მსოფლიო
მოზაიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარია, სიმწრით მოპოვებული თავისუფლება არასოდეს დავკარგოთ, მეგობრებო!" - როგორ ზეიმობენ ცნობილი ქართველები დამოუკიდებლობის დღეს
"მთავარია, სიმწრით მოპოვებული თავისუფლება არასოდეს დავკარგოთ, მეგობრებო!" - როგორ ზეიმობენ ცნობილი ქართველები დამოუკიდებლობის დღეს

1918 წლის 26 მა­ისს თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტი, რომ­ლის პირ­ველ პუნ­ქტში ეწე­რა ის, რა­ზეც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ოც­ნე­ბობ­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი:

"ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი სუ­ვე­რე­ნულ უფ­ლე­ბა­თა მა­ტა­რე­ბე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა".

გთა­ვა­ზობთ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს ეხე­ბა:

ნიკა რუ­რუა - თა­ვი­სუფ­ლე­ბა კა­ცე­ბი­სა და ქა­ლე­ბის გუ­ლებ­ში ცო­ცხლობს. მა­შინ კი, რო­დე­საც ის იქ კვდო­მას და­ი­წყებს, არა­ნა­ირ ჯარს, არა­ნა­ირ კა­ნო­ნებ­სა და არა­ნა­ირ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს მისი გა­დარ­ჩე­ნა არ ძა­ლუძთ.

ჩვენ რომ აწ­მყო­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გვე­ზე­ი­მა, უმ­რავ­ლეს­მა წი­ნა­პარ­მა იბ­რძო­ლა, იშ­რო­მა, იწ­ვა­ლა - და მა­თით დღეს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლია მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბით. არ გვაქვს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა, რომ ეს, უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი, უზე­ნა­ე­სი სი­კე­თე - თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ისევ დავ­თმოთ, ან დავ­კარ­გოთ - ჩვე­ნი თა­ო­ბის, დღე­ვან­დე­ლი ქარ­თვე­ლო­ბის ხვედ­რია მისი დაც­ვა, მისი გან­მტკი­ცე­ბა - ანუ, ჩვენს გუ­ლებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცე­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გი­ლო­ცავთ ყვე­ლას, ვის­თვი­საც ეს დღე უძ­ვირ­ფა­სე­სია, რად­გან მის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მის გა­რე­შე სი­ცო­ცხლეს აზრი არ გა­აჩ­ნია.

ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი - გი­ლო­ცავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს! მალე დად­გეს დრო, რო­დე­საც ყვე­ლას ექ­ნე­ბა სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა - სო­ხუმ­შიც და თე­ლავ­შიც, ცხინ­ვალ­შიც და ბა­თუმ­შიც; ყვე­ლას გა­ა­ხა­რებს სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი თბი­ლის­ში, ყვე­ლას გაგ­ვი­ხარ­დე­ბა სტუმ­რის მი­ღე­ბა ოჯსხში და ამ დღეს მა­ინც მშვი­დად, ერ­თად, ღირ­სე­უ­ლად მი­ვა­გებთ პა­ტივს მათ, ვინც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა! გი­ლო­ცავთ ყვე­ლას სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს!

ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე - სა­უ­კუ­ნის მე­ო­თხე­დია და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვართ. გი­სურ­ვებთ, მე­ო­რე მე­ო­თხედ­ში მა­ინც გაგ­ვე­გოს, რაში გვჭირ­დე­ბა ეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

მაია ჭა­ლა­გა­ნი­ძე - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ვუ­ლო­ცავ თა­ო­ბას, რო­მე­ლიც ზუს­ტად მიხ­ვდე­ბა რას ნიშ­ნავს შრო­მა, ცოდ­ნა, მშობ­ლე­ბის გულ­წრფე­ლი, შე­წი­რუ­ლი ბრძო­ლა, და­ნა­კარ­გი მათი... შვი­ლე­ბო, გი­ლო­ცავთ ამ დღეს და მინ­და იმარ­ჯვოთ ჩვენ­ზე, ამ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ ფა­რი­სევ­ლებ­ზე

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - მთა­ვა­რია, სიმ­წრით მო­პო­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­სო­დეს დავ­კარ­გოთ მე­გობ­რე­ბო.

და ვემ­სა­ხუ­როთ სა­ქარ­თვე­ლო!

გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს.

კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი - გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს! გამ­თლი­ა­ნე­ბა, აყ­ვა­ვე­ბა, მშვდო­ბა და კეთ­ლი­დღე­ო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას!

ნა­თელ­ში იყოს მე­რაბ კოს­ტა­ვას სული !

ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა !

ან­დრო ბარ­ნო­ვი - ბევ­რი დაბ­ნე­უ­ლია, ბევ­რი - იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, მში­ე­რი და უი­მე­დოც ბევ­რია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. თუმ­ცა ზუს­ტად ვიცი, რომ ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლის წინ, დიდი ენერ­გია ბუ­დობს ჩვენ­ში, დიდი, წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ჩვენ ბე­ბე­რი ერი კი არ ვართ, არა­მედ - ახლა ვი­ბა­დე­ბით და დიდი გა­მარ­ჯვე­ბე­ბით ვივ­ლით, ამა­ყე­ბი და სა­კუ­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბის გრძნო­ბით აღვსი­ლე­ბი. ამას კი სის­ხლსა და ლიმ­ფა­ში კი არა, ჩვენს გო­ნე­ბა­სა და გულ­ში ვი­პო­ვით.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ანუ ერის და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავთ ყვე­ლას!

და­ვით თევ­ზა­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გი­ლო­ცავთ ბა­ტო­ნე­ბო! დი­დე­ბა და პა­ტი­ვი მათ, ვინც იბ­რძო­და და იბ­რძვის სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის!

დი­დე­ბა და პა­ტი­ვი - ვინც სი­ცო­ცხლე ანაც­ვა­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბას!

მათი ხსოვ­ნაც გვი­ნა­თებ­დეს სა­ვალს, რო­გორც სულმნა­თი მე­რაბ კოს­ტა­ვას სული დღეს, 26 მა­ისს!

გი­ორ­გი ვა­შა­ძე - გი­ლო­ცავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს!

26 მა­ი­სი, 1918 - 2015

26 მა­ი­სი არის სიმ­ბო­ლო ერ­თო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის, მა­ში­ნაც რო­გორც დღეს ჩვენ ვი­დე­ქით გზა­გა­სა­ყარ­ზე: ან პარ­ტი­უ­ლად და­ნა­წევ­რე­ბუ­ლებს სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სათ­ვის გვებ­რძო­ლა, ან მოგ­ვე­ძებ­ნა ძალა ერ­თო­ბი­სა!

მა­შინ ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა: მე­მარ­ცხე­ნე­ებ­მა და მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­მა, ქრის­ტი­ა­ნებ­მა და მუს­ლი­მებ­მა... მო­ძებ­ნეს ძალა და გვერ­დიგ­ვერდ დგო­მით, ერ­თო­ბით და­ა­ფუძ­ნეს ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო!

დღეს ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს არა­მარ­ტო მტე­რი, არა­მედ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ძალა, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი!

და­პი­რი­სი­პი­რე­ბის ნაც­ვლად - თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სი­ძულ­ვი­ლის ნაც­ვლად - სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თგა­ტა­ნა და თა­ნად­გო­მა! ძალა ერ­თო­ბა­შია!

ჩვენ ერ­თად ვი­პო­ვით ახალ გზებს, ახალ იდე­ებს, ახალ პა­რა­დიგმებს, გა­ვაგ­რძე­ლებთ იმ გზას და ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ოც­ნე­ბას აღ­ვას­რუ­ლებთ - სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ერთა ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი!

გი­ლო­ცავთ ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი, თუ რე­ლი­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა!

გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბას, მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის თა­ვი­სუფ­ლე­ბას!

ძალა ერ­თო­ბა­შია!

თინა ხი­და­შე­ლი - ყვე­ლას გი­ლო­ცავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს.

აქ ავ­ღა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნობ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასს.

ყვე­ლას გი­ლო­ცავთ

რე­დაქ­ცი­ის რჩე­ვით| 26 მა­ი­სი - სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე: ყვე­ლა­ფე­რი, რაც ყვე­ლა ქარ­თველ­მა უნდა იცო­დეს ამ დი­დე­ბუ­ლი დღის შე­სა­ხებ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"მთავარია, სიმწრით მოპოვებული თავისუფლება არასოდეს დავკარგოთ, მეგობრებო!" - როგორ ზეიმობენ ცნობილი ქართველები დამოუკიდებლობის დღეს

"მთავარია, სიმწრით მოპოვებული თავისუფლება არასოდეს დავკარგოთ, მეგობრებო!" - როგორ ზეიმობენ ცნობილი ქართველები დამოუკიდებლობის დღეს

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა უამრავი ადამიანი:

"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".

გთავაზობთ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ეხება:

ნიკა რურუა - თავისუფლება კაცებისა და ქალების გულებში ცოცხლობს. მაშინ კი, როდესაც ის იქ კვდომას დაიწყებს, არანაირ ჯარს, არანაირ კანონებსა და არანაირ ინსტიტუციებს მისი გადარჩენა არ ძალუძთ.

ჩვენ რომ აწმყოში დამოუკიდებლობა გვეზეიმა, უმრავლესმა წინაპარმა იბრძოლა, იშრომა, იწვალა - და მათით დღეს ჩვენი სამშობლო თავისუფალია მსოფლიო აღიარებით. არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ეს, უთანასწორო ბრძოლაში მოპოვებული, უზენაესი სიკეთე - თავისუფლება - ისევ დავთმოთ, ან დავკარგოთ - ჩვენი თაობის, დღევანდელი ქართველობის ხვედრია მისი დაცვა, მისი განმტკიცება - ანუ, ჩვენს გულებში თავისუფლების ცეცხლის შენარჩუნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ეს დღე უძვირფასესია, რადგან მის გარეშე არ არსებობს თავისუფლება და მის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ გააჩნია.

ბუკა პეტრიაშვილი - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მალე დადგეს დრო, როდესაც ყველას ექნება საზეიმო განწყობა - სოხუმშიც და თელავშიც, ცხინვალშიც და ბათუმშიც; ყველას გაახარებს სამხედრო აღლუმი თბილისში, ყველას გაგვიხარდება სტუმრის მიღება ოჯსხში და ამ დღეს მაინც მშვიდად, ერთად, ღირსეულად მივაგებთ პატივს მათ, ვინც ჩვენი შვილების თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირა! გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ირაკლი ვაჭარაძე - საუკუნის მეოთხედია დამოუკიდებლები ვართ. გისურვებთ, მეორე მეოთხედში მაინც გაგვეგოს, რაში გვჭირდება ეს დამოუკიდებლობა.

მაია ჭალაგანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ თაობას, რომელიც ზუსტად მიხვდება რას ნიშნავს შრომა, ცოდნა, მშობლების გულწრფელი, შეწირული ბრძოლა, დანაკარგი მათი... შვილებო, გილოცავთ ამ დღეს და მინდა იმარჯვოთ ჩვენზე, ამ ჩამოუყალიბებელ ფარისევლებზე

ნანუკა ჟორჟოლიანი - მთავარია, სიმწრით მოპოვებული თავისუფლება, არასოდეს დავკარგოთ მეგობრებო.

და ვემსახუროთ საქართველო!

გილოცავთ დღევანდელ დღეს.

კობა სუბელიანი - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გამთლიანება, აყვავება, მშვდობა და კეთლიდღეობა ჩვენს ქვეყანას!

ნათელში იყოს მერაბ კოსტავას სული !

ყველაფერი კარგად იქნება !

ანდრო ბარნოვი - ბევრი დაბნეულია, ბევრი - იმედგაცრუებული, მშიერი და უიმედოც ბევრია ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ბევრი გამარჯვება გველის წინ, დიდი ენერგია ბუდობს ჩვენში, დიდი, წარმოუდგენლად დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ბებერი ერი კი არ ვართ, არამედ - ახლა ვიბადებით და დიდი გამარჯვებებით ვივლით, ამაყები და საკუთარი განსაკუთრებულობის გრძნობით აღვსილები. ამას კი სისხლსა და ლიმფაში კი არა, ჩვენს გონებასა და გულში ვიპოვით.

დამოუკიდებლობის, ანუ ერის დაბადების დღეს გილოცავთ ყველას!

დავით თევზაძე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ბატონებო! დიდება და პატივი მათ, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოსათვის!

დიდება და პატივი - ვინც სიცოცხლე ანაცვალა თავისუფლებას!

მათი ხსოვნაც გვინათებდეს სავალს, როგორც სულმნათი მერაბ კოსტავას სული დღეს, 26 მაისს!

გიორგი ვაშაძე - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისი, 1918 - 2015

26 მაისი არის სიმბოლო ერთობით თავისუფლების მოპოვების, მაშინაც როგორც დღეს ჩვენ ვიდექით გზაგასაყარზე: ან პარტიულად დანაწევრებულებს საკუთარი ძალაუფლებისათვის გვებრძოლა, ან მოგვეძებნა ძალა ერთობისა!

მაშინ ჩვენმა წინაპრებმა: მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა, ქრისტიანებმა და მუსლიმებმა... მოძებნეს ძალა და გვერდიგვერდ დგომით, ერთობით დააფუძნეს ახალი საქართველო!

დღეს ჩვენ გვაერთიანებს არამარტო მტერი, არამედ ჩვენი წინაპრების ძალა, ჩვენი სამშობლოს სიყვარული, ჩვენი შვილების მომავალი!

დაპირისიპირების ნაცვლად - თანამშრომლობა, სიძულვილის ნაცვლად - სიყვარული, ურთიერთგატანა და თანადგომა! ძალა ერთობაშია!

ჩვენ ერთად ვიპოვით ახალ გზებს, ახალ იდეებს, ახალ პარადიგმებს, გავაგრძელებთ იმ გზას და ჩვენი წინაპრების ოცნებას აღვასრულებთ - საქართველო გახდება ცივილიზებულ ერთა ოჯახის სრულფასოვანი წევრი!

გილოცავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური, თუ რელიგიური მრავალფეროვნებისა!

გაუმარჯოს საქართველოს ერთიანობას, მის დამოუკიდებლობას, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას!

ძალა ერთობაშია!

თინა ხიდაშელი - ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.

აქ ავღანეთში ყველაზე კარგად გრძნობ თავისუფლების ფასს.

ყველას გილოცავთ

რედაქციის რჩევით| 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: ყველაფერი, რაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამ დიდებული დღის შესახებ!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია