პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო

ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნია ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და ყვე­ლა­ზე ძვი­რი კამ­პა­ნი­აა მსოფ­ლი­ო­ში. 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყო. ამ სტა­ტი­ა­ში მოვ­ყვე­ბი კან­დი­და­ტე­ბის, მათი შან­სე­ბის და იმის შე­სა­ხებ თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს თი­თო­ე­უ­ლის გა­მარ­ჯვე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კან­დი­და­ტი დიდი ალ­ბა­თო­ბით ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი იქ­ნე­ბა. ის 2008 წელს, შიდა პარ­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დროს, ობა­მას წი­ნა­აღ­მდეგ რთულ კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და და­მარ­ცხდა. როცა ობა­მამ უკვე სა­ერ­თო-საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბიც მო­ი­გო, ჰი­ლა­რი მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რო­გორც სა­ხელ­მწო­ფო მდი­ვა­ნი, ისე შე­უ­ერ­თდა.

ის გა­მოც­დი­ლი და მე­ტად პა­ტივ­ცე­მუ­ლი კან­დი­და­ტია, ახლა კი­დევ უფრო მე­ტად და­ფა­სე­ბუ­ლი, ვიდ­რე 2001 წელს, რო­დე­საც მის მე­უღ­ლეს ბილ კლინ­ტონს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა გა­უ­ვი­და. მე­დი­ამ უკვე იმ­დე­ნი იცის ორი­ვეს შე­სა­ხებ, რომ რა­ი­მე სკან­და­ლის გა­მო­ძებ­ნის უმ­ცი­რე­სი შან­სიც კი აღარ არის. მის გარ­და, კი­დევ რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლო დე­მოკ­რა­ტი კან­დი­და­ტია, უმე­ტე­სად მე­მერ­ცხე­ნე მხა­რეს, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ისი­ნი არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ცხა­დად ჩანს, რომ ქალ­ბა­ტონ კლინ­ტონს ვერ მო­უ­გე­ბენ. უკონ­კუ­რენ­ტო შიდა არ­ჩევ­ნებს თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ერ­თო-საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ფუ­ლის და­ზოგ­ვის თვალ­საზ­რი­სით.

რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას სამი მთა­ვა­რი არა­ფორ­მა­ლუ­რი ფრაქ­ცია აქვს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა "ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნე­ლე­ბია". მათ პა­ტა­რა მთავ­რო­ბის სჯე­რათ, ე.წ. და­ნა­მატ ჯგუ­ფად მი­იჩ­ნე­ვი­ან და მე­მარ­ცხე­ნე-მე­მარ­ჯვე­ნედ და­ყო­ფილ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში არ ჯდე­ბი­ან. მათ­მა კან­დი­დატ­მა რენდ პოლ­მა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას აპი­რებს. ის კენ­ტუ­კის შტა­ტის სე­ნა­ტო­რია. მა­მა­მის­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნე­ლია, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის კან­დი­დატ­მა, 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შიდა არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა.

მე­ო­რე ჯგუ­ფი "თი ფარ­თია". ეს არა­ფორ­მა­ლუ­რი ჯგუ­ფი 2007 - 2008 წლის რეს­პუბ­ლი­კელ­თა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს და­არ­სდა. ის ძი­რი­თა­დად ქვეყ­ნის შუა შტა­ტე­ბი­სა და პე­რი­ფე­რი­ებ­ში მცხოვ­რე­ბი, ნაკ­ლე­ბად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, თეთრკა­ნი­ა­ნი კა­ცე­ბის­გან შედ­გე­ბა. ჯგუ­ფის ბირ­თვი ის ხალ­ხია, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რე­ბი ჰქონ­დათ, მა­გა­ლი­თად, ქარ­ხნებ­ში და რომ­ლე­ბიც მას შემ­დეგ აღარ მუ­შა­ო­ბენ, რაც ინ­დუსტრი­ულ­მა წარ­მო­ე­ბამ აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. მათ შო­რის ბევ­რი დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დის იმის გამო, რომ პრე­ზი­დენ­ტი აფრო-ამე­რი­კე­ლია. მათი პო­ლი­ტი­კა არა თან­მიმ­დევ­რუ­ლია. მათ ძი­რი­თა­დად აერ­თი­ა­ნებთ ობა­მას­თან ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ ასე­ვე ერ­თი­ან­დე­ბი­ან რამ­დე­ნი­მე პროგ­რე­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ის წი­ნა­აღ­მდე­გაც, მა­გა­ლი­თად, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ემიგ­რა­ცი­ას. მათი დის­კურ­სი იმ იდე­ის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს, რომ ამე­რი­კა "დო­მი­ნე­რე­ბუ­ლი" სა­ხელ­მწი­ფოა. "ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნე­ლე­ბის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, ეს ის ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ და­არ­სდა და არა რა­ი­მე სპე­ცი­ფი­კუ­რი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გატ­რე­ბის მიზ­ნით. პირ­ვე­ლი კან­დი­და­ტი, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი სა­ჯა­როდ გა­მო­ხა­ტა სწო­რედ ამ ჯგუ­ფი­და­ნაა. მას ტედ კრუ­ზი ჰქვია და ის ტე­ხა­სის სე­ნა­ტო­რია.

მე­სა­მე ჯგუ­ფი იმათ­გან შედ­გე­ბა, ვი­საც მდი­დარ, თეთრ კა­ცებს ვუ­წო­დებთ. ისი­ნი დიდი ბიზ­ნე­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან. 2010 წელს მი­ღე­ბუ­ლი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად, რო­მელ­საც "გა­ერ­თი­ე­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" ჰქვია და რო­მელ­მაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის დროს გა­ნუ­ზო­მე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ფუ­ლის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და­უშ­ვა, გა­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე უკი­დუ­რე­სად მდი­და­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს აძ­ლევს იმ კან­დი­და­ტებს, რომ­ლე­ბიც მათ ინ­ტე­რე­სებს ატა­რე­ბენ. ეს ჯგუ­ფი წლე­ბია მხარს უჭერს იმ სუ­ლის­კვე­თე­ბას, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის მმარ­თველ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ პო­ლი­ტი­კო­სებს გა­აჩ­ნი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ყველაზე გრძელი და ყველაზე ძვირი კამპანიაა მსოფლიოში. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. ამ სტატიაში მოვყვები კანდიდატების, მათი შანსების და იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თითოეულის გამარჯვებას საქართველოსთვის.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი დიდი ალბათობით ჰილარი კლინტონი იქნება. ის 2008 წელს, შიდა პარტიული არჩევნების დროს, ობამას წინააღმდეგ რთულ კამპანიაში მონაწილეობდა და დამარცხდა. როცა ობამამ უკვე საერთო-საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო, ჰილარი მის ადმინისტრაციას, როგორც სახელმწოფო მდივანი, ისე შეუერთდა.

ის გამოცდილი და მეტად პატივცემული კანდიდატია, ახლა კიდევ უფრო მეტად დაფასებული, ვიდრე 2001 წელს, როდესაც მის მეუღლეს ბილ კლინტონს პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა. მედიამ უკვე იმდენი იცის ორივეს შესახებ, რომ რაიმე სკანდალის გამოძებნის უმცირესი შანსიც კი აღარ არის. მის გარდა, კიდევ რამდენიმე შესაძლო დემოკრატი კანდიდატია, უმეტესად მემერცხენე მხარეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ცხადად ჩანს, რომ ქალბატონ კლინტონს ვერ მოუგებენ. უკონკურენტო შიდა არჩევნებს თავისი უპირატესობები აქვს, განსაკუთრებით საერთო-საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ფულის დაზოგვის თვალსაზრისით.

რესპუბლიკურ პარტიას სამი მთავარი არაფორმალური ფრაქცია აქვს. მათ შორის ყველაზე პატარა "ლიბერტარიანელებია". მათ პატარა მთავრობის სჯერათ, ე.წ. დანამატ ჯგუფად მიიჩნევიან და მემარცხენე-მემარჯვენედ დაყოფილ პოლიტიკურ სპექტრში არ ჯდებიან. მათმა კანდიდატმა რენდ პოლმა უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ის კენტუკის შტატის სენატორია. მამამისმა, რომელიც ასევე ლიბერტარიანელია, როგორც რესპუბლიკელების კანდიდატმა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და შიდა არჩევნებში დამარცხდა.

მეორე ჯგუფი "თი ფართია". ეს არაფორმალური ჯგუფი 2007 - 2008 წლის რესპუბლიკელთა საარჩევნო კამპანიის დროს დაარსდა. ის ძირითადად ქვეყნის შუა შტატებისა და პერიფერიებში მცხოვრები, ნაკლებად განათლებული, თეთრკანიანი კაცებისგან შედგება. ჯგუფის ბირთვი ის ხალხია, რომლებსაც მაღალანაზღაურებადი სამსახურები ჰქონდათ, მაგალითად, ქარხნებში და რომლებიც მას შემდეგ აღარ მუშაობენ, რაც ინდუსტრიულმა წარმოებამ აღმოსავლეთ აზიაში გადაინაცვლა. მათ შორის ბევრი დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ პრეზიდენტი აფრო-ამერიკელია. მათი პოლიტიკა არა თანმიმდევრულია. მათ ძირითადად აერთიანებთ ობამასთან ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ ასევე ერთიანდებიან რამდენიმე პროგრესული პოლიტიკური იდეის წინააღმდეგაც, მაგალითად, ეწინააღმდეგებიან ემიგრაციას. მათი დისკურსი იმ იდეის გარშემო ტრიალებს, რომ ამერიკა "დომინერებული" სახელმწიფოა. "ლიბერტარიანელებისგან" განსხვავებით, ეს ის ჯგუფია, რომელიც განზოგადებული მღელვარების საპასუხოდ დაარსდა და არა რაიმე სპეციფიკური რაციონალური პოლიტიკის გატრების მიზნით. პირველი კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საჯაროდ გამოხატა სწორედ ამ ჯგუფიდანაა. მას ტედ კრუზი ჰქვია და ის ტეხასის სენატორია.

მესამე ჯგუფი იმათგან შედგება, ვისაც მდიდარ, თეთრ კაცებს ვუწოდებთ. ისინი დიდი ბიზნესის მხარდამჭერები არიან. 2010 წელს მიღებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, რომელსაც "გაერთიენებული მოქალაქეები" ჰქვია და რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კამპანიების დროს განუზომელი რაოდენობის ფულის მიღების საშუალება დაუშვა, გამოჩნდა რამდენიმე უკიდურესად მდიდარი პიროვნება, რომელიც მილიონობით დოლარს აძლევს იმ კანდიდატებს, რომლებიც მათ ინტერესებს ატარებენ. ეს ჯგუფი წლებია მხარს უჭერს იმ სულისკვეთებას, რომელიც რესპუბლიკური პარტიის მმართველ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტიკოსებს გააჩნიათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."