სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი წვიმა და ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - როდემდე გასტანს უამინდობა
ძლიერი წვიმა და ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - როდემდე გასტანს უამინდობა

სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით ცვა­ლე­ბა­დი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის ჰიდ­რო­მე­ტე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, დღეს ღა­მით მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში წვიმ­და, მთა­სა და მა­ღალმთა­ში კი თოვ­და.

ამ­ჟა­მად თოვს რი­კოთ­ზეც, სა­დაც თოვ­ლის სა­ფა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 12 სმ აღ­წევს. ღა­მით თოვ­და ასე­ვე ხუ­ლო­ში, სა­დაც თოვ­ლის სა­ფა­რი 5 სმ-ია.

ღა­მით ძლი­ე­რი ქარი და­ფიქ­სირ­და აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ქა­რის სიჩ­ქა­რე 26 მეტ­რი წამ­ში იყო, თბი­ლის­ში კი 18 მეტ­რი წამ­ში.

ძლი­ე­რი წვი­მა და ქარი ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხვა­ლაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წვი­მა ღა­მით და­ი­წყე­ბა. დღი­სით იწ­ვი­მებს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ქვეყ­ნის მთი­ან და მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში იქ­ნე­ბა თოვ­ლი.

ამას­თან, ხვალ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­რის სიჩ­ქა­რე 20-22 მეტ­რი წამ­ში იქ­ნე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 20-25 მეტ­რი.

5 აპ­რი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღით გა­მო­ი­და­რებს. 8 აპ­რილს კი კვლავ წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

იხი­ლეთ ამინ­დის ვრცე­ლი პროგ­ნო­ზი Dari.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ძლიერი წვიმა და ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - როდემდე გასტანს უამინდობა

ძლიერი წვიმა და ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - როდემდე გასტანს უამინდობა

საქართველოში 8 აპრილის ჩათვლით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დღეს ღამით მთელ საქართველოში წვიმდა, მთასა და მაღალმთაში კი თოვდა.

ამჟამად თოვს რიკოთზეც, სადაც თოვლის საფარი დაახლოებით 12 სმ აღწევს. ღამით თოვდა ასევე ხულოში, სადაც თოვლის საფარი 5 სმ-ია.

ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც ქარის სიჩქარე 26 მეტრი წამში იყო, თბილისში კი 18 მეტრი წამში.

ძლიერი წვიმა და ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხვალაც მოსალოდნელია. აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა ღამით დაიწყება. დღისით იწვიმებს დასავლეთ საქართველოშიც. ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში იქნება თოვლი.

ამასთან, ხვალ დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20-22 მეტრი წამში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 20-25 მეტრი.

5 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დღით გამოიდარებს. 8 აპრილს კი კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია