მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიფა-ს რამდენიმე ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ფიფა-ს რამდენიმე ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

არის თუ არა ფიფა-ს და­კა­ვე­ბულ ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს შო­რის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზეპ ბლა­ტე­რი, ჯერ უც­ნო­ბია. ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ მე­დი­ა­ში ამ დრომ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ის და­კა­ვე­ბულ­თა სი­ა­ში არ არის. თუმ­ცა, თავ­და­პირ­ვე­ლად იგი და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის და­სა­ხელ­და.

შვე­ი­ცა­რი­ის პო­ლი­ცი­ამ ფიფა-ს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი დღეს დი­ლით ქა­ლაქ ცი­უ­რიხ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში და­ა­კა­ვა. "ნიუ იორკ თა­იმ­სის" ცნო­ბით, ფიფა-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი სას­ტუმ­რო­დან ხელ­ბორ­კი­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან - ფიფა-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტე­ბი ჯეფ­რი ვები და ეუ­ხე­ნიო ფი­გე­რე­დო.

ფიფა-ს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ცი­უ­რიხ­ში ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რა­ზე და­სას­წრე­ბად იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი. მათ ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა ედე­ბათ ბრა­ლად. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ფიფა-ს პრე­ზი­დენტ ბლა­ტე­რის­თვი­საც საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ბლა­ტე­რი სპორ­ტში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან პი­რად არის მიჩ­ნე­უ­ლი. იგი ფიფა-ს პრე­ზი­დენ­ტის პოსტს 1998 წლის შემ­დეგ იკა­ვებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფიფა-ს რამდენიმე ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ფიფა-ს რამდენიმე ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

არის თუ არა ფიფა-ს დაკავებულ ხელმძღვანელ პირებს შორის ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, ჯერ უცნობია. ამერიკულ და ევროპულ მედიაში ამ დრომდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ის დაკავებულთა სიაში არ არის. თუმცა, თავდაპირველად იგი დაკავებულთა შორის დასახელდა.

შვეიცარიის პოლიციამ ფიფა-ს ხელმძღვანელები დღეს დილით ქალაქ ციურიხში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავა. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ფიფა-ს ხელმძღვანელი პირები სასტუმროდან ხელბორკილებით გაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან - ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო.

ფიფა-ს ხელმძღვანელები ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასული. მათ ოცი წლის განმავლობაში კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და ფულის გათეთრება ედებათ ბრალად. აღნიშნული საქმეების გამოძიება ფიფა-ს პრეზიდენტ ბლატერისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ბლატერი სპორტში ყველაზე გავლენიან პირად არის მიჩნეული. იგი ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტს 1998 წლის შემდეგ იკავებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა