პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოტიკზე გაცვლილი ცოლის შემზარავი ისტორია
ნარკოტიკზე გაცვლილი ცოლის შემზარავი ისტორია

"მოკ­ლა­ვენ მე­ვა­ლე­ე­ბი, თუ ფული არ ჩა­ი­ტა­ნა სას­წრა­ფოდ, უნდა და­მეხ­მა­როთ, თო­რემ ღია ცის ქვეშ დავ­რჩე­ბი­თო!..

გთა­ვა­ზობთ მო­რიგ კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ას გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლის გა­რე­შე დას­რულ­და, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ისე­თი სტრე­სი მი­ი­ღო, კარ­გა ხანს დას­ჭირ­და ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბა, - იხ­სე­ნებს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ერთ-ერთ ამ­ბავს თა­ვი­სი პრაქ­ტი­კი­დან:

- ვიცი, ზედ­მე­ტად მკაც­რი და ალ­ბათ სას­ტი­კიც ვარ, მაგ­რამ ჩემ­სა­ვით არა­ვინ იცის, რომ ნარ­კო­მა­ნი გამძვინ­ვა­რე­ბულ მხეც­ზე სა­ში­შიც კია, როცა ნარ­კო­ტი­კუ­ლი შიმ­ში­ლი გო­ნე­ბას უბინ­დავს.

27 წლის ას­მათ ილუ­რი­ძის (აქაც და შემ­დეგ­შიც გვარ-სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლია) მშობ­ლებ­მა მოგ­ვმარ­თეს, ქა­ლიშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ზუს­ტად არ იცოდ­ნენ, რო­დის გა­ვი­და ში­ნი­დან. ას­მა­თი გა­თხო­ვი­ლი იყო და რად­გან მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­თხოვ­და, მათ­თან არც ისე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ძა­ლი­ან უჭირ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა, და­კარ­გუ­ლის მა­მამ იცო­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ყვე­ლა წვრილ­მანს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. ამი­ტო­მაც გაგ­ვიმ­ხი­ლა:

- მე ექი­მი ვარ და მო­მა­ვალ სი­ძეს ჩემს შვილ­ზე ადრე ვიც­ნობ­დი. ზურა ქა­ლაქ­ში ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­და­ნაა. ისიც ვი­ცო­დი, რომ ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო და მა­მა­მი­სის გავ­ლე­ნის წყა­ლო­ბით არ გა­რი­ცხეს სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი­დან. ისევ მა­მა­მი­სის ხელ­შე­წყო­ბით, ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩვენ­თან გა­ა­ნა­წი­ლეს სა­მუ­შა­ოდ. რამ­დენ­ჯერ­მე იმა­ზეც გა­მო­ვი­ჭი­რე, რომ ავად­მყო­ფე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ფსი­ქოტ­რო­პულ მე­დი­კა­მენ­ტებ­საც კი იპა­რავ­და, არა­თუ ნარ­კო­ტიკს სა­ო­პე­რა­ცი­ო­დან. მო­ვახ­სე­ნე კი­დე­ვაც ამის შე­სა­ხებ მთა­ვარ ექიმს, მაგ­რამ ვერ გა­უ­ბე­და მხი­ლე­ბა და დას­ჯა. მეც გა­ჩუ­მე­ბა მირ­ჩია, - მა­მა­მის­მა თუ მო­ინ­დო­მა, იქით და­ა­ჭე­რი­ნებს ჩვენს თავს ცი­ლის­წა­მე­ბის­თვი­სო. მოკ­ლედ, გავ­ჩუმ­დი ჩემ­და სა­უ­ბე­დუ­როდ. ას­მა­თი ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნო. 50 წელი რომ შე­მის­რულ­და, ლა­მის მთე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნალ­მა მო­მი­ლო­ცა და მათ შო­რის ზუ­რაც იყო. მა­შინ ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და ჩემი ას­მა­თი. რომ გა­ვი­გე, ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოვ­თხო­ვე ას­მათს და­შო­რე­ბო­და. არ და­მი­ჯე­რა. ხომ იცით, 15-16 წლის გო­გო­ნებს ნარ­კო­მა­ნო­ბა და ძველ­ბი­ჭო­ბა ერ­თგვარ რო­მან­ტი­კა­დაც მი­აჩ­ნი­ათ. ზურა ას­მათ­ზე ბევ­რად უფ­რო­სია. არ ვიცი, რო­გორ მო­ხიბ­ლა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა. სრულ­წლო­ვა­ნიც არ იყო... თა­ვი­დან ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს: ძვირ­ფა­სი სა­მო­სი და სამ­კა­უ­ლე­ბი უყი­დეს, ცალ­კე ბი­ნაც შე­უ­ძი­ნეს ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს. მან­ქა­ნაც კი აჩუ­ქეს ას­მათს, არც მისი ინ­სტი­ტუ­ტში მო­წყო­ბა გას­ჭირ­ვე­ბი­ათ. თუმ­ცა, პრობ­ლე­მე­ბიც მალე გაჩ­ნდა: ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ ნა­ად­რე­ვად იმ­შო­ბი­ა­რა და ორი­ვე ბავ­შვი მა­შინ­ვე და­ე­ღუ­პა... რო­გორც ექი­მი, ვხვდე­ბო­დი, რომ ეს მისი ნარ­კო­მა­ნი ქმრის გამო ხდე­ბო­და. ვურ­ჩიე, ან ხელი შე­ე­წყო, რომ ნარ­კო­ტი­კის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა, ან სუ­ლაც გა­შო­რე­ბო­და. ქმრის მი­ტო­ვე­ბა­ზე სას­ტი­კი უარი გა­ნა­ცხა­და, - რო­გორ არ გეს­მით, მიყ­ვარს, თან მას­თან "თა­ვი­სუფ­ლად" ვგრძნობ თავს, არა­ფერს მიშ­ლი­სო... "თა­ვი­სუ­ფალ ცხოვ­რე­ბას" იმას ეძახ­და, რომ მარ­თლა არა­ფერს უშ­ლი­და ქმა­რი, ალ­ბათ საყ­ვა­რე­ლიც რომ გა­ე­ჩი­ნა, არც იმას და­უშ­ლი­და, რად­გან თვი­თონ წამ­ლის მეტი აღა­რა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. ორი წლის წინ მამა გარ­და­ეც­ვა­ლა და რად­გან მფარ­ვე­ლი აღარ ჰყავ­და, სამ­სა­ხუ­რიც მალე და­კარ­გა.

აღარ აპა­ტი­ეს, რომ ნა­ო­პე­რა­ცი­ებ მა­მა­კაცს, რო­მელ­საც ტკი­ვი­ლი ტან­ჯავ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი გა­უ­კე­თა, მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ნარ­კო­ტი­კი კი თვი­თონ შე­იშ­ხა­პუ­ნა. ის კაცი შოკ­ში ჩა­ვარ­და ტკი­ვი­ლის­გან და კი­ნა­ღამ მოკ­ვდა...

სამ­სა­ხუ­რი რომ და­კარ­გა, მი­ად­გა და ჯერ თა­ვი­სი ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ყი­და, მერე ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი­საც. თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ტა­ნა ში­ნი­დან, რაც კი რამ

ღი­რე­ბუ­ლი გა­აჩ­ნდათ. ბი­ნის გა­ყიდ­ვა­ზე რომ მიდ­გა საქ­მე, ას­მა­თი ჩვენ მოგ­ვად­გა და ფული გვთხო­ვა:

- მოკ­ლა­ვენ მე­ვა­ლე­ე­ბი, თუ ფული არ ჩა­ი­ტა­ნა სას­წრა­ფოდ, უნდა და­მეხ­მა­როთ, თო­რემ ღია ცის ქვეშ დავ­რჩე­ბი­თო!..

არც ფული მი­ვე­ცი და როცა ქმარ­თან გაყ­რა­ზე ისევ უარი მი­თხრა, სახ­ლი­და­ნაც გა­ვაგ­დე. ამი­ტომ კარ­გა ხა­ნია არ მი­ნა­ხავს, არც ვიცი, რო­დის გა­უ­ჩი­ნარ­და...

ამ დროს ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი, ას­მათ ილუ­რი­ძის დედა, ატირ­და და ქმარს დამფრ­თხალ­მა გა­ხე­და:

- მე ვნა­ხე ამ ორი კვი­რის წინ, ჩემი ოქ­რო­უ­ლო­ბა გა­ვა­ტა­ნე. ქმრის­თვის კი არ მით­ქვამს, არ და­მა­ნე­ბებ­და. ჩემი შვი­ლი შე­მე­ცო­და, - ზუ­რა­საც მოკ­ლა­ვენ და მეც მი­მა­ყო­ლე­ბენ, ახლა მარ­ტო ქარ­თვე­ლი კი არა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­ვა­ლე­ე­ბიც აკი­თხა­ვენ, დიდი პარ­ტია წა­მო­უ­ღია ნარ­კო­ტი­კის და აქა­ურ "ძმა­კა­ცებს" გა­და­უგ­დი­ა­თო...

ქალ­ბა­ტონ­მა ეთერ­მა ისიც გვი­თხრა, რომ უკვე ბი­ნაც და­კარ­გა მის­მა სიძე-ქა­ლიშ­ვილ­მა, - ვი­ღაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს თა­ვის სა­ხელ­ზე გა­და­უ­ფორ­მე­ბია, თუმ­ცა კი ზურა ჯერ ისევ თა­ვის ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­სო.

- რო­დის გა­ი­გეთ შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ? - ვკი­თხე გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ მშობ­ლებს.

- რომ აღარ გა­მოჩ­ნდა, სამი დღის წინ მი­ვა­კი­თხე, - ისევ ატირ­და ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი, - ზუ­რამ მი­თხრა, ბი­ნის და­კარ­გვის შემ­დეგ ვი­ჩხუ­ბეთ. ას­მათ­მა ჩე­მო­და­ნი ჩა­ა­ლა­გა და სახ­ლი­დან გა­იქ­ცა, მე­გო­ნა, თქვენ­თან წა­მო­ვი­დაო!.. ისევ ნარ­კო­ტი­კით იყო გაბ­რუ­ე­ბუ­ლი. გა­მიკ­ვირ­და, ისევ რომ უშო­ვია წა­მა­ლი, იმ­დე­ნი ვალი ჰქონ­და, ნი­სი­ა­დაც აღა­რა­ვინ ენ­დო­ბო­და... მე­ში­ნია შვი­ლის გამო. მას მარ­თლა არ ჰქონ­და სხვა­გან წა­სას­ვლე­ლი და თუ ქმარს გა­მო­ექ­ცე­ო­და, ჩვენ­თან უნდა მო­სუ­ლი­ყო...

- იქ­ნებ ყო­ვე­ლი­ვე იმის შემ­დეგ, რაც თავს გა­დახ­და, შერ­ცხვა თქვენ­თან დაბ­რუ­ნე­ბა და რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბელს შე­ა­ფა­რა თავი?! - და­ვეჭ­ვდით ჩვენ.

- არა, ყვე­ლა ახ­ლო­ბელ­თან და მე­გო­ბარ­თან მოვ­ძებ­ნეთ, მაგ­რამ არა­ვის უნა­ხავს. ვა­ი­თუ, მოკ­ლა ჩემ­მა მხე­ცად ქცე­ულ­მა სი­ძემ, გვიშ­ვე­ლეთ რამე! - ახლა უკვე მა­მა­საც მო­ე­რია ცრემ­ლი.

...როცა ზურა ნა­თა­ძეს მი­ვა­კი­თხეთ, ისე იყო ნარ­კო­ტი­კით გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, იმ დღეს მას­თან ლა­პა­რა­კი ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. პო­ლი­ცი­ე­ლი მი­ვუ­ჩი­ნეთ მცვე­ლად.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ნარკოტიკზე გაცვლილი ცოლის შემზარავი ისტორია

ნარკოტიკზე გაცვლილი ცოლის შემზარავი ისტორია

"მოკლავენ მევალეები, თუ ფული არ ჩაიტანა სასწრაფოდ, უნდა დამეხმაროთ, თორემ ღია ცის ქვეშ დავრჩებითო!..

გთავაზობთ მორიგ კრიმინალურ ისტორიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

- საბედნიეროდ, ეს შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა ახალგაზრდა ქალმა ისეთი სტრესი მიიღო, კარგა ხანს დასჭირდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა, - იხსენებს ბატონი ბიძინა ერთ-ერთ ამბავს თავისი პრაქტიკიდან:

- ვიცი, ზედმეტად მკაცრი და ალბათ სასტიკიც ვარ, მაგრამ ჩემსავით არავინ იცის, რომ ნარკომანი გამძვინვარებულ მხეცზე საშიშიც კია, როცა ნარკოტიკული შიმშილი გონებას უბინდავს.

27 წლის ასმათ ილურიძის (აქაც და შემდეგშიც გვარ-სახელები შეცვლილია) მშობლებმა მოგვმართეს, ქალიშვილის გაუჩინარების შესახებ, თუმცა ზუსტად არ იცოდნენ, როდის გავიდა შინიდან. ასმათი გათხოვილი იყო და რადგან მშობლების თანხმობის გარეშე გათხოვდა, მათთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან უჭირდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბატონმა გურამმა, დაკარგულის მამამ იცოდა, რომ გამოძიებისთვის ყველა წვრილმანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც გაგვიმხილა:

- მე ექიმი ვარ და მომავალ სიძეს ჩემს შვილზე ადრე ვიცნობდი. ზურა ქალაქში ცნობილი ოჯახიდანაა. ისიც ვიცოდი, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და მამამისის გავლენის წყალობით არ გარიცხეს სამედიცინო ინსტიტუტიდან. ისევ მამამისის ხელშეწყობით, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩვენთან გაანაწილეს სამუშაოდ. რამდენჯერმე იმაზეც გამოვიჭირე, რომ ავადმყოფებისთვის განკუთვნილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც კი იპარავდა, არათუ ნარკოტიკს საოპერაციოდან. მოვახსენე კიდევაც ამის შესახებ მთავარ ექიმს, მაგრამ ვერ გაუბედა მხილება და დასჯა. მეც გაჩუმება მირჩია, - მამამისმა თუ მოინდომა, იქით დააჭერინებს ჩვენს თავს ცილისწამებისთვისო. მოკლედ, გავჩუმდი ჩემდა საუბედუროდ. ასმათი ჩემს დაბადების დღეზე გაიცნო. 50 წელი რომ შემისრულდა, ლამის მთელი საავადმყოფოს პერსონალმა მომილოცა და მათ შორის ზურაც იყო. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა ჩემი ასმათი. რომ გავიგე, ერთმანეთს ხვდებოდნენ, კატეგორიულად მოვთხოვე ასმათს დაშორებოდა. არ დამიჯერა. ხომ იცით, 15-16 წლის გოგონებს ნარკომანობა და ძველბიჭობა ერთგვარ რომანტიკადაც მიაჩნიათ. ზურა ასმათზე ბევრად უფროსია. არ ვიცი, როგორ მოხიბლა, მაგრამ ფაქტია, რომ სახლიდან გაიპარა. სრულწლოვანიც არ იყო... თავიდან ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს: ძვირფასი სამოსი და სამკაულები უყიდეს, ცალკე ბინაც შეუძინეს ახალდაქორწინებულებს. მანქანაც კი აჩუქეს ასმათს, არც მისი ინსტიტუტში მოწყობა გასჭირვებიათ. თუმცა, პრობლემებიც მალე გაჩნდა: ორი წლის განმავლობაში ორჯერ ნაადრევად იმშობიარა და ორივე ბავშვი მაშინვე დაეღუპა... როგორც ექიმი, ვხვდებოდი, რომ ეს მისი ნარკომანი ქმრის გამო ხდებოდა. ვურჩიე, ან ხელი შეეწყო, რომ ნარკოტიკისთვის თავი დაენებებინა, ან სულაც გაშორებოდა. ქმრის მიტოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა, - როგორ არ გესმით, მიყვარს, თან მასთან "თავისუფლად" ვგრძნობ თავს, არაფერს მიშლისო... "თავისუფალ ცხოვრებას" იმას ეძახდა, რომ მართლა არაფერს უშლიდა ქმარი, ალბათ საყვარელიც რომ გაეჩინა, არც იმას დაუშლიდა, რადგან თვითონ წამლის მეტი აღარაფერი აინტერესებდა. ორი წლის წინ მამა გარდაეცვალა და რადგან მფარველი აღარ ჰყავდა, სამსახურიც მალე დაკარგა.

აღარ აპატიეს, რომ ნაოპერაციებ მამაკაცს, რომელსაც ტკივილი ტანჯავდა, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთა, მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკი კი თვითონ შეიშხაპუნა. ის კაცი შოკში ჩავარდა ტკივილისგან და კინაღამ მოკვდა...

სამსახური რომ დაკარგა, მიადგა და ჯერ თავისი ავტომანქანა გაყიდა, მერე ჩემი ქალიშვილისაც. თანდათან ყველაფერი გაიტანა შინიდან, რაც კი რამ

ღირებული გააჩნდათ. ბინის გაყიდვაზე რომ მიდგა საქმე, ასმათი ჩვენ მოგვადგა და ფული გვთხოვა:

- მოკლავენ მევალეები, თუ ფული არ ჩაიტანა სასწრაფოდ, უნდა დამეხმაროთ, თორემ ღია ცის ქვეშ დავრჩებითო!..

არც ფული მივეცი და როცა ქმართან გაყრაზე ისევ უარი მითხრა, სახლიდანაც გავაგდე. ამიტომ კარგა ხანია არ მინახავს, არც ვიცი, როდის გაუჩინარდა...

ამ დროს ქალბატონი ეთერი, ასმათ ილურიძის დედა, ატირდა და ქმარს დამფრთხალმა გახედა:

- მე ვნახე ამ ორი კვირის წინ, ჩემი ოქროულობა გავატანე. ქმრისთვის კი არ მითქვამს, არ დამანებებდა. ჩემი შვილი შემეცოდა, - ზურასაც მოკლავენ და მეც მიმაყოლებენ, ახლა მარტო ქართველი კი არა, აზერბაიჯანელი მევალეებიც აკითხავენ, დიდი პარტია წამოუღია ნარკოტიკის და აქაურ "ძმაკაცებს" გადაუგდიათო...

ქალბატონმა ეთერმა ისიც გვითხრა, რომ უკვე ბინაც დაკარგა მისმა სიძე-ქალიშვილმა, - ვიღაც აზერბაიჯანელს თავის სახელზე გადაუფორმებია, თუმცა კი ზურა ჯერ ისევ თავის ბინაში ცხოვრობსო.

- როდის გაიგეთ შვილის გაუჩინარების შესახებ? - ვკითხე გაუბედურებულ მშობლებს.

- რომ აღარ გამოჩნდა, სამი დღის წინ მივაკითხე, - ისევ ატირდა ქალბატონი ეთერი, - ზურამ მითხრა, ბინის დაკარგვის შემდეგ ვიჩხუბეთ. ასმათმა ჩემოდანი ჩაალაგა და სახლიდან გაიქცა, მეგონა, თქვენთან წამოვიდაო!.. ისევ ნარკოტიკით იყო გაბრუებული. გამიკვირდა, ისევ რომ უშოვია წამალი, იმდენი ვალი ჰქონდა, ნისიადაც აღარავინ ენდობოდა... მეშინია შვილის გამო. მას მართლა არ ჰქონდა სხვაგან წასასვლელი და თუ ქმარს გამოექცეოდა, ჩვენთან უნდა მოსულიყო...

- იქნებ ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადახდა, შერცხვა თქვენთან დაბრუნება და რომელიმე ახლობელს შეაფარა თავი?! - დავეჭვდით ჩვენ.

- არა, ყველა ახლობელთან და მეგობართან მოვძებნეთ, მაგრამ არავის უნახავს. ვაითუ, მოკლა ჩემმა მხეცად ქცეულმა სიძემ, გვიშველეთ რამე! - ახლა უკვე მამასაც მოერია ცრემლი.

...როცა ზურა ნათაძეს მივაკითხეთ, ისე იყო ნარკოტიკით გაბრუებული, იმ დღეს მასთან ლაპარაკი ვერ მოვახერხეთ. პოლიციელი მივუჩინეთ მცველად.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია