პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ ვიცი ოჯახის ფასი...'' - ეკა მამალაძე
''პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ ვიცი ოჯახის ფასი...'' - ეკა მამალაძე

ჩვე­ნი რუბ­რი­კის დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რია მომ­ღე­რა­ლი ეკა მა­მა­ლა­ძე. იგი ჩვენ­თან ამ­ხელს სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლას და თა­ვის დე­ბი­უტს, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ებ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებს იხ­სე­ნებს.

- რო­მე­ლი კონ­ცერ­ტი და­გა­მახ­სოვ­რდათ ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ?

- თი­თო­ე­უ­ლი კონ­ცერ­ტი მო­ი­თხოვს სრულ მო­ბი­ლი­ზე­ბას, შრო­მას, ნერ­ვი­უ­ლო­ბა­სა და დროს, შე­სა­ბა­მი­სად, და­მა­მახ­სოვ­რდა ყვე­ლა, თუმ­ცა დე­ბი­უტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბა, რა თქმა უნდა, შე­უ­და­რე­ბე­ლია.

ჩემი მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, ბავ­შვო­ბა­ში სცე­ნა­ზე არ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. არ ვიცი, რა­ტომ... მერე გავ­თხოვ­დი... სხვა­თა შო­რის, საკ­მა­ოდ ნა­ად­რევ ასაკ­ში. მომ­ღერ­ლო­ბის და­უ­ცხრო­მე­ლი ლტოლ­ვა არ მქო­ნია. დე­და­ჩე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მუ­სი­კო­სებ­ში ვტრი­ა­ლებ­დი, მაგ­რამ მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი არ გა­მი­კე­თე­ბია იმის შე­სა­ხებ, რომ ვმღე­რი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მუ­სი­კა­ში ნა­ნი­სა და ნა­ტა­ლის შუ­ა­ში ვდგა­ვარ, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ნა­ტა­ლი ნიუ-იორკშია და სწავ­ლობს.

- ოჯა­ხის შექ­მნა კა­რი­ე­რულ წინსვლას ხელს უშ­ლის?

- არა. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ვინ­მე გეხ­მა­რე­ბა. თუ ძა­ლი­ან გიყ­ვარს შენი საქ­მე, მო­ა­ხერ­ხებ დრო­ის ისე გა­და­ნა­წი­ლე­ბას, რომ იყო კარ­გი ცოლი, დედა და, იმავდრო­უ­ლად, საქ­მის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ჩემი აზ­რით, თუ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე მო­გი­წევს დად­გო­მა, ოჯა­ხი უნდა აირ­ჩიო. მსხვერ­პლის გა­ღე­ბა ნამ­დვი­ლად ღირს.

- რო­გორ ახერ­ხებ­დით მომ­ღერ­ლო­ბი­სა და დე­დო­ბის შე­თავ­სე­ბას, სა­ნამ ბავ­შვე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ?

- ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ბე­ბი­ა­ჩე­მი და დე­დამ­თი­ლი. სამი შვი­ლი და კა­რი­ე­რა რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ერ­თად, არა? პირ­ვე­ლი ოჯა­ხი და­მენგრა, ამი­ტომ მე ვიცი ოჯა­ხის ფასი. კა­რი­ე­რით შე­პყრო­ბი­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, მა­მა­კა­ცებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი აფრ­თხობთ?

- კი, თუმ­ცა, რაც უფრო მეტი დრო გა­დის, მით უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი ხდე­ბი­ან კა­ცე­ბი. ადრე მათ აშ­კა­რად თრგუ­ნავ­დათ ქა­ლის წარ­მა­ტე­ბა და ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ეს ფაქ­ტი აკომ­პლექ­სებ­დათ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად არ იყ­ვნენ შედმდგა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ჩემი შვი­ლე­ბის თა­ო­ბას უკვე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია ქა­ლის სახ­ლში ჯდო­მა. მე მომ­წონს ამ­გვა­რი მიდ­გო­მა. თუ მა­მა­კა­ცი წარ­მა­ტე­ბულ ქალს ტო­ვებს, პრობ­ლე­მა თა­ვად მას­შია, გა­მო­დის, ქა­ლის ცხოვ­რე­ბის რე­ჟიმს ვერ გა­უძ­ლო.

- რა არის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა?

- წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში არის შრო­მა, მონ­დო­მე­ბა და ინ­ტე­რე­სი. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა შრო­მობ­დე და არ გა­ფა­სებ­დნენ, ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არ იყო. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რამ­სე­ბი არე­უ­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

''პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ ვიცი ოჯახის ფასი...'' - ეკა მამალაძე

''პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ ვიცი ოჯახის ფასი...'' - ეკა მამალაძე

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარია მომღერალი ეკა მამალაძე. იგი ჩვენთან ამხელს საკუთარი წარმატების ფორმულას და თავის დებიუტს, ცხოვრებისეული სირთულეებსა და სასიამოვნო მოგონებებს იხსენებს.

- რომელი კონცერტი დაგამახსოვრდათ ყველაზე მკაფიოდ?

- თითოეული კონცერტი მოითხოვს სრულ მობილიზებას, შრომას, ნერვიულობასა და დროს, შესაბამისად, დამამახსოვრდა ყველა, თუმცა დებიუტთან დაკავშირებული მოგონება, რა თქმა უნდა, შეუდარებელია.

ჩემი მშობლები ცდილობდნენ, ბავშვობაში სცენაზე არ გამოვსულიყავი. არ ვიცი, რატომ... მერე გავთხოვდი... სხვათა შორის, საკმაოდ ნაადრევ ასაკში. მომღერლობის დაუცხრომელი ლტოლვა არ მქონია. დედაჩემიდან გამომდინარე, მუსიკოსებში ვტრიალებდი, მაგრამ მაშინ სერიოზული განაცხადი არ გამიკეთებია იმის შესახებ, რომ ვმღერი. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკაში ნანისა და ნატალის შუაში ვდგავარ, თუმცა ამჟამად ნატალი ნიუ-იორკშია და სწავლობს.

- ოჯახის შექმნა კარიერულ წინსვლას ხელს უშლის?

- არა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე გეხმარება. თუ ძალიან გიყვარს შენი საქმე, მოახერხებ დროის ისე გადანაწილებას, რომ იყო კარგი ცოლი, დედა და, იმავდროულად, საქმისთვის თავდადებული ადამიანი. ჩემი აზრით, თუ არჩევანის წინაშე მოგიწევს დადგომა, ოჯახი უნდა აირჩიო. მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირს.

- როგორ ახერხებდით მომღერლობისა და დედობის შეთავსებას, სანამ ბავშვები პატარები იყვნენ?

- ძალიან მეხმარებოდნენ ბებიაჩემი და დედამთილი. სამი შვილი და კარიერა რთული წარმოსადგენია ერთად, არა? პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ მე ვიცი ოჯახის ფასი. კარიერით შეპყრობილი არასდროს ვყოფილვარ.

- როგორ გგონიათ, მამაკაცებს წარმატებული ქალები აფრთხობთ?

- კი, თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო თანამედროვენი ხდებიან კაცები. ადრე მათ აშკარად თრგუნავდათ ქალის წარმატება და ფინანსური დამოუკიდებლობა. ეს ფაქტი აკომპლექსებდათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად არ იყვნენ შედმდგარი პროფესიონალები. ჩემი შვილების თაობას უკვე ვერ წარმოუდგენია ქალის სახლში ჯდომა. მე მომწონს ამგვარი მიდგომა. თუ მამაკაცი წარმატებულ ქალს ტოვებს, პრობლემა თავად მასშია, გამოდის, ქალის ცხოვრების რეჟიმს ვერ გაუძლო.

- რა არის წარმატების ფორმულა?

- წარმატების ფორმულა ნებისმიერ სფეროში არის შრომა, მონდომება და ინტერესი. თუმცა, შეიძლება შრომობდე და არ გაფასებდნენ, ფინანსურად უზრუნველყოფილი არ იყო. ჩვენს ქვეყანაში რამსები არეულია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია