პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუს ტბის ვნებანი აგვისტოს ომის დროს...
კუს ტბის ვნებანი აგვისტოს ომის დროს...

ტბის პი­რას, პლაჟ­ზე, ნა­შო­ბაა "დაყ­რი­ლი" და ერ­თმა­ნე­თის ფე­ხე­ბის სიგ­რძე­სა და სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებს ირი­ბი მზე­რით ამოწ­მებს.

გა­გა­ნია ომი იყო, როცა ერ­თმა რე­სო­დენ­ტმა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გულს ვუ­წუ­ხებ­დი რეკ­ვით, ბო­ლოს და ბო­ლოს, შეხ­ვედ­რა და­მით­ქვა, მაგ­რამ დი­ლის 6 სა­ათ­ზე, თა­ნაც - კუს ტბა­ზე. - იქ ვვარ­ჯი­შობ ხოლ­მე და დრო­საც გა­მოვ­ძებ­ნი, რომ და­გე­ლა­პა­რა­კოო. მე მგო­ნი, ჩემი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა უფრო უნ­დო­და, ეგო­ნა, და­მე­ზა­რე­ბო­და, მაგ­რამ ვერ მი­ვარ­თვი.

მი­უ­ხე­და­ვად ად­რი­ა­ნი დი­ლი­სა, ქა­ლაქ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი მან­ქა­ნა მოძ­რა­ობ­და. შევ­ნიშ­ნე, რომ ძი­რი­თა­დად ია­ფ­ფა­სი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი ჭარ­ბობ­და (აბა, ჯი­პე­ბი­სა და სხვა, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის პატ­რო­ნებს ამ დროს შუა ძი­ლით სძი­ნავთ და ვინ იცის, მე­რამ­დე­ნე სიზ­მარს ხე­და­ვენ). ისიც შევ­ნიშ­ნე, რომ თით­ქმის ყვე­ლა მან­ქა­ნას ჭი­ან­ჭვე­ლა­სა­ვით ტვირ­თი ჰქონ­და წა­მო­კი­დე­ბუ­ლი - ზოგს ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ზოგს ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დით სავ­სე ჰქონ­და სა­ბარ­გუ­ლი...

ვა­კე­ში კი მან­ქა­ნე­ბი თით­ქმის არ მოძ­რა­ობ­დნენ. სრუ­ლი სი­ჩუ­მე და "ტო­რი­ჩე­ლის სი­ცა­რი­ე­ლე" სუ­ფევ­და. ჩემ წინ მო­ფა­ხ­ფა­ხე­ბუ­ლი "ჟი­გუ­ლი" მი­დი­ო­და მხო­ლოდ. მან­ქა­ნის თავ­ზე და­მაგ­რე­ბულ სა­ბარ­გულ­ზე პო­მიდვ­რით სავ­სე ყუ­თე­ბი ელა­გა. უეც­რად, მო­სახ­ვე­ვი­დან დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ჯიპი გა­მო­ვარ­და (მა­ინც, რამ გა­აღ­ვი­ძა ამ დი­ლა­უ­თე­ნია?) და მარ­თა­ლია, პო­მიდვ­რით დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნა და­ი­ნა­ხა, მაგ­რამ სიჩ­ქა­რის­თვის არ მო­უკ­ლია, ჯი­ქურ წა­მო­ვი­და. ავა­რი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, "ჟი­გუ­ლის" მძღო­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მკვეთ­რად მო­ეხ­ვია. ამ დროს ყუ­თე­ბი გად­მოც­ვივ­და და პო­მი­დო­რი მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფოს წინ, გა­ჩე­რე­ბა­ზე მი­მო­ი­ფან­ტა. მან­ქა­ნი­დან მო­ხუ­ცი ცოლ-ქმა­რი გად­მო­ვი­და და პო­მიდვ­რე­ბის მოგ­რო­ვე­ბას შე­უდ­გა. მეც გა­ვა­ჩე­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი და სა­წყლებს, მი­ვეხ­მა­რე. ძა­ლი­ან შე­წუხ­დნენ, მაგ­რამ ვიდ­რე ყუთ­ში ბოლო პო­მი­დო­რიც არ მო­ვა­თავ­სე­ბი­ნე, არ მო­ვეშ­ვი.

- ეჰ, სა­უ­კე­თე­სო პო­მი­დო­რი ვი­ყი­დეთ, ვა­კე­ლე­ბი უბ­რა­ლოს არ კად­რუ­ლო­ბენ, ახლა კი სულ და­ი­ჭყლი­ტა, ამას თა­ვის ფას­შიც ვერ გავ­ყი­დით, - ცრემლს იწ­მენ­დდა ქალი.

- კარ­გი, ჰო, ქალო, არა უშავს, რო­გორ­მე გავ­ყი­დით, სხვა დროს კი ყუ­თებს და­ვა­ბამ და აღარ გად­მოც­ვივ­დე­ბა, - ყა­სი­დად შე­უ­წყრა ქმა­რი.

ცოლ-ქმარ­მა მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და, მეც წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვე და გზა გან­ვაგ­რძე.

კუს ტბა­ზე მი­სუ­ლი გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყუ­რე­ბო­დი - რო­მელ "სუფ­თა ჰა­ერ­ზე" იყო ლა­პა­რა­კი, როცა შე­სას­ვლე­ლი სავ­სე იყო მან­ქა­ნე­ბით და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლიც კი ძლივს ვი­პო­ვე. იმ­დე­ნი ხალ­ხი დამ­ხვდა, ალ­ბათ სუფ­თა ჰა­ე­რის "ყლაპ­ვაც" მო­რი­გე­ო­ბით უწევ­დათ.

აი, თურ­მე სად ყო­ფი­ლან ვა­კე­ლე­ბი ამ დი­ლა­უ­თე­ნია, მე კი უსა­მარ­თლოდ ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი, სძი­ნავთ-მეთ­ქი. სა­ნამ ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ვარ­ჯიშს მორ­ჩე­ბო­და, იქა­უ­რო­ბა მო­ვი­ა­რე.

ზოგი ტბის გარ­შემო დარ­ბო­და... დარ­ბოდ­ნენ მარ­ტო, წყვი­ლად, გუნ­დად... ვინც მარ­ტო იყო, ყურ­საც­ვა­მე­ბი ჰქონ­და გარ­ჭო­ბი­ლი და მუ­სი­კის ტაქ­ტზე ნა­ზად მი­არ­ხევ­და უკა­ნალს. მათი მოძ­რა­ო­ბი­სა და სირ­ბი­ლის ტემ­პით იო­ლად მიხ­ვდე­ბო­დი, რო­გორ მუ­სი­კას უს­მენ­და.

მა­გა­ლი­თად, აგერ, ძვირ­ფას სპორ­ტულ­ში გა­მო­წყო­ბილ­მა, სათ­ვა­ლი­ან­მა, კე­პი­ან­მა, თმა­გა­და­ხოტ­რილ­მა მა­მა­კაც­მა ჩა­მირ­ბი­ნა. შარ­ვლის უკა­ნა ჯი­ბი­დან მან­ქა­ნის გა­სა­ღებ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი "ბრე­ლო­კი" მო­უ­ჩანს. ამის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, "ინ­ფი­ნი­ტის" პატ­რო­ნი ყო­ფი­ლა. სა­ხე­ზე მე­დი­დუ­რი იერი აქვს და ისე მირ­ბის, თით­ქოს გაყ­ვედ­რის და გე­უბ­ნე­ბა - თქვე სა­ცო­და­ვე­ბო, სხვა გზა არა მაქვს, თო­რემ თქვენ გვერ­დით სირ­ბილს რო­გორ ვი­კად­რებ­დიო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახლა ის ერთ ძველ სიმ­ღე­რას უს­მენს - "მთა­ვა­რია, გქონ­დეს ფული, რომ არ იყო და­ჩაგ­რუ­ლი... ფული ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს, ფული ჯა­დოა, თი­ლის­მა, ხში­რად ნერ­ვე­ბის მომშლე­ლი, და­მაფრ­თხო­ბე­ლი ძი­ლი­სა... ფუ­ლის დათ­ვლა და შე­ნახ­ვა, ესეც ხომ დიდი ნი­ჭია, შე­მოგ­ხე­და­ვენ, იტყვი­ან, ფული აქვს, კარ­გი ბი­ჭია"...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კუს ტბის ვნებანი აგვისტოს ომის დროს...

კუს ტბის ვნებანი აგვისტოს ომის დროს...

ტბის პირას, პლაჟზე, ნაშობაა "დაყრილი" და ერთმანეთის ფეხების სიგრძესა და საცურაო კოსტიუმებს ირიბი მზერით ამოწმებს.

გაგანია ომი იყო, როცა ერთმა რესოდენტმა, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში გულს ვუწუხებდი რეკვით, ბოლოს და ბოლოს, შეხვედრა დამითქვა, მაგრამ დილის 6 საათზე, თანაც - კუს ტბაზე. - იქ ვვარჯიშობ ხოლმე და დროსაც გამოვძებნი, რომ დაგელაპარაკოო. მე მგონი, ჩემი თავიდან მოშორება უფრო უნდოდა, ეგონა, დამეზარებოდა, მაგრამ ვერ მივართვი.

მიუხედავად ადრიანი დილისა, ქალაქში საკმაოდ ბევრი მანქანა მოძრაობდა. შევნიშნე, რომ ძირითადად იაფფასიანი მანქანები ჭარბობდა (აბა, ჯიპებისა და სხვა, ძვირად ღირებული მანქანების პატრონებს ამ დროს შუა ძილით სძინავთ და ვინ იცის, მერამდენე სიზმარს ხედავენ). ისიც შევნიშნე, რომ თითქმის ყველა მანქანას ჭიანჭველასავით ტვირთი ჰქონდა წამოკიდებული - ზოგს ხილი და ბოსტნეული, ზოგს ტუალეტის ქაღალდით სავსე ჰქონდა საბარგული...

ვაკეში კი მანქანები თითქმის არ მოძრაობდნენ. სრული სიჩუმე და "ტორიჩელის სიცარიელე" სუფევდა. ჩემ წინ მოფახფახებული "ჟიგული" მიდიოდა მხო­ლოდ. მანქანის თავზე დამაგრებულ საბარგულზე პომიდვრით სავსე ყუთები ელაგა. უეცრად, მოსახვევიდან დიდი სიჩქარით მოძრავი ჯიპი გამოვარდა (მაინც, რამ გააღვიძა ამ დილაუთენია?) და მართალია, პომიდვრით დატვირთული მანქანა დაინახა, მაგრამ სიჩქარისთვის არ მოუკლია, ჯიქურ წამოვიდა. ავარიის თავიდან ასაცილებლად, "ჟიგულის" მძღოლი იძულებული გახდა, მკვეთრად მოეხვია. ამ დროს ყუთები გადმოცვივდა და პომიდორი მე-9 საავადმყოფოს წინ, გაჩერებაზე მიმოიფანტა. მანქანიდან მოხუცი ცოლ-ქმარი გადმოვიდა და პომიდვრების მოგროვებას შეუდგა. მეც გავაჩერე ავტომობილი და საწყლებს, მივეხმარე. ძალიან შეწუხდნენ, მაგრამ ვიდრე ყუთში ბოლო პომიდორიც არ მოვათავსებინე, არ მოვეშვი.

- ეჰ, საუკეთესო პომიდორი ვიყიდეთ, ვაკელები უბრალოს არ კადრულობენ, ახლა კი სულ დაიჭყლიტა, ამას თავის ფასშიც ვერ გავყიდით, - ცრემლს იწმენდდა ქალი.

- კარგი, ჰო, ქალო, არა უშავს, როგორმე გავყიდით, სხვა დროს კი ყუთებს დავაბამ და აღარ გადმოცვივდება, - ყასიდად შეუწყრა ქმარი.

ცოლ-ქმარმა მადლობა გადამიხადა, მეც წარმატება ვუსურვე და გზა განვაგრძე.

კუს ტბაზე მისული გაოცებული ვიყურებოდი - რომელ "სუფთა ჰაერზე" იყო ლაპარაკი, როცა შესასვლელი სავსე იყო მანქანებით და თქვენ წარმოიდგინეთ, მანქანის გასაჩერებელი ადგილიც კი ძლივს ვიპოვე. იმდენი ხალხი დამხვდა, ალბათ სუფთა ჰაერის "ყლაპვაც" მორიგეობით უწევდათ.

აი, თურმე სად ყოფილან ვაკელები ამ დილაუთენია, მე კი უსამართლოდ ვსაყვედურობდი, სძინავთ-მეთქი. სანამ ჩემი რესპონდენტი ვარჯიშს მორჩებოდა, იქაურობა მოვიარე.

ზოგი ტბის გარ­შემო დარბოდა... დარბოდნენ მარტო, წყვილად, გუნდად... ვინც მარტო იყო, ყურსაცვამები ჰქონდა გარჭობილი და მუსიკის ტაქტზე ნაზად მიარხევდა უკანალს. მათი მოძრაობისა და სირბილის ტემპით იოლად მიხვდებოდი, როგორ მუსიკას უსმენდა.

მაგალითად, აგერ, ძვირფას სპორტულში გამოწყობილმა, სათვალიანმა, კეპიანმა, თმაგადახოტრილმა მამაკაცმა ჩამირბინა. შარვლის უკანა ჯიბიდან მანქანის გასაღებზე დაკიდებული "ბრელოკი" მოუჩანს. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ინფინიტის" პატრონი ყოფილა. სახეზე მედიდური იერი აქვს და ისე მირბის, თითქოს გაყვედრის და გეუბნება - თქვე საცოდავებო, სხვა გზა არა მაქვს, თორემ თქვენ გვერდით სირბილს როგორ ვიკადრებდიო. დარწმუნებული ვარ, ახლა ის ერთ ძველ სიმღერას უსმენს - "მთავარია, გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული... ფული ჯოჯოხეთს ანათებს, ფული ჯადოა, თილისმა, ხშირად ნერვების მომშლელი, დამაფრთხობელი ძილისა... ფულის დათვლა და შენახვა, ესეც ხომ დიდი ნიჭია, შემოგხედავენ, იტყვიან, ფული აქვს, კარგი ბიჭია"...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია