პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუჩაში გაგდებული ფეხმძიმე გოგონას ამბავი
ქუჩაში გაგდებული ფეხმძიმე გოგონას ამბავი

ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­ზეც ახლა უნდა გი­ამ­ბოთ, ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და.

ამ­ბობს, - ჩემს თავს ერ­თა­დერ­თი, წის­ქვი­ლის ქვა არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა, თო­რემ თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­საც­დე­ლი გა­მო­ვი­ა­რეო. ჯერ იყო და, მა­მამ გა­აგ­დო სახ­ლი­დან, როცა გა­ი­გო, რომ შეყ­ვა­რე­ბულ­მა შე­აც­დი­ნა. მარ­თა­ლია, მერე იმ ბიჭ­მა ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ გო­გო­ნამ მშობ­ლე­ბი ვერა და ვერ შე­მო­ი­რი­გა. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, უკვე მა­მის სამ­ძი­მარ­ზე მი­სულს, დე­დამ სა­ოც­რად ატ­კი­ნა გული უაზ­როდ ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბით. არა­და, მა­მის და­სა­ტი­რებ­ლად შვი­ლებ­თან ერ­თად მი­ვი­და. ბე­ბი­ის ნათ­ქვამ­მა, მო­ზარ­დებს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­უ­ლა­ხა და გაბ­რა­ზე­ბუ­ლებ­მა მა­შინ­ვე და­ტო­ვეს იქა­უ­რო­ბა. თურ­მე, ბიჭს და­ი­კო სახ­ლამ­დე მი­უ­ცი­ლე­ბია, თა­ვად კი გა­და­კარ­გუ­ლა. დიდ­ხანს ეძებ­და დედა შვილს. მხო­ლოდ თვე­ე­ბის შემ­დეგ მი­აგ­ნო, ერთ-ერთ სკვერ­ში, სკამ­ზე ჩა­ძი­ნე­ბულს...

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს შო­რის ქორ­წი­ნე­ბამ­დე სექ­სი და­უშ­ვე­ბე­ლია, მე კი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი და ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუ­ძე­ლი: საქმროს­თან მარ­ტო რომ დავ­რჩი, მო­სახ­დე­ნი მოხ­და და დავ­ფეხ­მძიმ­დი კი­დეც. ამას ჩემი ოჯა­ხი ვერ შე­ე­გუა. მამა ისე მოკ­ვდა, ჩემი პა­ტი­ე­ბა ვერ შეძ­ლო და არც შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უნა­ხავს.

- იმ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც საქმროს ეძახ­დით, რამ­დენხნი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ?

- 3 წელი გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი.

- თქვე­ნი მშობ­ლე­ბი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ გიკ­რძა­ლავ­დნენ?

- არა, არ მიკ­რძა­ლავ­დნენ. ისი­ნი ვე­ლო­დის იც­ნობ­დნენ და მოს­წონ­დათ: კარ­გი ბი­ჭია, მშობ­ლე­ბიც კარ­გი ჰყავ­სო... თუმ­ცა, ვერ მა­პა­ტი­ეს, გა­თხო­ვე­ბამ­დე რომ დავ­ფეხ­მძიმ­დი. მე და ვე­ლო­დი მისი ნა­თე­სა­ვის ქორ­წილ­ში წა­ვე­დით. იქ მშობ­ლებ­მა უპ­რობ­ლე­მოდ გა­მიშ­ვეს, რად­გან ჩემ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მენ­დო­ბოდ­ნენ. იმ სა­ღა­მოს შინ დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, რად­გან ქორ­წი­ლი სულ სხვა რა­ი­ონ­ში, ერთ მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ­ში იყო. ვე­ლო­დი ნას­ვა­მი გახ­ლდათ და სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. ჰოდა, ფე­ხით ხომ არ წა­მო­ვი­დო­დი? იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მისი ნა­თე­სა­ვე­ბის ოჯახ­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. და­სა­წო­ლად მე­ზობ­ლის სახ­ლში გაგ­ვიშ­ვეს. იმ ქალს კი ეტყო­ბა, ცოლ­ქმა­რი ვე­გო­ნეთ და ერთ ოთახ­ში ჰქონ­და ორი ლო­გი­ნი გაშ­ლი­ლი. რომ გა­ი­გო, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვით, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და - პა­ტა­რა სახ­ლი ჰქონ­და: ე.წ. "კუხ­ნა" ანუ 2-ოთა­ხი­ა­ნი პა­ტა­რა სახ­ლი და ოდა, ბე­ლე­ტაჟ­ზე, რო­მელ­საც ასე­ვე ორი ოთა­ხი ჰქონ­და - მი­სა­ღე­ბი და სა­ძი­ნე­ბე­ლი. მას­პინ­ძელ­მა და­ი­მორ­ცხვა: ეს რა და­მე­მარ­თა, მო­მეჭ­რა თა­ვიო. და­ვამ­შვი­დე და გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა­ში და­ვეხ­მა­რე: მე მი­სა­ღებ ოთახ­ში დავ­წვე­ბი, თქვე­ნი ნე­ბარ­თვით-მეთ­ქი. ვე­ლო­დიმ, - რას ამ­ბობ, შენ აქ და­წე­ქი, "ზა­ლა­ში" ტახ­ტზე მე მო­ვის­ვე­ნე­ბო. მოკ­ლედ, გა­ვი­ნა­წი­ლეთ ად­გი­ლი. მას­პინ­ძე­ლი თა­ვის "კუხ­ნა­ში" რომ წა­ვი­და, ვე­ლო­დიმ კარ­ზე მო­მი­კა­კუ­ნა: არ მე­ძი­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, შე­მო­ვი­დეო? - შე­მო­დი-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი, რად­გან ჯერ ისევ ფეხ­ზე ვი­ყა­ვი, არ ვი­წე­ქი. დიდ­ხანს ვი­ლა­პა­რა­კეთ, მერე კი მო­სახ­დე­ნი მოხ­და...

დი­ლით მას­პინ­ძლებს და­ვემ­შვი­დო­ბეთ და წა­მო­ვე­დით. ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი გახ­ლდით იმ სა­ღა­მოს მომ­ხდა­რის გამო, საქმრო კი ჩემს დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­და: რა გა­დარ­დებს? დღეს თუ არა ხვალ, მა­ინც ერ­თად მოგ­ვი­წევს ცხოვ­რე­ბა. ნუ გე­ში­ნია, არ მი­გა­ტო­ვე­ბო. შინ მი­სულ­მა უგუ­ნე­ბო­ბის მი­ზე­ზად თა­ვის ტკი­ვი­ლი და­ვა­სა­ხე­ლე. გული მის­კდე­ბო­და, მშობ­ლებს სი­მარ­თლეს რომ ვუ­მა­ლავ­დი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, ვერც სი­მარ­თლის თქმა მომ­გვრი­და შვე­ბას. ვე­ლო­დის ვაჩ­ქა­რებ­დი: დრო­ზე წა­მიყ­ვა­ნე-მეთ­ქი. ის კი რუ­სე­თი­დან მა­მის ჩა­მოს­ვლას ელო­და და ამი­ტომ ით­რევ­და ფეხს... თავს შე­უძ­ლოდ ვგრძნობ­დი, ძა­ლი­ან ვდარ­დობ­დი, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მა­მამ შე­მა­ტყო აფო­რი­ა­ქე­ბა და არა­ერ­თხელ მკი­თხა: ხომ მშვი­დო­ბაა, ბიჭი ხომ არ გაბ­რა­ზებ­სო? მი­ზეზს რა და­ლევს და მეც ხან რას ვამ­ბობ­დი უგუ­ნე­ბობს მი­ზე­ზად და ხა­ნაც - რას.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის მერე მივ­ხვდი, ჩემს თავს რა­ღაც უც­ნა­უ­რო­ბა ხდე­ბო­და, ყვე­ლა­ფერ­ზე გუ­ლის­რე­ვა მე­წყე­ბო­და, ჭა­მის მადა მო­მე­მა­ტა. ვე­ლო­დის ჩემი ეჭვი რომ გა­ვუმ­ხი­ლე, შე­შინ­და. უკვე ორი თვის ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, როცა და­ზუს­ტე­ბით ვი­ცო­დი, მუც­ლით ბავ­შვს რომ ვა­ტა­რებ­დი, ვე­ლო­დი კი და­ქორ­წი­ნე­ბას ისევ არ ჩქა­რობ­და. მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ დედა და­ეჭ­ვდა, - გული ასე ხში­რად რა­ტომ ერე­ვაო? ექიმ­თან რომ არ გავ­ყე­ვი და ნერ­ვე­ბიც აღარ მქონ­და მწყობ­რში, მა­მას უთხრა: მგო­ნი, ჩვენს თავს უბე­დუ­რე­ბაა. ძა­ლით თუ ნე­ბით, გოგო ექიმ­თან უნდა წა­ვიყ­ვა­ნო­თო. ექიმ­მა ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა ჩემს ავად­მყო­ფო­ბას და იმ დღის შემ­დეგ მამა აღარც მი­ნა­ხავს.

- სახ­ლში მის­ვლა აგიკ­რძა­ლათ? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ქუჩაში გაგდებული ფეხმძიმე გოგონას ამბავი

ქუჩაში გაგდებული ფეხმძიმე გოგონას ამბავი

ქალბატონი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ერთ პატარა ქალაქში დაიბადა.

ამბობს, - ჩემს თავს ერთადერთი, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ თითქმის ყველანაირი განსაცდელი გამოვიარეო. ჯერ იყო და, მამამ გააგდო სახლიდან, როცა გაიგო, რომ შეყვარებულმა შეაცდინა. მართალია, მერე იმ ბიჭმა ცოლად მოიყვანა, მაგრამ გოგონამ მშობლები ვერა და ვერ შემოირიგა. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე მამის სამძიმარზე მისულს, დედამ საოცრად ატკინა გული უაზროდ ნათქვამი სიტყვებით. არადა, მამის დასატირებლად შვილებთან ერთად მივიდა. ბებიის ნათქვამმა, მოზარდებს თავმოყვარეობა შეულახა და გაბრაზებულებმა მაშინვე დატოვეს იქაურობა. თურმე, ბიჭს დაიკო სახლამდე მიუცილებია, თავად კი გადაკარგულა. დიდხანს ეძებდა დედა შვილს. მხოლოდ თვეების შემდეგ მიაგნო, ერთ-ერთ სკვერში, სკამზე ჩაძინებულს...

- მოგეხსენებათ, საქართველოში შეყვარებულ წყვილს შორის ქორწინებამდე სექსი დაუშვებელია, მე კი შეცდომა დავუშვი და ცდუნებას ვერ გავუძელი: საქმროსთან მარტო რომ დავრჩი, მოსახდენი მოხდა და დავფეხმძიმდი კიდეც. ამას ჩემი ოჯახი ვერ შეეგუა. მამა ისე მოკვდა, ჩემი პატიება ვერ შეძლო და არც შვილიშვილები უნახავს.

- იმ ადამიანთან, რომელსაც საქმროს ეძახდით, რამდენხნიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ?

- 3 წელი გვიყვარდა ერთმანეთი.

- თქვენი მშობლები მასთან ურთიერთობას არ გიკრძალავდნენ?

- არა, არ მიკრძალავდნენ. ისინი ველოდის იცნობდნენ და მოსწონდათ: კარგი ბიჭია, მშობლებიც კარგი ჰყავსო... თუმცა, ვერ მაპატიეს, გათხოვებამდე რომ დავფეხმძიმდი. მე და ველოდი მისი ნათესავის ქორწილში წავედით. იქ მშობლებმა უპრობლემოდ გამიშვეს, რადგან ჩემში დარწმუნებულები იყვნენ, მენდობოდნენ. იმ საღამოს შინ დაბრუნება ვერ მოვახერხეთ, რადგან ქორწილი სულ სხვა რაიონში, ერთ მიყრუებულ სოფელში იყო. ველოდი ნასვამი გახლდათ და საჭესთან დაჯდომის უფლება არ მისცეს. ჰოდა, ფეხით ხომ არ წამოვიდოდი? იძულებული გავხდი, მისი ნათესავების ოჯახში დავრჩენილიყავი. დასაწოლად მეზობლის სახლში გაგვიშვეს. იმ ქალს კი ეტყობა, ცოლქმარი ვეგონეთ და ერთ ოთახში ჰქონდა ორი ლოგინი გაშლილი. რომ გაიგო, დაქორწინებული არ ვიყავით, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - პატარა სახლი ჰქონდა: ე.წ. "კუხნა" ანუ 2-ოთახიანი პატარა სახლი და ოდა, ბელეტაჟზე, რომელსაც ასევე ორი ოთახი ჰქონდა - მისაღები და საძინებელი. მასპინძელმა დაიმორცხვა: ეს რა დამემართა, მომეჭრა თავიო. დავამშვიდე და გამოსავლის პოვნაში დავეხმარე: მე მისაღებ ოთახში დავწვები, თქვენი ნებართვით-მეთქი. ველოდიმ, - რას ამბობ, შენ აქ დაწექი, "ზალაში" ტახტზე მე მოვისვენებო. მოკლედ, გავინაწილეთ ადგილი. მასპინძელი თავის "კუხნაში" რომ წავიდა, ველოდიმ კარზე მომიკაკუნა: არ მეძინება და შეიძლება, შემოვიდეო? - შემოდი-მეთქი, - ვუთხარი, რადგან ჯერ ისევ ფეხზე ვიყავი, არ ვიწექი. დიდხანს ვილაპარაკეთ, მერე კი მოსახდენი მოხდა...

დილით მასპინძლებს დავემშვიდობეთ და წამოვედით. ძალიან შეშინებული გახლდით იმ საღამოს მომხდარის გამო, საქმრო კი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა: რა გადარდებს? დღეს თუ არა ხვალ, მაინც ერთად მოგვიწევს ცხოვრება. ნუ გეშინია, არ მიგატოვებო. შინ მისულმა უგუნებობის მიზეზად თავის ტკივილი დავასახელე. გული მისკდებოდა, მშობლებს სიმართლეს რომ ვუმალავდი, მაგრამ ვიცოდი, ვერც სიმართლის თქმა მომგვრიდა შვებას. ველოდის ვაჩქარებდი: დროზე წამიყვანე-მეთქი. ის კი რუსეთიდან მამის ჩამოსვლას ელოდა და ამიტომ ითრევდა ფეხს... თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ძალიან ვდარდობდი, ვნერვიულობდი. მამამ შემატყო აფორიაქება და არაერთხელ მკითხა: ხომ მშვიდობაა, ბიჭი ხომ არ გაბრაზებსო? მიზეზს რა დალევს და მეც ხან რას ვამბობდი უგუნებობს მიზეზად და ხანაც - რას.

რამდენიმე კვირის მერე მივხვდი, ჩემს თავს რაღაც უცნაურობა ხდებოდა, ყველაფერზე გულისრევა მეწყებოდა, ჭამის მადა მომემატა. ველოდის ჩემი ეჭვი რომ გავუმხილე, შეშინდა. უკვე ორი თვის ორსულად ვიყავი, როცა დაზუსტებით ვიცოდი, მუცლით ბავშვს რომ ვატარებდი, ველოდი კი დაქორწინებას ისევ არ ჩქარობდა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ დედა დაეჭვდა, - გული ასე ხშირად რატომ ერევაო? ექიმთან რომ არ გავყევი და ნერვებიც აღარ მქონდა მწყობრში, მამას უთხრა: მგონი, ჩვენს თავს უბედურებაა. ძალით თუ ნებით, გოგო ექიმთან უნდა წავიყვანოთო. ექიმმა ზუსტი დიაგნოზი დაუსვა ჩემს ავადმყოფობას და იმ დღის შემდეგ მამა აღარც მინახავს.

- სახლში მისვლა აგიკრძალათ?  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია