მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საინფორმაციო ტურებს მასპინძლობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საინფორმაციო ტურებს მასპინძლობს

მა­ი­სის თვე­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტურს გა­უ­წევს ორ­გა­ნი­ზე­ბას. 6-9 მა­ისს ის­რა­ე­ლის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ აჭა­რა­ში. სა­ინ­ფორ­მა­ციო ტურ­ში ჩარ­თუ­ლი ებ­რა­უ­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში 3 მი­ლი­ო­ნამ­დე წვდო­მას მო­ი­ცავს, რაც კი­დევ უფრო გაზ­რდის რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რო­ბას ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში.

11-13 მა­ისს ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი აჭა­რი­სათ­ვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მიზ­ნე ქვეყ­ნის - პო­ლო­ნე­თის ტურ-ოპე­რა­ტო­რებს უმას­პინ­ძლებს. სა­ინ­ფორ­მა­ციო ტური დე­პარ­ტა­მენ­ტმა პო­ლო­ნე­თის ტუ­რიზ­მის პა­ლა­ტას­თან ერ­თად და­გეგ­მა და მას­ში 12 სა­შუ­ა­ლო ტურ-ოპე­რა­ტო­რია ჩარ­თუ­ლი. პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ორ ყვე­ლა­ზე მსხვილ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ას­თან - "Rainbow Tours" და "Itaka" ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი უკვე თა­ნამ­შრომ­ლობს და მათ მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნე­ბით შე­მო­ყავს რე­გი­ონ­ში პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბი. 2015 წლის სე­ზონ­ზე პო­ლო­ნე­თი­დან ჩარ­ტე­რუ­ლი ავი­აფ­რე­ნე­ბის ფარ­გლებ­ში მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის 30%-ით გაზ­რდა იგეგ­მე­ბა.

მა­ი­სის თვე­ში რე­გი­ო­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ჯგუ­ფი ყა­ზა­ხე­თი­დან ეს­ტუმ­რე­ბა აჭა­რას. 11-15 მა­ისს სა­ინ­ფორ­მა­ციო ტური ყა­ზა­ხე­თის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს (წამ­ყვა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი НТК, 7 канал და პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი) ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აჭა­რა-ბა­თუ­მის შე­სა­ხებ სა­რეკ­ლა­მო ხა­სი­ა­თის სი­უ­ჟე­ტე­ბი და სტა­ტი­ე­ბი მომ­ზად­დე­ბა.

13-17 მა­ისს, ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით ლიტ­ვის 6 ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ეც­ნო­ბა რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი უკვე მუ­შა­ობს აჭა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და გეგ­მავს ახა­ლი ტურ-პა­კე­ტე­ბის შექ­მნას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლიტ­ვა ერთ-ერთი ახა­ლი სა­მიზ­ნე ბა­ზა­რია, სა­დაც 6 აპ­რი­ლი­დან 14 ივ­ნი­სამ­დე სამ ქა­ლაქ­ში (ვილ­ნი­უ­სი, კლა­ი­პე­და და კა­უ­ნა­სი), აჭა­რა-ბა­თუ­მის სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტის ფო­ტო­ე­ბი ცენ­ტრა­ლურ ად­გი­ლებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. 24-26 მა­ისს და­გეგ­მი­ლია ასე­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტური ლიტ­ვის უმ­სხვი­ლე­სი ტუ­რო­პე­რა­ტო­რის "Novaturas" ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ლიტ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

16-19 მა­ისს, 12 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფით თურ­ქუ­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ეწ­ვე­ვა აჭა­რას. მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია რე­ი­ტინ­გუ­ლი ბლო­გე­ბის ავ­ტო­რე­ბი და თურ­ქუ­ლი არ­ხის TV2-ის ტუ­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი.

აჭა­რის რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით 2015 წელს ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი 30-მდე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტურს ჩა­ა­ტა­რებს უცხო­ე­ლი ტურ-ოპე­რა­ტო­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის, რაც კი­დევ უფრო გაზ­რდის აჭა­რა-ბა­თუ­მის პო­პუ­ლა­რო­ბას სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბის ტუ­რის­ტულ ბაზ­რებ­ზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საინფორმაციო ტურებს მასპინძლობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საინფორმაციო ტურებს მასპინძლობს

მაისის თვეში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რამდენიმე საინფორმაციო ტურს გაუწევს ორგანიზებას. 6-9 მაისს ისრაელის მედიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ აჭარაში. საინფორმაციო ტურში ჩართული ებრაული მედია საშუალებები მთლიანობაში 3 მილიონამდე წვდომას მოიცავს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის პოპულარობას ისრაელის სახელმწიფოში.

11-13 მაისს ტურიზმის დეპარტამენტი აჭარისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყნის - პოლონეთის ტურ-ოპერატორებს უმასპინძლებს. საინფორმაციო ტური დეპარტამენტმა პოლონეთის ტურიზმის პალატასთან ერთად დაგეგმა და მასში 12 საშუალო ტურ-ოპერატორია ჩართული. პოლონეთის რესპუბლიკის ორ ყველაზე მსხვილ ტურისტულ კომპანიასთან - "Rainbow Tours" და „Itaka” ტურიზმის დეპარტამენტი უკვე თანამშრომლობს და მათ მიერ დანიშნული ჩარტერული ფრენებით შემოყავს რეგიონში პოლონელი ტურისტები. 2015 წლის სეზონზე პოლონეთიდან ჩარტერული ავიაფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდა იგეგმება.

მაისის თვეში რეგიონით დაინტერესებული კიდევ ერთი ჯგუფი ყაზახეთიდან ესტუმრება აჭარას. 11-15 მაისს საინფორმაციო ტური ყაზახეთის მედიის წარმომადგენლებს (წამყვანი ტელევიზიები НТК, 7 канал და პოპულარული ჟურნალ-გაზეთები) ჩაუტარდებათ, რომლის ფარგლებშიც აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სიუჟეტები და სტატიები მომზადდება.

13-17 მაისს, ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ლიტვის 6 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი გაეცნობა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. რამდენიმე მათგანი უკვე მუშაობს აჭარის მიმართულებაზე და გეგმავს ახალი ტურ-პაკეტების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ლიტვა ერთ-ერთი ახალი სამიზნე ბაზარია, სადაც 6 აპრილიდან 14 ივნისამდე სამ ქალაქში (ვილნიუსი, კლაიპედა და კაუნასი), აჭარა-ბათუმის სხვადასხვა ფორმატის ფოტოები ცენტრალურ ადგილებშია განთავსებული. 24-26 მაისს დაგეგმილია ასევე საინფორმაციო ტური ლიტვის უმსხვილესი ტუროპერატორის „Novaturas” ხელმძღვანელი პირებისათვის, რომლის ფარგლებშიც ლიტვის მიმართულებით ახალი საინტერესო პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

16-19 მაისს, 12 კაციანი ჯგუფით თურქული მედია საშუალებები ეწვევა აჭარას. მასში გაერთიანებულია რეიტინგული ბლოგების ავტორები და თურქული არხის TV2-ის ტურისტული გადაცემის გადამღები ჯგუფი.

აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით 2015 წელს ტურიზმის დეპარტამენტი 30-მდე საინფორმაციო ტურს ჩაატარებს უცხოელი ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისათვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის აჭარა-ბათუმის პოპულარობას სამიზნე ქვეყნების ტურისტულ ბაზრებზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია