მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თონე" მანჰეტენზე- ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ამერიკული ოცნება
"თონე" მანჰეტენზე- ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ამერიკული ოცნება

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზეც გა­ი­გონ"

ამე­რი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 11 წლის წინ, მე­უღ­ლეს­თან და მცი­რე­წლო­ვან ბი­ჭუ­ნას­თან ერ­თად ჩა­ვი­და. ახალ გა­რე­მო­ე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გას­ჭირ­ვე­ბია და უკვე ერთ წე­ლი­წად­ში, სა­კუ­თა­რი მცი­რე ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო. ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა თავ­და­პირ­ვე­ლად, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­და­ზიდ­ვით და­ი­წყო, მერე იყო ნაგ­ვის გა­ტა­ნის სერ­ვი­სი, სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. თუმ­ცა, 2008 წლის გლო­ბა­ლურ­მა ფი­ნან­სურ­მა კრი­ზის­მა, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­საც შე­ე­ხო, კობა ბოგ­და­ნო­ვიც და­ა­ზა­რა­ლა, საქ­მი­ა­ნო­ბა მცი­რე პე­რი­ო­დით შე­წყვი­ტა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სხვა ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, კობა ბოგ­და­ნოვ­მა ნიუ იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტი "თონე" გახ­სნა, რო­მე­ლიც ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ სტუმ­რებს ხა­ჭა­პურს, ხინ­კალს, ჩა­ქა­ფულს, თო­ნე­ში გა­მომ­ცხვარ ქარ­თულ შოთ­სა და სხვა ტრა­დი­ცი­ულ, ქარ­თულ კერ­ძებს სთა­ვა­ზობს. მა­ნ­ჰე­ტე­ნამ­დე, "თო­ნემ" ნიუ იორ­კე­ლებს თავი ბრუკ­ლინ­ზე გა­აც­ნო, სა­დაც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ქარ­თულ შოთს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს.

"ბრუკ­ლინ­ზე "თონე" რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც არ­სე­ბობს. თუმ­ცა, თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ სა­ცხო­ბის სა­ხით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ად­გილ­ზე ცხვე­ბო­და შოთი, ხა­ჭა­პუ­რი, ლო­ბი­ა­ნი. ორი წე­ლია რაც ჩვენ შე­ვი­ძი­ნეთ და უფრო გა­ვა­ფარ­თო­ვე საქ­მი­ა­ნო­ბა - და­ვა­მა­ტეთ ქარ­თუ­ლი კე­ძე­ბი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზეც გა­ი­გონ", - გვე­უბ­ნე­ბა "თო­ნეს" ერთ-ერთი მე­პატ­რო­ნე კობა ბოგ­და­ნო­ვი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ნ­ჰე­ტენ­ზე "თონე" სულ რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც გა­იხ­სნა, კა­ფეს მე­პატ­რო­ნე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხმა­რე­ბელს არ უჩი­ვი­ან - ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი სტუმ­რე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით აგ­მოვ­ნე­ბენ მათ­თვის უცხო კერ­ძებს. "მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან დი­დია. სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად აგე­მოვ­ნე­ბენ ჩვენს კერ­ძებს, მო­წო­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ. ეს სრუ­ლი­ად უცხო პრო­დუქ­ცია მათ­თვის", - გვე­უბ­ნე­ბა კობა ბოგ­და­ნო­ვი. ქარ­თუ­ლი "თონე" მომ­ხმა­რე­ბელს სხვა­დას­ხვა სერ­ვისს სთა­ვა­ზობს, მათ შო­რის ად­გილ­ზე მი­ტა­ნის, ტე­ლე­ფო­ნით და ინ­ტე­ნე­ტით შეკ­ვე­თის სერ­ვისს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"თონე" მანჰეტენზე- ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ამერიკული ოცნება

"თონე" მანჰეტენზე- ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ამერიკული ოცნება

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ ამერიკის კონტინენტზეც გაიგონ"

ამერიკაში დაახლოებით 11 წლის წინ, მეუღლესთან და მცირეწლოვან ბიჭუნასთან ერთად ჩავიდა. ახალ გარემოებასთან შეგუება მაინცდამაინც არ გასჭირვებია და უკვე ერთ წელიწადში, საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყო. ამერიკული ოცნების ახდენა თავდაპირველად, სამშენებლო მასალების გადაზიდვით დაიწყო, მერე იყო ნაგვის გატანის სერვისი, სამშენებლო საქმიანობა. თუმცა, 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც ამერიკასაც შეეხო, კობა ბოგდანოვიც დააზარალა, საქმიანობა მცირე პერიოდით შეწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ, სხვა ქართველებთან ერთად, კობა ბოგდანოვმა ნიუ იორკში, მანჰეტენზე პირველი ქართული სწრაფი კვების ობიექტი "თონე" გახსნა, რომელიც ამერიკელ და ევროპელ სტუმრებს ხაჭაპურს, ხინკალს, ჩაქაფულს, თონეში გამომცხვარ ქართულ შოთსა და სხვა ტრადიციულ, ქართულ კერძებს სთავაზობს. მანჰეტენამდე, "თონემ" ნიუ იორკელებს თავი ბრუკლინზე გააცნო, სადაც უკვე რამდენიმე წელია ქართულ შოთს სთავაზობს მომხმარებელს.

"ბრუკლინზე "თონე" რამდენიმე წელია, რაც არსებობს. თუმცა, თავდაპირველად მხოლოდ საცხობის სახით იყო წარმოდგენილი. ადგილზე ცხვებოდა შოთი, ხაჭაპური, ლობიანი. ორი წელია რაც ჩვენ შევიძინეთ და უფრო გავაფართოვე საქმიანობა - დავამატეთ ქართული კეძები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ ამერიკის კონტინენტზეც გაიგონ", - გვეუბნება "თონეს" ერთ-ერთი მეპატრონე კობა ბოგდანოვი.

მიუხედავად იმისა, რომ მანჰეტენზე "თონე" სულ რამდენიმე დღეა, რაც გაიხსნა, კაფეს მეპატრონეები ამბობენ, რომ მომხმარებელს არ უჩივიან - ამერიკელი და ევროპელი სტუმრები სიამოვნებით აგმოვნებენ მათთვის უცხო კერძებს. "მოთხოვნა ძალიან დიდია. სტუმრები, რომლებიც პირველად აგემოვნებენ ჩვენს კერძებს, მოწონებას ვერ მალავენ. ეს სრულიად უცხო პროდუქცია მათთვის", - გვეუბნება კობა ბოგდანოვი. ქართული "თონე" მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, მათ შორის ადგილზე მიტანის, ტელეფონით და ინტენეტით შეკვეთის სერვისს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია