ლეისი სპირსი, 27 წლის დედა, წლების განმავლობაში წამლავდა შვილს ნატრიუმის მარილით, საბოლოოდ 5 წლის პატარა გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებდა, რომ სოციალურ ქსელში გამუდმებით ეწუწუნა შვილის მძიმე მდგომარეობის გამო, დებდა მის ფოტოებს და საზოგადოების თანაგრძნობის გამოწვევას ცდილობდა. სურდა, მის მიმართ ინტერესი გაძლიერებულიყო და სოციალურ ქსელში პოპულარული ყოფილიყო.
როცა პატარა დაიბადა, იმ დღიდან დაიწყო ლეისიმ წერა სოციალურ ქსელში: "მე მიყვარს ჩემი ვაჟი, ის ჩემთვის ყველაფერია".
იმასაც წერდა, რომ ბავშვის მამა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა, მარტოხელა დედა იყო და მთელ დროს შვილთან ერთად ატარებდა. თუმცა სასამართლო პროცესების დროს ბიჭის მამა გამოჩნდა.
განაგრძეთ კითხვა