პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებით დატოვეს "ნაციონალები" პარტიის ყოფილმა ლიდერებმა - ოთხეულის დეკლარირებული ქონება
რა ქონებით დატოვეს "ნაციონალები" პარტიის ყოფილმა ლიდერებმა - ოთხეულის დეკლარირებული ქონება

პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი მე­ლა­ძის, გოგა ხა­ჩი­ძის და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ტი­ის რი­გე­ბი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ქო­ნე­ბით და­ტო­ვეს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". ამის­თვის Ambebi.ge მათ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას გა­ეც­ნო.

პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლი

პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია გა­სუ­ლი წლის 4 ივ­ნისს აქვს შევ­სე­ბუ­ლი. მის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი 160 კვ/მ ფარ­თო­ბის ბინა ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე და ავ­ტო­ფა­რე­ხი. რო­გორც მისი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მისი მე­უღ­ლე თა­მი­ლა აბუ­თი­ძე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და მი­წის ნაკ­ვეთს ფლობს მცხე­თის რა­ი­ონ­ში, რომ­ლის 50%-ს მფლო­ბე­ლი ვინ­მე ქე­თე­ვან გოგ­ნა­ძეა.

კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა­შია 2008 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი toiota prado, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით tns 999. რაც შე­ე­ხე­ბა კუბ­ლაშ­ვი­ლის სეს­ხებს, მისი დეკ­ლა­რა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ 20000 დო­ლა­რის საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დე­ბუ­ლი აქვს თი­ბი­სი ბანკთან. გრი­გო­ლეთ­ში გა­ას­ხვი­სა მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­ი­და­ნაც 6000 დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. რო­გორც მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში წე­რია, წყალ­ტუ­ბო­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ქი­რავ­ნო­ბა­ში გა­დახ­დი­ლი აქვს 10 000 ლარი. შვი­ლე­ბის სწავ­ლა­ში გა­დახ­დი­ლი აქვს 8500 ლარი. რაც შე­ე­ხე­ბა მის შე­მო­სა­ვალს, პარ­ლა­მენ­ტა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე 2013 წელს მის­მა ანა­ზღა­უ­რე­ბამ 61961 ლარი შე­ად­გი­ნა.

გოგა ხა­ჩი­ძე

გოგა ხა­ჩი­ძის დეკ­ლა­რა­ცია საკ­მა­ოდ ღა­რი­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი ლი­დე­რი, ნავ­თლუღ­ში ფლობს სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნას, რომ­ლის ფარ­თი 75 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. ჰყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი renault laguna 2002 ნომ­რით EGE 233. სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე აქვს 6000 ლარი (კრე­დი­ტი -), 50000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის იპო­თე­კუ­რი სეს­ხი აქვს აღე­ბუ­ლი "ბა­ზის ბან­კში". მისი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ 10 000 ლარი გა­დახ­დი­ლი აქვს ქი­რავ­ნო­ბა­ში. 2014 წელს დე­პუ­ტა­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბუ­ლი აქვს 59136 ლარი.

გი­ორ­გი მე­ლა­ძე

გი­ორ­გი მე­ლა­ძის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2014 წლის 22 მა­ისს არის შევ­სე­ბუ­ლი. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, თუმ­ცა ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი მისი მე­უღ­ლის, მაკა ლა­ჩაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. დე­პუ­ტა­ტის სა­ხელ­ზეა ბინა ვაჟა ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე და კრე­დი­ტე­ბი ბან­კში. მისი მე­უღ­ლე კი ფლობს ფარ­თებს ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­ბურ­თა­ლოს და აგ­ლა­ძის ქუ­ჩებ­ზე. მი­წის ნაკ­ვეთს და სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს ფლო­ბენ გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე მათი შვი­ლე­ბი, ნი­კო­ლოზ და დე­მეტ­რე მე­ლა­ძე­ე­ბი. გი­ორ­გი მე­ლა­ძეს "თი ბი სი" ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე ერი­ცხე­ბო­და 2781 (კრე­დი­ტი +), სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე კი 558 (კრე­დი­ტი+). 200 ლარი (კრე­დი­ტი +) ლი­ბერ­თი ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე. მისი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში აქვს 10 000 ლარი. ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 61961 ლარი. აქე­დან 9996 ლარს ქი­რავ­ნო­ბა­ში იხ­დი­და, ხოლო 11517 ლარს შვი­ლე­ბის სწავ­ლა­ში.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე

ჯა­ფა­რი­ძის ბოლო ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2014 წელს არის შევ­სე­ბუ­ლი. დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლი ზურა ჯა­ფა­რი­ძეს ეკუთ­ვნის, ხოლო წყნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე სახ­ლი მე­უღ­ლეს, ნატა ქო­რი­ძეს. დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ ჯა­ფა­რი­ძის მე­უღ­ლე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეა. კერ­ძოდ, მუ­შა­ობს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში, სა­დაც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სია. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ ოჯახს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლიც კი არ ჰყავს. "თი ბი სი" ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, ჯა­ფა­რი­ძეს 1753.00 ლარი კრე­დი­ტი(+) ერი­ცხე­ბო­და, ხოლო ანა­ბარ­ზე - 21622 დო­ლა­რი კრე­დი­ტი(+). დე­პუ­ტა­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ 2013 წელს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ ხელ­ფა­სის სა­ხით 60285 ლარი მი­ი­ღო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ნა­ხეთ ყვე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თე­მის ირ­გვლივ თეგ­ზე #ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

რა ქონებით დატოვეს "ნაციონალები" პარტიის ყოფილმა ლიდერებმა - ოთხეულის დეკლარირებული ქონება

რა ქონებით დატოვეს "ნაციონალები" პარტიის ყოფილმა ლიდერებმა - ოთხეულის დეკლარირებული ქონება

პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძის, გოგა ხაჩიძის და ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, პარტიის რიგებიდან გასვლის შესახებ ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საინტერესოა, რა ქონებით დატოვეს ოპოზიციის ლიდერებმა "ნაციონალური მოძრაობა". ამისთვის Ambebi.ge მათ ქონებრივ დეკლარაციას გაეცნო.

პავლე კუბლაშვილი

პავლე კუბლაშვილს ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის 4 ივნისს აქვს შევსებული. მის სახელზეა გაფორმებული 160 კვ/მ ფართობის ბინა ყაზბეგის გამზირზე და ავტოფარეხი. როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა, მისი მეუღლე თამილა აბუთიძე საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობს მცხეთის რაიონში, რომლის 50%-ს მფლობელი ვინმე ქეთევან გოგნაძეა.

კუბლაშვილების საკუთრებაშია 2008 წელს გამოშვებული ავტომობილი toiota prado, სახელმწიფო ნომრით tns 999. რაც შეეხება კუბლაშვილის სესხებს, მისი დეკლარაციით ირკვევა, რომ 20000 დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება დადებული აქვს თიბისი ბანკთან. გრიგოლეთში გაასხვისა მიწის ნაკვეთი, საიდანაც 6000 დოლარის შემოსავალი მიიღო. როგორც მის დეკლარაციაში წერია, წყალტუბოში საცხოვრებელი სახლის ქირავნობაში გადახდილი აქვს 10 000 ლარი. შვილების სწავლაში გადახდილი აქვს 8500 ლარი. რაც შეეხება მის შემოსავალს, პარლამენტარის პოზიციაზე 2013 წელს მისმა ანაზღაურებამ 61961 ლარი შეადგინა.

გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძის დეკლარაცია საკმაოდ ღარიბულად გამოიყურება. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი, ნავთლუღში ფლობს საცხოვრებელ ბინას, რომლის ფართი 75 კვადრატული მეტრია. ჰყავს ავტომობილი renault laguna 2002 ნომრით EGE 233. საქართველოს ბანკის საკრედიტო ბარათზე აქვს 6000 ლარი (კრედიტი -), 50000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს აღებული "ბაზის ბანკში". მისი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 10 000 ლარი გადახდილი აქვს ქირავნობაში. 2014 წელს დეპუტატის პოზიციაზე მუშაობის სანაცვლოდ მიღებული აქვს 59136 ლარი.

გიორგი მელაძე

გიორგი მელაძის ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 22 მაისს არის შევსებული. ჩამონათვალი მრავალფეროვანია, თუმცა ქონების დიდი ნაწილი მისი მეუღლის, მაკა ლაჩაშვილის სახელზეა გაფორმებული. დეპუტატის სახელზეა ბინა ვაჟა ფშაველას გამზირზე და კრედიტები ბანკში. მისი მეუღლე კი ფლობს ფართებს ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს და აგლაძის ქუჩებზე. მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ ფართს ფლობენ გაზაფხულის ქუჩაზე მათი შვილები, ნიკოლოზ და დემეტრე მელაძეები. გიორგი მელაძეს "თი ბი სი" ბანკის სახელფასო ბარათზე ერიცხებოდა 2781 (კრედიტი +), საქართველოს ბანკზე კი 558 (კრედიტი+). 200 ლარი (კრედიტი +) ლიბერთი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე. მისი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ პირად საკუთრებაში აქვს 10 000 ლარი. ხელფასის სახით მიღებული აქვს 61961 ლარი. აქედან 9996 ლარს ქირავნობაში იხდიდა, ხოლო 11517 ლარს შვილების სწავლაში.

ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2014 წელს არის შევსებული. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ოჯახის საკუთრებაშია ორი საცხოვრებელი სახლი. გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი ზურა ჯაფარიძეს ეკუთვნის, ხოლო წყნეთის გზატკეცილზე მდებარე სახლი მეუღლეს, ნატა ქორიძეს. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჯაფარიძის მეუღლე სახელმწიფო მოხელეა. კერძოდ, მუშაობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სადაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ოჯახს საკუთარი ავტომობილიც კი არ ჰყავს. "თი ბი სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში, ჯაფარიძეს 1753.00 ლარი კრედიტი(+) ერიცხებოდა, ხოლო ანაბარზე - 21622 დოლარი კრედიტი(+). დეპუტატის პოზიციაზე მუშაობის სანაცვლოდ 2013 წელს ზურაბ ჯაფარიძემ ხელფასის სახით 60285 ლარი მიიღო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ნახეთ ყველა გამოხმაურება თემის ირგვლივ თეგზე #ნაციონალური მოძრაობა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."