საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
პარალელური ოჯახი
პარალელური ოჯახი

მე და ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე 17 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით, როცა ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით. მა­შინ გუ­ლუბ­რყი­ლო ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფერს იო­ლად ვი­ჯე­რებ­დი. ეჭ­ვიც არა­სო­დეს შემ­პარ­ვია, რომ შე­საძ­ლოა, ჩემი მე­უღ­ლე ჩემ­გან რა­მეს მა­ლავ­და.

არა­სო­დეს ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი, მაგ­რამ ერთხელ ირაკ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო ტყუ­ილ­ში გა­მო­ვი­ჭი­რე. ამის შემ­დეგ ჩვე­ვად მექ­ცა, მისი ყვე­ლა ნათ­ქვა­მი გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა. რამ­დენ­ჯერ­მე ისევ გა­მო­ვი­ჭი­რე ტყუ­ილ­ში. ძალ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვე­ძებ­დი მი­ზეზს, რის გა­მოც ირაკ­ლი იტყუ­ე­ბო­და, მაგ­რამ ვერ ვპო­უ­ლობ­დი.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი მე­უღ­ლე ერ­თსა და იმა­ვე სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და და ვი­ცო­დი, რომ დას­ვე­ნე­ბის დღე მხო­ლოდ კვი­რას ჰქონ­და. და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში შინ 9-10 სა­ათ­ზე ბრუნ­დე­ბო­და. ყო­ველ მე-4 დღეს კი მო­რი­გე­ობ­და და მთე­ლი დღე-ღამე იქ რჩე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მის სამ­სა­ხურ­ში შა­ბა­თი დას­ვე­ნე­ბის დღე იყო, ხოლო მო­რი­გე­ო­ბა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. ამის გა­გე­ბამ სა­ერ­თოდ ჭკუ­ი­დან გა­და­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ ირაკ­ლის­თვის არა­ფე­რი მით­ქვამს.

გა­დავ­წყვი­ტე, მეთ­ვალ­თვა­ლა მის­თვის და ერთ შა­ბათ დღეს, ში­ნი­დან გა­სულს, უკან ავე­დევ­ნე. დი­დუ­ბის სად­გურ­ში, მცხე­თა­ში მი­მა­ვალ "მარ­შრუტ­კა­ში" ჩაჯ­და და წა­ვი­და. მე, რა თქმა უნდა, ვე­ღარ გავ­ყვე­ბო­დი. შემ­დეგ, როცა სამ­სა­ხურ­ში "მო­რი­გე­ო­ბა" უწევ­და, ისევ გავ­ყე­ვი უკან. ისევ მცხე­თის­კენ აიღო გეზი. შა­ბათ­საც იგი­ვე გან­მე­ორ­და. მომ­დევ­ნო "მო­რი­გე­ო­ბა­ზე" კი მის "მარ­შრუტ­კას" ტაქ­სით ავე­დევ­ნე. სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, მცხე­თა­ში, ერთ-ერთ კერ­ძო სახ­ლის ეზო­ში რო­გორ შე­ვი­და. ტაქ­სი გა­ვუშ­ვი, შო­რი­ახ­ლოს დავ­დე­ქი და ვუთ­ვალ­თვა­ლებ­დი.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, რომ არ გა­მოჩ­ნდა, მი­ვე­დი და ჭიშ­კა­რი შე­ვა­ღე. იქვე, ასე, 5-6 წლის გო­გო­ნა სი­ლა­ში თა­მა­შობ­და. ვკი­თხე: ირაკ­ლი აქ არის-მეთ­ქი? - თან­ხმო­ბის ნიშ­ნად თავი და­მიქ­ნია. ვთხო­ვე, და­ე­ძა­ხა. ბავ­შვი სახ­ლის­კენ გა­იქ­ცა და თან - მამა, მა­მაო! - იძახ­და. მის ხმა­ზე კარი გა­ი­ღო და სპორ­ტულ შარ­ვალ­სა და ოთა­ხის ჩუს­ტებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ირაკ­ლი გა­მო­ვი­და. რომ და­მი­ნა­ხა, ფერი ეც­ვა­ლა, აღარ იცო­და, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. გა­მოვ­ბრუნ­დი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი გა­ვუ­ყე­ვი ორ­ღო­ბეს. მეს­მო­და, რო­გორ მე­ძახ­და ირაკ­ლი, მაგ­რამ უკან აღარ მი­მი­ხე­დავს.

შინ მი­სუ­ლი ვერც ვტი­რო­დი, ვერც ვი­ცი­ნო­დი. რა­ღაც­ნა­ი­რად, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მხო­ლოდ ბავ­შვის ხმა ჩა­მეს­მო­და ყურ­ში, რო­მე­ლიც ჩემს ქმარს მა­მას ეძახ­და. ერთ სა­ათ­ში ირაკ­ლიც დაბ­რუნ­და. თით­ქოს 100 წელი მო­მა­ტე­ბო­და, ისე იყო წელ­ში მოხ­რი­ლი და გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი. ზედ­მე­ტად სი­ტყვაც არ მით­ქვამს, არც ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა მო­მი­თხო­ვია. მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი ჩან­თა გა­მო­ვუ­ტა­ნე და წინ და­ვუ­დე. მიხ­ვდა, რომ მას­ში თა­ვი­სი ნივ­თე­ბი უნდა ჩა­ე­ლა­გე­ბი­ნა და ში­ნი­დან წა­სუ­ლი­ყო.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

პარალელური ოჯახი

პარალელური ოჯახი

მე და ჩემი მომავალი მეუღლე 17 წლისანი ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით. მაშინ გულუბრყილო ბავშვი ვიყავი და ყველაფერს იოლად ვიჯერებდი. ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შესაძლოა, ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა.

არასოდეს ვეჭვიანობდი, მაგრამ ერთხელ ირაკლი უმნიშვნელო ტყუილში გამოვიჭირე. ამის შემდეგ ჩვევად მექცა, მისი ყველა ნათქვამი გადამემოწმებინა. რამდენჯერმე ისევ გამოვიჭირე ტყუილში. ძალზე ვნერვიულობდი, ვეძებდი მიზეზს, რის გამოც ირაკლი იტყუებოდა, მაგრამ ვერ ვპოულობდი.

წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობდა და ვიცოდი, რომ დასვენების დღე მხოლოდ კვირას ჰქონდა. დანარჩენ დღეებში შინ 9-10 საათზე ბრუნდებოდა. ყოველ მე-4 დღეს კი მორიგეობდა და მთელი დღე-ღამე იქ რჩებოდა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მის სამსახურში შაბათი დასვენების დღე იყო, ხოლო მორიგეობა საერთოდ არ არსებობდა. ამის გაგებამ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, მაგრამ ირაკლისთვის არაფერი მითქვამს.

გადავწყვიტე, მეთვალთვალა მისთვის და ერთ შაბათ დღეს, შინიდან გასულს, უკან ავედევნე. დიდუბის სადგურში, მცხეთაში მიმავალ "მარშრუტკაში" ჩაჯდა და წავიდა. მე, რა თქმა უნდა, ვეღარ გავყვებოდი. შემდეგ, როცა სამსახურში "მორიგეობა" უწევდა, ისევ გავყევი უკან. ისევ მცხეთისკენ აიღო გეზი. შაბათსაც იგივე განმეორდა. მომდევნო "მორიგეობაზე" კი მის "მარშრუტკას" ტაქსით ავედევნე. საკუთარი თვალით დავინახე, მცხეთაში, ერთ-ერთ კერძო სახლის ეზოში როგორ შევიდა. ტაქსი გავუშვი, შორიახლოს დავდექი და ვუთვალთვალებდი.

რამდენიმე საათის შემდეგ, რომ არ გამოჩნდა, მივედი და ჭიშკარი შევაღე. იქვე, ასე, 5-6 წლის გოგონა სილაში თამაშობდა. ვკითხე: ირაკლი აქ არის-მეთქი? - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ვთხოვე, დაეძახა. ბავშვი სახლისკენ გაიქცა და თან - მამა, მამაო! - იძახდა. მის ხმაზე კარი გაიღო და სპორტულ შარვალსა და ოთახის ჩუსტებში გამოწყობილი ირაკლი გამოვიდა. რომ დამინახა, ფერი ეცვალა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. გამოვბრუნდი და გაოგნებული გავუყევი ორღობეს. მესმოდა, როგორ მეძახდა ირაკლი, მაგრამ უკან აღარ მიმიხედავს.

შინ მისული ვერც ვტიროდი, ვერც ვიცინოდი. რაღაცნაირად, გაქვავებული ვიყავი და მხოლოდ ბავშვის ხმა ჩამესმოდა ყურში, რომელიც ჩემს ქმარს მამას ეძახდა. ერთ საათში ირაკლიც დაბრუნდა. თითქოს 100 წელი მომატებოდა, ისე იყო წელში მოხრილი და გასაცოდავებული. ზედმეტად სიტყვაც არ მითქვამს, არც ახსნა-განმარტება მომითხოვია. მხოლოდ ცარიელი ჩანთა გამოვუტანე და წინ დავუდე. მიხვდა, რომ მასში თავისი ნივთები უნდა ჩაელაგებინა და შინიდან წასულიყო.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია