მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ნადირაძემ მანქანა შელოცვით გაყიდა
ნინო ნადირაძემ მანქანა შელოცვით გაყიდა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნინო ნა­დი­რა­ძე 16 წე­ლია, სა­ჭეს­თან ზის, ამ­ბობს, რომ ამ მხრივ უნი­ჭო იყო. დღეს უკვე გა­მოც­დი­ლი მძღო­ლია, ერ­კვე­ვა მან­ქა­ნის ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ში, თუმ­ცა არ იცის და არც აპი­რებს ის­წავ­ლოს სა­ბუ­რა­ვის გა­მოც­ვლა. სა­მა­გი­ე­როდ, და­უ­მე­გობ­რდა მან­ქა­ნის ხე­ლოს­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა პრობ­ლე­მას უგ­ვა­რე­ბენ. თა­ვად, რო­გორც ექი­მი, ხში­რად უწ­ვდის მათ დახ­მა­რე­ბის ხელს.

- მან­ქა­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი საკ­მა­ოდ გვი­ან, 29 წლის ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა. ჩემი შვი­ლი 18 წლის ასაკ­ში რომ ზის სა­ჭეს­თან, ჩემს დროს ასე არ იყო. როცა გა­დავ­წყვი­ტე, მან­ქა­ნის ტა­რე­ბა მეს­წავ­ლა, ავიყ­ვა­ნე პე­და­გო­გი, ბა­ტო­ნი არ­ტუ­შა, რო­მელ­თა­ნაც დღემ­დე ვაგ­რძე­ლებ გუ­ლი­თად მე­გობ­რო­ბას და უკვე ჩემი პა­ცი­ენ­ტია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მარ­ტო იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან უნი­ჭო ვი-ყავი ამ სფე­რო­ში და ძლივს მას­წავ­ლა. მა­ნამ­დე დე­და­ჩემ­მა, ჩემ­მა მე­უღ­ლემ სცა­დეს, ეს­წავ­ლე­ბი­ნათ ჩემ­თვის, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ.

- პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა...

- "ფოლკს­ვა­გენ ვენ­ტო", რო­მე­ლიც წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში, მირ­ტყმა-მორ­ტყმის­გან ფაქ­ტობ­რი­ვად "შპაკ­ლად­ქ­ცე­უ­ლი" გავ­ყი­დე. არ­ტუ­შას­თან გაკ­ვე­თილ­ზე ვი­ყა­ვი, მთხო­ვა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ყო­ფილ მე­რი­ას­თან გა­მი­ჩე­რეო, გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან და მი­თხრა, შენ უკვე იცი მარ­თვა და წადი სახ­ლშიო. ვუ­თხა­რი, არ და­ვე­ტო­ვე­ბი­ნე, მაგ­რამ გა­იქ­ცა. რა­ღას ვი­ზამ­დი?! მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლამ­დე წა­მო­ვე­დი მარ­ტო, სახ­ლში მი­სუ­ლი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სვე­ლი ვი­ყა­ვი. ეს ჩემი პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა "ვუ­ჩაჩ­ქუ­ნე", სა­დაც შე­მეძ­ლო, ხან მე და­ვარ­ტყი, ხან მე და­მარ­ტყეს, ალ­ბათ, ისევ ჩემი გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო, მაგ­რამ მისი მად­ლო­ბე­ლი იმი­ტომ ვარ, რომ მას­ზე ვის­წავ­ლე მან­ქა­ნის აწყო­ბა-დაშ­ლა. ჩემს მე­უღ­ლეს მაგ დარ­გში ჩემ­თვის არ ეცა­ლა, ამი­ტომ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში მიყ­ვა­ნა, გა­კე­თე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე იყო, გა­ვერ­კვიე ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­ში, თუმ­ცა სა­ბუ­რა­ვის გა­მოც­ვლა არ ვიცი და არც ვა­პი­რებ სწავ­ლას.

- მან­ქა­ნას ქუ­ჩა­ში "და­უ­ტო­ვე­ბი­ხარ"?

- არა, მფარ­ვე­ლე­ბი მყავს. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მან­ქა­ნას აქეთ-იქით აქ­ტი­უ­რად ვურ­ტყამ­დი, დიღ­მის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ყვე­ლა ხე­ლო­სა­ნი გა­ვი­ცა­ნი, მათ შო­რის სამ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მარ­თლა ჩემი მფარ­ვე­ლია. რამე გა­მი­ფუჭ­დე­ბა თუ არა, მა­შინ­ვე მას ვუ­რე­კავ, ჩემი ყვე­ლა მან­ქა­ნა მისი გა­ყი­დუ­ლია, არა­და, იქამ­დე ცხოვ­რე­ბა­ში მან­ქა­ნა არ ჰყავ­და გა­ყი­დუ­ლი, პირ­ვე­ლი ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო. სამ­ჯერ გა­იყ­ვა­ნა გა­სა­ყი­დად, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხა, ერთხელ თით­ქმის გა­ყი­დუ­ლი მო­აბ­რუ­ნეს უკან. მერე დე­და­მისს მი­უყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც გა­მო­უ­ლო­ცა თუ შე­უ­ლო­ცა და, რო­გორც იქნა, გა­ი­ყი­და (იცი­ნის).

მან­ქა­ნას რა სიხ­ში­რით ცვლი, მალე გბეზ­რდე­ბა?

- ისე ხდე­ბა, რომ ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში ვცვლი ხოლ­მე, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში აღა­რაფ­რის­თვის არ მცა­ლია, თან ახლა ფი­ნან­სე­ბიც არ მაქვს, რომ შევ­ცვა­ლო. სახ­ლს რომ ვა­შე­ნებთ, მთე­ლი ბი­უ­ჯე­ტი იქი­თაა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ამი­ტომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ ერთი წელი ვერ შე­ვიც­ვლი მან­ქა­ნას.

- რა მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მან­ქა­ნა?

- არ მიყ­ვარს ჯი­პე­ბი, ყველ­გან­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბი. მომ­წონს ორ­კა­რი­ა­ნი, ცოტა სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და მყავს კი­დეც "მერ­სე­დე­სი ცლკ". სა­ცო­ბებ­სა და პარ­კი­რე­ბის პრობ­ლე­მას სა­ერ­თოდ წყო­ბი­დან გა­მოვ­ყა­ვარ და დიდი მან­ქა­ნე­ბით რო­გორ ახერ­ხე­ბენ ამას, მიკ­ვირს. ზო­გა­დად, ამ სა­კი­თხში პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ ვარ, ჩემ­თვის იდე­ფიქ­სი არაა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნით მოძ­რა­ო­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ნინო ნადირაძემ მანქანა შელოცვით გაყიდა

ნინო ნადირაძემ მანქანა შელოცვით გაყიდა

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ნადირაძე 16 წელია, საჭესთან ზის, ამბობს, რომ ამ მხრივ უნიჭო იყო. დღეს უკვე გამოცდილი მძღოლია, ერკვევა მანქანის ტექნიკურ დეტალებში, თუმცა არ იცის და არც აპირებს ისწავლოს საბურავის გამოცვლა. სამაგიეროდ, დაუმეგობრდა მანქანის ხელოსნებს, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას უგვარებენ. თავად, როგორც ექიმი, ხშირად უწვდის მათ დახმარების ხელს.

- მანქანის მიმართ ინტერესი საკმაოდ გვიან, 29 წლის ასაკში გამიჩნდა. ჩემი შვილი 18 წლის ასაკში რომ ზის საჭესთან, ჩემს დროს ასე არ იყო. როცა გადავწყვიტე, მანქანის ტარება მესწავლა, ავიყვანე პედაგოგი, ბატონი არტუშა, რომელთანაც დღემდე ვაგრძელებ გულითად მეგობრობას და უკვე ჩემი პაციენტია. ძალიან მიყვარს მარტო იმიტომ, რომ ძალიან უნიჭო ვი-ყავი ამ სფეროში და ძლივს მასწავლა. მანამდე დედაჩემმა, ჩემმა მეუღლემ სცადეს, ესწავლებინათ ჩემთვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

- პირველი მანქანა...

- ''ფოლკსვაგენ ვენტო'', რომელიც წელიწად-ნახევარში, მირტყმა-მორტყმისგან ფაქტობრივად ''შპაკლადქცეული'' გავყიდე. არტუშასთან გაკვეთილზე ვიყავი, მთხოვა, თავისუფლების მოედანზე ყოფილ მერიასთან გამიჩერეო, გადმოვიდა მანქანიდან და მითხრა, შენ უკვე იცი მართვა და წადი სახლშიო. ვუთხარი, არ დავეტოვებინე, მაგრამ გაიქცა. რაღას ვიზამდი?! მარჯანიშვილამდე წამოვედი მარტო, სახლში მისული ნერვიულობისგან თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. ეს ჩემი პირველი მანქანა ''ვუჩაჩქუნე'', სადაც შემეძლო, ხან მე დავარტყი, ხან მე დამარტყეს, ალბათ, ისევ ჩემი გამოუცდელობის გამო, მაგრამ მისი მადლობელი იმიტომ ვარ, რომ მასზე ვისწავლე მანქანის აწყობა-დაშლა. ჩემს მეუღლეს მაგ დარგში ჩემთვის არ ეცალა, ამიტომ პროფილაქტიკაში მიყვანა, გაკეთება - ყველაფერი ჩემზე იყო, გავერკვიე ტექნიკურ საკითხებში, თუმცა საბურავის გამოცვლა არ ვიცი და არც ვაპირებ სწავლას.

- მანქანას ქუჩაში ''დაუტოვებიხარ''?

- არა, მფარველები მყავს. იმ პერიოდში, როცა მანქანას აქეთ-იქით აქტიურად ვურტყამდი, დიღმის პროფილაქტიკის ყველა ხელოსანი გავიცანი, მათ შორის სამველი, რომელიც მართლა ჩემი მფარველია. რამე გამიფუჭდება თუ არა, მაშინვე მას ვურეკავ, ჩემი ყველა მანქანა მისი გაყიდულია, არადა, იქამდე ცხოვრებაში მანქანა არ ჰყავდა გაყიდული, პირველი ჩემი ავტომობილი იყო. სამჯერ გაიყვანა გასაყიდად, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა, ერთხელ თითქმის გაყიდული მოაბრუნეს უკან. მერე დედამისს მიუყვანა, რომელმაც გამოულოცა თუ შეულოცა და, როგორც იქნა, გაიყიდა (იცინის).

მანქანას რა სიხშირით ცვლი, მალე გბეზრდება?

- ისე ხდება, რომ ორწელიწად-ნახევარში ვცვლი ხოლმე, მაგრამ ბოლო პერიოდში აღარაფრისთვის არ მცალია, თან ახლა ფინანსებიც არ მაქვს, რომ შევცვალო. სახლს რომ ვაშენებთ, მთელი ბიუჯეტი იქითაა მობილიზებული, ამიტომ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი ვერ შევიცვლი მანქანას.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანა?

- არ მიყვარს ჯიპები, ყველგანმავალი მანქანები. მომწონს ორკარიანი, ცოტა სპორტული ავტომობილები და მყავს კიდეც ''მერსედესი ცლკ''. საცობებსა და პარკირების პრობლემას საერთოდ წყობიდან გამოვყავარ და დიდი მანქანებით როგორ ახერხებენ ამას, მიკვირს. ზოგადად, ამ საკითხში პრეტენზიული არ ვარ, ჩემთვის იდეფიქსი არაა ძვირად ღირებული მანქანით მოძრაობა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია