მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მეფის'' ცოლები - ირაკლი ჩარკვიანის სამი საბედისწერო ქალი
''მეფის'' ცოლები - ირაკლი ჩარკვიანის სამი საბედისწერო ქალი

ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კო­სი იყო. მისი პერ­სო­ნა ყო­ველ­თვის იწ­ვევ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით, მუ­სი­კით, ცხოვ­რე­ბის წე­სით და სა­ინ­ტე­რე­სო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც კი. რთუ­ლია, მისი ხან­მოკ­ლე სი­ცო­ცხლის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს გვერ­დი აუ­ა­რო.

ბევ­რმა ალ­ბათ არ იცის, რომ "მე­ფეს" სამი ცოლი ჰყავ­და და საკ­მა­ოდ ბო­ბო­ქა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და.

პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე იმ პე­რი­ო­დის თბი­ლი­სის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ქეთი ქო­ბუ­ლია იყო. წყვილს წლე­ბი უყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და რო­გორც იმ თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი იხ­სე­ნებ­დნენ, მა­შინ­დელ პე­როვ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე მო­სე­ირ­ნე წყვილს გულ­გრი­ლად ვერ ჩა­უვ­ლი­დით, რად­გან ყვე­ლა მათ აყო­ლებ­და თვალს.

ირაკ­ლი 17 წლის იყო, ქეთი – 16-ის, რო­დე­საც და­ქორ­წინ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ოჯა­ხი მალე და­ენგრათ. შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ, ისე გა­ი­ყარ­ნენ. ამ­ბო­ბენ, რომ ეს გან­ქორ­წი­ნე­ბა ირაკ­ლიმ ყვე­ლა­ზე მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა და სე­რი­ო­ზუ­ლი დეპ­რე­სია ჰქონ­და.

მუ­სი­კო­სის იმ წლებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ყვე­ლა ლექ­სი ქე­თის ეძღვნე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "რე­ი­ტინგთან" სა­უ­ბარ­ში დამ – თე­ო­ნა ჩარ­კვი­ან­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი ძმა ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ოჯა­ხის დან­გრე­ვას.

ალ­ბათ, სწო­რედ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იყო მი­ზე­ზი, რომ ქეთი და ირაკ­ლი და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ. ქეთი დღემ­დე "მე­ფის" უდი­დეს სიყ­ვა­რუ­ლად ით­ვლე­ბა.

მე­ო­რე ცოლი იყო ლენა. წლე­ბის შემ­დეგ გელა ჩარ­კვი­ა­ნი მათ გაც­ნო­ბას ასე იხ­სე­ნებ­და: "ირაკ­ლი და მისი მე­გო­ბა­რი გია მირ­ზაშ­ვი­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად გაგ­რა­ში წა­ვიყ­ვა­ნე. იქ გა­იც­ნო მოს­კო­ვე­ლი გო­გო­ნა ლენა...". თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მუ­სი­კოს­მა სახ­ლში გა­მო­ა­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მათ­თან სტუმ­რად ლენა ჩა­მო­ვი­დო­და.

გო­გო­ნას აე­რო­პორ­ტში დახ­ვდნენ და სახ­ლში წა­მო­იყ­ვა­ნეს. წყვილ­მა ცოტა ხანს მშობ­ლებ­თან ერ­თად იცხოვ­რა, შემ­დეგ ვე­რა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და მალე მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავრნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. სწო­რედ იქ და­ი­ბა­და ირაკ­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლი – მაქ­სი­მე. ლენა მოს­კოვ­ში მი­უ­ზიკ­ლე­ბის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია.

მი­უ­ზიკ­ლებ­ში "მამა მია", "ჩი­კა­გო" ლენა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლებ­და. ცოტა ხნის წინ გელა ჩარ­კვი­ანს სთხო­ვა, რომ მის­ცეს ნება, ირაკ­ლის სიმ­ღე­რა "ხალ­ხს" რუ­სუ­ლად თარ­გმნოს და თა­ვად შე­ას­რუ­ლოს, რაც ყო­ფილ მა­მამ­თილს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კარ­გად გა­მო­უ­ვა.

მაქ­სი­მე მოს­კოვ­ში საყ­ვა­რელ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, ძა­ლი­ან უყ­ვარს დედა, ფიქ­რობს, რომ არ აქვს უფ­ლე­ბა, მას იმე­დი გა­უც­რუ­ოს და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყო­ველ­თვის ბევ­რს ლა­პა­რა­კობს მა­მა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ­ღაც სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ უფრო შე­იყ­ვა­რეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დ.დ.
0

ძეგლი, თუნდაც მარტო იმიტომ უნდა დაუდგან, რომ დიდი თ ა კ ო ს ბიძაშვილია და საერთოდ მთაწმინდაზე თუ აასვენებთ, კარგს იზამთ!

''მეფის'' ცოლები - ირაკლი ჩარკვიანის სამი საბედისწერო ქალი

''მეფის'' ცოლები - ირაკლი ჩარკვიანის სამი საბედისწერო ქალი

ირაკლი ჩარკვიანი მეოცე საუკუნის 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო. მისი პერსონა ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს განსხვავებული იმიჯით, მუსიკით, ცხოვრების წესით და საინტერესო პირადი ცხოვრებითაც კი. რთულია, მისი ხანმოკლე სიცოცხლის საინტერესო დეტალებს გვერდი აუარო.

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ''მეფეს'' სამი ცოლი ჰყავდა და საკმაოდ ბობოქარი პირადი ცხოვრება ჰქონდა.

პირველი მეუღლე იმ პერიოდის თბილისის ულამაზესი გოგონა ქეთი ქობულია იყო. წყვილს წლები უყვარდა ერთმანეთი და როგორც იმ თაობის ადამიანები იხსენებდნენ, მაშინდელ პეროვსკაიას ქუჩაზე მოსეირნე წყვილს გულგრილად ვერ ჩაუვლიდით, რადგან ყველა მათ აყოლებდა თვალს.

ირაკლი 17 წლის იყო, ქეთი – 16-ის, როდესაც დაქორწინდნენ. მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, ოჯახი მალე დაენგრათ. შვილი არ ჰყოლიათ, ისე გაიყარნენ. ამბობენ, რომ ეს განქორწინება ირაკლიმ ყველაზე მძიმედ გადაიტანა და სერიოზული დეპრესია ჰქონდა.

მუსიკოსის იმ წლებში გამორჩეული ყველა ლექსი ქეთის ეძღვნებოდა. მოგვიანებით ''რეიტინგთან'' საუბარში დამ – თეონა ჩარკვიანმა დაადასტურა, რომ მისი ძმა ძალიან განიცდიდა ოჯახის დანგრევას.

ალბათ, სწორედ დიდი სიყვარული იყო მიზეზი, რომ ქეთი და ირაკლი დაშორების მიუხედავად მეგობრებად დარჩნენ. ქეთი დღემდე ''მეფის'' უდიდეს სიყვარულად ითვლება.

მეორე ცოლი იყო ლენა. წლების შემდეგ გელა ჩარკვიანი მათ გაცნობას ასე იხსენებდა: ''ირაკლი და მისი მეგობარი გია მირზაშვილი დასასვენებლად გაგრაში წავიყვანე. იქ გაიცნო მოსკოველი გოგონა ლენა...''. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუსიკოსმა სახლში გამოაცხადა, რომ რამდენიმე დღეში მათთან სტუმრად ლენა ჩამოვიდოდა.

გოგონას აეროპორტში დახვდნენ და სახლში წამოიყვანეს. წყვილმა ცოტა ხანს მშობლებთან ერთად იცხოვრა, შემდეგ ვერაზე გადავიდნენ და მალე მოსკოვში გაემგზავრნენ საცხოვრებლად. სწორედ იქ დაიბადა ირაკლის პირველი შვილი – მაქსიმე. ლენა მოსკოვში მიუზიკლების ცნობილი მსახიობია.

მიუზიკლებში ''მამა მია'', ''ჩიკაგო'' ლენა წლების განმავლობაში მთავარ როლებს ასრულებდა. ცოტა ხნის წინ გელა ჩარკვიანს სთხოვა, რომ მისცეს ნება, ირაკლის სიმღერა ''ხალხს'' რუსულად თარგმნოს და თავად შეასრულოს, რაც ყოფილ მამამთილს ძალიან გაუხარდა და დარწმუნებულია, რომ კარგად გამოუვა.

მაქსიმე მოსკოვში საყვარელ გოგონასთან ერთად ცხოვრობს, ძალიან უყვარს დედა, ფიქრობს, რომ არ აქვს უფლება, მას იმედი გაუცრუოს და ინტერვიუებში ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს მამაზე, რომელიც საქართველოში რატომღაც სიკვდილის შემდეგ უფრო შეიყვარეს.

იხილეთ გაგრძელება

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"

"ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე..." - ზურა მანჯავიძემ გიორგი გახარიას გადადგომას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა

42 წლის სოფიკო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება