პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუპერმარკეტებში პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა
სუპერმარკეტებში პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, შემ­ცი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ზრდი­სა და გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ფონ­ზე პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი მკვეთ­რად გაძ­ვირ­და.

ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თუ ახლო მო­მა­ვალ­ში ლა­რის კურ­სი არ დას­ტა­ბი­ლურ­და, ახლო მო­მა­ვალ­ში ფა­სე­ბის ზრდა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბან­კებ­მა კრე­დი­ტო­რებს სეს­ხე­ბი გა­უძ­ვი­რეს. ქვე­ყა­ნა­ში შემ­ნი­ლი მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ-სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე მთა­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი დარ­ტყმა მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა­ზე ღა­რიბ ფე­ნას მი­ად­გა. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თე­ბის რი­ცხვი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ მრავ­ლად არის.

პრო­დუქ­ტებ­სა და ჰი­გი­ე­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ფა­სე­ბის ზრდა გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში. მომ­ხმა­ე­რე­ბელ­თა თქმით, მარ­თა­ლია ზო­გი­ერთ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბი კვლავ სთა­ვა­ზო­ბენ ფას­დაკ­ლე­ბის აქ­ცი­ებს, თუმ­ცა სა­ერ­თო ჯამ­ში, ფა­სე­ბი ბევრ პრო­დუქტზეა გაზ­რდი­ლი.

გა­სულ კვი­რას პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია საქსტატ­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, 2015 წლის აპ­რილ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და და­მა­მუ­შა­ვე­ბელ მრეწ­ვე­ლო­ბა­ზე, ქი­მი­ურ წარ­მო­ე­ბა­ზე, საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­სა (სას­მე­ლე­ბის ჩათ­ვლით) და თამ­ბა­ქოს წარ­მო­ე­ბა­ზე - 18,1%-ით. საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წლის აპ­რილ­ში, 2015 წლის მარტთან შე­და­რე­ბით, სამ­რეწ­ვე­ლო პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბელ­თა ფა­სე­ბის ინ­დექ­სი 2,3 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და, ხოლო 2014 წლის აპ­რილ­თან შე­და­რე­ბით კი, 8,7 პრო­ცენ­ტით. 2005 წლის სა­შუ­ა­ლოს­თან შე­და­რე­ბით ინ­დექ­სი გაზ­რდი­ლია 78,4 პრო­ცენ­ტით.

bpn.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ფა­სე­ბი ბევრ პრო­დუქტზეა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი. შვრი­ის ფან­ტე­ლი, რო­მე­ლიც ბევ­რი ოჯა­ხის­თვის დი­ლის სა­უზ­მეა, 50 თეთ­რით არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი. თუ რამ­დე­ნი­მე თვის წინ შვრი­ი­ის ფან­ტე­ლი 1,70 თეთ­რი ღირ­და, ახლა მისი შე­ძე­ნა 2,30 ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ. "ნორ­დი­კის" ფა­ფე­ბი, რო­მე­ლიც 7,40 ლარი ღირ­და, დღეს 9,05 ლარი ღირს. წი­წი­ბუ­რის ფასი 1, 90 თეთ­რი­დან 2, 60 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.

მკვეთ­რად მო­მა­ტე­ბუ­ლია ფა­სე­ბი ზეთ­ზე. მა­გა­ლი­თად, "ავე­დო­ვის" სი­მინ­დის ზეთი 6,35 ღირ­და, ამ­ჟა­მად მისი ფასი 7, 75 ლა­რია. "ჩვე­ნი სუფ­რის" სი­მინ­დის ზეთს, რო­მე­ლიც ორი თვის წინ 4, 40 ღირ­და, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში 5, 70 ლა­რად შეხ­ვდე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მზე­სუმ­ზი­რის ზე­თებს - აქ ფა­სე­ბი 3, 35 ლა­რი­დან 4, 50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, გა­აჩ­ნია მწარ­მო­ებლსა და ხა­რისხს. გაძ­ვი­რე­ბუ­ლია შა­ქა­რიც, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ 1,15 ლარი ღირ­და, ახლა უკვე 1, 45 თეთ­რი ღირს. 1, 70 ლა­რი­დან 2, 20 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და მა­კა­რო­ნის ფა­სიც.

გაგ­რძე­ლე­ბა

სუპერმარკეტებში პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა

სუპერმარკეტებში პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა

როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირებული ეკონომიკის ზრდისა და გაუფასურებული ეროვნული ვალუტის ფონზე პირველადი მოხმარების საგნები მკვეთრად გაძვირდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ახლო მომავალში ლარის კურსი არ დასტაბილურდა, ახლო მომავალში ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. პარალელურად, ბანკებმა კრედიტორებს სესხები გაუძვირეს. ქვეყანაში შემნილი მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე მთავარი ფინანსური დარტყმა მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენას მიადგა. სამწუხაროდ, ასეთების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არის.

პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია დიდ სუპერმარკეტებში. მომხმაერებელთა თქმით, მართალია ზოგიერთ პროდუქციაზე ჰიპერმარკეტები კვლავ სთავაზობენ ფასდაკლების აქციებს, თუმცა საერთო ჯამში, ფასები ბევრ პროდუქტზეა გაზრდილი.

გასულ კვირას პროდუქტებზე ფასების ზრდის შესახებ ინფორმაცია საქსტატმაც გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის აპრილში ფასები გაიზარდა დამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ წარმოებაზე, საკვებ პროდუქტებსა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე - 18,1%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში, 2015 წლის მარტთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის აპრილთან შედარებით კი, 8,7 პროცენტით. 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 78,4 პროცენტით.

bpn.ge შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა სამომხმარებლო ბაზარზე. როგორც აღმოჩნდა, ფასები ბევრ პროდუქტზეა გაძვირებული. შვრიის ფანტელი, რომელიც ბევრი ოჯახისთვის დილის საუზმეა, 50 თეთრით არის გაძვირებული. თუ რამდენიმე თვის წინ შვრიიის ფანტელი 1,70 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა 2,30 ლარად შეგიძლიათ. "ნორდიკის" ფაფები, რომელიც 7,40 ლარი ღირდა, დღეს 9,05 ლარი ღირს. წიწიბურის ფასი 1, 90 თეთრიდან 2, 60 ლარამდე გაიზარდა.

მკვეთრად მომატებულია ფასები ზეთზე. მაგალითად, "ავედოვის" სიმინდის ზეთი 6,35 ღირდა, ამჟამად მისი ფასი 7, 75 ლარია. "ჩვენი სუფრის" სიმინდის ზეთს, რომელიც ორი თვის წინ 4, 40 ღირდა, სუპერმარკეტებში 5, 70 ლარად შეხვდებით. რაც შეეხება მზესუმზირის ზეთებს - აქ ფასები 3, 35 ლარიდან 4, 50 ლარამდე მერყეობს, გააჩნია მწარმოებლსა და ხარისხს. გაძვირებულია შაქარიც, რომელიც ცოტა ხნის წინ 1,15 ლარი ღირდა, ახლა უკვე 1, 45 თეთრი ღირს. 1, 70 ლარიდან 2, 20 ლარამდე გაიზარდა მაკარონის ფასიც.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია