სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეკვეთილი მკვლელობების ანატომია საქართველოში - ვინ და რა ფასად ქიარობს კილერებს?
 შეკვეთილი მკვლელობების ანატომია საქართველოში - ვინ და რა ფასად ქიარობს კილერებს?

"ე.წ. კი­ლე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რე­ბი­დან გად­მოჰ­ყავთ და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ სულ რა­ღაც 20 000 დო­ლარს უხ­დი­ან."

"ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა ტი­პურ შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის მა­გა­ლითს ჰგავს, რო­დე­საც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი მკვლე­ლი, რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ჩა­დის ქა­ლაქ­ში, სა­დაც მსხვერ­პლი ცხოვ­რობს, რათა უცხო გა­რე­მო კარ­გად შე­ის­წავ­ლოს და ყვე­ლა დე­ტა­ლი გათ­ვა­ლოს."

რამ­დე­ნი­მე დღეა ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ავ­რცლე­ბენ ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლია ასა­ხუ­ლი.ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ფოტო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბას­თან უნდა იყოს გა­და­ღე­ბუ­ლი.

მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ფოტო "ამე­ბე­ბი.გე"-ს გა­დას­ცა, ამ­ტკი­ცებს, რომ მას ფო­ტო­სუ­რა­თი მკვლე­ლო­ბი­დან მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს მი­ა­წო­დეს, თუმ­ცა აცხდებს: "კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს, ვინც ეს ფოტო მო­მა­წო­და, არ და­ვა­სა­ხე­ლებ, თვით ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მაც რომ და­მირ­ე­კონ."

ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუხზე მეტი კი­თხვაა, შე­სა­ბა­მი­სად, რთუ­ლია მისი ნამ­დვი­ლო­ბა და­ი­ჯე­რო, მით უფრო, რომ საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა იმ შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ქი­რა­ობ­დნენ, შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მათ კვალს დღემ­დე ვერ მი­აგ­ნეს.

"ე.წ. კი­ლე­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რე­ბი­დან გად­მოჰ­ყავთ და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ სულ რა­ღაც 20 000 დო­ლარს უხ­დი­ან." - ეს სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა პიარ-ტექ­ნო­ლოგ­მა ლალი მო­როშ­კი­ნამ ცოტა ხნის წინ გა­ა­კე­თა.

გა­დავ­წყვი­ტეთ გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კი­ლე­რის ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა...

დუდუ და­დი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა და ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი მოწ­მე

22 იან­ვარს, 22 იან­ვარს დღის 12 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, დუდუ და­დი­ა­ნი, ფე­დე­რა­ცი­ის ახა­ლარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტთან, ბესო ლი­პარ­ტე­ლი­ან­თან შე­სახ­ვედ­რად მი­ვი­და.

და­დი­ანს მკვლე­ლი კი­ბე­ზე დახ­ვდა და მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან ოთხჯერ ეს­რო­ლა, სამი ტყვია დუდუ და­დი­ანს ხელ­ში მოხ­ვდა (რო­გორც ჩანს, ხელი მკერ­დზე ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი), მე­ო­თხე კი გულ­მკერ­დში.

მკვლე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მე­გობ­რებ­მა დაჭ­რი­ლი და­დი­ა­ნი სწო­რედ კი­ბე­ზე იპო­ვეს. მძი­მედ დაჭ­რილ­მა დუდუ და­დი­ან­მა კი მხო­ლოდ 20 წუთი იცო­ცხლა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლე­ლი სპორ­ტულ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი იყო, რო­მე­ლიც შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­დან 5 წუთ­ში გა­მო­ვი­და და გა­იქ­ცა... მკვლე­ლო­ბას ჰყავ­და ერთი თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით კიკ­ვი­ძის ბაღ­ში მოკ­ლეს... მკვლე­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე დღე­ში გახ­სნას ელო­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, თუმ­ცა...

კახი ასა­თი­ანს 16 ტყვი­ი­დან 7 მოხ­ვდა

2002 წლის 20 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, კახი ასა­თი­ა­ნის მან­ქა­ნა ვა­კე­ში, ირაკ­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, პარ­ლა­მენ­ტარ ნანა ბი­ჭი­აშ­ვი­ლის (ასა­თი­ა­ნის ცო­ლის და) სახ­ლთან გა­ჩერ­და. მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან ბი­ჭი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის­თვის მო­საწ­ვე­ვე­ბის გა­და­სა­ცე­მად გა­და­ვი­და, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მან­ქა­ნა­ში დარ­ჩე­ნილ კახი ასა­თი­ანს უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა მი­უ­ახ­ლოვ­და და მა­ყუ­ჩი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ცე­ცხლი გა­უხ­სნა. 16 ტყვი­ი­დან მსხვერ­პლს მხო­ლოდ 7 მოხ­ვდა. ასა­თი­ა­ნი მა­შინ­ვე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლი აუჩ­ქა­რებ­ლად ჩაჯ­და იქვე მდგომ BMჭ-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და მი­ი­მა­ლა...

მკვლე­ლო­ბას ბევ­რი შე­ეს­წრო - გას­რო­ლამ­დე წუ­თით ადრე გზის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი გა­ჩერ­და, სა­ი­და­ნაც მგზავ­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლე­ლი ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის ახალ­გაზ­რდა იყო. დად­გინ­და, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც მკვლე­ლი მოძ­რა­ობ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო.

პო­ლი­ცი­ამ გა­და­კე­ტა თბი­ლი­სი­დან გა­სას­ვლე­ლი გზე­ბი და ავ­ტო­მან­ქა­ნის ძებ­ნა და­ი­წყო, მაგ­რამ ამა­ოდ... სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­წმუ­ნებ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა იცოდ­ნენ და მისი და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხი იყო. მას შემ­დეგ უკვე 13 წელი გა­ვი­და, ვინ მოკ­ლა კახი ას­თი­ა­ნი, ჯე­რაც უც­ნო­ბია.

კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა თუ თვით­მკვლე­ლო­ბა?!

2014 წლის 15 ივ­ლისს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მარ­თა­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი სწო­რედ შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლია. მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­მოჩ­ნდა. კიწ­მა­რიშ­ვი­ლის პის­ტო­ლეტ­ზე უცხო პი­რის დნმ-ის არ­სე­ბო­ბა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა. დნმ-ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ა­ხერ­ხა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­უ­რი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კა­ცის ამოც­ნო­ბა­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გილ­ზე,პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ოთ­ვალ­მა და­ა­ფიქ­სი­რა.

ხარ­ძი­ა­ნის საქ­მე და ტი­პუ­რი შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი

2015 წელი, 28 მარტს, ბიზ­ნეს­მე­ნი ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი სა­კუ­თარ სახ­ლთან მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის დროს, ხარ­ძი­ა­ნის მე­უღ­ლე სახ­ლის აი­ვან­ზე იდგა და და­ი­ნა­ხა მკვლე­ლი რო­გორ შეყ­ვა მის მე­უღ­ლეს სა­დარ­ბა­ზო­ში. ხარ­ძი­ა­ნე­ბის მე­ზობ­ლე­ბის თქმით, მათ მხო­ლოდ მე­უღ­ლის ყვი­რი­ლი გა­ი­გო­ნეს, რის შემ­დე­გაც გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. მე­ზობ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მოძ­რა­ვი შავი ფე­რის მო­ტო­ციკ­ლე­ტი, რო­მელ­საც შავ­ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი მა­მა­კა­ცი მარ­თავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ტო­ციკ­ლე­ტი სა­მარ­თავ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მი­ტო­ვე­ბუ­ლი იპო­ვეს. მოკ­ლუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი მო­ტო­ციკ­ლის­ტი მკვლე­ლო­ბამ­დე, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დრო და დრო ჩნდე­ბო­და მათ ქუ­ჩა­ზე, ანუ მკვლე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსხვერ­პლს უთ­ვალ­თვა­ლებ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა რო­გორც კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ში, ჩეჩ­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ახა­ლა­გაზ­რდა მა­მა­კაცს ეძებს. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია მკვლე­ლო­ბი­დან ერთ სა­ათ­ში, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ტო­ვა.

და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლის ანუ კი­ლე­რის მეშ­ვე­ო­ბით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თუ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბის პრაქ­ტი­კა არ­სე­ბო­ბის ხან­გრძლივ ის­ტო­რი­ას ით­ვლის. სამ­წუ­ხა­როდ, შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­თა­ვით­ვე გა­უხ­სნელ საქ­მე­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ინაც­ვლებს. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კი­ლე­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შემ­დგომ მკვლე­ლო­ბის შემ­კვეთ­ზე გას­ვლა რთუ­ლია. არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, კი­ლერ­საც თა­ვი­დან იცი­ლე­ბენ. ეს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია არა­სა­სურ­ვე­ლი მოწ­მის თა­ვი­დან მო­სა­შო­რებ­ლად. რო­გორც წესი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი­ლე­რი კვალს არ ტო­ვებს ან ყვე­ლა­ფე­რი ისე ეწყო­ბა, რომ ის სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე, მა­გა­ლი­თად, იყე­ნე­ბენ სნა­ი­პე­რის შაშ­ხა­ნას ან ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბას. ზოგ­ჯერ მკვლე­ლო­ბა იგეგ­მე­ბა და ხორ­ცი­ელ­დე­ბა ისე, რომ ყო­ველ­გვა­რი ნიშ­ნით თვით­მკვლე­ლო­ბას ჰგავს. თუ ეს გეგ­მა მა­ღალ დო­ნე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბაც შეც­დო­მა­ში შე­დის და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც.

1990 წლე­ბის რუ­სეთ­ში ზო­გი­ერ­თი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი გა­ზეთ­ში გან­ცხა­დე­ბა­საც კი აქ­ვეყ­ნებ­და. სხვა­თა შო­რის, ამ მე­თოდს ამე­რი­კა­ში გა­ცი­ლე­ბით ადრე მი­მარ­თავ­დნენ. გა­ზე­თებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი ქვეყ­ნდე­ბო­და: "ამე­რი­კის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ყო­ფი­ლი წევ­რი ეძებს სა­მუ­შა­ოს. იბ­რძო­და ვი­ეტ­ნამ­ში და ა.შ."

კი­ლე­რო­ბა საკ­მა­ოდ ორაგ­ნი­ზე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბად იქცა მე­ზო­ბელ უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში. პოლ­ტი­კო­სე­ბის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თა­ვი­დან მო­სა­ცი­ლებ­ლად, კი­ლერს სა­კა­მოდ ხში­რად მი­მარ­თა­ვენ. აქაც, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის, შემ­კვე­თი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა თით­ქმის ნუ­ლის ტოლ­ფა­სია.

კი­ლე­რის საქ­მი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დია. თუმ­ცა, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ტა­რი­ფი არ არ­სე­ბობს. გა­აჩ­ნია სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტი რა მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, ფა­სიც შე­სა­ბა­მი­სია.

ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს კი­ლე­რი?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

შეკვეთილი მკვლელობების ანატომია საქართველოში - ვინ და რა ფასად ქიარობს კილერებს?

 შეკვეთილი მკვლელობების ანატომია საქართველოში - ვინ და რა ფასად ქიარობს კილერებს?

"ე.წ. კილერები საქართველოში ოკუპირებული ტერიტორებიდან გადმოჰყავთ და დავალების შესრულების სანაცვლოდ სულ რაღაც 20 000 დოლარს უხდიან."

"ბესიკ ხარძიანის მკვლელობის მომზადება ტიპურ შეკვეთილი მკვლელობის მაგალითს ჰგავს, როდესაც დაქირავებული უცხოელი მკვლელი, რამდენიმე თვით ადრე ჩადის ქალაქში, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, რათა უცხო გარემო კარგად შეისწავლოს და ყველა დეტალი გათვალოს."

რამდენიმე დღეა ქართული საინფორმაციო საშუალებები ავრცლებენ ფოტოს, რომელზეც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელია ასახული.ერთ-ერთი ვერსიით, ფოტო თავდაცვის სამინისტროს შენობასთან უნდა იყოს გადაღებული.

მოსკოვში მცხოვრები ადამიანი, რომელმაც ფოტო "ამებები.გე"-ს გადასცა, ამტკიცებს, რომ მას ფოტოსურათი მკვლელობიდან მეორე თუ მესამე დღეს მიაწოდეს, თუმცა აცხდებს: "კონკრეტულ ადამიანს, ვინც ეს ფოტო მომაწოდა, არ დავასახელებ, თვით ღარიბაშვილმა და ივანიშვილმაც რომ დამირეკონ."

ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პასუხზე მეტი კითხვაა, შესაბამისად, რთულია მისი ნამდვილობა დაიჯერო, მით უფრო, რომ საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, ყველა იმ შეკვეთილი მკვლელობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, პროფესიონალებს ქირაობდნენ, შესაბამისად, სამართალდამცავებმა მათ კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.

"ე.წ. კილერები, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორებიდან გადმოჰყავთ და დავალების შესრულების სანაცვლოდ სულ რაღაც 20 000 დოლარს უხდიან." - ეს სკანდალური განცხადება პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

გადავწყვიტეთ გავიხსენოთ რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია, საზოგადოების დიდი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები კილერის ტყვიამ იმსხვერპლა...

დუდუ დადიანის მკვლელობა და ლიკვიდირებული მოწმე

22 იანვარს, 22 იანვარს დღის 12 საათზე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დუდუ დადიანი, ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტთან, ბესო ლიპარტელიანთან შესახვედრად მივიდა.

დადიანს მკვლელი კიბეზე დახვდა და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან ოთხჯერ ესროლა, სამი ტყვია დუდუ დადიანს ხელში მოხვდა (როგორც ჩანს, ხელი მკერდზე ჰქონდა აფარებული), მეოთხე კი გულმკერდში.

მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეგობრებმა დაჭრილი დადიანი სწორედ კიბეზე იპოვეს. მძიმედ დაჭრილმა დუდუ დადიანმა კი მხოლოდ 20 წუთი იცოცხლა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც შენობაში შესვლიდან 5 წუთში გამოვიდა და გაიქცა... მკვლელობას ჰყავდა ერთი თვითმხილველი, რომელიც მოგვიანებით კიკვიძის ბაღში მოკლეს... მკვლელობის რამდენიმე დღეში გახსნას ელოდა მთელი საქართველო, თუმცა...

კახი ასათიანს 16 ტყვიიდან 7 მოხვდა

2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლის და) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა, რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელი აუჩქარებლად ჩაჯდა იქვე მდგომ BMჭ-ს მარკის ავტომანქანაში და მიიმალა...

მკვლელობას ბევრი შეესწრო - გასროლამდე წუთით ადრე გზის მოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო.

პოლიციამ გადაკეტა თბილისიდან გასასვლელი გზები და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ... საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სამართალდამცავებმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა იცოდნენ და მისი დაკავება მხოლოდ დროის საკითხი იყო. მას შემდეგ უკვე 13 წელი გავიდა, ვინ მოკლა კახი ასთიანი, ჯერაც უცნობია.

კიწმარიშვილის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?!

2014 წლის 15 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომანქანაში მოკლული იპოვეს. მართალია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ეროსი კიწმარიშვილი სწორედ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია. მიმდინარე წლის აპრილში კიწმარიშვილის საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა. კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ დაადასტურა. დნმ-ის იდენტიფიცირება პროკურატურამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, რომელიც გარდაცვალების ადგილზე,პოლიციის მისვლამდე იმყოფებოდა, რაც ავტოფარეხში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

ხარძიანის საქმე და ტიპური შეკვეთილი მკვლელობის დეტალები

2015 წელი, 28 მარტს, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარ სახლთან მოკლეს. მკვლელობის დროს, ხარძიანის მეუღლე სახლის აივანზე იდგა და დაინახა მკვლელი როგორ შეყვა მის მეუღლეს სადარბაზოში. ხარძიანების მეზობლების თქმით, მათ მხოლოდ მეუღლის ყვირილი გაიგონეს, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო და საპატრულო პოლიცია. მეზობლებმა შენიშნეს მარაბდის ქუჩაზე მოძრავი შავი ფერის მოტოციკლეტი, რომელსაც შავჩაფხუტიანი მამაკაცი მართავდა. მოგვიანებით აღნიშნული მოტოციკლეტი სამართავდამცავებმა მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს. მოკლულის ქალიშვილის განცხადებით, ჩაფხუტიანი მოტოციკლისტი მკვლელობამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, დრო და დრო ჩნდებოდა მათ ქუჩაზე, ანუ მკვლელი, სავარაუდოდ, მსხვერპლს უთვალთვალებდა. ცნობილია, რომ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება როგორც კიწმარიშვილის საქმეში, ჩეჩნური წარმოშობის ახალაგაზრდა მამაკაცს ეძებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით მან საქართველოს ტერიტორია მკვლელობიდან ერთ საათში, თბილისის აეროპორტიდან უკრაინის მიმართულებით დატოვა.

დაქირავებული მკვლელის ანუ კილერის მეშვეობით პოლიტიკოსების თუ ბიზნესმენების თავიდან მოცილების პრაქტიკა არსებობის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის. სამწუხაროდ, შეკვეთილი მკვლელობის უმრავლესობა იმთავითვე გაუხსნელ საქმეთა კატეგორიაში ინაცვლებს. ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, კილერის იდენტიფიცირება და შემდგომ მკვლელობის შემკვეთზე გასვლა რთულია. არცთუ იშვიათად, შეკვეთილი მკვლელობის სისრულეში მოყვანის შემდეგ, კილერსაც თავიდან იცილებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია არასასურველი მოწმის თავიდან მოსაშორებლად. როგორც წესი, პროფესიონალი კილერი კვალს არ ტოვებს ან ყველაფერი ისე ეწყობა, რომ ის საერთოდ არ იმყოფება დანაშაულის ადგილზე, მაგალითად, იყენებენ სნაიპერის შაშხანას ან ასაფეთქებელ მოწყობილობას. ზოგჯერ მკვლელობა იგეგმება და ხორციელდება ისე, რომ ყოველგვარი ნიშნით თვითმკვლელობას ჰგავს. თუ ეს გეგმა მაღალ დონეზეა შესრულებული, გამოძიებაც შეცდომაში შედის და საზოგადოებაც.

1990 წლების რუსეთში ზოგიერთი დაქირავებული მკვლელი გაზეთში განცხადებასაც კი აქვეყნებდა. სხვათა შორის, ამ მეთოდს ამერიკაში გაცილებით ადრე მიმართავდნენ. გაზეთებში დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადებები ქვეყნდებოდა: "ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი ეძებს სამუშაოს. იბრძოდა ვიეტნამში და ა.შ."

კილერობა საკმაოდ ორაგნიზებულ საქმიანობად იქცა მეზობელ უკრაინასა და რუსეთში. პოლტიკოსების, ბიზნესმენების თუ ჟურნალისტების თავიდან მოსაცილებლად, კილერს საკამოდ ხშირად მიმართავენ. აქაც, საქმის გამოძიების, შემკვეთისა და შემსრულებლის ვინაობის დადგენა თითქმის ნულის ტოლფასია.

კილერის საქმიანობა საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. თუმცა, შესასრულებელი სამუშაოსთვის განსაზღვრული ტარიფი არ არსებობს. გააჩნია სამიზნე ობიექტი რა მნიშვნელობისაა, ფასიც შესაბამისია.

ვინ შეიძლება იყოს კილერი?

განაგრძეთ კითხვა

გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად წავა - მიხეილ კალანდიას ბიძა

არასრულწლოვნის გატაცება ცოლად მოყვანის მიზნით - კახეთში 2 პირი დააკავეს