პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ხდება ქალი მოსაწყენი
როდის ხდება ქალი მოსაწყენი

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სხვა­დას­ხვა გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი არ­სე­ბობს:

თით­ქოს ქა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­ცებს ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბა შე­უძ­ლი­ათ, ქა­ლე­ბი უფრო ემო­ცი­უ­რე­ბი ან ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან, კა­ცე­ბი - აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და ა.შ. ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის უნა­რე­ბის, თვი­სე­ბე­ბი­სა თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, რის გამო კა­მა­თი ხში­რია... ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ახა­ლი რუბ­რი­კა - "სქე­სი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი" წარ­მო­გიდ­გი­ნოთ და რეს­პონ­დენ­ტებს მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ვე­სა­უბ­რო.

ქა­ლებ­ზე ლა­პა­რა­კი მსა­ხი­ობ პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლის­თვის უსი­ა­მოვ­ნო ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, აღი­ა­რა, რომ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ დიდი მო­წი­წე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის­თვის არ­სე­ბობს ქალ­თა ისე­თი კა­ტე­გო­რი­აც, რომ­ლის მი­მართ მსა­ხი­ო­ბი სიმ­პა­თი­ით გან­წყო­ბი­ლი არ გახ­ლავთ.

- ქალი უფრო ძლი­ე­რია თუ მა­მა­კა­ცი?

- სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან თა­მარ მეფე გა­ვიხ­სე­ნოთ, ასე­ვე - მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას აძ­ლი­ე­რებ­დნენ. ჰოდა, გა­მო­დის, რომ ქა­ლე­ბი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ უჩ­ვე­ნოდ გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ, ისე­ვე - რო­გორც ჩვენ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და მათ გა­რე­შე (იცი­ნის).

- "შედი, ქალო, "კუხ­ნა­ში", - ოდეს­მე, მსგავ­სი ფრა­ზა თუ გით­ქვამთ?

- თუ იმას არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ რო­გო­რი საკ­ვირ­ვე­ლიც უნდა იყოს, ამ და­ძა­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე ხში­რად ვარ და ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვცდი­ლობ, ასე­თი რამ არას­დროს მით­ქვამს. "შედი, ქალო, "კუხ­ნა­ში" ბევ­რჯერ მით­ქვამს ანეკ­დო­ტის მო­ყო­ლი­სას, სე­რი­ა­ლებ­ში თა­მა­ში­სას...

- მე­უღ­ლეს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბით?

- ძა­ლი­ან მინ­და, მი­ვეხ­მა­რო, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, სამ­ზა­რე­უ­ლოს არ მა­კა­რებს. მე­უბ­ნე­ბა, - ყვე­ლა­ფერს სვრიო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ვთხუპ­ნა­ობ", მაგ­რამ მა­ინც ვცდი­ლობ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი მო­ვამ­ზა­დო. ჩემი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­და­ცე­მი­დან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა ვის­წავ­ლე. ში­ნა­უ­რე­ბის წრე­ში, მა­მაც და ბა­ბუ­აც გემ­რი­ელ, "კა­ცურ" კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ და ეს საქ­მე მეც გა­მომ­დის. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვი, რომ მა­ნუ­ე­ლი­ვით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლი ვარ.

- დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა ქალს ახა­სი­ა­თებს და უც­ნა­უ­რად გეჩ­ვე­ნე­ბათ...

- ალ­ბათ - ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. ვიცი, ეს თვი­სე­ბა მა­მა­კა­ცებ­საც ახა­სი­ა­თებთ, მაგ­რამ როცა ქალი ზედ­მე­ტად ეჭ­ვი­ა­ნია, მის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა არ გა­მო­დის. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ურ­თი­ერ­თო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გარ­თულ­დე­ბა. არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვიც და უსა­ფუძ­ვლოც, მაგ­რამ ოჯახ­ში ამ ყვე­ლაფ­რის და­მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ალ­ბათ, ქალი უნდა იყოს... არც ქა­ლე­ბის ბევ­რი ლა­პა­რა­კი მა­ღი­ზი­ა­ნებს, არც მა­ღა­ზი­ებ­ში ბევ­რი სი­ა­რუ­ლია მო­სა­წყე­ნი... მაგ­რამ ქალი შე­იძ­ლე­ბა, მო­სა­წყე­ნი გახ­დეს, როცა ნა­მეტ­ნა­ვად ეჭ­ვი­ა­ნია...

- "მეტი ქალი პარ­ლა­მენ­ტში" - ამ თე­მა­ზე რას ფიქ­რობთ?

- თა­მარ მე­ფის ხანა წე­ღა­ნაც ვახ­სე­ნე.... დღე­ვან­დელ თუ გუ­შინ­დელ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე კი თავს ვერ დავ­დებ. ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ბევ­რი რამ გა­მო­ი­ა­რა და ვინ­მე გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი რომ ყო­ფი­ლი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მახ­სენ­დე­ბო­და. მა­ინც მგო­ნია, რომ მან­დი­ლო­სა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შრო­მა უშე­დე­გო ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, უიშ­ვი­ა­თე­სი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, ვერც მა­მა­კა­ცი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე დავ­დებ თავს. ასე რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე - "მეტი ქალი პარ­ლა­მენ­ტში" - ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, მაგ­რამ იმას არ ვამ­ბობ, რომ პარ­ლა­მენ­ტში ქა­ლე­ბი არ უნდა იყ­ვნენ. მა­გა­ლი­თად თუნ­დაც, ქა­ლის მიერ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის თემა ავი­ღოთ: არ ვამ­ბობ, რომ ქალი სა­ჭეს­თან არ უნდა იჯ­დეს. დღეს­დღე­ო­ბით, მან­ქა­ნა ფუ­ფუ­ნე­ბის სა­გა­ნი კი არა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ არის, მაგ­რამ ეს იმ ფაქტს არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას არაფ­რის­მაქ­ნი­სია. ჰოდა, ქალ­ბა­ტონ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზეც, მათ მი­მართ ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ზოგი კაცი პარ­ლა­მენ­ტში კი არ უნდა იჯ­დეს, იმ ქუ­ჩას ახ­ლო­საც არ უნდა გა­ა­კა­რო, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ...

გაგ­რძე­ლე­ბა

!!!
0

ამის კომენტარებს ეტყობა, რა ჭკუის კოლოფიცაა!

როდის ხდება ქალი მოსაწყენი

როდის ხდება ქალი მოსაწყენი

მოგეხსენებათ, სხვადასხვა გენდერული სტერეოტიპი არსებობს:

თითქოს ქალებისგან განსხვავებით, კაცებს ნამდვილი მეგობრობა შეუძლიათ, ქალები უფრო ემოციურები ან ჭკვიანები არიან, კაცები - აგრესიულები და ა.შ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მამაკაცისა და ქალის უნარების, თვისებებისა თუ სოციალური ქცევების შესახებ საზოგადოებაში მცდარი შეხედულებებია დამკვიდრებული, რის გამო კამათი ხშირია... ამიტომ გადავწყვიტე, ახალი რუბრიკა - "სქესი და სტერეოტიპები" წარმოგიდგინოთ და რესპონდენტებს მათი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებზე ვესაუბრო.

ქალებზე ლაპარაკი მსახიობ პაატა გულიაშვილისთვის უსიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, აღიარა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ დიდი მოწიწების მიუხედავად, მისთვის არსებობს ქალთა ისეთი კატეგორიაც, რომლის მიმართ მსახიობი სიმპათიით განწყობილი არ გახლავთ.

- ქალი უფრო ძლიერია თუ მამაკაცი?

- საქართველოს ისტორიიდან თამარ მეფე გავიხსენოთ, ასევე - მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი პოლიტიკოსი ქალები, რომლებიც ქვეყანას აძლიერებდნენ. ჰოდა, გამოდის, რომ ქალები ძლიერი ადამიანები არიან, მაგრამ უჩვენოდ გაუჭირდებოდათ, ისევე - როგორც ჩვენ გაგვიჭირდებოდა მათ გარეშე (იცინის).

- "შედი, ქალო, "კუხნაში", - ოდესმე, მსგავსი ფრაზა თუ გითქვამთ?

- თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ამ დაძაბულ ცხოვრებაში ხუმრობის ხასიათზე ხშირად ვარ და ამაღლებული განწყობილების შენარჩუნებას ვცდილობ, ასეთი რამ არასდროს მითქვამს. "შედი, ქალო, "კუხნაში" ბევრჯერ მითქვამს ანეკდოტის მოყოლისას, სერიალებში თამაშისას...

- მეუღლეს საოჯახო საქმეებში ეხმარებით?

- ძალიან მინდა, მივეხმარო, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამზარეულოს არ მაკარებს. მეუბნება, - ყველაფერს სვრიო. შეიძლება ითქვას, რომ "ვთხუპნაობ", მაგრამ მაინც ვცდილობ, განსაკუთრებული კერძები მოვამზადო. ჩემი კულინარიული გადაცემიდან ბევრი საინტერესო კერძის მომზადება ვისწავლე. შინაურების წრეში, მამაც და ბაბუაც გემრიელ, "კაცურ" კერძებს ამზადებდნენ და ეს საქმე მეც გამომდის. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მანუელივით პროფესიონალი მზარეული ვარ.

- დაგვისახელეთ თვისება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ქალს ახასიათებს და უცნაურად გეჩვენებათ...

- ალბათ - ეჭვიანობა. ვიცი, ეს თვისება მამაკაცებსაც ახასიათებთ, მაგრამ როცა ქალი ზედმეტად ეჭვიანია, მის გვერდით ცხოვრება არ გამოდის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ურთიერთობა აუცილებლად გართულდება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვიც და უსაფუძვლოც, მაგრამ ოჯახში ამ ყველაფრის დამარეგულირებელი ალბათ, ქალი უნდა იყოს... არც ქალების ბევრი ლაპარაკი მაღიზიანებს, არც მაღაზიებში ბევრი სიარულია მოსაწყენი... მაგრამ ქალი შეიძლება, მოსაწყენი გახდეს, როცა ნამეტნავად ეჭვიანია...

- "მეტი ქალი პარლამენტში" - ამ თემაზე რას ფიქრობთ?

- თამარ მეფის ხანა წეღანაც ვახსენე.... დღევანდელ თუ გუშინდელ პოლიტიკოსებზე კი თავს ვერ დავდებ. ჩვენმა ქვეყანამ ბევრი რამ გამოიარა და ვინმე გამორჩეულად კარგი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გამახსენდებოდა. მაინც მგონია, რომ მანდილოსანი პოლიტიკოსების შრომა უშედეგო ყოფილა, თუმცა, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ვერც მამაკაცი პოლიტიკოსების საქმიანობაზე დავდებ თავს. ასე რომ, ჯერჯერობით ამაზე - "მეტი ქალი პარლამენტში" - ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ პარლამენტში ქალები არ უნდა იყვნენ. მაგალითად თუნდაც, ქალის მიერ ავტომობილის მართვის თემა ავიღოთ: არ ვამბობ, რომ ქალი საჭესთან არ უნდა იჯდეს. დღესდღეობით, მანქანა ფუფუნების საგანი კი არა, აუცილებელი რამ არის, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ გამორიცხავს, რომ ქალების უმრავლესობა ავტომობილის მართვისას არაფრისმაქნისია. ჰოდა, ქალბატონ პოლიტიკოსებზეც, მათ მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება. აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგი კაცი პარლამენტში კი არ უნდა იჯდეს, იმ ქუჩას ახლოსაც არ უნდა გააკარო, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ...

გაგრძელება