­ან­სმა სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მე­ო­რე­ბა უწყვე­ტად ხდე­ბა. ბო­ლოს ის უკა­ნას­კნელ სა­მიტ­ზე უელსშიც გა­ვი­მე­ო­რეთ. თუმ­ცა, ბოლო სა­მიტ­ზე ისიც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ პირ­ველ რიგ­ში მონ­ტე­ნეგ­როს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, წლის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

სტოლ­ტენ­ბერ­გის თქმით, ის აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ს ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა, რომ ალი­ანსსა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მე­ტად უნდა გან­ვი­თარ­დეს. სტოლ­ნენ­ბერ­გმა ალი­ან­სის რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და თქვა, რომ მოს­კოვ­მა პა­ტი­ვი უნდა სცეს მე­ზობ­ლე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს.

"ჩვენ რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცია არ გვინ­და. ასე­ვე არ გვსურს რუ­სე­თის იზო­ლი­რე­ბა. ჩვენ რუ­სეთ­თან კონ­სტუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვინ­და. ეს ხელს შე­უ­წყობს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ უსაფრ­თხო­ე­ბას. მაგ­რამ რუ­სე­თი შე­იც­ვა­ლა და ჩვენ ცვლი­ლე­ბას ფეხი უნდა ავუ­ბათ. ამ პრო­ცეს­ში ჩვენ არ შე­ვიც­ვლე­ბით და ჩვე­ნი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვას გა­ვაგ­რძე­ლებთ.

ალი­ან­სი გა­აგ­რძე­ლებს პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ამ მიზ­ნით, ვეხ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვას და უკ­რა­ი­ნას რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბი­სა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ცეს­ში. ეს ქვეყ­ნე­ბი არ წარ­მო­ად­გე­ნენ ბუ­ფე­რულ ზო­ნას. ისი­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი გზის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა აქვთ. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ მათ დახ­მა­რე­ბას - რაც უფრო სტა­ბი­ლუ­რია ჩვენს გარ­შე­მო სა­მე­ზობ­ლო, მით უფრო და­ცუ­ლე­ბი ვართ ჩვენ",- გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

"გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ვი­ზი­ტი ვა­შინგტონ­ში ორი ფაქ­ტო­რის გამო იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვა­შინგტონ­ში ვი­ზი­ტის დროს პრე­ზი­დენტ ობა­მა­სა და სტოლ­ტენ­ბერგს შო­რის ვი­ზი­ტი არ შედ­გა, რა­მაც ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ მკაც­რი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია. ამ ვი­ზიტ­ზე შეხ­ვედ­რა შედ­გა. მე­ო­რე ფაქ­ტო­რი სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბა იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ნა­ტოს ნერ­ბის­მი­ერ წევ­რზე კი­ბერ თავ­დას­ხმას ალი­ან­სის მიერ მე­ხუ­თე მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბა მოჰ­ყვე­ბა", - წერს "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

ნატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დასახელდა

ნატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დასახელდა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგბერგმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებულ პარტნიორობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსს საქართველოსთან ძალიან ახლო პარტნიორობა აქვს. "ამ ეტაპზე ვახორციელებთ ძირითად პაკეტს, რაც ჩვენს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს. ასევე ვართ სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში, რაც კარგია არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის", -განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და თქვა, რომ ალიანსი მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება, თუმცა ნატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე მან პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დაასახელა. "როდესაც საქმე ეხება ალიანსში გაწევრიანებას, იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი რაც აქამდე უამრავჯერ თქმულა. მე ბუქარესტის სამიტს ვესწერებოდი 2008 წელს, როცა ალიანსმა საქართველოზე გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების გამეორება უწყვეტად ხდება. ბოლოს ის უკანასკნელ სამიტზე უელსშიც გავიმეორეთ. თუმცა, ბოლო სამიტზე ისიც გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში მონტენეგროს გაწევრიანების საკითხი იქნება განხილული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ის აფასებს საქართველოს ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უფრო მეტად უნდა განვითარდეს. სტოლნენბერგმა ალიანსის რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვმა პატივი უნდა სცეს მეზობლების სუვერენიტეტს.

"ჩვენ რუსეთთან კონფრონტაცია არ გვინდა. ასევე არ გვსურს რუსეთის იზოლირება. ჩვენ რუსეთთან კონსტუქციული ურთიერთობა გვინდა. ეს ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მაგრამ რუსეთი შეიცვალა და ჩვენ ცვლილებას ფეხი უნდა ავუბათ. ამ პროცესში ჩვენ არ შევიცვლებით და ჩვენი პრინციპების დაცვას გავაგრძელებთ.

ალიანსი გააგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. ამ მიზნით, ვეხმარებით საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას რეფორმების გატარებისა და ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. ეს ქვეყნები არ წარმოადგენენ ბუფერულ ზონას. ისინი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები არიან, რომლებსაც საკუთარი გზის არჩევის უფლება აქვთ. ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას - რაც უფრო სტაბილურია ჩვენს გარშემო სამეზობლო, მით უფრო დაცულები ვართ ჩვენ",- განაცხადა სტოლტენბერგმა.

"გენერალური მდივნის ვიზიტი ვაშინგტონში ორი ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. რამდენიმე თვის წინ ვაშინგტონში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ობამასა და სტოლტენბერგს შორის ვიზიტი არ შედგა, რამაც ობამას ადმინისტრაციის მიმართ მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. ამ ვიზიტზე შეხვედრა შედგა. მეორე ფაქტორი სტოლტენბერგის განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს ნერბისმიერ წევრზე კიბერ თავდასხმას ალიანსის მიერ მეხუთე მუხლის ამოქმედება მოჰყვება", - წერს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."