მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ რიგით სპეცრაზმელებს შესაძლოა, ბრალი შეუმსუბუქდეთ
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ რიგით სპეცრაზმელებს შესაძლოა, ბრალი შეუმსუბუქდეთ

ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე რი­გი­თი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის საქ­მე ხელ­ძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის საქ­მი­დან იმ მო­ტი­ვით გა­მო­ი­ყო, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას მათ­თვის ბრა­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა უნდა, - ამის შე­სა­ხებ სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ალექ­სან­დრე სა­ნი­კი­ძი­სა და და­ვით ალე­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, და­ვით და­დი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ საქ­მის გა­ყო­ფის მი­ზე­ზი რი­გი­თი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვე­ბია, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ საქ­მე­ში არის ბევ­რი ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის გა­მოკ­ვლე­ვა არ უნდა მოხ­დეს გან­ხილ­ვებ­ზე, მაგ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გან­ცხა­დე­ბე­ბით არ მი­უ­მარ­თავთ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლოდ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, რომ საქ­მის გა­მო­ყო­ფით პრო­კუ­რა­ტუ­რას სურს, მათ ბრა­ლი შე­უმ­სუ­ბუ­ქოს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე 12 პი­რის ბრალ­დე­ბის საქ­მე იმ მო­ტი­ვით გა­ი­ყო, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დიდ ნა­წილს უდა­ვოდ სცნობს.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ვი­საც ეს პო­ზი­ცია აქვთ, ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­მარ­თეს გან­ცხა­დე­ბე­ბით, სა­დაც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არ ხდი­ან სა­და­ვოდ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დიდ ნა­წილს. ეს კი, გუ­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, ნიშ­ნავს იმას, რომ საქ­მის გან­ხილ­ვას ნაკ­ლე­ბი დრო დას­ჭირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მისი თქმით, იმ ბრალ­დე­ბი­ლე­ბის საქ­მე, ვი­საც ერ­თნა­ი­რი პო­ზი­ცია აქვს უდა­ვოდ ცნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო. ამას­თან, კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე, რი­გი­თი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის - ირაკ­ლო ფირ­ცხა­ლა­ვას, კახა ნა­კა­ნის და სხვა­თა საქ­მე­ზე კი სხდო­მა 5 ივ­ნისს გაგ­რძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ რიგით სპეცრაზმელებს შესაძლოა, ბრალი შეუმსუბუქდეთ

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ რიგით სპეცრაზმელებს შესაძლოა, ბრალი შეუმსუბუქდეთ

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების საქმე ხელძღვანელი პირების საქმიდან იმ მოტივით გამოიყო, რომ პროკურატურას მათთვის ბრალის შემსუბუქება უნდა, - ამის შესახებ სპეცრაზმელების ალექსანდრე სანიკიძისა და დავით ალელიშვილის ადვოკატმა, დავით დადიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურის განცხადება, რომ საქმის გაყოფის მიზეზი რიგითი სპეცრაზმელების ოფიციალური მიმართვებია, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმეში არის ბევრი ისეთი მტკიცებულება, რომლის გამოკვლევა არ უნდა მოხდეს განხილვებზე, მაგრამ ბრალდებულებს პროკურატურისთვის განცხადებებით არ მიუმართავთ. ეს ადამიანები უდანაშაულოდ არიან დაკავებული და ვფიქრობ, რომ საქმის გამოყოფით პროკურატურას სურს, მათ ბრალი შეუმსუბუქოს", - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებით, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 12 პირის ბრალდების საქმე იმ მოტივით გაიყო, რომ ბრალდებულების ნაწილი პროკურატურის მტკიცებულებების დიდ ნაწილს უდავოდ სცნობს.

პროკურორის ინფორმაციით, იმ ბრალდებულებმა, ვისაც ეს პოზიცია აქვთ, ბრალდების მხარეს მიმართეს განცხადებებით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ არ ხდიან სადავოდ მტკიცებულებების დიდ ნაწილს. ეს კი, გულუაშვილის თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქმის განხილვას ნაკლები დრო დასჭირდება, შესაბამისად, მისი თქმით, იმ ბრალდებილების საქმე, ვისაც ერთნაირი პოზიცია აქვს უდავოდ ცნობასთან დაკავშირებით, ცალკე წარმოებად გამოიყო. ამასთან, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, რიგითი სპეცრაზმელების წინასასამართლო სხდომა დილიდან მიმდინარეობს. სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების - ირაკლო ფირცხალავას, კახა ნაკანის და სხვათა საქმეზე კი სხდომა 5 ივნისს გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ